რონდელის ბლოგი
ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
ეჭვს გარეშეა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანის განზრახვის დეკლარირება თავისთავად, ძალიან სერიოზული ქმედებაა. იგი ემყარება გარკვეულ პოზიტიურ მოვლენებს: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა, მისი შემადგენელი ნაწილია) ხელი მოეწერა 2014 წელს, შემოღებულ იქნა უვიზო რეჟიმი ევროკავშირში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირი გახდა საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ა.შ. ამავე დროს, ეს განზრახვა იწვევს ბევრ ურთიერთდაკავშირებულ კითხვას: ჩატარდა თუ არა კონსულტაციები ბრიუსელთან ამ განზრახვის თემაზე? დადებითად მიიღებენ თუ არა ასეთ განაცხადს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები 2024 წელს და მოხერხდება თუ არა მისი წინასწარი შეთანხმება ევროკომისიასთან? რა გავლენას მოახდენს გაფართოების პროცესთან დაკავშირებული ე.წ. ევროკავშირის გადაღლილობა? როდის მოხდება განაცხადის შეტანა, საქართველოში 2024 წლის არჩევნებამდე თუ მის შემდეგ? თუ იგი წარდგენილი იქნება არჩევნებამდე, რა გავლენას მოახდენს პროცესებზე დაუკომპლექტებელი პარლამენტი, რომელსაც ამჟამად პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა აფასებს, როგორც ერთპარტიულს? როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება? მოხდება თუ არა ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის წარდგენა იქამდე, სანამ საქართველო მიიღებს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას? გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის ყველა ახალი წევრი, როგორც წესი, ჯერ გახდა ნატოს წევრი. თუ ნატოს წევრობა პრიორიტეტი აღარ არის? განაცხადი წარდგება აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრებთან, ასოცირებულ წევრებთან უკრაინასა და მოლდოვასთან კოორდინაციით თუ ცალკე? რა დონის ეკონომიკური განვითარებით და სოციალური სტატუსის ხარისხით გვინდა მივეგებოთ ამ ისტორიულ დღეს?
არარეალურია ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთ პუბლიკაციაში. ნაცვლად ამისა, ჩვენი მიზანია ეკონომიკური განვითარების ფაქტორის განხილვა.
უდავოა, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით, განაცხადის წარმატებით აღქმის შანსები საკმაოდ შეზღუდულია. ძალიან დიდი სხვაობაა საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონესა და ევროკავშირის ყველაზე სუსტ ეკონომიკას - ბულგარეთს შორის. რაც მით უარესია, არც ამ განვითარების დინამიკა მეტყველებს საქართველოს სასარგებლოდ. თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს რადიკალურად გააუმჯობესოს ეს დინამიკა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შეიძლება დავივიწყოთ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის სერიოზული განზრახვები. იმისათვის, რომ გავიგოთ, შეუძლია თუ არა მარტო „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ მთავრობას გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, შეგვიძლია შევადაროთ ბულგარეთისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონე და დინამიკა 2012-2020 წლებში.
მშპ-ის მოცულობა (მლრდ. აშშ დოლარი)
წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/GDP?compareTo=GE
|
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
2019 |
2020 |
ბულგარეთი |
54.01 |
55.59 |
56.88 |
50.63 |
53.78 |
59.07 |
66.27 |
67.93 |
67.92 |
საქართველო |
16.49 |
17.19 |
17.63 |
14.95 |
15.14 |
16.24 |
17.60 |
17.74 |
16.32 |
მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი)
წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/GDP-per-capita?compareTo=GE
|
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
2019 |
2020 |
ბულგარეთი |
7415 |
7673 |
7898 |
7077 |
7573 |
8379 |
9466 |
9772 |
9826 |
საქართველო |
4410 |
4623 |
4742 |
4018 |
4061 |
4359 |
4719 |
4765 |
4405 |
მთავრობის მთლიანი ვალი მშპ-სთან მიმართებით (%)
წყარო:https://knoema.com/atlas/Bulgaria/Government-gross-debt-as-a-share-of-GDP?compareTo=GE
|
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
2019 |
2020 |
ბულგარეთი |
16.6 |
17.2 |
26.4 |
25.4 |
27.1 |
23.0 |
20.1 |
18.6 |
24.1 |
საქართველო |
33.5 |
32.5 |
33.3 |
38.8 |
42.2 |
40.8 |
40.0 |
42.6 |
58.7 |
უმუშევრობა (%)
წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/Unemployment-rate?compareTo=GE
|
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
2019 |
2020 |
ბულგარეთი |
12.4 |
13.0 |
11.5 |
9.2 |
7.7 |
6.2 |
5.2 |
4.2 |
5.6 |
საქართველო |
17.2 |
16.9 |
14.6 |
14.1 |
14.0 |
13.9 |
12.7 |
11.6 |
n/a |
ინფლაცია (%)
წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/Inflation-rate?compareTo=GE
|
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
2019 |
2020 |
ბულგარეთი |
2.4 |
0.4 |
- 1.6 |
- 1.1 |
- 1.3 |
1.2 |
2.6 |
2.5 |
1.2 |
საქართველო |
- 0.9 |
- 0.5 |
3.1 |
4.0 |
2.1 |
6.0 |
2.6 |
4.9 |
5.3 |
2012-2020 წლებში ბულგარეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, მოცულობით და ერთ სულ მოსახლეზე, გაიზარდა მეოთხედით, მაშინ, როცა იგივე მაჩვენებლები საქართველოში მცირედით შემცირდა. ბულგარეთში სახელმწიფო ვალის კოეფიციენტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 16,6%-დან 24,1%-მდე გაიზარდა; საქართველოში კი 33.5%-დან 58.7%-მდე. უმუშევრობის დონე ბულგარეთში 12,4%-დან 5,6%-მდე შემცირდა, საქართველოში კი 17,2%-დან 11,6%-მდე შემცირდა (2019 წელს, 2020 წლის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი). აღნიშნულ პერიოდში ბულგარეთში ინფლაციის მაჩვენებლები 2.4%-დან 1.2%-მდე შემცირდა, ხოლო საქართველოში - 0.9%-დან 5.3%-მდე გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის მთლიანი ვალი, ბულგარეთში 24.1%, ხოლო საქართველოში 58.7%-ია. სურათი საკმარისად მკაფიოა: განხილული პერიოდის განმავლობაში, ბულგარეთთან მიმართებით საქართველოს ჩამორჩენამ ყველა განზომილებით მხოლოდ იმატა. შესაძლებელია თუ არა, რომ იყოს სხვაგვარად? დიახ, ეს შესაძლებელია. ეს ნათელი გახდება, თუ გავაანალიზებთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პარამეტრებს 2003 წლიდან.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორციელებული რადიკალური რეფორმების შედეგად, ქვეყნის ეკონომიკამ დინამიკურად დაიწყო განვითარება. შთამბეჭდავი იყო ყოველწლიურად ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება მსოფლიოს სხვადასხვა რეიტინგში. დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - გზის მშენებლობა, ენერგომომარაგება, წყალმომარაგება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება; დაიწყო სხვა, ქვეყნის დედაქალაქის ალტერნატიული, ეკონომიკური განვითარების ცენტრების აღმოცენება. ამ პროცესის ნაწილი იყო პოლიტიკური ინსტიტუციების გადანაწილება: საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდა ბათუმში, პარლამენტი ქუთაისში და ა.შ.
შეუძლებელია მომავლის აშენება წარსულის ფუნდამენტური ანალიზის გარეშე. მიუხედავად პოლიტიკური პრეფერენციებისა, ასეთი ანალიზი დაგვეხმარება გავიგოთ, თუ სად შეიძლება იყოს დღეს საქართველო და რამდენად შეიძლება ის დაუახლოვდეს, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრობის მოთხოვნის ამბიციური ამოცანას. ორი პატარა ცხრილი დაგვეხმარება სიტუაციის გარკვევაში.
საქართველოს მშპ 2003 – 2019 წლების პერიოდში (მლრდ. აშშ დოლარი)
წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/gdp
2003 |
2007 |
2012 |
2016 |
2019 |
3.99 |
10.17 |
16.49 |
15.14 |
17.74 |
საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2003-2019 წლების პერიოდში (აშშ დოლარი)
წყარო: https://www.geostat.ge/media/27810/Mtliani-shida-produqti-2018-celi-dazustebuli%28geo%29.pdf
2003 |
2010 |
2012 |
2019 |
1070 |
3232 |
4422 |
4763 |
ცხრილები ადასტურებს, რომ 2003-2012 წლების ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, დღეს ჩვენ სულ სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ ეს არ მომხდარა. სამწუხაროდ, ყველაზე ზუსტი ტერმინი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარების აღსაწერად არის „სტაგნაცია“.
აშკარაა, რომ 2003 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დონე დაბალი იყო. 2003 წლიდან 2012 წლამდე მშპ ოთხჯერ გაიზარდა; ნამატმა 12 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში რომ ოთხჯერ გავზრდილიყავით, ახლა ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 50 მლრდ. აშშ დოლარს მიუახლოვდებოდა. ალბათ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა შესაძლებელი იყო მშპ-ის გაორმაგება 32 მლრდ. დოლარამდე, ან თუნდაც მისი იგივე 12 მლრდ. დოლარით, 28 მლრდ. დოლარამდე, გაზრდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც კი, დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე მიუახლოვდებოდა ბულგარეთისას, მისი ყველა შესაბამისი შედეგებით. მაგალითად, შესაძლებელი იქნებოდა აშშ დოლარის დენომინაციაში ამჟამად არსებული მინიმალური პენსიისა და ხელფასის გაორმაგება.
საკმარისი მშპ არის მყარი არგუმენტი ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის მისაღებად. ეკონომიკური განვითარების დონის მიახლოება თუნდაც ორგანიზაციის ყველაზე სუსტ ეკონომიკასთანაც კი მეტ სიმყარეს სძენს ამგვარ განაცხადს. 2024 წლისთვის ამ ოცნების ასასრულებლად ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური სასწაული უნდა მოახდინოს.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ომი და საქართველო
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე