რონდელის ბლოგი
რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
არც ევროსაბჭო და არც ევროკავშირი არ არიან რელიგიური ორგანიზაციები, არც რაიმე რელიგიურ შეხედულებებს გამოხატავენ და ემხრობიან. ისინი სრულად საერო სიბრტყეში არსებობენ და მოქმედებენ, მაგრამ ვფიქრობთ, საინტერესოა კავშირი, რაც მათ დროშას ქრისტიანობის სიმბოლოებთან აქვს.
1950 წელს ევროპის საბჭომ, რომელიც სულ ერთი წლის დაარსებული იყო, გადაწყვიტა მიეღო დროშა, რომელიც ევროპის ერთიანობის სულისკვეთებას გამოხატავდა.
კომისიამ დროშის მრავალი პროექტი განიხილა. მათი უმეტესობა ჯვრის გამოსახულებას შეიცავდა, რადგან ჯვარი, როგორც ქრისტიანული სიმბოლო, ევროპის ქვეყნების გამაერთიანებლად განიხილებოდა. არგუმენტად ისიც მოჰყავდათ, რომ ჯვრიანი დროშების ქვეშ ჯვაროსნები ლაშქრობდნენ და იბრძოდნენ, როგორც ერთიანი ევროპა. დროშების წარმოდგენილი ნიმუშებიდან ერთ-ერთი რჩეული ვარიანტი იყო პანევროპული მოძრაობის დამაარსებლის - რიჩარდ ფონ კუდენჰოვე-კალერგის მიერ შეთავაზებული დროშის პროექტი, რომელზეც გამოსახული იყო ლურჯ ფონზე ყვითელი მზე და შიგ ჩახატული წითელი ჯვარი. მას შემდეგ, რაც თურქეთმა, რომელიც 1950 წლიდან ევროპის საბჭოს წევრად მიიღეს, გააპროტესტა ორგანიზაციის დროშაზე მხოლოდ ქრისტიანული სიმბოლოს არსებობა, პოლ ლევიმ, ევროპის საბჭოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, კომისიას შესთავაზა მასზე მცირე ნახევარმთვარის დამატება.
საბოლოოდ ეს დროშა არ მიიღეს. არც რიჩარდ ფონ კუდენჰოვე-კალერგის მიერ შეთავაზებული მეორე დროშა მიიღეს, რომელიც ინგლისური „სენტ ჯორჯის“ (წმინდა გიორგის) ასლი იყო, და არც მისი სხვა ვარიანტები.
კომისიამ ასევე განიხილა ლურჯ ფონზე სხვადასხვა კონფიგურაციით გამოსახული ვარსკვლავების რამდენიმე ვერსია. გასაგებია, რომ ასეთი სიმბოლიკის მიმართ რაიმე სახის რელიგიური პრეტენზია ვერ იარსებებდა. საბოლოოდ, შეარჩიეს და 1955 წელს ევროპის საბჭოსა და შემდგომ (1985 წლიდან) ასევე ევროგაერთიანების (1993 წლიდან კი ევროკავშირის) დროშად მიიღეს ლურჯ ფონზე წრედ განფენილი თორმეტი ოქროსვარსკვლავიანი სიმბოლო.
ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდებზე ამ დროშის სიმბოლური მნიშვნელობა შემდეგნაირადაა განმარტებული:
„დასავლური სამყაროს ლურჯ ცაზე ვარსკვლავები განასახიერებენ ევროპის ხალხებს, წრეზე განფენილს, მათი ერთიანობის ნიშნად. მათი რიცხვი უცვლელია და თორმეტს უდრის, რაც ყოველივე დახვეწილისა და გამთლიანებულის სიმბოლოა“.
ასეთია ოფიციალური ვერსია, მაგრამ ამ დროშის პროექტი ეკუთვნის სტრასბურგელ დიზაინერ არსენ ჰეიცსა და ევროსაბჭოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს პოლ ლევის. ჰეიცი, რომელიც სტრასბურგში დაიბადა და გაიზარდა, სხვაგვარად ხსნიდა თავისივე გამოგონილი დროშის სიმბოლურ მნიშვნელობას.
საქმე ისაა, რომ სტრასბურგის მთავარ საკათედრო ტაძარში, რომელიც გოთური არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია, 1859 წელს შექმნილი წმინდა მარიამის (წმინდა ქალწულის) ქანდაკებაა, რომელსაც თავზე 12-ოქროსვარსკვლავიანი დიადემა ადგას. თავად არსენ ჰეიცი ამტკიცებდა, რომ დროშის შექმნისას იგი რელიგიური მოტივით, სწორედ ამ ქანდაკებით, იყო შთაგონებული. მისი თქმით, დროშის სიმბოლიკა ქრისტიანული იკონოგრაფიის ტრადიციას ეფუძნება და წმინდა იოანეს გამოცხადების „აპოკალიფსის ქალწულს“ (წმინდა მარიამს) განასახიერებს. სხვადასხვა ინტერვიუში პოლ ლევი, დროშის თანაავტორი, აცხადებდა, რომ მისი იყო საბოლოო დიზაინი - ჰერცმა ბევრი ვერსია შემომთავაზა და თორმეტვარსკვლავიანი მე ავარჩიეო. დროშის მიმღები კომისიის წევრები კი ამტკიცებდნენ: პოლმა და არსენმა თხუთმეტვარსკვლავიანი დროშა შემოგვთავაზეს, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ დროშაზე 12 ვარსკვლავი ყოფილიყო გამოსახულიო.
წმ. მარიამის 12-ვარსკვლავიანი ქანდაკება და ვიტრაჟი სტრასბურგის საკათედრო ტაძარში
გერმანული „დი ველტი“ 1998 წელს წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლ ლევი უარყოფს დროშასთან დაკავშირებით რაიმე რელიგიური მოტივაციის არსებობას, სწორედ ის იყო თორმეტვარსკვლავიანი დროშის შექმნის იდეით შეპყრობილი მას შემდეგ, რაც სტრასბურგის საკათედრო ტაძარში წმინდა მარიამის ქანდაკება იხილაო.
ევროპის საბჭოს აღმასრულებელი პირები რომ არ უგულებელყოფენ მათი ორგანიზაციის დროშის სიმბოლიკის რელიგიურ წარმომავლობას, შესაძლოა ირიბად იმ ფაქტითაც მტიკცდებოდეს, რომ 2000 წელს ევროპის საბჭომ სტრასბურგის საკათედრო ტაძარს უსახსოვრა ცნობილი ფრანგი ხელოვანის - მაქს ინგრანდის მიერ ლითონითა და მინით შესრულებული ტიხრული ვიტრაჟი, რომელიც დღესაც ამშვენებს ტაძრის სამხრეთ ფასადს. ვიტრაჟზე გამოსახულია წმინდა ქალწული, რომლის თავზეც ლურჯ ფონზე ევროკავშირის დროშის თორმეტვარსკვლავიანი დროშაა აღბეჭდილი. როდესაც დაახლოებით 25 წლის წინ პირველად ვიყავი ტაძარში, გაოცებული შევყურებდი ვიტრაჟს, რომელზეც აშკარად ევროკავშირის დროშა იყო გამოსახული. რადგან ვიტრაჟის ისტორია არ ვიცოდი და ის წინა საუკუნეებისა მეგონა, იმწამსვე გამიელვა თავში აზრმა, რომ იოანეს გამოცხადებიდან ცნობილ წმინდა ქალწულსა და ევროპის საბჭოს დროშას შორის რაღაც კავშირი იყო.
„გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი - დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით“. (გამოცხადება, 12,1)
ამას ვწერ, რათა მკითხველი დავარწმუნო იმ მსგავსებაში, რაც სრულიად ნათელია და შეუძლებელია იმის არდანახვა, რომ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დროშა წმინდა მარიამისა და, ესე იგი, ქრისტიანობის, ქრისტიანული ფასეულობების მქონე რეგიონისა და სამყაროს სიმბოლოა.
ასე თუ ისე, ფაქტია, რომ ევროპის საბჭოს და შემდგომ, ასევე, ევროკავშირის დროშა უწმინდეს ქრისტიანულ სიმბოლიკას განასახიერებს, იკონოგრაფიის წესების დაცვით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, თურქეთს ამ დროშის მიმართ არავითარი პროტესტი არ გამოუხატავს. საეჭვოა, რომ თურქებს, რომლებიც გამოირჩევიან თეოლოგიისა და ქრისტიანობის შესანიშნავი მკვლევრებით, არ სცოდნოდათ რას განასახიერებდა ასეთი დროშა, მაგრამ მათ უპირობოდ დაუჭირეს მხარი ევროპის საბჭოს მიერ ამ დროშის მიღებას. შესაძლოა იმიტომ, რომ მაჰმადიანები და მათი ყურანი ისევე აღიარებს წმინდა მარიამის არსებობას, იმას, რომ იგი „წინასწარმეტყველი“ ისას (იესოს) დედა იყო და პატივს მიაგებენ მას, როგორც ქრისტიანები.
ამ ისტორიის მოყოლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ 2021 წლის 5 ივლისს საქართველოში, დემოკრატიის განვითარების გზაზე მდგარ უძველესი ქრისტიანობის ქვეყანაში, გარკვეულმა ჯგუფებმა, რომლებიც თავს ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის დამცველებად წარმოგვიჩენენ, ეს ქრისტიანული სიმბოლო პედესტალიდან ჩამოგლიჯეს, შეურაცხყვეს და დაწვეს! საერთოდ, ნებისმიერი დროშის შეურაცხყოფა, თუნდაც ის მტრისა და ოკუპანტის იყოს (მაგალითად, რუსეთის ფედერაციის), არაეთიკური და უღირსი საქციელია, მაგრამ განსაკუთრებით გასაკვირია, როცა ხალხი, რომელიც ქრისტეს სახელით ძალადობასაც კი სჩადის, იმავდროულად ქრისტიანულ სიწმინდეთა გამომსახველ სიმბოლოს ასე შეურაცხყოფს.
იმედია, ევროპის დროშის შესახებ ამ ინფორმაციის მიღება ცოტა მაინც დააფიქრებს შეცდომაში შეყვანილ მოქალაქეებს და დაანახებს, თუ რამდენად გაუმართლებელია მათი საქციელი.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- ვის ეხმარება რუსეთი?
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე