რონდელის ბლოგი
ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმებაზე ჯერ მელანი შემშრალიც არ იყო, რომ საექსპერტო წრეებში ცხელი დებატები გაჩაღდა იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა ომის გრძელვადიანი შედეგები. ვინ იქნებოდნენ წაგებულები და ვინ – მოგებულები.
ამ კითხვის ერთი ნაწილი ძალიან მარტივი ჩანს. დამარცხდა სომხეთი, რომელმაც დათმო მიმდებარე შვიდი რაიონი და თავად ყარაბაღის ნაწილი, ქალაქი შუშით, და გაიმარჯვა აზერბაიჯანმა, რომელმაც, შესაბამისად, ეს ტერიტორიები მიიღო.
დამარცხდა დასავლეთიც, რადგანაც ცხადად გამოჩნდა, რომ მისი გავლენა რეგიონზე მინიმალურია. ფორმალურად, აშშ და საფრანგეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან (რუსეთთან ერთად), მაგრამ მათ მოწოდებებს ომის შეწყვეტის შესახებ არანაირი გავლენა კონფლიქტის მსვლელობაზე არ მოუხდენიათ, ისევე, როგორც ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას. საფრანგეთი, საერთოდაც გასცდა შუამავლის როლს და აშკარად პროსომხური პოზიცია დაიჭირა, თუმცა – უშედეგოდ.
დარჩა თურქეთი და რუსეთი. ექსპერტთა უმეტესობა მიემხრო იმ აზრს, რომ რადგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთში შედგა და შეთანხმების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან, რუსეთიც გამარჯვებულია და შესაბამისად, თურქეთმა ვერ მიიღო ის დივიდენდი, რასაც ელოდა.
რუსეთს აქვს ორი უკანონო სამხედრო ბაზა საქართველოში, ერთი ბაზა - სომხეთში, გიუმრიში, და ახლა, ამ ახალი შეთანხმებით, ამას ემატება 2000 სამშვიდობო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და ეს 2000 სამშვიდობო მას მისცემს საშუალებას, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მოახდინოს მხარეების მანიპულირება. ერთი მხრივ, სომხეთი ფაქტობრივად, მხოლოდ რუსი სამხედროების იმედად შეიძლება იყოს, როდესაც საქმე ყარაბაღის შენარჩუნებული ნაწილის დაცვას ეხება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, პრეზიდენტმა პუტინმა თავის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა იმაზე, როგორ დაისაჯა საქართველო რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის გამო, რასაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება მოჰყვა (ცხადია, ეს მოვლენათა პუტინისეული ვერსიაა, რომელიც ძალზე შორსაა სიმართლისგან, მაგრამ, როგორც გაფრთხილება ალიევისათვის, ძალზე საინტერესოა). თავის მხრივ, თურქეთი სამშვიდობო შეთანხმებაში ნახსენებიც კი არ არის და თურქული სამშვიდობო კონტინგენტი უშუალოდ კონფლიქტის ზონაში, როგორც ჩანს, მხოლოდ მონიტორინგის ცენტრში რამდენიმე ოფიცრით იქნება წარმოდგენილი. (საუბარია იმაზეც, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესაძლოა თურქული სამხედრო კონტინგენტიც განთავსდეს, თუმცა საერთო სურათს ეს არ შეცვლის).
რაც შეეხება რუსეთის პასიურობას კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ამას მიმომხილველთა ერთი ნაწილი სომხეთის რეფორმისტულად განწყობილი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის დასჯის სურვილით ხსნის, მეორე ნაწილი კი იმით, რომ რუსეთმა ჩათვალა, რომ სომხეთი ასეც და ისეც ჯიბეში უზის და აზერბაიჯანის გულის მოგებაც გადაწყვიტა. ამ მოსაზრების თანახმად, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის აქტიურობამ კონფლიქტის ფინალურ ეტაპზე გადაწონა მისი პასიურობა დასაწყისში.
ანუ მოიგო რუსეთმა და წააგო (ან ვერ მოიგო) თურქეთმა?
არსებობს, სულ მცირე, სამი გარემოება, რომელიც ამ მოსაზრების სიმტკიცეს ეჭვქვეშ აყენებს.
პირველი: თურქეთის მოკავშირემ გაიმარჯვა, ხოლო რუსეთის მოკავშირე დამარცხდა. ჩვენ არ ვიცით, რუსეთმა არ მოინდომა რეგიონში თავისი ყველაზე საიმედო მოკავშირის დახმარება, ვერ შეძლო ამის გაკეთება, სხვა სარგებლის სანაცვლოდ „გაყიდა“ სომხეთი თუ სხვა რამ, მაგრამ ფაქტი ფაქტია და მას ვერ გავექცევით. ის არგუმენტი, რომ რუსეთს მხოლოდ საკუთრივ სომხეთის ტერიტორიის დაცვის ვალდებულება ჰქონდა, რომელიც ყარაბაღზე არ ვრცელდებოდა, საკმაოდ სუსტად ჩანს, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს რომ გადაეწყვიტა თავისი მოკავშირის დახმარება, ამის საბაბს ადვილად მოძებნიდა.
მეორე არგუმენტი შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ მაინც: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაიყინება. პრეზიდენტმა ალიევმა გამარჯვება იზეიმა, ყარაბაღის სომხურ ნაწილში რუსი სამშვიდობოები შეუშვა და ამით არაორაზროვნად მიანიშნა იმაზე, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილია და ახლა მისი მიზანი დაკავებული (გათავისუფლებული) ტერიტორიების კონსოლიდაცია იქნება და არა — ახალი ტერიტორიების დაკავება (გათავისუფლება). სომხეთი, ცხადია, ძალიან უკმაყოფილოა ამ ომის შედეგით, მაგრამ ეს შედეგი ზუსტად ასახავს რეგიონში ახალ სამხედრო ბალანსს: აზერბაიჯანი უფრო ძლიერია, ვიდრე სომხეთი და ეს სომხეთმაც კარგად გაიგო. თანაც, სომხეთს ყველაფერი არ დაუკარგავს, მან საკუთრივ ყარაბაღის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი შეინარჩუნა. თუ ბაქოსა და ერევანში ლიდერები საკმარის შორსმჭვრეტელობას გამოიჩენენ, შესაძლოა ეს ომი გრძელვადიანი შერიგების დასაწყისი აღმოჩნდეს. და თუ ეს ასე მოხდა, რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ამ დაპირისპირების ხარჯზე საზრდოობდა, ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდება.
მესამე და, შესაძლოა, მთავარი არგუმენტი: პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, კავკასიაში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში რუსეთის გავლენა იდგა ძალის გამოყენების მონოპოლიურ უფლებაზე. რუსეთი ინარჩუნებდა ამ ქვეყნებიდან ზოგიერთის ლოიალობას (ბელარუსი, სომხეთი) და ხელს უშლიდა სხვების ინტეგრაციას ნატოში (საქართველო, უკრაინა) იმით, რომ იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს აძლევდა სამხედრო ინტერვენციის უფლებას და უზღუდავდა ამგვარ უფლებას ყველა სხვას. 2008-ში საქართველოში და 2014-2016 წლებში უკრაინაში რუსეთმა მოახდინა სამხედრო ინტერვენცია და დასავლეთმა ვერ გაბედა მას სამხედროვე საშუალებებით აღდგომოდა წინ (საქართველოსთვის და უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდება შეზღუდული რაოდენობით ვერ ცვლის სურათს). 2020 წელს, არჩევნების გაყალბებისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შემდეგ, დასავლეთმა ვერ გაბედა მეტ-ნაკლებად აქტიური ჩარევა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში, მათ შორის იმიტომაც, რომ არ ჰქონდა ეფექტური ინსტრუმენტი, რუსეთის მხრიდან ესკალაციის შემთხვევაში.
მონოპოლია ძალის გამოყენებაზე დღემდე რჩება პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის მთავარ (შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ და ვთქვათ - ერთ-ერთ შეუცვლელ) ინსტრუმენტად.
ბოლო რამდენიმე კვირაში ეს მონოპოლია დასრულდა. ფორმალურად, თურქეთის არმია, შესაძლოა, არ ჩარეულა კონფლიქტში, მაგრამ თურქულმა სამხედრო დახმარებამ, თურქულმა იარაღმა, აზერბაიჯანული ჯარის თურქულ ყაიდაზე გაწვრთნამ (რომელიც რუსულზე ათწლეულებით უფრო თანამედროვე აღმოჩნდა და ესეც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია) გადაწყვიტა ომის ბედი.
ეს არ ნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე ამით აუცილებლად უფრო მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული გახდა, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, ტექტონური ცვლილებაა, რომლის შედეგებიც, ბევრად უფრო გრძელვადიანი იქნება, ვიდრე ყარაბაღში თუ მის ირგვლივ ტერიტორიული ცვლილებები.
თემატური პოსტები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება და მისი პოტენციური შედეგები რეგიონისთვის
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- რას ნიშნავს აშშ-ის გასვლა სირიიდან?
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- თურქეთის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- სომხეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია: ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი?
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კავკასიაში: ვის ირჩევს სომხეთი და აზერბაიჯანი
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- ერაყის ქურთისტანის საკითხი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე