რონდელის ბლოგი
რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები 2014 წლის შემდეგ უპრეცედენტოდ გაუარესდა, რაც ევროკავშირმა ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს დაუჭირა მხარი და რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის - ალექსეი ნავალნის მოწამვლა-დაკავების გამო რუსეთს სანქციები დაუწესა. 2021 წლის თებერვალში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის არანაირი სურვილი არ აქვს. ამას მოჰყვა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო დანაყოფების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. ამგვარად, მოსკოვის ძალის დემონსტრირებამ და მზადყოფნამ, უგულებელყო ევროკავშირის ინტერესები და გამოააშკარავა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სისტემური ხარვეზები. როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კრემლის მიმართ განსხვავებული ინტერესები ამოძრავებთ, ევროკავშირის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლო ამოცანაა რუსეთის მიმართ საერთო პოზიციის შემუშავება.
ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების გაუარესება
ბორელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების საბჭომ რუსეთის მიმართ საგარეო პოლიტიკის განხილვისას ე.წ. ხუთი პრინციპის მიხედვით იხელმძღვანელა. ამ პრინციპების ჩარჩო საგარეო ურთიერთობების საბჭომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად 2016 წლის მარტში შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოში მიღებული შეთანხმება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და ჰიბრიდული ომის წამოწყებაზე აუცილებელ მკაცრ რეაგირებას ეხება, შეთანხმება ევროკავშირისთვის საინტერესო საკითხებში მოსკოვთან შერჩევით თანამშრომლობასაც მოიაზრებს. კავშირის პრინციპების მიზანია იყო აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობის გარკვეული ბალანსის შექმნა. უახლოესმა მოვლენებმა კი ცხადყო, რომ ევროკავშირისთვის აუცილებელია ამ ურთიერთობების გადაფასება.
ევროკავშირის მცდელობებს საერთო ენა გამოენახა რუსეთთან, მოსკოვი ყოველთვის ხაზგასმით პასუხობდა, რომ ორგანიზაციის შერჩევითი თანამშრომლობა საერთოდ არ შეესაბამება კრემლის ინტერესებს. რუსეთის მთავრობას განსაკუთრებით აღიზიანებს ევროკავშირის ის საგარეო პრინციპები, რომლებიც წინა პლანზე აყენებს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებასა და რუსული სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას. მოსკოვს ხშირად დაუდანაშაულებია ევროკავშირი რუსეთში რეჟიმის შეცვლის წახალისების მცდელობაში და ამიტომაც მიიღო კრემლმა „არასასურველი“ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური აქტივობის წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები. პრობლემური ურთიერთობების გამო რუსეთი ორგანიზაციასთან ინსტიტუციურ თანამშრომლობას ყოველთვის ამჯობინებდა ევროკავშირის წევრ-ქვეყნებთან ჰქონოდა ინდივიდუალური ურთიერთობები. ინტერესების შეუთავსებლობამ კვლავ იჩინა თავი ევროკავშირის მიერ 2020 წლის ბელარუსის არჩევების არალეგიტიმურად ცნობისა და ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა ნავალნის მოწამვლამ, რამაც ევროკავშირი იძულებული გახადა კრემლის წინააღმდეგ უფრო ხისტი პოზიცია ჰქონოდა. ამასთან, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ინტერესთა სხვადასხვაობა დიდწილად აზიანებს რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის თანამიმდევრულობას, რაც რუსეთს ხელს აძლევს გააგრძელოს საკუთარი აგრესიული პოლიტიკა და უგულებელყოს ევროკავშირის ინტერესები.
ერთიანობა „ზედმეტ“ მრავალფეროვნებაში
რუსეთის მიმართ ერთიან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ევროკავშირში, წევრ ქვეყნებს შორის, ყოველთვის არსებობდა უთანხმოება. ეს დიდწილად გამოწვეული იყო დიდი წევრი ქვეყნების მოთხოვნით, რომ ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით ეთანამშრომლათ მოსკოვთან, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო წარმოაჩენდა ევროკავშირში კონსენსუსის ნაკლებობას. მიუხედავად ორგანიზაციის ლიდერების სურვილისა, რომ ევროპის გლობალური გეოპოლიტიკური როლი გაიზარდოს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა კვლავაც რჩება მთავრობათაშორისი გარიგების საგნად, რომელიც უფრო რუსეთის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების თავმოყრაა, ვიდრე ერთიანი პოზიციისა.
ევროკავშირის ზოგიერთი წევრი-სახელმწიფო უპირატესობას ანიჭებს მოსკოვთან თანამშრომლობას, რიგი ქვეყნებისა კი, როგორებიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი, ასეთ ურთიერთობებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რუსეთის მიმართ მათი რიტორიკა არის ძალიან უხეში და ძირითადად განპირობებულია მწარე ისტორიული გამოცდილებით და უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიით. საინტერესოა, რომ რუსეთთან 2014 წლის სამხედრო საწყობის აფეთქებასთან დაკავშირებულ დიპლომატიურ უთანხმოებაში ჩეხეთს მხარი, აშშ-ის გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ცენტრალური ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ დაუჭირა.
სურათი 1. ჩეხეთ-რუსეთის „დიპლომატიური ომი“ და ამით გამოწვეული დიპლომატიური გაძევებები. (წყარო: Financial Times)
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი, იტალია და გერმანია რუსეთთან თანამშრომლობის გზებს კვლავაც ეძებენ. 2020 წლის მიუნხენის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ღიად მხარიც კი დაუჭირა რუსეთთან დიალოგს „უთანხმოებების მოსაგვარებლად“. გერმანიამ კი არაოფიციალური დოკუმენტით დასავლელ პარტნიორებს კრემლთან „შერჩევითი თანამშრომლობისკენ“ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაოფიციალური დოკუმენტი მოსკოვის მიმართ გარკვეულ ბრალდებებსაც მოიცავდა, ის ხაზს უსვამდა ევროკავშირისთვის „სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებს“ კრემლთან ისეთ საკითხებში ურთიერთობებში, როგორიცაა ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტები, გარემოსა და ეკონომიკის წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები. აღსანიშნავია, რომ „სტრუქტურული“ თანამშრომლობის საჭიროებაზე განცხადება ეწინააღმდეგება ნავალნისა და პროტესტებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემოღებულ სანქციებს.
უნდა ითქვას, რომ, როგორც ჩანს, ანგელა მერკელი უპირატესობას ანიჭებს არა გეოპოლიტიკურ საკითხებს, არამედ ეკონომიკურ სარგებელს და მიუხედავად ევროკავშირის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობისა, გერმანია კვლავ რჩება ჩართული ჩრდილოეთის ნაკადის მეორე გაზსადენის პროექტში, რომლის მიზანია რუსეთიდან გაზის იმპორტის გაზრდა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ზოგიერთი გავლენიანი წევრი-სახელმწიფოს მოსკოვთან თანამშრომლობის სურვილი ორგანიზაციის შიგნით არსებულ ქვეყნებს შორის დაყოფას კიდევ უფრო ამწვავებს, რაც ევროკავშირის, როგორც გეოპოლიტიკური აქტორის, ქმედითუნარიანობას ამცირებს და რუსეთს ხელს უწყობს რეგიონში საკუთარი აგრესიული და დესტაბილიზაციისკენ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებაში. ევროკავშირის შიგნით არსებულმა მწვავე პრობლემამ თავი იჩინა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უპრეცედენტოდ დაამცირეს. ასევე აღსანიშნავია, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში რუსული გაზის ექსპორტმა ევროკავშირში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და უკვე ორგანიზაციის მარაგის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული გაზის ევროპაში ექსპორტს გააორმაგებს და კრემლის ბერკეტს ევროკავშირის ენერგიის პოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო გაამყარებს.
რუკა 1. გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ (წყარო: ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლობა)
შესაძლო ცვლილებები
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციის არანაირი ნიშანი არ არსებობს, წევრ-სახელმწიფოებისთვის უმნიშვნელოვანესია საკუთარი პოზიციების გამყარება. ორგანიზაციის ზოგიერთი გავლენიანი ქვეყნის მიერ მოსკოვთან ახალი კავშირების ძიება, განსაკუთრებით, ენერგოსექტორში, ძირს კვლავ ევროკავშირის ერთიანობასა და უსაფრთხოებას უთხრის. ამჟამად საგარეო პოლიტიკის ზენაციონალურ დონეზე გადაჭრა რეალობას მოკლებულია, მაგრამ უახლოესმა მოვლენებმა გამოააშკარავა, რომ აუცილებელია შეიცვალოს კრემლის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა. დაქსაქსული პოზიციებისა და რბილი რიტორიკის მაგიერ საჭიროა ევროკავშირის ლიდერებმა შეიმუშაონ უფრო ერთიანი, მტკიცე და თანამიმდევრული მიდგომა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სოციალურად და ეკონომიკურად თანდათანობით სუსტდება, ის ჯერ კიდევ რჩება ევროკავშირისა და მისი პარტნიორების უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად. ამრიგად, მტრულად განწყობილ მოსკოვთან დათმობების მაგიერ, ევროკავშირმა მთელი ძალისხმევა აღმოსავლეთ პარტნიორებთან მეტი ინტეგრაციისაკენ უნდა მიმართოს. ორგანიზაციამ პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, მეტად ხელშესახები სტიმული უნდა შესთავაზოს, რაც დაფუძნებული იქნება გარკვეულ პირობებზე და პარტნიორები ამით სარგებლობას მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების გატარების შემდეგ შეძლებენ. ევროკავშირის მარეგულირებელ მოდელთან შესაბამისობის მიღწევასთან ერთად, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებისათვის უფრო ღრმა პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამომავლო წევრობის შესაძლებლობების შეთავაზებაც. როგორც ჩანს, გარდაუვალია კრემლსა და ევროკავშირს შორის დაპირისპირება. მოსკოვს ევროკავშირისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ ზომების გატარების დიდი გამოცდილება აქვს. ჩეხეთში საწყობის აფეთქებაში რუსეთის სავარაუდო თანამონაწილეობა მხოლოდ ერთი მაგალითია უამრავი მსგავსი შემთხვევიდან.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე