რონდელის ბლოგი
შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
ეთერ გლურჯიძე, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ესტონეთის დიპლომატიის სკოლის სტუდენტი და ჩრდილოეთი ჩინეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
2020 წლის 30 დეკემბერს ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელს, სინ ძინპინგს, ანგელა მერკელსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ ვირტუალურ პრეს-კონფერენციაზე ევროკავშირმა ჩინეთთან ოფიციალურად გააფორმა ყოვლისმომცველი საინვესტიციო ხელშეკრულება. ევროპარლამენტის მიერ მისი რატიფიცირება დაგეგმილია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში.
ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულება უნდა გახდეს მამოძრავებელი ძალა ამ ორ აქტორს შორის ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. შეთანხმება მოიცავს საკითხებს, როგორებიცაა ბაზრის ხელმისაწვდომობა და ინვესტიციების დაცვა. მას შეუძლია ევროპულ ინვესტიციას გზა გაუხსნას მსოფლიოს რიგით მეორე უდიდეს ეკონომიკასთან, რაც შექმნის სამუშაო ადგილს როგორც ევროკავშირში, ისე ჩინეთში. ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაიწყო 2013 წელს და მოიცვა 30-ზე მეტი ეტაპი. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება, ერთი შეხედვით, ეკონომიკურად სარგებლის მომტანია, თან ახლავს რამდენიმე გამოწვევაც. გამოწვევები ძირითადად უკავშირდება ჩინეთში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პრობლემებს, რომლებსაც შეუძლია შეასუსტოს ევროკავშირის მიმართ ნდობა და ძირი გამოუთხაროს მის ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს.
სურათი 1. ჩინეთისა და ევროკავშირის ლიდერების ვირტუალური კონფერენცია საინვესტიციო ხელშეკრულების შესახებ (წყარო: ჩინეთის გლობალური ტელევიზიის ქსელი)
ადამიანის უფლებების გამოწვევების მივიწყება ეკონომიკური სარგებლისათვის
როგორც ევროკავშირის პრესსამსახურმა განაცხადა ვირტუალური კონფერენციის შემდეგ, ჩინეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი საინვესტიციო შეთანხმება მიზნად ისახავს „მონაწილეთა შორის ღირებულებებზე დაფუძნებულ საინვესტიციო ურთიერთობებს“. ჩინეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, და რომ აღარაფერი ვთქვათ დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის არარსებობაზე, ევროკავშირის ხელშეკრულების დადებაზე მიღებული გადაწყვეტილება ზედმეტად ოპტიმისტურია. მას შეუძლია ადამიანის უფლებებთან მიმართებით ევროკავშირის ინსტიტუციონალური სანდოობის შემცირება.
ჩინეთი არ არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) იძულებითი შრომის შესახებ კონვენციის წევრი და კრძალავს ქვეყანაში დამოუკიდებელი სავაჭრო კავშირების არსებობას. ჩინეთის დასავლეთი რეგიონი – სინძიანი სპეციალური იძულებითი სამუშაო ბანაკებითაა ცნობილი. ეთნიკური უმცირესობების მილიონობით წარმომადგენელს, უიღურებსა და ტიბეტელებს, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში იძულებით უწევთ დაბალანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება. ისინი მუშაობენ ინდუსტრიულ კომპანიებში, ბამბის პლანტაციებში ან მშენებლობაზე და მათთვის არ არის უზრუნველყოფილი არც ჯანმრთელობის დაზღვევა და არც უსაფრთხოების აღჭურვილობა. ზოგიერთ მათგანს გზავნიან საზღვარგარეთ, მათ შორის ევროკავშირშიც, ძირითადად, მანქანათმშენებელ კომპანიებში სამუშაოდ.
მაშინ, როდესაც აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა სრულიად აკრძალეს ჩინეთში ნაწარმოები სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ბამბა და იძულებითი შრომის შედეგად მიღებული სხვა სახის საქონელი, ევროკავშირს არანაირი ამკრძალავი ზომები არ მიუღია. მეტიც, ჩინეთ-ევროკავშირის შეთანხმება მიზნად არ ისახავს ჩინეთის ევროკავშირში სამუშაოდ გაგზავნილი მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვას. მიუხედავად ევროკომისიის განცხადებისა, რომ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთი „საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის ძირითად კონვენციაზე მოაწერს ხელს“, არ არსებობს არანაირი დათქმული ვადა ჩინეთის მთავრობის მიერ კონვენციის რატიფიცირებისთვის. ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის ანგელა მერკელი, ამტკიცებს, რომ ეს შეთანხმება ევროკავშირს ჩინეთთან „ხელსაყრელ ბალანსს“ შეუქმნის. სინამდვილეში, ის შეიძლება გახდეს ევროკავშირის ღირებულებების ეკონომიკური სარგებლის მიზნით „სასწორზე შემოგდება“. ჩინური კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ არა ადგილობრივ, არამედ ჩინელ მუშახელს. აქედან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის მოქალაქეებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობები შეიქმნება, საკმაოდ დაბალია. მსგავს პრობლემას ვაწყდებით აზიისა და აფრიკის ქვეყნებშიც, სადაც ჩინურმა ინვესტიციამ სამუშაო ადგილების რაოდენობა კი არ გაზარდა, არამედ შექმნა ეგრეთ წოდებული „დე ფაქტო ანკლავები“ ჩინელი მუშახელისთვის.
შეთანხმების რატიფიცირება ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა ურსულა ფონ დერ ლაიენი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ევროკავშირის ინტერესებსა და მის ღირებულებებს და ორგანიზაციისთვის უზრუნველყოფს ჩინეთში „იძულებითი შრომის აღმოსაფხვრელად საჭირო ბერკეტს“. ამის მიუხედავად, საეჭვოა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია დათანხმდება შრომითი უფლებების რეფორმირებას ან დამოუკიდებელი პროფკავშირების არსებობას. ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერა კომუნისტური რეჟიმისთვის წარმოადგენს ლეგიტიმაციას, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს მასობრივი რეპრესიები ეთნიკური უმცირესობებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამას შეიძლება ჰქონდეს ე.წ. გადაღვრის ეფექტი, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა შეიძლება „დაჯილდოვდეს“ ხელსაყრელი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებით. საინვესტიციო შეთანხმება თელავს იმ დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს და მოცემულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეასუსტოს მისი საერთაშორისო სანდოობა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ეს ჩინეთის მთავრობამ შეიძლება აღიქვას ეთნიკური უიღურებისა და ტიბეტელების იძულებით მუშაობაზე „თვალის დახუჭვად“.
შესაძლო გავლენა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე
30 დეკემბრის შეთანხმების მიუხედავად, ევროკავშირს საინვესტიციო ხელშეკრულება ჯერ არ აქვს რატიფიცირებული. წევრ ქვეყნებს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ჩინეთში არსებული შრომითი უფლებების გამოწვევებთან დაკავშირებით. შეთანხმებამ კი შესაძლოა კიდევ უფრო შეასუსტოს ორგანიზაციის ერთიანობა, განსაკუთრებით – ბრექსიტის შემდეგ. ასევე, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, რომლის გაღრმავებას ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ბევრი მოელის, შეიძლება რეალურად გარკვეული სირთულეების წინაშე დადგეს.
ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს, მათ შორის, ჩინეთის საკითხთან დაკავშირებით. შეთანხმება, რომელიც სწორედ ბაიდენის არჩევნებამდე გაფორმდა, შესაძლოა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისთვის გამოწვევა აღმოჩნდეს. ბევრს მიაჩნია, რომ შეთანხმება უკავშირდება ევროკავშირის ლიდერების იმედგაცრუებას, რაც განპირობებული იყო აშშ-ჩინეთის „პირველი ფაზის“ სავაჭრო გარიგებით. ევროკავშირისთვის ჩინეთთან დადებული შეთანხმება შეიძლება იყოს აშშ-სთან გათანაბრების მცდელობა.
ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ამით შესაძლოა ხელი შეეშალოს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას ჩინეთთან მიმართებით. ამრიგად, შეთანხმების დადებისთვის შეირჩა შესაფერისი მომენტი. პირველ რიგში, ეს იყო აშშ-ის ადმინისტრაციაში გარდამავალი პერიოდი და მეორე მხრივ, ევროკავშირის საბჭოს გერმანიის პრეზიდენტობა, რომელიც ემხრობოდა ამ შეთანხმებას. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება შეიძლება ხანმოკლე იყოს, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი არ შეასრულებს დანაპირებს. ამასთანავე, მერკელის მანდატის შემდეგ გერმანია შეიძლება უფრო კრიტიკული რიტორიკით შემოიფარგლოს ჩინეთის მთავრობის მიმართ. ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების პოზიციებიც ჩინეთთან მიმართებით უფრო სკეპტიკური ხდება, განსაკუთრებით, კოვიდ-19-ის შემდეგ.
ევროკავშირს ჩინეთის მიმართ აქვს მრავალმხრივი პოლიტიკა და მას ერთდროულად განიხილავს, როგორც პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ მეტოქეს. ეს მიდგომა ბადებს კითხვას, შესაძლებელია თუ არა ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებების ერთმანეთისგან გამიჯვნა. პრაქტიკულად, რთულია ვაჭრობისა და ინვესტიციების (ჩინეთი, როგორც პარტნიორი), უსაფრთხოებისა და ფასეულობების (ჩინეთი, როგორც სისტემური მეტოქე) განცალკევება. შესაბამისად, ევროკავშირის შესაძლებლობები, გაუმკლავდეს ჩინეთს ერთიანი თანამიმდევრული მიდგომით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი აშშ-სთან თანამშრომლობით პეკინის მიმართ სამომავლო პოლიტიკის გადახედვას საჭიროებს. ტრამპის „დიპლომატიური ვანდალიზმისგან“ განსხვავებით, ბაიდენმა მოკავშირეები მრგვალ მაგიდასთან უნდა მიიწვიოს, რათა ჩინეთის მიმართ ერთობლივი მიდგომა შემუშავდეს. ამრიგად, ჩინეთ-ევროკავშირის შეთანხმებას აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან მკაფიო მოწოდებები უნდა მოჰყვეს ჩინეთის საკითხთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ. ამგვარად, ევროკავშირისა და აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს მეტი ბერკეტი ექნებათ ჩინეთის მიმართ. თანამოაზრე ქვეყნების მრავალმხრივმა თანამშრომლობამ კი შეიძლება კატალიზატორის როლი შეასრულოს ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- ვის ეხმარება რუსეთი?
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე