რონდელის ბლოგი
რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
ჰანა შელესტი, დოქტორანტი, უსაფრთხოების პროგრამების დირექტორი, საგარეო პოლიტიკის საბჭო, "უკრაინული პრიზმა"
2021 წლის იანვრიდან უკრაინის აღმოსავლეთში სულ უფრო უარესდება უსაფრთხოების მდგომარეობა, რასაც ემატება რუსეთის მზარდი სამხედრო ყოფნა უკრაინის საზღვრებთან და დე ფაქტო უარი ნორმანდიის ოთხეულის ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. სამხედრო პერსონალისა და შეიარაღების სწრაფმა ზრდამ დიდი ხმაური გამოიწვია მედიასაშუალებებსა თუ პოლიტიკურ წრეებში. მართალია, 2020 წელს შეინიშნებოდა ძალადობის გარკვეული შემცირება, ნაწილობრივ პანდემიის, ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო, მაგრამ 2021 წლის პირველ თვეებში უკვე აშკარა გახდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საკმაოდ ხშირი დარღვევა (2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 5-ჯერ მეტია), სნაიპერების გააქტიურებითა და დახოცილი 18 უკრაინელი ჯარისკაცით. ეს ყველაფერი მხოლოდ შესავალი იყო რუსული ძალების საზღვრებზე სწრაფი განლაგებისა და რუსეთის ხელმძღვანელობის გამწვავებული რიტორიკისთვის. ამ ეტაპზე, უცხოელ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის ყველაზე ხშირად ისმის კითხვა - აპირებს თუ არა რუსეთი ღიად შეუტიოს უკრაინას და არის თუ არა ეს ახალი ომისათვის მზადება?
სწორი პასუხი კი ისაა, რომ უკრაინისთვის ომი არც არასდროს შეჩერებულა. მართალია, გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება (კიდევ ერთი ამ შვიდწლიანი ომის განმავლობაში), მაგრამ მიუხედავად სროლების შემცირებისა, იგი სრულად არასოდეს შესრულებულა. ფაქტობრივად, ომმა მიიღო ჰიბრიდული ფორმა, სამართლებრივ სივრცეში დაპირისპირების, კიბერომისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიბრტყეში ბრძოლის სახე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინის დელეგაციისა და ეუთოს შუამავლების მიმართ წააგავს ღია ტროლინგსა და ბულინგს.
2021 წლის მარტში საფრანგეთმა და გერმანიამ წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები მინსკის შეთანხმების რეალიზების შესახებ. რუსეთის ფედერაციას სურდა პუნქტის დამატება, რომელიც აუკრძალავდა უკრაინის არმიას ცეცხლის გახსნას, მათ შორის - საპასუხო ცეცხლის, და ამას წერილობით დააფიქსირებდა ხელშეკრულებაში. ეს წინადადება წარმოიშვა როგორც გაძლიერებული სროლების, ისე წინა შეთანხმების ფონზე, როდესაც 2019 წლის დეკემბერში პარიზში, ნორმანდიის ოთხეულის სამიტის დროს, უკრაინა დათანხმდა თავისი ძალების გაყვანას სამი ადგილიდან; ამ ნაბიჯმა არათუ სიტუაციის გაუმჯობესება გამოიწვია, არამედ - რამდენიმე სერიოზული ინციდენტი, რასაც დაემატა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ცეცხლის გაძლიერება.
მოსკოვი ასევე ინტენსიურად მოითხოვს პირდაპირ „დიალოგს“ ცენტრალურ მთავრობასა და სეპარატისტთა ოლქის წარმომადგენლებს შორის, ნებართვის გარეშე იწვევს მათ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ვიდეოკონფერენციებზე და ამტკიცებს, რომ რუსეთი მხოლოდ შუამავალია, ხოლო მოლაპარაკებები უნდა ჩატარდეს დონეცკს, ლუგანსკსა და კიევს შორის, რითაც ხელს უწყობს საკუთარი ნარატივის დამკვიდრებას უკრაინაში „სამოქალაქო ომის“ შესახებ. არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ახალი ტიპის რუსული იარაღის გავრცელების გათვალისწინებით, როგორც ამას ეუთოს SMM-იდან ვიგებთ, უცნაურია ასეთი დაჟინება და ექსპერტებს საქართველოსა და მოლდოვაში არჩეულ ტაქტიკას მოაგონებს.
მთავარი კითხვებია: რატომ იქცეოდა რუსეთი ასე და რატომ ახლა? შეიძლება თუ არა ამას 2014 წლის მსგავსი აგრესიის ახალი რაუნდი მოჰყვეს?
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესში არ არის უკრაინაზე ღია თავდასხმა, ასეთი ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება. ამასთან, უმჯობესია დავიწყოთ იმ ვარაუდიდან, რომ მთავარი მიზანია უკრაინის და დასავლეთის სიმტკიცის შემოწმება, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის დასაცავად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და ნატოს მზადყოფნის შემოწმება.
ზოგიერთმა ექსპერტმა ასიმეტრიულად მიიჩნია საპასუხო რეაქცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზე, მათ შორის, აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების მიერ ტრანსატლანტიკური ერთიანობის აღდგენა, ბაიდენის მიერ პუტინის „მკვლელად“ მონათვლა, ნავალნის მოწამვლისთვის დაწესებული სანქციები, უკრაინის მიერ სანქციების დაწესება პრორუსული სამაუწყებლო არხებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის პირადი მეგობრები არიან, რუსი ჯაშუშების სკანდალები იტალიასა და ბულგარეთში - მხოლოდ რამდენიმე რომ დავასახელოთ.
მესამე მიზეზი, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი წინა კომბინაციის ნაწილი, შეიძლება მიმართული იყოს მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინაზე ზეწოლისკენ, რათა განმტკიცდეს რუსული პოზიცია მოლაპარაკებებში, რომელიც არ იყო ხელსაყრელი და არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სტაბილურობით. ისედაც შესამჩნევი იყო ძალადობისა და აგრესიული რიტორიკის ზრდა ნორმანდიის მოლაპარაკებების ყოველი ახალი რაუნდის წინ და მნიშვნელოვანი ისტორიული ან ეროვნული თარიღების დროს, იქნება ეს დამოუკიდებლობისა და ღირსების რევოლუციის აღსანიშნავი დღეები. უკრაინამ გამოაცხადა ყირიმის პლატფორმის სამიტი 2021 წლის 23 აგვისტოს და უკრაინაში მიიწვია სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციების 100 ლიდერი, ასე რომ, დასწრებისა და ინფორმაციული ფონის დივერსიის იდეაც სავსებით შესაძლებელია.
უკრაინას ძალიან სჭირდება პარტნიორები ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლა ექმნება. უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებული მანტრაა იმის გაგება, რომ პირველ რიგში იგი საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოს - სამხედროს, დიპლომატიურს თუ სამოქალაქო საზოგადოებას. თუმცა, ყოველთვის ჯობია იცოდე, რომ ვიღაც ზურგსაც გიმაგრებს. სწორედ ეს აკლდა უკრაინას 2014 წელს, როდესაც ერთადერთი რეაქცია იყო „ღრმა შეშფოთება“, რამაც გარკვეულწილად გაუხსნა კარი რუსეთის მხრიდან შემდგომ აგრესიას.
2021 წელს უკრაინამ განსხვავებული რეაქცია დაინახა - მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარების მთელი კვირა პრეზიდენტებთან, პრემიერ-მინისტრებთან, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ნატოს გენერალურ მდივანთან; ევროკავშირის ხელმძღვანელობისა და G7-ის ქვეყნების განცხადებები, რომლებიც გმობენ რუსეთის საქციელს და ასახელებენ მოსკოვს კონფლიქტის მხარედ და არა - შუამავლად. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასევე გაიზარდა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა, მათ შორის სწავლება, ერთობლივი წვრთნები, ინფორმაციის გაცვლა, ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების შესვლა შავ ზღვაში, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავების ფრენები უკრაინის ტერიტორიაზე და ა.შ.
ეს რეაქცია გამომდინარეობს სამნაირი გამოცდილებიდან. პირველი, რუსეთის ფედერაციის გრძელვადიანი ქმედებები და განცხადებები, რომელსაც არ სურდა უკრაინასთან მოლაპარაკება, არღვევდა საერთაშორისო სამართალს, უგულებელყოფდა ადამიანის უფლებებს და ღიად უჭერდა მხარს სეპარატისტებს. მეორე, დასავლეთის სახელმწიფოების საკუთარი გამოცდილება რუსულ მავნე ზეგავლენასა და ფარულ ოპერაციებთან დაკავშირებით, მათ შორის კიბერშეტევები, არჩევნებსა და რეფერენდუმებში ჩარევა, სოლსბერის საქმე და ნავალნის ინციდენტი, ბალტიისპირეთში, ჩრდილოეთ ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში პროვოკაციები. მესამე, თანამშრომლობა, რომელიც უკვე დამყარდა და თანდათან იზრდება უკრაინასა და ნატოს და უკრაინასა და ცალკეულ სახელმწიფოებს შორის, ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და ა.შ. ივნისში ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობის პარტნიორის სტატუსის მიღებამ და 2020 წლის ოქტომბერში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ დიდ ბრიტანეთთან საშუალებას მისცა უკრაინას კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა თანამშრომლობის ხარისხი, განსაკუთრებით, ასეთ კრიზისულ ვითარებაში.
ჯერ კიდევ რჩება კითხვა, არის თუ არა მზად რუსეთი შემდგომი პროვოკაციებისთვის და რა სტადიამდე გაგრძელდება ეს ბულინგი და ტესტი. ასეთ პირობებში, საერთაშორისო მხარდაჭერა და მტკიცე პოზიცია, არა მხოლოდ „ღრმა შეშფოთება“, არამედ აგრესიის შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერა შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებად.
თემატური პოსტები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- აფხაზეთში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე