რონდელის ბლოგი
აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
დავით ნატროშვილი, კონტრიბუტორი, საერთაშორისო უსაფრთხოების და თავდაცვის კვლევების მაგისტრი, კავკასიის უნივერსიტეტი
2021 წლის 9 აპრილს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა, რომელიც 18 სააგენტოს საქმიანობას უწევს კოორდინაციას (ე.წ. Intelligence Community), საფრთხეების შეფასების წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 27-გვერდიან დოკუმენტში ასახულია უსაფრთხოების ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც, შესაძლოა, აშშ მომდევნო 1 წლის მანძილზე დადგეს.
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ეს საფრთხეები არა მხოლოდ აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება, არამედ – ზოგადად ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის სტაბილურობას, რომლის შენარჩუნების მთავარი გარანტი დღეს ამერიკაა.
ეჭვს გარეშეა, რომ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შესუსტება დოკუმენტში წარმოდგენილი ნეგატიური ტენდენციების გაძლიერების ფონზე, უარყოფითად აისახება ყველა იმ აქტორზე, ვისთვისაც დღეს მოქმედი საერთაშორისო ინსტიტუტები, ლიბერალური წესები და ნორმები დაცულობის ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს, მათ შორის, ისეთ ქვეყნებზეც, რომლებმაც სწორედ აღნიშნული წესრიგის პირობებში მოიპოვეს და ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას.
ამ კუთხით თუ შევხედავთ, ეროვნული დაზვერვის სამსახურის საფრთხეების შეფასების დოკუმენტში ბევრ ისეთ საკითხს აღმოვაჩენთ, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც აქტუალურია. გარდა იმისა, რომ ეს საფრთხეები მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს მთავარი მხარდამჭერის, მისი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის წინააღმდეგ და საერთაშორისო სისტემაში მისი გავლენის შესუსტებას ემსახურება, ისინი ასევე მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევენ უსაფრთხოების გარემოში, რომელიც პერსპექტივაში შესაძლოა ისეთი ფორმით ჩამოყალიბდეს, რომ გაართულოს ჩვენი ეროვნული მიზნების და ამოცანების რეალიზება.
საფრთხეები და გამოწვევები 2021 წელს
დაზვერვის დოკუმენტში წარმოდგენილი საფრთხეების სპექტრი ფართოა და მოიცავს საფრთხეების როგორც ტრადიციულ, ისე არატრადიციულ ფორმებს, დაწყებული დღევანდელი მსოფლიოს ავტორიტარული რეჟიმებით და მათი რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკით, გაგრძელებული ტრანსნაციონალური გამოწვევებით და დამთავრებული რეგიონალური არასტაბილურობით და კონფლიქტებით.
ჩინეთი
დაზვერვის ანალიტიკოსების შეფასებით, ამერიკისთვის და ლიბერალური საერთაშორისო წესრიგისთვის ნომერ პირველ გამოწვევას დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და გლობალური ძალაუფლებისაკენ მისი სწრაფვა წარმოადგენს. ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ზრდას ვაშინგტონი აწყდება როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ დონეზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2021 წელს ჩინეთი კვლავ გააგრძელებს რეგიონში ძალის დემონსტრირებას იმისთვის, რომ მეზობლებს საკუთარი უპირატესობა აგრძნობინოს. ამ პოლიტიკის შედეგად, ჩინეთის სამეზობლოში შესაძლოა დაძაბულობის ახალი კერები გაჩნდეს ან უკვე არსებული გაძლიერდეს.
რეგიონალურ და გლობალურ დონეზე გავლენების გაზრდისთვის, სამხედრო-დიპლომატიური ბერკეტების გარდა, ჩინეთს არსენალში აგრეთვე აქვს ე.წ. „ვაქცინის დიპლომატია“ და „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა“, რომელიც ხელს უწყობს ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების ზრდას საზღვარგარეთ. ჩინეთის მომძლავრება სულ უფრო და უფრო ხელშესახები ხდება ასევე კოსმოსსა და კიბერტექნოლოგიების სფეროში, რომელსაც ეს უკანასკნელი აქტიურად იყენებს ქვეყნის შიგნით და გარეთ იდეოლოგიური კონტროლისთვის და ტექნოლოგიებზე დამყარებული ავტორიტარიზმის გასაძლიერებლად. საგულისხმოა, რომ ჩინეთი აქტიურად ცდილობს ადამიანის უფლებების სფეროში ახალი საერთაშორისო ნორმების დამკვიდრებას, რომლის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების თვალში, „სახელმწიფო ინტერესის” (Raison d’État) სახელით, ადამიანის უფლებათა ხელყოფის გამართლება.
რუსეთი
კიდევ ერთი რევიზიონისტი სახელმწიფო, რომელიც არსებული საერთაშორისო წესრიგის გადასინჯვას ესწრაფვის, რუსეთია. იგი ცდილობს თავი დაიმკვიდროს, როგორც გლობალური დღის წესრიგის შემოქმედმა და მულტიპოლარული მსოფლიოს ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ. ამ მიზნის მისაღწევად, დოკუმენტის ავტორების თანახმად, რუსეთი 2021 წელს ტაქტიკათა ნაირსახეობას გამოიყენებს – ეცდება, შეარყიოს აშშ-ის გავლენა მსოფლიოში, დაამკვიდროს ახალი საერთაშორისო ნორმები, შეიძინოს ახალი მოკავშირეები, გათიშოს დასავლეთის ქვეყნები და დაასუსტოს დასავლური კავშირები. მოსკოვი ეცდება, ვაშინგტონთან მიაღწიოს შეთანხმებას შიდა საქმეებში ჩაურევლების და გავლენის სფეროების აღიარების შესახებ, განსაკუთრებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
რეგიონალურ და გლობალურ დონეზე საკუთარი პოზიციების გაძლიერების მიზნით რუსეთი ეცდება გამოიყენოს გავლენის ოპერაციები, დაზვერვა, ერთობლივი სამხედრო წვრთნები, მოხალისეები, მკვლელობები, იარაღით ვაჭრობა, ენერგორესურსებით მანიპულაცია და სხვ. აღნიშნულ ქმედებების არეალს წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა, სადაც მოსკოვი ესწრაფვის, წარმოჩინდეს, როგორც შეუცვლელი მედიატორი (სირია, ლიბია), ლათინური ამერიკა, სადაც იარაღით ვაჭრობის გზით და ენერგოშეთანხმებებით ცდილობს შეღწევას, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია, სადაც, დოკუმენტის ავტორების შეფასებით, რუსეთს საკუთარი გავლენის გასაზრდელად ხელსაყრელი პოზიციები აქვს, განსაკუთრებით, კავკასიაში, ბელარუსსა და უკრაინაში.
კიდევ ერთი მიმართულება, სადაც რუსეთი ამერიკისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის, არის დაზვერვა. დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი აქტიურად იყენებს დაზვერვის სამსახურებს და გავლენის სხვადასხვა მექანიზმს იმისთვის, რომ განხეთქილება შეიტანოს დასავლელ მოკავშირეებში, შეინარჩუნოს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე და გაზარდოს საკუთარი გავლენა მსოფლიოში ამერიკის პოზიციების შესუსტების ხარჯზე.
ირანი და ჩრდილოეთი კორეა
დაზვერვის დოკუმენტში ასევე საუბარია ირანის და ჩრდილოეთ კორეის, როგორც რეგიონალური საფრთხეების შესახებ. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2021 წელს ირანი და ჩრდ. კორეა კვლავ ეცდებიან, პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით შეარყიონ ამერიკის გავლენა, მათ შორის, ამერიკის მოკავშირეებზე სამხედრო მუქარის და მიმდინარე კონფლიქტებში ანტიამერიკული პოზიციების დაჭერის გზით. ორივე ქვეყანა, განსაკუთრებით კი ირანი, ეცდება გამოიყენოს კიბერტექნოლოგიები და სადაზვერვო საშუალებები იმისთვის, რომ დააზიანოს ამერიკის და მისი მოკავშირეების კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ვაშინგტონში.
განსხვავებით ირანისგან, ჩრდილოეთი კორეა ამერიკისა და მისი მოკავშირეებისათვის დამატებით მნიშვნელოვან ბირთვულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩრდ. კორეის ლიდერი დარწმუნებულია, რომ მისი სახელმწიფოს სუვერენიტეტის უზრუნველყოფის მთავარი გარანტი ბირთვული შეიარაღებაა და არ წყვეტს შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების განვითარებაზე მუშაობას.
ტრანსნაციონალური საფრთხეები
დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ასევე ტრანსნაციონალურ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც თავიანთი მასშტაბებიდან გამომდინარე შეუძლიათ შეცვალონ საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგი.
ნომერ პირველ ტრანსნაციონალურ საფრთხედ დასახელებულია კოვიდ-19-ის პანდემია, რომელიც ხასიათდება შორს მიმავალი შედეგებით და გარდა უშუალოდ ჯანდაცვის სფეროში წარმოქმნილი პრობლემებისა, ასევე აჩენს გეოპოლიტიკურ დაძაბულობას დიდ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც, პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ერთმანეთს უპირატესობის მოპოვებასა და გავლენების გაზრდაში ეჯიბრებიან.
ცალკეულ ქვეყნებში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები წარმოქმნის და აღრმავებს უკვე არსებულ არასტაბილურობას. ზოგიერთი ქვეყანა შეიძლება დადგეს ფინანსური და ჰუმანიტარული კრიზისების წინაშე, რაც, თავის მხრივ, ზრდის მიგრაციის, ხელისუფლების ჩამოშლის და შიდა კონფლიქტების რისკებს. პანდემია გავლენას ახდენს ასევე უსაფრთხოების დღის წესრიგსა და პრიორიტეტებზე. თავდაცვის სფეროში დანახარჯების შემცირება უარყოფითად აისახება გაეროს სამშვიდობო ოპერაციებზე, კონტრტერორისტულ ღონისძიებებზე და სხვ. რაც, დოკუმენტის ავტორების თანახმად, სამომავლოდ გაართულებს კონფლიქტების მართვას.
სხვა ტრანსნაციონალური საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან აღსანიშნავია კლიმატური ცვლილებები, ორგანიზებული დანაშაული, მიგრაციები, გლობალური ტერორიზმი და კიბერტექნოლოგიების განვითარება ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ, რომლებიც თავის თავში შეიცავს სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, ადამიანთა მასობრივი გადაადგილების, დიდ სახელმწიფოებს შორის გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების გაღრმავების, ექსტრემიზმის აღზევების და შიდა სახელმწიფოებრივი კონფლიქტების, ასევე მოსახლეობაზე კონტროლის გამკაცრების რისკებს.
რეგიონალური არასტაბილურობა
აშშ-ის და ლიბერალური საერთაშორისო წესრიგისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა 2021 წლის მანძილზე კვლავაც იქნება შეიარაღებული კონფლიქტები. ქვეყნის შიგნით დაპირისპირების და სამოქალაქო ომების მიზეზი შესაძლოა გახდეს ბრძოლა ძალაუფლებისა და რესურსებისთვის, ეთნიკური და იდეოლოგიური შუღლი, ხოლო ქვეყნებს შორის კონფლიქტების წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა იყოს სასაზღვრო დავები, მაგალითად, როგორც გასულ წელს ჩინეთსა და ინდოეთს შორის. ეს კი სამხედრო კონფრონტაციის მაღალ რისკს შეიცავს. აღნიშნული საფრთხის გეოგრაფიული არეალი ფართოა და ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს მოიცავს: ავღანეთი, ინდოეთი-პაკისტანი, ახლო აღმოსავლეთი, ერაყი, ლიბია, სირია, აზია, ლათინური ამერიკა და აფრიკა.
შეჯამების სახით ვიტყვით, რომ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის 2021 წლის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი საქართველოსთვის, სულ მცირე, ორ საყურადღებო მომენტს შეიცავს:
პირველი - საერთაშორისო სისტემაში მისი მთავარი მოკავშირის – აშშ-ის გავლენის შესუსტება ნეგატიურად აისახება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა არაღიარების პოლიტიკა, დეოკუპაცია, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება.
მეორე – ლიბერალური წესრიგის რღვევა და საერთაშორისო სისტემაში ავტორიტარული სახელმწიფოების გავლენის ზრდა სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეცვლის უსაფრთხოების გარემოს, რაც ბევრ სახელმწიფოს, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ეგზისტენციური გამოწვევების წინაშე დააყენებს.
თემატური პოსტები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- თალიბანი 2.0 ქაბულში: გამოწვევები და მოლოდინი რეგიონის ქვეყნებში
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- მოლაპარაკებები ვენაში ე.წ. ბირთვულ შეთანხმებაზე: ვინ დარჩება მოგებული?!
- რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- რას ნიშნავს აშშ-ის გასვლა სირიიდან?
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე