რონდელის ბლოგი
რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
2020 წლის 3 იანვარს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს დრონებიდან გაშვებული რაკეტების აფეთქების შედეგად დაიღუპნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი და მისი თანმხლები პირები.
ამის შედეგად, უკიდურესად დაიძაბა სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია მთელ ახლო აღმოსავლეთში, ერთი მხრივ, აშშ-სა და მის მოკავშირეებს (ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ა.შ.) და მეორე მხრივ, ირანსა და მის მოკავშირეებს (ერაყი, სირია, „ჰეზბოლა“ და ა.შ.) შორის.
ვინ იყო ყასემ სოლეიმანი?
ყასემ სოლეიმანი იყო არა მხოლოდ ავტორი იმ იდეისა, რასაც თანამედროვე ეტაპზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის გაძლიერება ჰქვია, არამედ უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ იდეის ხორცშესხმას და, რაც ყველაზე მთავარია, იგი წარმატებული იყო ამ გზაზე.
სწორედ სოლეიმანის დამსახურებაა, რომ მკაცრი ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, ირანის გარშემო შემოიკრიბა ახლო აღმოსავლეთის არაერთი გავლენიანი ორგანიზაცია: „ჰეზბოლა“ ლიბანში, „ჰამასი“ პალესტინაში, პროირანული ძალები სირიასა და, განსაკუთრებით, ერაყში, „ჰუსიტები“ იემენში და ა.შ.
ამ ორგანიზაციებმა ირანის და პირადად სოლეიმანის ლიდერობით წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას - მოიგერიეს საუდის არაბეთის და აშშ-ის გარშემო შემოკრებილი სუნიტური კოალიციის შეტევები და ხშირ შემთხვევაში (სირიაში, იემენში, ერაყში) უკან დაახევინეს მათ. სწორედ სოლეიმანის სახელს მიეწერება ირანის მიერ „დაეშის“ (ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“) წინააღმდეგ წარმოებული წარმატებული ბრძოლა სირიასა და ერაყში, ასევე ასადის რეჟიმის გადარჩენა რუსეთთან ერთად.
შედეგად, ირანმა ამ ათასწლეულში პირველად შეძლო არა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა, არამედ ხმელეთით მიუახლოვდა ისრაელსაც, რომელსაც მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს რეგიონში. შედეგად, ისრაელისთვის შეიქმნა ეგზისტენციური საფრთხე.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე რეგიონშიც და თავად ირანშიც ძალიან გაიზარდა გენერალ სოლეიმანის პრესტიჟი და გავლენა. ფაქტობრივად, იგი იყო პასუხისმგებელი ირანის როგორც საგარეო ურთიერთობებზე (განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთში), ისე სადაზვერვო და სამხედრო საქმიანობაზე. ამიტომ ბევრი მიიჩნევდა, რომ სოლეიმანი თავისი გავლენით მეორე პირი იყო ირანში სულიერი ლიდერის შემდეგ.
გენერალმა იცოდა, რომ მასზე ნადირობდნენ, რადგან აშშ-ის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი 2019 წლის 15 აპირილიდან მოყოლებული ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი. ამიტომ იგი განსაკუთრებული სიფრთხილით გადაადგილდებოდა უცხოეთში და კონსპირაციის ყველა წესს იცავდა: არასოდეს ანონსდებოდა მისი ვიზიტები, გადაადგილების მარშრუტები მხოლოდ მისმა ვიწრო წრემ იცოდა, არ იყენებდა მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერებს, დაფრინავდა სარეისო სამოქალაქო თვითმფრინავებით, ავტომობილებიც, რითაც გადაადგილდებოდა, არ იყო სხვებისგან გამორჩეული.
თუმცა, როგორც ჩანს, მაინც მოხდა ინფორმაციის გაჟონვა, რასაც მოჰყვა კიდეც მისი ლიკვიდაცია.
პირველადი შედეგები
- ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა უკვე 4,1%-ით მოიმატა;
- ა.წ. 5 იანვარს ერაყის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ამერიკელმა სამხედროებმა (დაახლოებით 5000 ჯარისკაცი) უნდა დატოვონ ამ ქვეყნის ტერიტორია. ერაყის მოსახლეობის უმეტესობა და, შესაბამისად, დეპუტატებიც შიიტები არიან და მათთვის სულერთი არაა ირანის გამწარება. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ქურთმა და სუნიტმა დეპუტატებმა, მაგრამ ამან სიტუაცია არსებითად მაინც ვერ შეცვალა;
- ერაყის პარლამენტის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით ამ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია კიდევ უფრო ჩახლართული გახდა. ამასთან, ამერიკელები აღმოჩნდნენ საკმაოდ მძიმე იურიდიული რეალობის წინაშე - მასპინძელ ქვეყანას არ სურს მათი იქ ყოფნა;
- ა.წ. 5 იანვარს ირანი ოფიციალურად გამოვიდა დასავლეთთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებიდან, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია და სურს დააჩქაროს მუშაობა ატომური იარაღის შექმნის მიზნით;
- სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყო თითქმის ყოველდღიური სარაკეტო შეტევები ბაღდადში არსებულ აშშ-ის საელჩოსა და ერაყში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე (თუმცა, როგორც ჩანს, ეს აქტები ამ ეტაპზე ნაკლებადორგანიზებული და სპონტანური სახისაა);
- ამერიკული ბაზის დაბომბვის შედეგად დაიჭრა იქ მყოფი ერაყის რამდენიმე მოქალაქე, რის შემდეგაც შეტევის ორგანიზატორმა ერაყის „ჰეზბოლაჰმა“ მოუწოდა ერაყელებს მინიმუმ 1000 მეტრით მოშორდნენ ამერიკელ სამხედრო ბაზებს;
- საპასუხოდ, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეტევა მიიტანეს სირია-ერაყის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პროირანული ძალების ბაზაზე, რასაც 5 ერაყელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა;
- აშშ-მ სასწრაფო წესით დაიწყო დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის (ათასობით სამხედრო) გაგზავნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად;
- აშშ-ის საელჩოებმა ერაყში, პაკისტანში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და გაერთიანებულ არაბულ საემიროებში საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს სასწრაფოდ დატოვონ ამ ქვეყნების ტერიტორიები (როგორც ჩანს, საამისოდ არსებობს შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაციები);
- ანკარამ აშშ-ის საჰაერო საშუალებებს არ მისცა ინჯირლიქის ბაზის გამოყენების საშუალება (რასაც ვაშინგტონი ჩაინიშნავს მომავლისთვის);
- მოსკოვმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ირანის მხარე დაიჭირა;
- ისრაელის მთავრობა და სამხედროები კი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
რითი შეიძლება უპასუხოს ირანმა სოლეიმანის ლიკვიდაციას?
გენერალ ყასემ სოლეიმანზე განხორციელებულ თავდასხმას ირანი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, უპასუხოდ არ და ვერ დატოვებს.
ირანს, რომელიც კარგად განვითარებულ სარაკეტო სისტემებს ფლობს, პოტენციური სამიზნეების გრძელი სიაც აქვს, კერძოდ:
- ამერიკული სამხედრო ბაზები რეგიონში და მის გარეთ;
- აშშ-ის დიპლომატიური მისიები და მოქალაქეები (ამიტომ ერაყიდან უკვე დაიწყეს ამერიკელების ევაკუაცია);
- ამერიკის მომხრე ქვეყნები რეგიონში - ისრაელი (რომელმაც უკვე მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი სამხედრო ძალები), საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბული საემიროები და ა.შ. და მათი ინფრასტრუქტურა (ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობსადენები);
- ნავთობით დატვირთული ტანკერები სპარსეთის ყურეში (შესაძლებელია როგორც პირდაპირი შეტევების განხორციელება გემებზე, ისე ყურის ბლოკირება, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე);
- კიბერთავდასხმების დაწყება;
- ირანის მომხრე ორგანიზაციების („ჰეზბოლაჰი“, „ჰუსიტები“, პროირანული ძალები ერაყში და ა.შ.) სამხედრო და პოლიტიკური გააქტიურება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
- სხვა სამიზნეები (ირანის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უკვე შერჩეული აქვს 53 სამიზნე).
რამდენად შესაძლებელია მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის დაწყება?
რეალურად უკვე აშკარაა აშშ-ირანის საშუალო ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი, რომელიც დიდი ესკალაციის საფრთხეს ატარებს.
ერთადერთი, რისი გამორიცხვაც ამ ეტაპზე შესაძლებელია, ეს არის მსხვილმასშტაბიანი ამერიკული სახმელეთო ოპერაციის დაწყება ირანის წინააღმდეგ, რადგან აშშ არ არის ამისთვის მზად - მას არც საკმარისი სამხედრო ძალა და ტექნიკა გააჩნია რეგიონში და არც დიდი მსხვერპლის გაღება სურს, რის გარეშეც ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ ამერიკელთა აქცენტი უფრო წერტილოვან დარტყმებზე კეთდება.
ამ მომენტისთვის ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა გენერალ სოლეიმანის ლიკვიდაციის საპასუხოდ.
თუ მათ გადაწყვეტილებას მოჰყვება მნიშვნელოვანი მსხვერპლი აშშ-ის მოქალაქეებში და/ან მნიშვნელოვნად შეილახება ვაშინგტონის პრესტიჟი, მაშინ შეერთებული შტატების საპასუხო ქმედებები საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდება ირანისთვის. ამაზე უკვე მიანიშნა კიდეც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როდესაც აღნიშნა, რომ უკვე შერჩეულია 52 სამიზნე ირანის ტერიტორიაზე, რომელთა დაბომბვაც პირველ რიგში მოხდება სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- თალიბანი 2.0 ქაბულში: გამოწვევები და მოლოდინი რეგიონის ქვეყნებში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- მოლაპარაკებები ვენაში ე.წ. ბირთვულ შეთანხმებაზე: ვინ დარჩება მოგებული?!
- რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- მეჯლისის არჩევნები ირანში - პოლიტიკური წინაპირობები და შედეგები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- რას ნიშნავს აშშ-ის გასვლა სირიიდან?
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- თურქეთის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- ქალები საქართველოდან სირიის კონფლიქტში და მათი მომავალი
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- ერაყის ქურთისტანის საკითხი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე