რონდელის ბლოგი
რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
ყარაბაღის მეორე ომი 2020 წლის 9 ნოემბრის გვიან ღამეს დასრულდა. ზავი ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით გაფორმდა. ომების უმეტესობის მსგავსად, ეს გეოპოლიტიკურად გადამწყვეტი მოვლენა იყო. აზერბაიჯანმა დაკარგული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი დაიბრუნა: ზოგი - ბრძოლებით, ზოგიც - ზავის პირობების თანახმად. თურქეთმა სამხრეთ კავკასიის მოვლენებში საკუთარი ჩართულობა და გავლენა გაზარდა. კიდევ ერთი ძალა, რომელმაც გაზარდა თავისი გავლენა ამ რეგიონში, ალბათ, თურქეთზე მეტადაც, რუსეთია.
მოსკოვის მონაწილეობით დადებული ზავის გარანტორებად ყარაბაღში რუსი ჯარისკაცები ჩავიდნენ. ისინი ყარაბაღისკენ დაიძრნენ დაუყონებლივ, 9-10 ნოემბრის ღამესვე. ამ რუსულ ძალებში მე-15 მექანიზებული ბრიგადის (როშჩინსკი, სამარის ოლქი) დაახლოებით 2000 ჯარისკაცი შედის. ხსენებული ბრიგადა რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მე-2 არმიის ნაწილია. რუსებმა უკვე განაცხადეს, რომ ამ მისიაში ისინი ასევე გამოიყენებენ საარმიო ავიაციასა და დრონებს. მათ ისიც თქვეს, რომ მისიაში ჩართულ „პრაქტიკულად ყველა“ სამხედროს სირიაში სამსახურის გამოცდილება აქვს.
რუსები განლაგდნენ პოსტებზე სომხური კონტროლის ქვეშ დარჩენილი ყარაბაღის სხვადასხვა ნაწილში. ისინი ექვემდებარებიან ორ ადგილობრივ სამეთაურო შტაბს, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის „პასუხისმგებლობის ზონებს“ უხელმძღვანელებს. რუსული სამხედრო პოლიცია ადგილზე რეგულარულ პატრულირებას განახორციელებს. ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფანი რუსული ჯარის კონტროლის ქვეშ იქნება. რუსები ყარაბაღში, სულ მცირე, 5 წელი უნდა დარჩნენ, თუმცა, სინამდვილეში - განუსაზღვრელი ვადით, თუკი 5-წლიანი ვადის ბოლოს ერთ-ერთი მხარე მათ გასვლას არ მოითხოვს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2020 წ. 15 ნოემბრის რუკა, სადაც ნაჩვენებია რუსი სამხედროების პოსტები და შტაბები
სამხრეთ კავკასიაში აქამდეც იმყოფებოდა ათასობით რუსი ჯარისკაცი, რომელიც სამ მექანიზებულ ბრიგადასა და სხვა ძალებს შეადგენდა – საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონსა და სომხეთში. ახლა, თავის ტერიტორიაზე რუსული ჯარის ყოლაში, სამხრეთ კავკასიის დანარჩენ ორ ქვეყანას აზერბაიჯანიც შეუერთდა. ეს რუსეთს ახალ ბერკეტებს აძლევს როგორც აზერბაიჯანზე, ისე სომხეთზე გავლენისათვის.
ამიერიდან მხოლოდ მოსკოვზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა ყარაბაღის ერთ ნაწილში ბაქოს კონტროლის გარეთ მყოფი სომხური ანკლავი. ყარაბაღის მეორე ომამდე სომხებს მიაჩნდათ, რომ მათ შეეძლოთ აზერბაიჯანელთა შეტევის მოგერიება - როგორც თავისი სამხედრო შესაძლებლობების, ისე მომზადებული თავდაცვითი პოზიციებისა და რეგიონის მთიანი რელიეფის წყალობით. ახლა ისინი ვეღარ დაეყრდნობიან ამ ფაქტორებიდან ვერცერთს. მათ არა მხოლოდ აზერბაიჯანთან ომი წააგეს, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაკარგეს ყველა ის გეოგრაფიული ბუფერი, რომელიც აქამდე ყარაბაღის ეთნიკურად სომხური ნაწილის დასაცავად ეკავათ. მეტიც, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ამჟამად ყარაბაღის ეთნიკურად სომხური მთავარი ქალაქისა და ადმინისტრაციული ცენტრის - სტეფანაკერტის/ხანკენდის შესასვლელთან დგანან. ამასთან, სომხეთთან ერთადერთი დამაკავშირებელი ხაზია ლაჩინის ვიწრო დერეფანი. ამ დერეფანის ორივე მხარეს კი ტერიტორიას აზერბაიჯანი აკონტროლებს ან, ზავის თანახმად, მალე გააკონტროლებს.
ამ ახალი სტრატეგიული კონფიგურაციით, ომის განახლების შემთხვევაში, სომხური კონტროლის ქვეშ დარჩენილი ყარაბაღის ნაწილის დაცვა სრულიად შეუძლებელია. ერთადერთი მიზეზი, რატომაც აზერბაიჯანს არ შეეძლება უბრალოდ აიღოს მთელი ეს ტერიტორია, იქნება იქ რუსული ჯარის ყოფნა. ყარაბაღის კონფლიქტის თვალსაზრისით, სომხეთმა სტრატეგიული ავტონომია დაკარგა.
შანტაჟი რუსული დიპლომატიური არსენალის სტანდარტული ნაწილია. რუსები მას აუცილებლად მიმართავენ, თუ სომხეთი მათი ნების აღსრულებისას იყოყმანებს ნებისმიერ სერიოზულ გეოპოლიტიკურ საკითხში. არ დაგვემორჩილებით და ყარაბაღში დარჩენილი სომხებისთვის ვითარება გაუარესდება. გააგრძელებთ ამ დაუმორჩილებლობას და შეიძლება მთელი ყარაბაღი სამუდამოდ დაკარგოთ. ეს არის ის ახალი რეალობა, რომლის გათვალისწინება ერევანს რუსეთთან ურთიერთობისას მოუწევს. კრემლს დიდად არ მოსწონს ნიკოლ ფაშინიანი და მისი ხელისუფლება. შესაძლოა, მას გახარებოდა, ფაშინიანი ომში მარცხით გამოწვეული პოლიტიკური არეულობის შედეგად ძალაუფლებას თუ დაკარგავდა. ამასთან, ფაშინიანი ინარჩუნებს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას და, ამ ეტაპზე მაინც, შეიძლება ხელისუფლებაში დარჩეს. ასე რომც მოხდეს, ფაშინიანსაც მოუწევს გაითვალისწინოს ეს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც მოსკოვმა სომხეთის ქცევაზე გავლენის მოსახდენად მოიპოვა.
ყარაბაღის ახალი სტრატეგიული რეალობა. წყარო: Asia Times
აზერბაიჯანს ასევე დახვდება ახალი ვითარების მისთვის უსიამოვნო ასპექტები. მან ომი მოიგო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მას შეეძლება აზერბაიჯანული მოსახლეობის დაბრუნება იმ ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, საიდანაც ის განიდევნა 1990-იანი წლების დასაწყისში, ყარაბაღის პირველი ომის დროს - უდავო ტრიუმფი ბაქოსთვის. მაგრამ ამავე დროს, ყარაბაღში განთავსებულმა რუსულმა ჯარმა მოსკოვს შეიძლება ახალი შესაძლებლობები მისცეს აზერბაიჯანზე გავლენის განსახორციელებლად.
აზერბაიჯანს არ ექნება საქმე მხოლოდ ყარაბაღში მყოფ 2000 რუს ჯარისკაცთან. ამ კონტინგენტს რუსეთისა და მისი სამხედრო მანქანის სრული მხარდაჭერა ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაქო ვერ გაბედავს რუსების მიერ ადგილზე დაწესებული წითელი ხაზების დარღვევას. იმ ტოტალური ადგილობრივი სტრატეგიული უპირატესობის მიუხედავად, რომელიც აზერბაიჯანმა სამხედრო გამარჯვებითა და ზავის პირობებით მოიპოვა, სომხური კონტროლის ქვეშ დარჩენილი ყარაბაღის ნაწილი სინამდვილეში ბაქოსთვის მიუწვდომელი იქნება, რუსების იქ ყოფნის გამო.
თუკი მომავალში, ნებისმიერი მიზეზით, რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდება, მოსკოვს შეეძლება სომხებისთვის და ყარაბაღში მათი ტერიტორიული მიზნებისთვის აქტიური მხარდაჭერის განახლება. ეს სწორედ იმ ტიპის თამაშია, რომელიც რუსებს კარგად გამოსდით, რისი დემონსტრირებაც მათ არაერთხელ მოუხდენიათ. მათ ასევე შეეძლებათ სამხედრო ინციდენტების ორგანიზება და სომხების წაქეზება, იმოქმედონ კონტროლის ხაზზე მყოფი აზერბაიჯანელი სამხედროების წინააღმდეგ, შესაძლოა, მათ შორის, ქალაქ შუშაშიც. მას შემდეგ რაც აზერბაიჯანი დაბრუნებულ მიწებზე მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებას შეუდგება, ის ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მოწყვლადი გახდება. აზერბაიჯანელები შეზღუდულები იქნებიან შესაძლო პროვოკაციებზე საპასუხო მოქმედებებში, სომხების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნის გამო. ზავის დადებიდან ცოტა ხნის შემდეგ რუსებმა ბაქოს უკვე მიანიშნეს, რომ მათი ჯარისკაცები ხელუხლებელნი არიან. როდესაც აზერბაიჯანის ელჩმა მოსკოვში, ფოლად ბულბულოღლიმ, აზერბაიჯანელთა მიერ შემთხვევით ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო შვეულმფრენზე თქვა, რომ „ომში ყველაფერი ხდება,“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი აგრესიულად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვიც ამგვარ მიდგომას რომ იზიარებდეს, მისი პასუხი ამ ინციდენტზე „გამანადგურებელი“ იქნებოდა.
რუსული კონტინგენტი ყარაბაღში არის ის გასაღები, რომლითაც რუსებს შეუძლიათ ნება დართონ ან აუკრძალონ აზერბაიჯანელებსა და სომხებს ერთმანეთის დაზიანება. ცხადია, რომ რუსები ამ კრიტიკულ ბერკეტს ორივე მხარესთან ურთიერთობისას გამოიყენებენ. რუსეთის მიზანი, გააკონტროლოს მისი სამეზობლო, არსად გამქრალა და ეს სამხრეთ კავკასიასაც ეხება.
რუსეთის მიმართ გაღიზიანება, სავარაუდოდ, კონფლიქტის ორივე მხარეს იქნება. მოსკოვმა უარი თქვა მისი მოკავშირე სომხეთის დახმარებაზე, მაშინ, როცა თურქეთმა აქტიურად დაუჭირა მხარი მის მოკავშირე აზერბაიჯანს, რამაც სომხეთის მარცხს ხელი შეუწყო. ამასთან, მართალია, ბაქომ დიდი გამარჯვება მოიპოვა, ამჟამად რუსებმა კონფლიქტი განუსაზღვრელი ვადით გაყინეს და, ასევე განუსაზღვრელი ვადით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავისი სამხედროები განალაგეს. მას შემდეგ, რაც ახლანდელი ბუნებრივი სიხარული თანდათან მინელდება, აზერბაიჯანელები ახალ ვითარებაში ბევრ ხარვეზს აღმოაჩენენ. თუმცა, ორივე მხრიდან გაღიზიანება ვერ გააუქმებს იმ მკაცრ ფაქტს, რომ ყარაბაღში ისინი მოსკოვის კეთილ ნებაზე იქნებიან დამოკიდებული.
ირონიულია ის, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ისტორიული შერიგება მოსპობდა ორივეზე გავლენის რუსულ ბერკეტს. სომხებს აღარ დასჭირდებოდათ შფოთვა იმაზე, რომ მათ მოსახლეობას ყარაბაღის დატოვება მოუწევს. აზერბაიჯანელებს აღარ მოუწევდათ რუსეთისგან სეპარატიზმის ხელახალი აქტიური მხარდაჭერის საფრთხის გათვალისწინება. სევდიანია ის, რომ ასეთი შერიგება ახლო მომავალში, ალბათ, არ მოხდება. ამასობაში კი, მოსკოვმა ერევნისა და ბაქოს ქცევაზე ზეგავლენის ახალი გზა მოიპოვა და ამიერიდან ისევ ჰყავს სამხედრო ბაზები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში.
თემატური პოსტები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება და მისი პოტენციური შედეგები რეგიონისთვის
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- სომხეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია: ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი?
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კავკასიაში: ვის ირჩევს სომხეთი და აზერბაიჯანი
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე