რონდელის ბლოგი
ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
რუსეთის ფედერაციაში სტაბილურობის დამყარება, სახელისუფლებო ვერტიკალის განმტკიცება და რუსეთის რეგიონებზე დაკარგული გავლენის აღდგენა მიიჩნევა ვლ. პუტინის ხანგრძლივი მმართველობის უმთავრეს მიღწევებად. ეს მართლაც ასეა, თუ დღევანდელ სიტუაციას მე-20 საუკუნის 90-იან წლებს შევადარებთ, როდესაც მოსკოვის გავლენა მკვეთრად შეზღუდული იყო, ხოლო ქვეყნის სტაბილურობა კი - მოშლილი. იმ დროიდან ჩეჩნეთის პრობლემა, რომელმაც მაშინ ლამის დამოუკიდებლობას მიაღწია, დღემდე ყველას კარგად ახსოვს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩეჩნეთის პრობლემა, მართალია, ყველაზე მწვავე იყო, თუმცა ერთადერთი ნამდვილად არ ყოფილა. 90-იან წლებში ფედერაციის სუბიექტების დიდი ნაწილი დისტანცირებული იყო მოსკოვისგან და დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა.
თუ რა დონის იყო მაშინ რეგიონების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები, ამის საჩვენებლად შეგვიძლია ერთი მაგალითი მოვიყვანოთ. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე პრიმორსკის მხარის გუბერნატორი ევგენი ნაზრდატენკო თავს უფლებას აძლევდა საჯაროდ შეწინააღმდეგებოდა რუსეთსა და ჩინეთს შორის სასაზღვრო შეთანხმების მიღწევას. საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირების მიზნით მან ჩინეთის საზღვრის გასწვრივ საკუთარი გასამხედროებული დაჯგუფებები განალაგა. საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ იგი ფედერალური ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს საკუთარი შეხედულების მიხედვით განკარგავდა და მის მხარეში შექმნილ ეკონომიკურ სირთულეებში უშუალოდ პრეზიდენტ ელცინს ადანაშაულებდა.
დღეს, რა თქმა უნდა, სიტუაცია კარდინალურად შეცვლილია. პუტინის ძალაუფლებას ყველა აღიარებს და მის წინააღმდეგ მოქმედებას ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ ბედავს. თუმცა, დღემდე რჩება მთავარი შეკითხვა - რამდენად მყარია პუტინის მმართველობის პირობებში შექმნილი სტაბილურობა და შენარჩუნდება თუ არა იგი ხელისუფლებიდან მისი წასვლის შემდეგ. ეს შეკითხვა თავად რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში და საექსპერტო წრეებში საკმაოდ აქტიურად ტრიალებს, თუმცა მასზე მკაფიო პასუხი არავის აქვს.
ზოგადად, არსებობს გარკვეული ინდიკატორები, რომლებიც დროდადრო მართლაც გვაფიქრებინებს, რომ სტაბილურობა რუსეთში მხოლოდ მოჩვენებითია, არსებული სიტუაცია კი - საკმაოდ მოწყვლადი. ერთ-ერთ ასეთ ინდიკატორად უნდა მივიჩნიოთ შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ხაბაროვსკის მხარეში 11 ივლისიდან დაწყებული საპროტესტო გამოსვლები.
მოდი, შევეცადოთ თანმიმდევრულად ავხსნათ, თუ რატომ არის ეს პროტესტი საინტერესო და რა წარმოდგენას გვიქმნის იგი რუსეთის სტაბილურობაზე.
პროტესტი გამოიწვია ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორის - ს. ფურგალის დაჭერამ, რომელსაც ბრალად წაუყენეს 2000-იან წლებში რამდენიმე ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზება. იმ გარემოებამ, რომ ეს დანაშაული ძალიან დიდი ხნის წინ არის ჩადენილი, გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი ამ საქმის „ხელოვნურად შექმნის“ თაობაზე. ამ ეჭვს ისიც აღრმავებს, რომ ფურგალი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც 2018 წლის რეგიონულ არჩვენებში მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ კანდიდატი დაამარცხა. იგი ოპოზიციური ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრია, თუმცა რუსეთში უკვე ყველამ დიდი ხანია კარგად იცის, რომ ჟირინოვსკი და მისი პარტია სახელისუფლებო თამაშს თამაშობს. მიუხედავად ამისა, მოსკოვმა, როგორც ჩანს, თავის დაზღვევის მიზნით, მაინც გადაწყვიტა ფურგალის ჩამოცილება, რათა ხაბაროვსკის მხარე მისთვის უფრო სანდო პირს ჩააბაროს.
საქმე ისაა, რომ ამ რეგიონს მოსკოვი საკმაოდ პრობლემურად მიიჩნევს. თუ რატომ, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბოლო საარჩევნო დინამიკას უნდა დავაკვირდეთ. ასე, მაგალითად, 2018 წელს გამართულ ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორის აარჩვენების პირველ ტურში ამომრჩეველთა მხოლოდ 36%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც ძალზე დაბალი მაჩვენებელია. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს გამონაკლისი არ არის. ბოლო წლებში მთლიანად რუსეთის ფედერაციაში გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის თანახმად, სულ უფრო ცოტა ადამიანი იღებს მონაწილეობას საპარალამენტო და ადგილობრივ არჩევნებში. რუსეთის მმართველი ელიტა მიიჩნევს, რომ სახლში დარჩენილი ამომრჩეველი მისთვის, სულ მცირე, არასახარბიელო, ხელისუფლებისგან იმედგაცრუებული კონტინგენტია და პიარ-ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობს გაზარდოს არჩვენებში მონაწილეთა რაოდენობა. მათი შიში, რომ ეს გამართლებულია, იმავე ხაბაროვსკის მხარის არჩვენების მეორე ტურმაც დაადასტურა, რომელშიც ფურგალმა (69%) თავის კონკურენტს მმართველი „ედინაია რასიადან“ (27%) ძალზე დამაჯერებლად მოუგო.
გუბერნატორის არჩვენებში ფურგალის გამარჯვების შემდეგ, 2019 წელს გამართულ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს არჩვენებში „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა და დეპუტატის 30 მანდატი მიიღო, კომუნისტურმა პარტიამ - სამი, ხოლო მმართველმა „ედინაია რასიამ“ კი - მხოლოდ ორი.
ხაბაროვსკის მხარის პრობლემურობა დაადასტურა სულ ცოტა ხნის წინ გამართულმა საკონსტიტუციო რეფერენდუმმა. რეფერენდუმში ხაბაროვსკის მხარის ამომრჩეველთა მხოლოდ 44 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც ბოლოდან მეორე მაჩვენებელია ფედერაციის 85 სუბიექტს შორის*. აქედან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა მხოლოდ 62%, რაც ბოლოდან მეექვსე მაჩვენებელია ფედერაციის 85 სუბიექტს შორის.
რაც მთავარია, ფურგალის დაჭერის გამო საპროტესტო გამოსვლებმა ხაბაროვსკში უპრეცედენტო მასშტაბები მიიღო. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, მასში მონაწილეთა რაოდენობა პიკზე 35 000 აღწევდა, მაშინ, როდესაც ხაბაროვსკში მხოლოდ 600 000-მდე მაცხოვრებელია. შედარებისთვის, მოსკოვში, სადაც დაახლოებით 11 მლნ. ადამიანი ცხოვრობს, 2019 წელს გამართულ საპროტესტო გამოსვლებში 50 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც მაშინ უკანასკნელ 7 წელიწადში ყველაზე მასშტაბურ გამოსვლებად ჩაითვალა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები აშკარა ანტი-პუტინისტური ხასიათით გამოირჩეოდნენ, რადგან ხშირად ისმოდა, როგორც პუტინისადმი მკვეთრად კრიტიკული, ისე მისი ხელისუფლების სათავეში დარჩენის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც, ალბათ, მოსკოვის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ხაბაროვსკში საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება სპონტანურად, მაგრამ ძალიან სწრაფად მოხდა, რისთვისაც სოციალური ქსელები გამოიყენეს. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების რეიტინგი და საზოგადოებრივი აზრის მართვა დიდწილად ეფუძნება საინფორმაციო სივრცის კონტროლს. ამ ბერკეტის მნიშვნელობას თავად პუტინიც და მთლიანად რუსეთის პოლიტიკური ელიტაც კარგად აცნობიერებს. თუმცა, ბოლო პერიოდში პროსახელისუფლებო საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ ტრადიციული მედიის ეპოქა, რომელიც რუსეთში საზოგადების მართვის ეფექტიანი მექანიზმია, თანდათანობით წარსულს ბარდება. შესაბამისად, სულ უფრო აქტუალური ხდება ე.წ. „სმარტფონებზე“ „მიბმული“ თაობის პრობლემა, რომლის ინფორმირების წყარო ინტერნეტი და სოციალური ქსელებია. შესაბამისად, ამ თაობის მართვისა და გაკონტროლების ეფექტიანი მექანიზმები კრემლს ჯერჯერობით არ გააჩნია.
როდესაც რუსეთის ფედერაციაში სტაბილურობაზე ვლაპარაკობთ, ასევე უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ის ეკონომიკური სირთულეები, რომლებიც მოსკოვი ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული ინტერვენციის საპასუხოდ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო შეხვდა. მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა იმ პერიოდში ნავთობზე ფასების ვარდნამ, რაც რუსეთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი ბიუჯეტის 60%-ზე მეტი სწორედ ბუნებრივი რესურსების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებით ივსება. დღეს ამ მხრივ კიდევ უფრო არასახარბიელო სიტუაციაა, რადგან პანდემიამ ნავთობზე ფასებიც დაწია და დამატებით სხვა მრავალი ეკონომიკური ხასიათის პრობლემაც შექმნა. ამ ტიპის ეკონომიკური პრობლემები, ცხადია, ამძიმებენ რუსეთში არსებულ სოციალურ ფონს, რაც ასევე ერთგვარი ტესტია პუტინის ეპოქაში შექმნილი სტაბილურობის გამოსაცდელად.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- რა საკითხები განიხილეს პუტინი-ერდოღანის შეხვედრისას?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე