რონდელის ბლოგი
თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
ძალზე ბუნებრივია, რომ ისტორიული, ეთნიკური და კულტურული კავშირების გამო ოფიციალური ანკარა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში ყოველთვის ბაქოს მხარეს იჭერდა. თუმცა, 12 ივლისს აზერბაიჯანის თოვუზის რაიონის მიმდებარედ დაწყებული ბოლო სამხედრო კონფრონტაციის დროს ანკარის პოზიცია წინა პერიოდებთან შედარებით უფრო მკვეთრი რიტორიკითა და ქმედებებით გამოირჩეოდა, რამაც გააჩინა კითხვა: ხომ არ იცვლება თურქეთის პოლიტიკა კავკასიაში და თუ იცვლება, რა მიმართულებით?
ზოგადი სურათი
საბჭოთა კავშირის დაშლისა და „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ანკარის წინაშე აღარ დგას მოსკოვიდან მომდინარე უშუალო ეგზისტენციური საფრთხე. შესაბამისად, დასავლეთმა (განსაკუთრებით, ვაშინგტონმა) თურქეთისთვის დაკარგა უწინდელი უსაფრთხოების ერთგვარი გარანტორის როლი. ამას დაემატა თურქეთის ხელისუფლებაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი პოლიტიკური ორგანიზაციის (AKP - სამართლიანობისა და აღორძინების პარტია) მოსვლა, რომლებიც უფრო დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარების მომხრეები არიან.
ასეთ სიტუაციაში ოფიციალურმა ანკარამ ნელ-ნელა, მაგრამ გადაჭრით დაიწყო დასავლეთისგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება და ეს განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში იგრძნობა. შედეგად, ვხედავთ თურქეთის აქტიურ ჩართულობას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებში (სირიისა და ლიბიის სამოქალაქო ომებში). ამ დაუსრულებელ კონფლიქტებში კი მის მთავარ უხერხულ მოწინააღმდეგედ, როგორც წესი, ყოველთვის მოსკოვი გამოდის, რომელმაც არაერთი საფრთხისა და გამოწვევის წინაშე დააყენა ანკარა.
თურქეთის ხელისუფლების გადმოსახედიდან ამ დიდი სურათის ნაწილია სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაც, სადაც მოსკოვი, ტრადიციულად, ერევანს უჭერს მხარს, ხოლო ანკარა - ბაქოს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლო კონტაქტების მაჩვენებელია პრინციპი „ორი სახელმწიფო, ერთი ერი“ (ამ ფორმულით იგულისხმება, რომ თურქები და აზერბაიჯანელები ერთი ერია, ოღონდ ორი სახელმწიფო აქვთ), რაზეც მხარეები ხშირად აპელირებენ ორმხრივი ურთიერთობების აღწერისას.
რუსულ-თურქული ურთიერთობების განხილვისას გასათვალისწინებელია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 2020 წლის გაზაფხულიდან თურქეთისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი არა რუსეთი, არამედ უკვე აზერბაიჯანია (იგი უზრუნველყოფს თურქეთის ბაზრის მოთხოვნის 23,5%-ს). 2019 წელს ყველაზე დიდი მიმწოდებელი 33%-ით რუსეთი იყო, რაც მიმდინარე წელს 9,9%-მდე შემცირდა. შესაბამისად, მკვეთრად შემცირდა თურქეთის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივად მალევე აისახა პოლიტიკურ ურთიერთობებზეც.
რამდენადაც სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება დაიწყო არა სამხედრო თვალსაზრისით უფრო „ცხელ“ ყარაბაღში, არამედ თოვუზის რაიონის მიმდებარედ, სადაც ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს გადის სწორედ ის გაზსადენი (ისევე როგორც, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა), რომლითაც თურქეთი აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით მარაგდება, ანკარაში ჩათვალეს, რომ არ შეიძლებოდა ეს შემთხვევითობა ყოფილიყო.
თოვუზის რაიონი, სადაც გადის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნები
ყველა ზემოხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით, სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობაზე თურქეთის რეაქცია საკმაოდ მკაცრი იყო როგორც სომხეთის, ისე რუსეთის მიმართ.
თურქეთის პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობასთან მიმართებით
12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობის განახლების შემდეგ სატელეფონო კონსულტაციები გაიმართა თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ასევე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შორის, რის შემდეგაც გაკეთდა ოფიციალური განცხადებები.
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მკაცრად დაგმო სომხეთის ქმედებები, დაადანაშაულა რა ეს უკანასკნელი აზერბაიჯანზე განხორციელებულ სისტემატურ თავდასხმებში და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სიტუაცია აალდა არა ყარაბაღში, არამედ უფრო ჩრდილოეთით, ორი ქვეყნის საზღვარზე.
თურქეთის პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ეს შეტევა ცდება სომხეთის შესაძლებლობებს, რითაც მიანიშნა, რომ ფიქრობს, ერევნის ქმედებების უკან მოსკოვი დგას.
საინტერესოა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის გამოსვლაში ისტორიულ კონტექსტზეც ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა: „გავაგრძელებთ იმ მოვალეობის შესრულებას კავკასიაში, რასაც ჩვენი წინაპრები ასრულებდნენ საუკუნეების განმავლობაში“. მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იგულისხმა წინაპრებში და არც ისტორიულ თემატიკაზე გააგრძელა საუბარი. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერდოღანმა თავის გამოსვლაში „წინაპრებში“ იგულისხმა ოსმალები, რომლებმაც თურქული ოფიციალური ისტორიის მიხედვით, დაკავებულ ტერიტორიებზე „სამართლიანობა და სიმშვიდე“ მიიტანეს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „თურქეთი მთელი თავისი შესაძლებლობებით განაგრძობს აზერბაიჯანის გვერდით დგომას იმ ბრძოლაში, რომელიც ეხება მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეს“.
ბრძოლების დაწყებიდან მალევე, 16 ივლისს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი რამიზ თახიროვი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სასწრაფოდ ეწვია ანკარას, სადაც შეხვედრები გამართა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან, გენშტაბის უფროსთან და ჯარების სახეობების სარდლებთან.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის შეხვედრა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რამიზ თახიროვთან
მართალია, შეხვედრის დეტალები არ გასაჯაროებულა, თუმცა ადვილად მისახვედრია, რომ იქ მსჯელობის ძირითადი თემა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები იქნებოდა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა დაგმო რა სომხეთის ქმედებები, მუქარანარევ განცხადებაში დასძინა, რომ ამ უკანასკნელს მოუწევს „შესაბამისი საფასურის“ გადახდა. მან იქვე აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა და მისი შეიარაღებული ძალები გააკეთებენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც საჭიროა შექმნილ სიტუაციაში.
16 ივლისს აზერბაიჯანის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გააკეთეს თურქეთის პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ფრაქციების ხელმძღვანელებმა. ამ განცხადებაში, რომელსაც თურქეთის მემარცხენე და მემარჯვენე ორიენტაციის ოპოზიციური პარტიებიც (გარდა პროქურთული „ხალხთა დემოკრატიული პარტიისა“) შეუერთდნენ, დაგმობილია სომხეთის პოლიტიკა, ხაზგასმულია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერა და საუბარია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე.
ბუნებრივია, რომ ანკარის ეს პოზიცია ცალსახად მოიწონა ბაქომ, ხოლო ერევანმა მკაცრად დაგმო თურქეთის მიერ აზერბაიჯანისათვის გამოთქმული უპირობო მხარდაჭერა.
საინტერესოა, რომ თურქულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია სომხეთის მიერ მინგეჩაურის წყალსაცავზე შესაძლო შეტევის საპასუხოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ვაგიფ დარგიაჰლის განცხადებაზე, როდესაც ამ უკანასკნელმა აღნიშნა: „სომხურ მხარეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების ულტრათანამედროვე სარაკეტო სისტემას უნარი აქვს ზუსტად დაარტყას მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც უდიდესი ტრაგედია იქნება სომხეთისთვის“. აღსანიშნავია, რომ ეს ატომური ელექტროსადგური თურქეთ-სომხეთის საზღვრიდან სულ რაღაც 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და მისი დაზიანების შემთხვევაში სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისი შეიძლება შეიქმნას თურქეთის აღმოსავლეთ გუბერნიებში.
თურქეთ-სომხეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე მეწამორის ატომური ელექტროსადგური
დასკვნები
- ოფიციალური ანკარა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაააქტიურებულია საგარეო პოლიტიკის (და მათ შორის, კავკასიის) მიმართულებით. ეს აქტიურობა არ ნიშნავს მისი პოზიციების ცვლილებას. პირიქით, იგი უფრო მკვეთრად სვამს და მომავალშიც დასვამს აქცენტებს იმ თემებზე, რომლებიც შედის მის ეროვნულ ინტერესებში;
- ამ კონტექსტში თურქეთი კიდევ უფრო აქტიური იქნება კავკასიაში, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანის (და შესაბამისად, საქართველოს) ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში;
- თურქეთი, სავარაუდოდ, გააქტიურებს სამხედრო თანამშრომლობას (ეს შეიძლება იყოს დამატებითი დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე სადაზვერვო სახის ინფორმაციის მიწოდება, ერთობლივი წვრთნების ინტენსივობის გაზრდა, სამხედრო მრეწველობისა და სამხედრო განათლების სფეროებში დახმარების გაზრდა და ა.შ.) აზერბაიჯანთან;
- თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ანკარა მზადაა სომხეთთან და მის უკან მდგარ რუსეთთან პირდაპირი სახის სამხედრო კონფრონტაციის დასაწყებად კავკასიის რეგიონში. სომხეთის „კუხოში“ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრობა, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა და თურქეთ-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე მდგარი რუსი მესაზღვრეები შეკავების მნიშვნელოვან ფაქტორებად რჩება ანკარისთვის;
- ამის მიუხედავად, ანკარას კავკასიის რეგიონში შეუძლია სხვადასხვა (მათ შორის, სამხედრო სახის) სიურპრიზი შესთავაზოს როგორც ერევანს, ისე მოსკოვს;
- ანკარას რეგიონში სჭირდება მოკავშირეები. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ანკარის მიერ 2020 წლის იანვარში გაკეთებული განცხადებაც, რომელშიც თურქეთმა კიდევ ერთხელ საჯაროდ დაუჭირა მხარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც უნდა ველოდოთ მის გააქტიურებას.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- რას ნიშნავს აშშ-ის გასვლა სირიიდან?
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- თურქეთის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- ერაყის ქურთისტანის საკითხი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის