რონდელის ბლოგი
რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
ბოლო წლებში საქართველოს ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატის შექმნის იდეა. ამან, მათი შეფასებით, ხელი უნდა შეუწყოს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთულესი პრობლემების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებას. პირველად ამ თემაზე 2017 წლის დეკემბერში საჯაროდ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილაპარაკა. კერძოდ, მან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში პირადად ჩართვის მზადყოფნა გამოხატა, რაც პრინციპში სრულიად ახალი ფორმატის ჩამოყალიბების ტოლფასი იქნებოდა. სულ ცოტა ხნის წინ კი იმავე თემაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა კომენტარი, რომელშიც მან საქართველოსთვის ნორმანდიის ფორმატის მსგავსი ფორმატის შექმნა მიზანშეწონილად მიიჩნია.
რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატის ჩამოყალიბების იდეას ცალსახად უარყოფითად ვერ შევაფასებთ. თეორიულად, მან შეიძლება მოიტანოს დადებითი შედეგები საქართველოსთვის.
ამავე დროს, ისიც უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ გატარებულ ე.წ. კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთმა ადეკვატურად არ უპასუხა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სამწუხაროდ, სწორედ ბოლო წლებში მოხდა გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის ტრაგიკული შემთხვევები. თანაც, ამ ადამიანების მკვლელები დღემდე „დემონსტრატიულად“ არ არიან დასჯილები.
გარდა ამისა, რეგულარულად ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში. გაძლიერებულია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლა და უკიდურესად იზღუდება მათი უფლებები.
ა.წ. სექტემბრის ბოლოს, 2008 წლის შემდეგ პირველად, გაეროს შტაბბინაში გამართულ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას რუსეთის მხრიდან იმედის მომცემი რეაქცია არ მოჰყოლია. მოსკოვმა თითქმის ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არც ერთ ფორმატში არ აპირებს ოკუპაციის თემის განხილვას, მაგრამ ქართული მხარისგან დიალოგის გაგრძელების მოლოდინი მაინც აქვს.
ახლა ყურადღება საქართველოს საკმაოდ მძიმე რეალობიდან სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე გადავიტანოთ. მათ შორის, პირველ რიგში, ვისაუბროთ უკრაინაზე, რომელიც უკვე წლების განმავლობაში, სწორედ ნორმანდიის ოთხეულის ფორმატში, უშედეგოდ ცდილობს რუსეთთან არსებული უმძიმესი პრობლემების მოგვარებას.
ა.წ. დეკემბრის დასაწყისში, სამწლიანი პაუზის შემდეგ, ნორმანდიის ოთხეულის ფორმატში გამართული მორიგი შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა. თავად ეს სამწლიანი პაუზაც არ მეტყველებს ნორმანდიის ფორმატის ეფექტიანობაზე და სიტუაციის სიმძიმეს ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ შეხვედრაზე საკმაოდ დაძაბული ატმოსფერო სუფევდა.
მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოეწერა ხელი მინსკის მემორანდუმსა და პროტოკოლს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ახლა უკვე ამ შეთანხმებების შესრულების წინააღმდეგია. ან არადა, სწორედ ამ შეთანხმებების განხორციელება დგას ნორმანდიის ფორმატის დღის წესრიგში.
როგორც ჩანს, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკიც, სულ მცირე, ძალზე დიდი სიფრთხილით ეკიდება ზემოხსენებული შეთანხმებების შესრულებას. ამის მიზეზი საკმაოდ მარტივია. ექსპერტთა შეფასებით, უკრაინა, მინსკის პროტოკოლის შესრულების შემთხვევაში, საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
გარდა იმისა, რომ ნორმანდიის ფორმატმა ვერ შეძლო მოენახა კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკური მექანიზმი, კვლავ რთულია მდგომარეობა ფრონტის ხაზზე. ნორმანდიის ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, 9-15 დეკემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე დაიღუპა ოთხი და დაიჭრა შვიდი უკრაინელი სამხედრო. უკრაინელების ცნობით, რუსული ჰიბრიდული ძალები მთელი კვირის მანძილზე ყოველდღიურად ისროდნენ.
შესაბამისად, ამ გადასახედიდან საუბარი ნორმანდიის ოთხეულის ფორმატის ეფექტიანობაზე უკრაინისთვის, სამწუხაროდ, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.
თუ ჩვენს ყურადღებას უკრაინიდან ბელარუსზე გადავიტანთ, ვნახავთ იმას, თუ როგორ იყენებს რუსეთის ფედერაცია ორმხრივ ფორმატებს უშუალოდ მის მოკავშირეებთან. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბელარუსი ალბათ რუსეთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. თავად ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ორი ქვეყნის პარტნიორობა არა მხოლოდ სავაჭრო და საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებს მოიცავს, არამედ შექმნილია „ერთიანი სივრცეები თავდაცვასა და სპეცსამსახურების ერთობლივი საქმიანობისთვისაც“.
ამ გარემოების მიუხედავად, 2019 წლის დასაწყისიდან საექსპერტო შეფასებებსა და სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საჯარო დოკუმენტებში საუბარი იყო იმაზე, რომ მოსკოვი გააძლიერებდა ზეწოლას მინსკზე ბელარუსის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ინტეგრაციის მიზნით.
მოვლენათა განვითარებამ დაადასტურა, რომ ეს მოლოდინი საფუძვლიანი იყო. როგორც ჩანს, მთელი წლის განმავლობაში ბელარუსზე ზეწოლა ჯერ კიდევ 1999 წლის ბოლოს ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე ხორციელდებოდა, რამაც პიკს წლის ბოლოს მიაღწია.
ამ ფონზე, ბელარუსი აშკარად ცდილობს საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვას. ა.წ. 7 დეკემბერს ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის ლიდერების შეხვედრის ძირითადი თემა ორი ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციისთვის საგზაო რუკაზე შეთანხმება იყო. ეს შეხვედრა არცთუ შედეგიანი გამოდგა. სოჭში გამგზავრებამდე პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ისინი არასოდეს განიხილავდნენ იმას, რომ ბელორუსი სხვა რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, თუნდაც მოძმე რუსეთის ნაწილი გახდეს და ამის გაკეთებას არც მომავალში აპირებენ“.
ამ შეხვედრის დასრულებიდან მალევე, ა.წ. 9 დეკემბერს, ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ოლეგ ბელკონევმა განაცხადა, რომ ოფიციალური მინსკი ნატოსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის მზად არის. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ასეთი წვრთნები მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით შეიძლება გაიმართოს, რომ ბელარუსი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია. მეორე ნაწილის მიუხედავად, ამ განცხადების პოლიტიკური დატვირთვა მაინც გასაგებია.
ბელარუსის პოზიცია კიდევ უფრო მკაფიო გახდა მას შემდეგ, რაც 24 დეკემბერს „ეხო მასკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ ბელარუსის სუვერენიტეტის დარღვევის შესაძლო მცდელობა გამოიწვევს რუსეთის კონფლიქტს დასავლეთთან, კერძოდ კი ნატოსთან.
როგორც ჩანს, რუსეთის მხრიდან ანექსიის საფრთხის შიში საკმაოდ საფუძვლიანია. რამდენად საფუძვლიანია ვიფიქროთ, რომ ბელარუსი ამ საფრთხეს მხოლოდ რუსეთთან ორმხრივი ან მრავალმხრივი დიალოგის მეშვეობით აიცილებს, ამაზე პასუხის გაცემაც პრინციპში საკმაოდ მარტივია. მით უმეტეს, რომ ბელარუსის რუსეთთან დიალოგის და პარტნიორობის შედეგები, როგორც ჩანს უკვე სახეზეა.
სამწუხაროდ, არც დრო და არც პოლიტიკური კონტექსტი არ გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატის დაწყება პოზიტიურ შედეგებს მოგვიტანს.
თუკი საქართველოს ხელისუფლება მაინც გადაწყვეტს ასეთი დიალოგის დაწყებას, მაშინ ეს მხოლოდ იმით არ უნდა გამართლდეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. თავიდანვე მკაფიოდ უნდა ითქვას, თუ კონკრეტულად რა შედეგებს ველით ამ დიალოგიდან და როდის. ასეთ შემთხვევაში, რუსეთთან რაიმე პოზიტიურის მიღწევის ალბათობა, მართალია, არ გაიზრდება, მაგრამ ის მაინც გახდება გასაგები, თუ კონკრეტულად რაზე იღებს ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე