X

Announcements

ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის

2022 / 05 / 24

რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე მსოფლიო გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დააყენა და გარკვეულწილად, გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებას შეუწყო ხელი. 

დეზინფორმაციის დიდი ნაკადის პირობებში, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ სამხედრო თუ პოლიტიკური ქმედებები შესახებ გადამოწმებული ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და სწორი გაშუქება.

ტრენინგი შედგენილია მოქმედი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ტელევიზიებში, ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში და აშუქებენ საგარეო პოლიტიკას, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეროვნულ

 უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ლექციებს რონდელის ფონდის და მოწვეული ექსპერტები წაიკითხავენ.

ტრენინგი ჩატარდება 15 ივნისიდან - 12 ივლისამდე (2 საათი კვირაში სამჯერ, დილის საათებში).

ადგილი: რონდელის ფონდი, შიო ჩიტაძის ქ. 3ა

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტაზე: [email protected]  5 ივნისამდე. ადგილები შეზღუდულია.

 

© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.