რონდელის ბლოგი
Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
ევროკავშირი, და ზოგადად თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია, სამი კულტურული ფენომენის მემკვიდრეა: ძველი ბერძნული (პირდაპირი) დემოკრატიის, რომაული სამართლისა და ქრისტიანული ფასეულობების. თუმცა, წარსულის იდეალიზების მცდელობად რომ არ ჩაგვეთვალოს, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ:
- ძველი ბერძნული დემოკრატია - უმრავლესობის ნებით, ზოგჯერ დიდ ისტორიულ უსამართლობებსაც ჩადიოდა. ამ აზრს ფარედ ზაქარია ავითარებს თავის წიგნში „დემოკრატია და თავისუფლება“, სადაც ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში სოკრატეს უსამართლოდ, თუმცა უმრავლესობის ნებით, სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით მსჯელობს;
- რომაული სამართალი - რომელიც დღევანდელ ევროპაში კანონის უზენაესობის დამკვიდრების საფუძველს წარმოადგენს, თავის დროზე მოქალაქეთა კასტობრივი სეგრეგაციის, პატრიციებად და პლებსად დაყოფის, ასევე უფლებების გარეშე პირთა - მონების არსებობის პირობებში ხორციელდებოდა;
- ქრისტიანული ფასეულობების - რეალიზაციას რომის კათოლიკური ეკლესია ხშირად ინკვიზიციის ხელით ახდენდა, და ზოგჯერ ისეთი გამორჩეული პიროვნებების ფიზიკურად მოსპობითაც კი, როგორც ჯორდანო ბრუნო იყო.
მიუხედავად მათი ნაკლოვანებებისა, სწორედ ამ სამმა მოვლენამ შექმნა მსოფლიოში ყველაზე სამართლიანი, დემოკრატიული, თავისუფალი და მორალურად მაღალ საფეხურზე მდგომი საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობები. მეოცე საუკუნის შუა ხანებში ეს საზოგადოება გაერთიანდა, ინტეგრაცია მოახდინა და დღეს მას ევროპის კავშირი ეწოდება.
ქრისტიანული ფასეულობებიდან ევროპულმა საზოგადოებამ შეითვისა ყველაზე მთავარი - კაცთმოყვარეობა, მისი თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემა, ადამიანისთვის ზიანის მიყენების უარყოფა. შურისძიების, მოკვდინების, მათ შორის, მძიმე დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის მიუღებლობაც კი. ეს არის ჰუმანოცენტრული საზოგადოება, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას, მის განვითარებასა და ბედნიერებას ემსახურება.
ძველი ბერძნული დემოკრატიის იდეა, რომელიც იმ ეპოქაში სრულყოფილად ვერ მუშაობდა, ისე, რომ უმრავლესობის სახელით ხანდახან ოლიგარქებიც კი მოყავდა ხელისუფლებაში და კონსერვატიზმის უკიდურესი გამოვლინებებით თრგუნავდა საზოგადოებრივ პროგრესს, უკვე თანამედროვე ევროპაში უმცირესობების, ასევე სიტყვისა და სინდისის, აღმსარებლობის თავისუფლებებისა და საყოველთაო უფლებების დამკვიდრებით იდეალურ პოლიტიკურ დოქტრინად მოგვევლინა.
რაც შეეხება რომის სამართალს, ევროპაში მისი სულისკვეთება და ძირითადი პრინციპები უცვლელად გადმოვიდა და მასზე დაშენდა კანონის უზენაესობა, ოღონდ ადამიანებს შორის თანასწორობისა და უნივერსალური უფლებების დაცვის გარანტიებით.
ევროკავშირის გაგება მხოლოდ ამ სამი უმთავრესი ასპექტის შეცნობითაა შესაძლებელი. ევროკავშირი თავისი შინაარსით სამართლებრივი სახელმწიფოს, ზნეობრივი საზოგადოებისა და ადამიანების ნების გამომხატველი პოლიტიკური სისტემის ერთობაა. ეს სამი თვისება ასევე ვრცელდება მის საგარეო პოლიტიკაზეც. ევროკავშირი ახდენს მათ გაშლას საკუთარი ნორმატიული, ტრანსფორმაციული და კონსტრუქციული საგარეო ქმედებით, როგორც თავისი საზღვრების გასწვრივ რეგიონებში, ასევე გლობალურად. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური მიზნები არა მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური ან გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციაა, არამედ შესაბამისი ნორმატიული, პოლიტიკური და მორალური შეხედულებების პარტნიორ სახელმწიფოებში განვრცობა და დამკვიდრება. მისი პრინციპებისა და ღირებულებების გაზიარების სანაცვლოდ ევროკავშირი მეგობარ ქვეყნებს პოლიტიკურ მფარველობას, ეკონომიკურ დახმარებასა და განვითარებისთვის აუცილებელ ყოველმხრივ მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ასევე, საკუთარ „ოთხ ფუნდამენტურ თავისუფლებას“ იმ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე ავრცელებს, რომლებიც მის მიდგომებსა და ნორმებს იზიარებენ და ამკვიდრებენ. ალბათ ნაცნობი სურათი ისახება -
- ყოველმხრივი დახმარება, რომელსაც საქართველო იღებს ევროპის კავშირიდან აგერ უკვე თითქმის ოცდაათი წელია,
- თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება,
- უვიზო მიმოსვლა,
- ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებების აღიარება,
- პოლიტიკური დიალოგი და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა და სხვა მრავალი.
მაგრამ... რას ითხოვს ევროკავშირი ყოველივე ამის სანაცვლოდ? ის იმედოვნებს, რომ საქართველო განავითარებს ფუნქციურ დემოკრატიას, სადაც ყველა მოქალაქე იქნება თანასწორუფლებიანი, სასამართლო იქნება თავისუფალი გავლენებისგან, ხოლო მმართველობა კორუფციისგან, ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმისგან; სადაც სახელმწიფო იზრუნებს ადამიანების უფლებებზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, მათ შორის, ყველა სახის უმცირესობის უფლებაზე. და, რაღა თქმა უნდა, ქვეყანის პოლიტიკური ელიტა იდგება საკუთარი ხალხის კეთილდღეობისა და ინტერესების სამსახურში. ასევე, ქვეყანა ხელს უნდა უწყობდეს თავის რეგიონში საყოველთაო მშვიდობას და სტაბილურობას.
ამიტომ, ევროკავშირი ქვეყნის მმართველებისგან ითხოვს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რაც ყველა ადამიანს, განურჩევლად პარტიული, ეროვნული თუ სხვა სახის კუთვნილებისა, თავს აგრძნობინებს დაცულად, სადაც არ შეეშინდება საკუთარი აზრის გამოხატვის, ვინაიდან სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების მხრიდან მზრუნველობისა და დაცვის იმედი ექნება.
ასეთი სახელმწიფოს მშენებლობას ემსახურება ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმება, რომლის დებულებების შესრულებასაც სწორედ იმიტომ გვთხოვენ, რომ მოქალაქეების კეთილდღეობის ხარისხის დონით ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვდეთ.
ასეთივე მიზანს ემსახურებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული და მისივე მედიაციის შედეგად ხელმოწერილი 19 აპრილის ინტერპარტიული შეთანხმება, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება უნდა მოეტანა და ქვეყანაში მეტად კონკურენტული პოლიტიკური გარემო დაემკვიდრებინა.
სამწუხაროდ, მმართველმა ძალამ სრულიად მოულოდნელად და პრაქტიკულად უარგუმენტოდ მოახდინა დადებული ხელშეკრულების დენონსირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულება არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა, ევროკავშირში მისი ასე ცალმხრივად, მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე ანულირება რომაული სამართლის პრინციპის - ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს (Pacta Sunt Servanda), რომელიც დღევანდელი საერთაშორისო სამართლის საფუძველია, უპატივცემულობად აღიქმება. ამ პრინციპის უგულვებელყოფა არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს დღევანდელ ამბიციას. ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც ხელშეკრულებებს პატივს არ სცემს და ისე აუქმებს მათ, როგორც მოეხასიათება, არ შეიძლება ევროკავშირის ნამდვილი პარტნიორი იყოს. ამიტომ ვისმენთ ბოლო დღეებში ევროკავშირის წარმომადგენლების დაბნეულ განცხადებებს. მათი რეაქციები იმ ადამიანის რეაქციას გავს, რომელსაც ახლობელმა უპატიებელი შეურაცხყოფა მიაყენა და ახლა არ იცის რა ქნას. იცის, რომ ვეღარ შეძლებს მასთან მეგობრობას, მაგრამ დავიწყებისთვის არ ემეტება. აშკარაა, რომ ასეთ ვითარებაში ევროკავშირი საქართველოსთან ძველ ურთიერთობებს ვეღარ გააგრძელებს, ამავე დროს, ის ვერ მიატოვებს ამ ქვეყნის ტრანსფორმაციის მცდელობას და ვერ მოახდენს მისგან სრულად დისტანცირებას. ამის მაგალითია ბელარუსი, რომელთანაც ევროკავშირი ორი ათწლეულის განმავლობაში ცდილობდა ურთიერთობების დალაგებას.
როგორც ჩანს, ევროკავშირის ლიდერებს გარკვეული დრო დასჭირდებათ, რათა (როგორც ეს ევროპარლამენტის წევრმა ქალბატონმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა) ახალი მიდგომა შეიმუშაონ იმ ქვეყანასთან ურთიერთობების გადასაწყობად, რომელიც პატივს არ სცემს ხელშეკრულებებს და რომლის პოლიტიკური ელიტა (აქ მან არა მარტო მმართველი ძალა, არამედ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაც იგულისხმა, რომელმაც საერთოდ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას) არ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე