რონდელის ბლოგი
ბაიდენის თავსატეხი
გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
ჯო ბაიდენი არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია. 1973 წელს, 30 წლის ასაკში, ის ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სენატორი გახდა. სენატში ბაიდენმა 2009 წლამდე დაჰყო, სადაც მრავალი წლის განმავლობაში საგარეო კომიტეტს თავმჯდომარეობდა. ამას მოჰყვა ორი ვადით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მოღვაწეობა. 2021 წლის 20 იანვარს კი, 78 წლის ასაკში, ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულ პრეზიდენტად მოგვევლინა. ის გარემოებები, რომლებშიც ბაიდენს პრეზიდენტობის დაწყება უწევს ნებისმიერ ლიდერს ურთულეს ვითარებაში ჩააყენებდა. შევეცდები მოკლედ ჩამოვთვალო ის მთავარი გამოწვევები, რომლებიც პრეზიდენტ ბაიდენს მემკვიდრეობით ერგო.
კოვიდ19-ის პანდემია: ვირუსის გლობალურმა გავრცელებამ შეერთებული შტატები უფრო მეტად დააზარალა, ვიდრე რომელიმე სხვა განვითარებული ქვეყანა. პანდემიამ უკვე იმსხვერპლა 400.000-ზე მეტი ამერიკელი, რასაც ყოველდღე ემატება იმაზე მეტი გარდაცვლილი, რაც შეერთებულმა შტატებმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დღეს ან იაპონიის მიერ პერლ-ჰარბორზე თავდასხმისას დაკარგა. პანდემიის ეკონომიკური შედეგები მოიცავს რეცესიას და მილიონობით უმუშევარს აჩენს, რასაც უკვე მოჰყვება სოციალური დაძაბულობა. ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ვაქცინაცია, განსაზღვრავს დამატებითი ეკონომიკური ზარალის მასშტაბს, თუმცა ფასი, რომლის გადახდა უკვე უწევს ამერიკას, ააშკარავებს, რომ ამერიკა ყველაზე ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშეა, რაც კი განუცდია გასული ათწლეულების განმავლობაში.
პოლარიზაცია: შესაძლოა, პანდემიაზე უფრო დიდი გამოწვევა იყოს ის შიდა დაპირისპირება, რომელიც პოლიტიკურ ნიადაგზე ამერიკულ საზოგადოებაში წარმოიშვა ყველაფრის დონალდ ტრამპისთვის დაბრალება უსამართლო იქნებოდა - საზოგადოება მანამდეც იყო მკვეთრად გაყოფილი ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ტრამპმა პოლარიზაციის გაღრმავებას ყოველმხრივ შეუწყო ხელი ხელისუფლებაში ყოფნისას და განსაკუთრებით - არჩევნების წაგების შემდეგ, როცა მან უარი თქვა მარცხის აღიარებაზე და დაარწმუნა თავისი მომხრეების ნაწილი, რომ არჩევნები გაყალბებული იყო. ეს იმის მიუხედავად, რომ ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციამ და თავად საარჩევნო კოლეგიამ ბაიდენის გამარჯვება კანონიერად ცნო, ხოლო სასამართლოებმა (მათ შორის, უზენაესმა, რომელის წევრთა უმრავლესობა კონსერვატიულია, ხოლო ორი - უშუალოდ ტრამპის დანიშნული) ტრამპის გუნდის მრავალი ათეული საჩივრის პასუხად ნათლად თქვეს, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბების არანაირი სამხილი არ არსებობს. მეტიც, იგივე დაადასტურა თავად ტრამპის იუსტიციის დეპარტამენტმა, რომლისგანაც ტრამპი დაჟინებით მოითხოვდა „გაყალბების“ გამოძიებას. ამის გამო გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს საბოლოოდ გადადგომა მოუწია.
ტრამპის ბრალდებები და ბოლოს მისი მოწოდებები 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმით დაგვირგვინდა, რასაც არა მარტო მსხვერპლი მოჰყვა, არამედ ალბათ სამოქალაქო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ამერიკულ დემოკრატიას და მის საერთაშორისო რეპუტაციას.
რადიკალ მემარჯვენეებთან ერთად დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობის თავისი წილი ულტრამემარცხენეებმაც უნდა აიღონ - რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ეს ორი უკიდურესი ფრთა დიდი ხანია მხოლოდ აძლიერებს ერთმანეთს. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც არაა დამკვიდრებული მკაცრად ორპარტიული სისტემა, ამ ორივე დაჯგუფებას საკუთარი პარტიები ექნებოდათ, თანაც, ალბათ, რამდენიმე - მემარცხენეები სოციალისტური მიმდინარეობის პარტიას შექმნიდნენ (თავისი უფრო რადიკალური განშტოებებით), ხოლო მემარჯვენე ნაციონალისტები - საკუთარს. „პატრიოტთა პარტიის“ დაარსების შესაძლებლობა უკვე გააჟღერეს ტრამპის მომხრეებმა. თუ აღმოჩნდა, რომ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტი საბოლოოდ გაემიჯნა ტრამპს, სრულიად შესაძლებელია, რომ რესპუბლიკურ პარტიას ერთი არცთუ უმნიშვნელო ნაწილი გამოეყოს. 2016 წელს სწორედ მსგავსი საშიშროების თავიდან ასაცილებლად რესპუბლიკელთა ისტებლიშმენტი ტრამპს - მათთვის სრულიად უცხო ფიგურას დანებდა, რომელსაც არაორაზროვნად ჰქონდა ნათქვამი, რომ პრაიმერის წაგების შემთხვევაში ის დამოუკიდებელ კანდიდატად გავიდოდა. ეს რესპუბლიკელებს არჩევნებში გამარჯვების შანსს არ დაუტოვებდა. როგორც აღმოჩნდა, რესპუბლიკურ პარტიას 2016 წლის გამარჯვება ძვირად დაუჯდა და ახლა მისი ერთიანობის შენარჩუნება ფრიად სათუოა.
არც დემოკრატიული პარტიის შიგნითაა სრული ჰარმონია - 2016 წლის არჩევნების წინ დემოკრატების ლიდერებმა უარი თქვეს პარტიის მემარცხენე კანდიდატების მხარდაჭერაზე და ისტებლიშმენტის წარმომადგენელს - ჰილარი კლინტონს მიემხრნენ. მართალია სანდერსი და უორენი თავად ულტრარადიკალები არ იყვნენ, მაგრამ მათი უკიდურესი მემარცხენე მხარდამჭერებისთვის კლინტონი მიუღებელი ფიგურა აღმოჩნდა. რამდენადაც ულოგიკო არ უნდა იყოს, ტრამპის გამარჯვება სწორედ ამ კატეგორიის ხალხმა გადაწყვიტა (არჩევნებზე არმისვლით). დღეს ვითარება მხოლოდ მცირედაა შეცვლილი - მართალია, მემარცხენეებმა ამჯერად ხმა მისცეს ბაიდნს, რომელიც ისტებლიშმენტის წარმომადგენელია და თავად ყოველთვის დემოკრატთა ზომიერ ფრთას მიეკუთვნებოდა, მაგრამ მის მიმართ შეგუება მემარცხენე დემოკრატებს შორის უპირობო ვერ იქნება. ალბათ ამით იყო განპირობებული პრეზიდენტის რანგში ბაიდენის მიერ ხელმოწერილი პირველივე განკარგულებები (მინიმალური ხელფასის გაზრდა, კისტოუნის მილსადენის მშენებლობის შეჩერება და ა.შ.), რომლებიც სწორედ პარტიის მემარცხენე ფრთის გულის მოგებას ემსახურებოდა.
მსოფლიოს წესრიგი და აშშ-ის გავლენის შესუსტება: ცივი ომის დასრულების შემდეგ არსებული შედარებითი სიმშვიდე უკვე დიდი ხანია წარსულშია: დღეს უკვე ნათელია, რომ ისლამური ექსტრემიზმი მსოფლიოს სტაბილურობისთვის და აშშ-ის ინტერესებისთვის არც ერთადერთ და არც ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, როგორც ეს 1990-იანი წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში მიაჩნდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ალ ყაიდამ და შემდეგ ე.წ. „ისლამურმა ხალიფატმა“ (დაეშმა) საკმაო პრობლემები შეუქმნა როგორც ამერიკას, ისე მთელ მსოფლიოს. გლობალურ სტაბილურობაზე ყველაზე დიდი გავლენა, დიდი ალბათობით, მსოფლიოში დემოკრატიის უკუსვლამ და ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერებამ მოახდინა. უკვე მეორე ათწლეულია, რაც რუსეთი ღიად და აგრესიულად უპირისპირდება ცივი ომის შემდეგ შექმნილ საერთაშორისო წესრიგს, ხოლო გაძლიერებული ჩინეთი გლობალურ კონკურენციას უწევს აშშ-ს.
ამგვარ ვითარებაში ახალი, დემოკრატიული, სამართლიანი და მდგრადი მსოფლიო წესრიგის შენარჩუნება მხოლოდ ამერიკის ლიდერობით იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ამის ნაცვლად შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ პრეზიდენტ ობამას დროს ნებაყოფლობით თქვა უარი საერთაშორისო პასუხისმგებლობაზე, რამაც კიდევ უფრო წაახალისა აშშ-ის მეტოქეების უფრო აგრესიული ქმედებები. 2000 წლიდან, პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდასთან ერთად, მუდმივად უფრო თავდაჯერებული და აგრესიული ხდებოდა რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რისი კულმინაციაც 2008 წლის საქართველოში განხორციელებული ომის სახით ვიხილეთ. პასუხად კი ობამამ პუტინს „გადატვირთვა“ შესთავაზა, რამაც ის კიდევ უფრო მეტად წააქეზა აგრესიული ქმედებებისკენ და 2014 წელს ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყება გააბედინა.
მართალია, რუსეთის აგრესიამ უკრაინის მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციაც და რუსეთის მიმართ ტრადიციულად ლოიალურად განწყობილი ევროპაც აიძულა, გადაეხედათ პუტინის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებისთვის - ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად ვიხილეთ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები (მართალია, სუსტი) და შეცვლილი პოლიტიკა, 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებამ ვითარება კვლავ შეცვალა. მართალია, ტრამპს არ გაუუქმებია სანქციები, პირიქით, უკრაინამ და საქართველომ პირველად მიიღეს ამერიკული „ჯაველინები“, ასევე აშშ მიზანმიმართულად უპირისპირდებოდა „ნორდსტიმ-2“-ის პროექტს, მაგრამ უფრო დიდი სურათი იმაზე მეტყველებდა, რომ შეერთებული შტატები აღრმავებდა იზოლაციონიზმისკენ მოძრაობას. ისრაელის და არაბული ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის გარდა, არ დარჩენილა აშშ-ის ტრადიციული მოკავშირე, ალიანსი ან სავაჭრო ბლოკი, რომელთან ურთიერთობებს ტრამპმა სერიოზული ზარალი არ მიაყენა. ლოზუნგს „America first!“ შედეგად მოჰყვა ქვეყნის ინტერესების მნიშვნელოვანად დაზარალება, როგორც ეს სამხრეთ აზიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნების სავაჭრო ბლოკიდან გასვლის შედეგად ვიხილეთ, როცა ამ უზარმაზარ რეგიონში და მსოფლიოს ყველაზე დიდ სავაჭრო გაერთიანებაში ლიდერობა ჩინეთს ერგო. ყველგან, სადაც საჭირო იყო ევროპელების ჭირვეულობის თუ განსხვავებული ინტერესის გამო არსებული პრობლემების მოგვარება, ტრამპმა ამისთვის მხოლოდ მეტი საბაბი გააჩინა. ერთ-ერთი ასეთი საქციელი ბრექსიტის ღია და დიპლომატიური თვალსაზრისით უპასუხისმგებლო მხარდაჭერა იყო. ევროპის დედაქალაქებში შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა, რომ ტრამპის მსგავსად ევროკავშირის დასუსტებას მხოლოდ მოსკოვში გულშემატკივრობდნენ.
ამგვარად, ისევე, როგორც საშინაო საქმეებში, ბაიდენს ურთულესი ვითარება ხვდება საერთაშორისო ურთიერთობებშიც.
ბაიდენის საგარეო პოლიტიკა. იმაზე, თუ როგორი იქნება პრეზიდენტ ბაიდენის საგარეო პოლიტიკა, ამ ეტაპზე შეიძლება მხოლოდ ორი ნიშნით ვიმსჯელოთ: თეთრ სახლში მოსვლამდე გაკეთებული მისი განცხადებებით და იმ საგარეო-პოლიტიკური და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მიხედვით, რომელიც მან სენატს დასამტკიცებლად წარუდგინა. თავად ბაიდენმა გარკვევით თქვა, რომ „ამერიკა ბრუნდება“ მსოფლიო ასპარეზზე.
ბაიდენის საგარეო-პოლიტიკური ლოზუნგი მის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა ენტონი ბლინკენმა მოკლედ ასე ჩამოაყალიბა: „ლიდერობა, თანამშრომლობა, დემოკრატია“. აქვე დავაზუსტებ, რომ „ლიდერობაში“ არ შეიძლება იგულისხმებოდეს ჰეგემონია - შეერთებულ შტატებს ამის არც შესაძლებლობა აქვს, არც მანდატი და არც სურვილი. საუბარია უნარზე, რომ სხვა საერთაშორისო მოთამაშეებს არ გაუჩნდეთ მუდმივი ცდუნება და შესაძლებლობა, რომ უხეშად დაარღვიონ საერთაშორისო ქცევის ნორმები და მოშალონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა. ბლინკენი, ბაიდენის მსგავსად, დარწმუნებულია, რომ ამერიკის იზოლაციონიზმი ცუდია არა მხოლოდ მსოფლიოს სტაბილურობისთვის, არამედ აზიანებს თავად შეერთებული შტატების ძირეულ ეროვნულ ინტერესებს.
მსოფლიოს ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ იმ პერიოდებში, როცა სამყარო ქაოსურ ომებში არ იყო ჩათრეული, ყოველთვის არსებობდა ლიდერი, რომლიც ძალით ან მოლაპარაკებით (უფრო ხშირად - ორივეს კომბინაციით) უზრუნველყოფდა მსოფლიო წესრიგს. ზოგჯერ მსოფლიო წესრიგს ერთზე მეტი მოთამაშე აყალიბებდა - როგორც ეს ორპოლუსიანი ცივი ომის ხანაში იყო. მაგრამ ყოველთვის, ამ წესრიგის არსს - მის მდგრადობას და სამართლიანობას - სწორედ იმ ეპოქის ლიდერი განსაზღვრავდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო არც ამერიკის ლიდერობის პირობებში ყოფილა ოდესმე იდეალურად ჰარმონიული და სრულად სამართლიანი, მაგრამ დღეს აშშ-ის ლიდერობას მხოლოდ ორი და ბევრად უარესი ალტერნატივა აქვს: ან ქაოსური საერთაშორისო სისტემა, ან ჩინეთის (და რეგიონული მასშტაბით - რუსეთის) მიერ განსაზღვრული ახალი წესრიგი.
კიდევ ერთი სენი, რომელიც ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით გავრცელდა, არის დასავლეთის დემოკრატიებში კორუფციის მასობრივი ექსპორტი რუსეთიდან და სხვა ავტორიტარული ქვეყნებიდან. არაერთი დასავლური ფინანსური ინსტიტუტი დიდი ხანია ამ ქვეყნებში უკანონო წარმოშობის ფულის გათეთრების მექანიზმად იქცა, მაშინ, როცა რუსეთის და სხვა რეჟიმების ლიდერებთან მჭიდროდ დაკავშირებული ოლიგარქები დასავლეთის ყველა სიკეთით სარგებლობენ. საუბარია ადამიანებზე, ვინც შინ აქტიურად უწყობენ ხელს საკუთარი ქვეყნების ძარცვას და თავისი ხალხის დემოკრატიული უფლებების ფეხქვეშ ძალადობრივად გათელვას. ამიტომ საერთაშორისო კორუფციასთან ბრძოლა ეროვნული უსაფრთხოების რანგში უნდა ავიდეს და ისეთივე მნიშვნელობა უნდა შეიძინოს, როგორც მსოფლიოში დემოკრატიის გამყარებამ.
ამგვარად, ბაიდენის პირველი რიგის ამოცანებში შედის ამერიკისთვის ლიდერის პოზიციის დაბრუნება. მან ამერიკის რწმენა უნდა დაუბრუნოს მოკავშირეებს და დაანახოს მოწინააღმდეგეებს, რომ საერთაშორისო ნორმების დარღვევას ან, სულ მცირე, აშშ-ის და მისი მოკავშირეების ინტერესების შელახვას შედეგები მოჰყვება. ამაში ბაიდენის გუნდის წევრებს ის გამოცდილებაც გამოადგებათ, რომელიც 2009 წლის „გადატვირთვის“ შედეგად მიიღეს და ასევე ის გართულებული ვითარება, რომელიც ტრამპის ერთდროულად პასიური და ქაოსური საგარეო პოლიტიკის შედეგად შეიქმნა.
მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება რეალისტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბაიდენი (და მთელი ერი) შეძლებს მსოფლიოში შეერთებული შტატების ავტორიტეტის აღდგენას, რომელსაც ბოლო წლებში უპრეცედენტო ზიანი მიადგა. შეერთებული შტატების პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ ამერიკული საზოგადოების შიგნით გამთლიანების პროცესი მიმდინარეობს და რომ ოთხი წლის შემდეგ პრეზიდენტად ახალი იზოლაციონისტი პრეზიდენტი არ მოევლინებათ, რომელიც მოკავშირეებს ბედის ანაბარა დატოვებს. მსოფლიომ ასევე უნდა დაინახოს, რომ ამერიკას შეუძლია რეცესიიდან გამოსვლა და მსოფლიო ეკონომიკისთვის მამოძრავებელი ძალის როლის კვლავ შესრულება. მხოლოდ ამ შემთხვევაში ირწმუნებენ ამერიკის ლიდერად დაბრუნებას როგორც მისი ტრადიციული მოკავშირეები, ისე მეტოქეები.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- თალიბანი 2.0 ქაბულში: გამოწვევები და მოლოდინი რეგიონის ქვეყნებში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- მოლაპარაკებები ვენაში ე.წ. ბირთვულ შეთანხმებაზე: ვინ დარჩება მოგებული?!
- რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რას ნიშნავს აშშ-ის გასვლა სირიიდან?
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- ვის ეხმარება რუსეთი?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის