რონდელის ბლოგი
ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
მირიან ჯანაშვილი, ანალიტიკოსი
საქართველოს შეიარაღებული ძალები თავისი პოპულარობით ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასაც კი უსწრებს, პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან ჯარის ერთგულებაში, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, პოლიტკორექტულობის სრული დაცვით, წლიდან წლამდე თავდაცვის სისტემაში პოზიტიურ ძვრებს გვიქებს. მიუხედავად ამისა, ორი რამ უცვლელი რჩება: ნატო ბუქარესტის სამიტიდან 12 წლის შემდეგ კვლავაც თავს იკავებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) შემოთავაზებისგან და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, გლობალური და რეგიონული საფრთხეების დინამიკის ფონზე, კრიტიკას ვერ უძლებს.
თითქოს პარადოქსთან გვაქვს საქმე - პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი აღიარებს გაზრდილი საფრთხეების გამო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობას და საკუთრივ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც საქართველოსგან მოელის სტაბილურ და ეფექტიან დაგეგმვაზე დამყარებულ თავდაცვის სისტემას და გაზრდილ თავდაცვისუნარიანობას. მიუხედავად ამისა, ათწლეულზე მეტია, რაც თავდაცვის სისტემაში თვისებრივი გაუმჯობესება არ მომხდარა. მართალია, უსაფრთხოების გარემო საგრძნობლადაა გაუარესებული, მაგრამ საქართველოსთვის ზემოაღნიშნული სტრატეგიული მიზნების ვერმიღწევას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ეს პარადოქსი ახლავს როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე ქართული ოცნების მმართველობის პერიოდს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ თავდაცვის სფერო ორი მთავარი იმპერატივის გათვალისწინებით გარდაიქმნა. მინისტრის პოზიციის დასაკავებლად, ერთი მხრივ, უნდა მომხდარიყო ამ სფეროს მმართველად ისეთი პოლიტიკური პირის დანიშვნა, რომლისთვისაც სფეროს ცოდნა და კვალიფიკაცია სულაც არ იყო აუცილებელი, რადგან პრიორიტეტი უსიტყვო მორჩილებასა და მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესების გატარებას ენიჭებოდა. პარალელურად, ნატოსკენ აღებული გეზის გამო, ვიღებდით მთელ რიგ ვალდებულებებს, რაც თავდაცვის სფეროს დემოკრატიული კონტროლის ქვეშ მოქცევას გულისხმობდა, მის საფუძვლიან, სისტემურ გარდაქმნას და მკაფიო პროცედურებსა და გამჭვირვალე დაგეგმვაზე დამყარებულ სისტემად ჩამოყალიბებასაც.
მიუხედავად თავდაპირველი ოპტიმიზმისა, ძალიან მალე გაირკვა, რომ ეს ორი იმპერატივი ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია, რადგან პირველი მეორეს სრულ უგულებელყოფას ან ფორმალურ შესრულებას იწვევდა. შედარებით კომპეტენტური პოლიტიკური ფიგურები დიდხანს ვერ რჩებოდნენ მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო არაკომპეტენტური პირები ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდნენ მინისტრების პოსტებს. ამ მიდგომამ მძიმე კვალი დატოვა როგორც პოლიტიკის ფორმირებაზე, ასევე სისტემურ ეფექტურობასა და პირადი შემადგენლობის დაკომპლეტებაზე. ამასთან, თავდაცვის მინისტრების ხშირი ცვლა არა მხოლოდ დაწყებული პროცესებისა და გადაწყვეტილებების მნიშვნელოვან რევიზიას იწვევდა, არამედ სამხედრო პერსონალის გადახალისებასაც, როგორც უშუალოდ გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის, ისე სხვა მაღალი და საშუალო თანამდებობების პირების დონეზე.
ამის გამო მუდმივად საფრთხის წინაშე დგებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება, რაც ინტეგრაციისა და თავსებადობის მიღწევისთვის რიგი პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვა-გატარება-დასრულებას მოითხოვდა. თუ ნატოსთვის საწყის ეტაპზე, 2003 წელს, მთავარი იყო შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის დამყარება (რაც შესაძლებელი გახდა მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურისა და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშუალებით), 2005 წლიდან ალიანსისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა თავდაცვის სისტემაში პოლიტიკისა და რესურსების გრძელვადიანი დაგეგმვის მექანიზმების სტაბილური ამუშავება და მათი გამოყენებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის თანმიმდევრული ზრდა.
ამ მექანიზმების სრულად დანერგვა შეამცირებდა თავდაცვის სფეროში პოლიტიკური ჩარევის რისკებს და შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი განვითარების პროცესს სტაბილურს და გამჭვირვალეს გახდიდა (განსაკუთრებით, საბრძოლო შესაძლებლობების განვითარების, შენარჩუნებისა და შესყიდვების გეგმებს). სამწუხაროდ, საქართველომ ამ წლების განმავლობაში ვერ მოახერხა ამ ძირეული ვალდებულების შესრულება და როგორც თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების, ისე ძალთა დაგეგმვის (შესაძლებლობები და რესურსები) მხრივ ფორმალური, ზედაპირული მოქმედებებით შემოიფარგლა. გარდა ამისა, გადადგმული ნაბიჯების ფორმალურობა ამერიკული მიდგომების ბრმად გადმოღებასა (რაც განვითარების დასაწყისში მისაღებია, ხოლო შემდეგ ეტაპებზე - უკვე მიუღებელი) და ქართულ რეალობაზე მათ უხეირო მორგებაში გამოიხატებოდა. და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ სირთულეს ქმნიდა თავდაცვის სხვადასხვა სფეროს სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევისა და აღსრულების თვალსაზრისით.
მაგალითად, 2003 წლიდან თავდაცვის სფეროში გამოიცა მთელი რიგი სახელმძღვანელო დოკუმენტებისა, როგორიცაა 2005 წლის ეროვნული სამხედრო სტრატეგია (ესს, 2007 წლის თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა (თსმ) და მინისტრის ხედვა). შესაბამისად, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები და კანონში თავდაცვის დაგეგმვის შესახებ მოხდა თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის მარეგულირებელი დოკუმენტების განსაზღვრა.
2007 წელს უკვე ნათელი გახდა, რომ გრძელვადიანი დაგეგმვის მექანიზმების დანერგვას პერსპექტივა არ ჰქონდა. თსმ-ის დოკუმენტი 2007 წელს სამჯერ გადაიხედა და რადიკალურად შეიცვალა, მისი მოქმედების პერიოდი მკვეთრად შემცირდა. სამხედრო სტრატეგიამ, თსმ-სთან შინაარსობრივი გადაფარვის გამო, დაკარგა მნიშვნელობა. 2012-2013 წლებში თავდაცვის სამინისტროს საიტზე იდო „შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის“ დოკუმენტი, რომლის სამართლებრივი სტატუსი თავდაცვის სისტემისთვის აბსოლუტურად გაურკვეველი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, დოკუმენტში მაინც იყო გამახვილებული ყურადღება ისეთ სტრატეგიულ მიზნებზე, როგორიცაა, მაგალითად, ძალთა და საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება, დაკომპლექტება და ა.შ.
2017 წელს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა (თსმ) რეკორდულად მოკლე დროში შემუშავდა და ამჯერად იგი კიდევ უფრო მცირე, 2017-2020 წლების, პერიოდს მოიცავდა, რაც გამორიცხავდა გრძელვადიანი ხედვისა და გეგმების შემუშავებას და შეიარაღებული ძალების ტექნიკურ ოპტიმიზაციას ემსახურებოდა. ამდენად, 2008 წლიდან 2020 წლამდე სტრატეგიულ ხედვასა და ანალიზზე დაფუძნებული დოკუმენტი არ შემუშავებულა, რომელიც შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი განვითარების მკაფიო გეგმას შემოგვთავაზებდა, შესაბამისი რესურსობრივ-ფინანსური მოთხოვნების გაანგარიშებით. რაც შეეხება საკუთრივ „მინისტრის ხედვას“, რომელიც სტანდარტულად 4 წლის პერიოდისთვის რაციონალური პრიორიტეტების გამოყოფისთვის იყო გამიზნული, ცოტა ხანში იქცა ორწლიან, ხოლო 2008 წლიდან კი - ერთწლიან დოკუმენტად, რომელიც მხოლოდ საბიუჯეტო წლის ღონისძიებების ჩამონათვალს მოიცავდა, ისიც - ზოგადი ფორმულირებით, კონკრეტული შედეგების მითითების გარეშე.
ზემოაღნიშნული პრობლემა პირდაპირ განსაზღვრავს რესურსობრივ-საბიუჯეტო დაგეგმვის სპონტანურ ხასიათს. ამასთან, ჯერ 2008 წლიდან თავდაცვის ბიუჯეტის რადიკალურად შემცირებამ, შემდეგ კი ლარის კურსის დევალვაციამ თითქმის შეუძლებელი გახდა შეიარაღებული ძალების განვითარების კონკრეტული მიზნების იდენტიფიცირება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ზოგადად თავდაცვის სფეროს ხარჯების დაფინანსების ზოგადი ლოგიკა. ამის ნათელი მაგალითია მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება საყოველთაო სამხედრო გაწვევაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც იმავე წლის სექტემბერში ახლად დანიშნულმა მინისტრმა ლევან იზორიამ გააუქმა.
იზორიას მინისტრობის პერიოდში სავსებით სწორად გაკეთდა აქცენტი „ტოტალურ თავდაცვაზე“, როგორც მთავარ კონცეფციაზე ეროვნული თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ეს მიდგომა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებთან ერთად მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებს, საზოგადოებას და კერძო სექტორს მნიშვნელოვან მოთხოვნებს უყენებდა და თავდაცვისა და უსაფრთხოების წარმატებით უზრუნველსაყოფად საჭიროებდა როგორც მუშაობის კოორდინაციას, ისე დამატებითი რესურსების (საფინანსო და მატერიალური) საგრძნობ ზრდას. ამასთან, სამართლებრივი ნორმების მოწესრიგების თვალსაზრისით, „ტოტალური თავდაცვა“ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებასაც ითვალისწინებდა.
გაურკვეველია თავდაცვის უწყების მიერ გასულ წელს შემუშავებული „ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის“ (ეთს) ბედი, რომელშიც შინაარსით მსგავსი და პარალელურად მოქმედი სამი დოკუმენტია (თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, ეროვნული სამხედრო სტრატეგია და ტოტალური თავდაცვის კონცეფცია) გაერთიანებული. ეს დოკუმენტი, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, შეიარაღებული ძალების განვითარების კონკრეტულ შედეგებზეა გათვლილი გრძელვადიან (10-წლიან) პერსპექტივაში და მოკლე- და საშუალოვადიან პერსპექტივაში ბრძოლისუნარიანობის ამაღლებასაც ითვალისწინებს. ამასთან, იგი გულისხმობს „ტოტალური თავდაცვის" ფარგლებში სახელმწიფო უწყებების მოქმედების კოორდინაციისა და ამოცანების გასანაწილებლად სპეციალური სისტემის ჩამოყალიბებას. ამ დოკუმენტის არმიღება ან გაუქმება ძველი მავნე ტრადიციის - ფორმალური დაგეგმვის - გაგრძელება იქნება.
რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ქართულ საზოგადოებას დღემდე არ აქვს ნათელი წარმოდგენა, თუ როგორი ჯარი უნდა გვყავდეს ან რა ტიპის შეიარაღებულ ძალებს ვაშენებთ. დიდი ალბათობით, ამ ყველაფრის ასეთივე ბუნდოვანი აღქმა აქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსაც, რისი დასტურიცაა ნატოს დოკუმენტებში მკაფიოდ ასახული ერთი და იგივე მინიშნება - ალიანსი მოუწოდებს საქართველოს აქცენტი გააკეთოს მდგრადი (მედეგი) თავდაცვის სისტემის მშენებლობაზე, ბრძოლისუნარიანობის ამაღლებასა და თავდაცვის დაგეგმვის მექანიზმების დახვეწაზე.
ამრიგად, ქართული ჯარის განვითარების გაურკვეველი, ბუნდოვანი პერსპექტივიდან დანახული პრობლემა დამატებით ბერკეტს აძლევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების ე.წ. სკეპტიკოსების ბანაკს, რომ ეჭვქვეშ დააყენონ საქართველოს პროგრესი და კიდევ უფრო შეანელონ გაწევრიანების პროცესი, მით უმეტეს, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღება ისედაც მრავალ პოლიტიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ალბათ უკვე დროა, რომ საქართველომ აღნიშნული არგუმენტი გამოაცალოს „სკეპტიკოსებს“, პირველ რიგში, საკუთარი მიზნებიდან და გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარე გაარღვიოს მავნე პრაქტიკის მოჯადოებული წრე და ქართული თავდაცვის პარადოქსი ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩააბაროს.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ბლოგი მალე დაემატება
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ომი და საქართველო
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე