Announcements
პროექტის ასისტენტის პოზიცია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში
2023 / 08 / 29
დასახელება: პროექტის ასისტენტი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სოციალური/პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი);
- ქართული და ინგლისური ენების სრულფასოვანი ცოდნა;
- აკადემიურად წერის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- პროექტის ასისტენტის, კოორდინატორის ან მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
- მზაობა რეგიონებში სამივლინებოდ;
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმიანობის წარმოება;
- პროექტის ფარგლებში რეგიონებში დაგეგმილი ვიზიტების ადგილზე კოორდინირება;
- პროექტის მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
- პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭრა;
- პერიოდული ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected];
აუცილებელია, პოზიციის დასახელება - ,,პროექტის ასისტენტი“ მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში.
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაღალი ინტერესის გამო საბუთების მიღების ინდივიდუალურად დადასტურება ვერ მოხდება. დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, შერჩეულ აპლიკანტებთან ჩატარდება გასაუბრება.
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2023 წლის 15 სექტემბერი, 18:00.