რონდელის ბლოგი
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება არ არის უშუალოდ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებული, რადგანაც მისი გაუფასურება პანდემიასთან შედარებით ბევრად ადრე დაიწყო. ლარის გაუფასურებას საფუძვლად ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, მმართველობითი და პოლიტიკური ფაქტორები ედო. COVID-19-ის პანდემიის პირობებში კი ლარის სტაბილურობის შენარჩუნების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა.
ლარის სტაბილურობის შენარჩუნებისათვის გადასაწყვეტია მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ამოცანები, რომელთა ნაწილიც განხილულია წინამდებარე წერილში.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისას პრიორიტეტული ხასიათი მოკლევადიან ღონისძიებებს აქვთ, რადგან უშუალოდ ამ კრიზისის პირობებში აუცილებელია მაქსიმალურად შეინარჩუნოს ლარის მიმართ ნდობა როგორც ბიზნესმა, ისე მოსახლეობამ.
ლარის შემოღებამდე და მისი შემოღების შემდეგ, პერიოდულად, თავს იჩენდა და დღესაც გაისმის მოსაზრება, რომ უარი უნდა ვთქვათ ლარზე, როგორც ერთადერთ კანონიერ საგადასახდელო საშუალებაზე, და ქვეყანა გადავიყვანოთ მულტისავალუტო სისტემაზე, როცა თითოეული სუბიექტი თავად აირჩევს, თუ რომელი ვალუტის გამოყენება სურს. ამ შემთხვევაში, ზიანი მიადგება არა მარტო საქართველოს ეკონომიკურ სუვერენიტეტს, არამედ ქვეყანა გადაიქცევა ვალუტის გადამცვლელ ერთ დიდ ჯიხურად, რადგან ბიზნესისთვის ყველაზე პრიორიტეტული გახდება მულტისავალუტო გაცვლითი ოპერაციების განხორციელება.
ასევე პერიოდულად გაისმის მოსაზრებები, რომ ლარის ნაცვლად მიმოქცევაში კონვერტირებადი უცხოური ვალუტა უნდა იყოს გამოყენებული, ან ეროვნული ბანკის ნაცვლად შემოღებული უნდა იყოს „სავალუტო ფარი“, როცა ლარი კონვერტირებად უცხოურ ვალუტაზე ფიქსირებული გაცვლითი კურსით იქნება მიბმული. ეს ორივე მიდგომა გამართლებული რომც იყოს, მაინც განუხორციელებელია, რადგან საქართველოს ეკონომიკას არ შესწევს უნარი თავად მოახდინოს სათანადო რაოდენობის უცხოური ვალუტის გენერირება. ამის დასტურია ის, რომ იმპორტი თითქმის 3-ჯერ აღემატება ექსპორტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ექსპორტიდან მიღებულ 1 აშშ დოლარზე კარგავს თითქმის 3 აშშ დოლარს იმპორტის განსახორციელებლად. თუ ქვეყნის ეკონომიკას არ შესწევს უნარი მოახდინოს კონვერტირებადი უცხოური ვალუტის სათანადო რაოდენობით გენერირება, ამ ქვეყანას არ ეყოფა ეს ვალუტა, რომ ის გამოიყენოს საგადამხდელო საშუალებად, ან შეინარჩუნოს მისი ფიქსირებული გაცვლითი კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში.
მოკლევადიან პერსპექტივაში მიზანშეწონილად მიგვაჩნია ლარის თავისუფალი მცურავი კურსიდან მოხდეს გადასვლა მის მართვად მცურავ კურსზე, რასაც საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით პრაქტიკულად 2020 წლის მარტიდან (ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო კორონავირუსის ეპიდემია) მოყოლებული, არცთუ წარმატებით, მაგრამ მაინც ახორციელებს.
იმავდროულად მონეტარულ პოლიტიკაში ეროვნულმა ბანკმა ასევე უარი უნდა თქვას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე, რადგან ის იმპორტამოკიდებულ ქვეყნებში, როგორც ამას ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი აღნიშნავს, უბრალოდ არ მუშაობს. საყურადღებოა, რომ მსგავსი მოსაზრება დაფიქსირებული აქვთ სხვა ცნობილ ეკონომისტებსაც.
სწორედ იმის გამო, რომ საქართველო იმპორტამოკიდებული ქვეყანაა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმფლაციის მაჩვენებელს, რომელიც ასახავს სამომხმარებლო კალათის იმ ნაწილის ფასების ცვლილებას, რომელიც შედგენილია მხოლოდ იმპორტული საქონლისა და მომსახურების მიხედვით.
აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკი გადავიდეს ინფლაციის კომპლექსური თარგეთირების რეჟიმზე, როცა მიზნობრივი არის არა ერთი, არამედ ორი მაჩვენებელი - ინფლაცია და იმფლაცია. ამ შემთხვევაში იმფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისთვის საჭირო იქნება ეროვნული ბანკის მიერ ლარის გაცვლითი კურსის სათანადო რეგულირება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მარტო დღეს, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, არამედ ასევე პრიორიტეტული იქნება პოსტკრიზისულ პერიოდშიც.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს აშკარად იჩინა თავი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ლარიზაციის მასშტაბური ღონისძიებების უარყოფითმა მხარეებმა. კერძოდ, იმპორტდამოკიდებულ საქართველოში ეროვნულ ვალუტაზე ხელოვნურად გაზრდილმა მოთხოვნამ საქართველოს ეროვნული ბანკი აიძულა კომერციული ბანკებისთვის ასევე გაეზარდა გაცემული რეფინანსირების სესხების ოდენობა. ამან კი, შესაბამისად, გამოიწვია მიმოქცევაში ფულის მასის (M2) გაზრდა. მიზანშეწონილია, რომ თუნდაც პანდემიის განმავლობაში შეჩერდეს ლარიზაციის ღონისძიებები, ხოლო პოსტკრიზისულ პერიოდში ლარში გასაცემი სესხების ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად შემცირდეს.
აუცილებელია, რომ ეროვნული ბანკი უწყვეტ რეჟიმში იყოს ჩართული ბლუმბერგის სისტემით ვალუტის ვაჭრობის ოპერაციებში და გაყიდოს ან იყიდოს კონვერტირებადი უცხოური ვალუტა არა წინასწარ გაცხადებული რაოდენობით, არამედ იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება გაცვლითი კურსის დინამიკაში ნახტომების გამორიცხვისათვის.
აუცილებელია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა თითქმის უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდეს საზოგადოებასთან, კომერციულ ბანკებსა და დანარჩენ ბიზნესთან საჯარო კომუნიკაციას, რომლის მიზანიც იქნება სავალუტო ბაზრის „დამშვიდება“.
საშუალოვადიან პერიოდში კი აუცილებლია ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას, რის შედეგადაც ქვეყნის სამომხმარებლო კალათაში სამამულო წარმოების პროდუქციის ხვედრითი წილი დღეს არსებული 20 პროცენტიდან გაიზრდება იმპორტული წარმოების პროდუქციის არსებული დონის (დღეს ის 80 პროცენტია) შემცირების ხარჯზე.
ამ მიზნით უნდა გაიზარდოს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსება. ამ პროგრამამ კი უნდა დააფინანსოს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის რეალური სექტორი და არა - მომსახურების სფეროს ფირმები. პროგრამის სახელწოდებიდან გამომდინარე, ის ფოკუსირებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმოებაზე და არა - დასვენებაზე (პროგრამას ეწოდება „აწარმოე საქართველოში“ და არა „დაასვენე საქართველოში“). ამ პროგრამამ ყველა დიდ დასახლებასთან უნდა შექმნას საწარმოები (მაგალითად, აგრარული პროდუქტების გადამამუშავებელი ფაბრიკა-ქარხნები).
არ უნდა გამოირიცხოს იმის შესაძლებლობაც, რომ მთავრობამ გაიღოს სახელმწიფო ინვესტიციები ამა თუ იმ საწარმოს შესაქმნელად და შემდეგ კი განახორციელოს მისი პრივატიზაცია.
გრძელვადიან პერიოდში აუცილებელია ისეთი საექსპორტო საქონლის წარმოების დაწყება, რომელიც შეიცავს დიდი ოდენობის დამატებულ ღირებულებას, რადგანაც ამ საქონლის ექსპორტი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას მნიშვნელოვნად გაზრდის. ეს გამოიწვევს როგორც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის, ისე მთლიანი სამამულო პროდუქტის მოცულობათა ნახტომისებურ ზრდას. ამის მიღწევა კი მხოლოდ ქვეყნის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელზე გადაყვანის გზითაა შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობა დაუბრუნდეს ქუთაისში ელექტრომობილების ჩინური ტექნოლოგიით წარმოების დაწყების ინიციატივის განხილვასა და რეალიზაციას. აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზაზე დაფუძნებული სხვა მსგავსი პროექტების განხორციელების სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა.
გასააქტიურებელია მთავრობის საქმიანობა იმ უცხოურ პოტენციურ ინვესტორებთან, რომლებიც პანდემიის გამოჩინეთიდან გატანილი საწარმოებისთვის ახალ ადგილებს ეძებენ. ამ მხრივ საქართველომ უნდა გამოიყენოს ევროკავშირთან და ჩინეთთან უკვე არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. ასევე გასათვალისწინებელია ის საკმაოდ რეალისტური პერსპექტივაც, რომლის თანახმადაც, მეტ-ნაკლებად ახლო მომავალში შესაძლებელია მსგავსი ხელშეკრულება გაფორმდეს აშშ-თანაც.
ეკონომიკის ზემოხსენებულ მოდელზე გადასასვლელად ქვეყნის პრიორიტეტი უნდა გახდეს განათლება და მეცნიერება (და არა მარტო განათლება, როგორც ეს დღესაა, სამწუხაროდ), რადგანაც მეცნიერების შექმნილი ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები შეიცავენ ყველაზე მაღალ დამატებულ ღირებულებას. მეცნიერების ხელშეწყობა, სულ ცოტა, იმისთვისაცაა საჭირო, რომ ქვეყანაში მასწავლებლის მასწავლებელი იყოს მაღალი დონის.
აუცილებელია, რომ მეცნიერის შრომა გახდეს პრესტიჟული, რაც შესაძლებლობას მისცემს ნიჭიერ ახალგაზრდებს კარიერული განვითარება ეძებონ არა მარტო ბიზნესსა და საჯარო სამსახურში, არამედ მეცნიერებაშიც. ამისთვის კი საჭიროა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც უნდა უზრუნველყოს მეცნიერთა შრომის ანაზღაურების ადეკვატური მატება და მათი სამუშაო პირობების არსებითი გაუმჯობესება. საქართველოს მოქალაქეთათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, დოქტორანტურაში (საწყის ეტაპზე, ხოლო შემდეგ - მაგისტრატურაში და ბოლოს - ბაკალავრიატშიც) სწავლის არა მარტო სრული საბიუჯეტო დაფინანსება, არამედ სათანადო დონის სტიპენდიითაც უზრუნველყოფა, რათა მეცნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდას არ დასჭირდეს დამატებითი სამუშაოს ძებნა.
არსებითად გასაუმჯობესებელია პროფესიული განათლება, რათა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთთანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოებში დასაქმება. ამ შემთხვევაში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საზღვარგარეთიდან მაღალკვალიფიციური მუშახელის ჩამოყვანა.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ქმნის ახალ შესაძლებლობებს და მათი ჯეროვნად არგამოყენება ყოვლად გაუმართლებელი შეცდომა იქნება.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ომი და საქართველო
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- ბაიდენის თავსატეხი
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პენსია, ეკონომიკური ზრდა, აგფლაცია და ინფლაცია
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება: ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, მმართველობითი და პოლიტიკური ფაქტორები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე