რონდელის ბლოგი
ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
ნინო ჩანადირი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მალე ერთი წელი შესრულდება ბელარუსის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ბევრი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა პრეზიდენტ ლუკაშენკოს სასარგებლოდ, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ლუკაშენკოს რეჟიმმა მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება. ბოლო წლის განმავლობაში ურთიერთობა ევროკავშირსა და ლუკაშენკოს რეჟიმს შორის საკმაოდ დაიძაბა, თუმცა განსაკუთრებით გამწვავდა 2021 წლის მაისში, როდესაც მინსკმა განკარგულება გასცა ბელარუსის ავიასივრცის გადაკვეთისას დაესვათ Ryanair-ის თვითმფრინავი და დააკავეს დისიდენტი ჟურნალისტი რომან პრატასევიჩი. თვითმფრინავის იძულებით დასმა დაგმეს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რაც უფრო ექსპორტს და ფინანსების ხელმისაწვდომობას შეეხო. ასეთი სანქციები შეიძლება უფრო პრობლემატური აღმოჩნდეს რეჟიმისთვის, ვიდრე ბელარუსის ოფიციალური პირების შავი სიების შექმნა, რაც წინათ რეჟიმის ქცევაზე ნაკლებად მოქმედებდა.
სანქციებზე პასუხად, 28 ივნისს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინსკმა კონსულტაციებისთვის გაიწვია თავისი მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში. დამატებით, სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსი აჩერებს მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, რომელიც 2009 წელს დაიწყო ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ მეზობლებს - ბელარუსს, უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კავშირების განსამტკიცებლად. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც ბელარუსის „კიდევ ერთი ნაბიჯი უკან“ და დაამატა, რომ ეს გავლენას იქონიებს ბელარუს ხალხზე - შემცირდება ის შესაძლებლობები, რაც თანამშრომლობას მოაქვს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობა ბელარუსისთვის
მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი გახდა, პროგრამაში მისი მონაწილეობის დონე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ევროკავშირი-ბელარუსის ურთიერთობებზე, რომელიც პერიოდულად უარესდებოდა. 2010 წელს ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესა, რაც მოიცავდა მოგზაურობის აკრძალვას და ფინანსების გაყინვას ლუკაშენკოს რეჟიმის სათავეში მყოფთათვის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც პროტესტი და ძალადობრივი დარბევები მოჰყვა. 2015 წელს სანქციები შემსუბუქდა, უმეტესწილად მშვიდობიანი საპრეზიდენტო არჩევნების გამო და მინსკის როლისთვის უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
მიუხედავად ფაქტისა, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ორმხრივ ურთიერთობებში ყოველთვის რჩებოდა პრობლემურ საკითხად, ევროკავშირის ზოგადი მიდგომა უფრო ემხრობოდა მინსკთან დიალოგს, ვიდრე იზოლაციას. რთულმა ორმხრივმა ურთიერთობამ ბელარუსსა და ევროკავშირს შორის გამოიწვია ის, რომ ბელარუსის მონაწილეობა პროგრამაში და მისი წარმატება ნაკლებად ეფექტური იყო საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით. თუმცა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულობამ ბელარუსს მაინც მოუტანა გარკვეული სარგებელი. ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ტექნიკური დახმარებაა, რომელსაც ევროკავშირი ეწევა პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების განვითარების და ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილი არ არის, მან ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობით მაინც ისარგებლა, რაც მოიცავდა ათასობით კომპანიის დახმარებას დაფინანსებით და ახალ ბაზარზე ექსპორტის მხარდაჭერას.
დამატებით, ბელარუსის შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას შეიძლებოდა ჰქონოდა, იყო სამოქალაქო საზოგადოების დახმარების და გაძლიერების შესაძლებლობა. აღნიშნული პროგრამა ხალხებს შორის კონტაქტის შესაძლებლობას იძლევა საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლის გზით. ის ასევე შესაძლებლობას აძლევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ყურადღება გაამახვილონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მნიშვნელოვან საკითხებზე. ბელარუსული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სხვა ორგანიზაციების მსგავსად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან, შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეყენებინათ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (EaP Civil Society Forum), რომელიც ცდილობს გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება რეგიონში და კარგი შესაძლებლობაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში კონტაქტებისა და ინიციატივებისთვის.
2020 წლის შეხედულებათა კვლევის მიხედვით, ბელარუსი ხალხის უმრავლესობას დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე და ბელარუსების ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა კარგია. ევროკავშირის ოფიციალური პირები საკუთარ განცხადებებში ბელარუსის გადაწყვეტილებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის დატოვებასთან დაკავშირებით სოლიდარობას უცხადებენ ბელარუს ხალხს და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მათ მხარდაჭერას.
რა შეიძლება შეიცვალოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში და რა ახალი შანსები არსებობს საქართველოსთვის?
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს, კონკრეტულად კი, საქართველოსა და უკრაინას მხარი არ დაუჭერიათ ბელარუსის გადაწყვეტილებისთვის, დაეტოვებინა პროგრამა. უკრაინის პოზიცია უფრო ხისტი იყო და ლუკაშენკოს გადაწყვეტილებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსი დაუბრუნდება ინიციატივას. ახლა, როდესაც პროგრამაში ცვლილებები უკვე მოხდა, საინტერესოა განვიხილოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სავარაუდო მომავალი. რეგიონში მიმდინარე მოვლენები – რუსეთის გავლენის ზრდა კავკასიაში, პერიოდული დაძაბულობა უკრაინაში და მყიფე პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში - ნათლად აჩვენებს, რამდენად საჭიროა ევროკავშირის მხარდაჭერის გაზრდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ევროკავშირის მხრიდან მზაობა ჩართულობისთვის გამოიხატა საქართველოს შემთხვევაში, როდესაც მისი შუამავლობით დაიდო შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლის მიზანია ქვეყანაში დაასრულოს კრიზისი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღმოცენდა. კონკრეტულ საკითხებთან ერთად, შეთანხმებაში მთავარი აქცენტია მნიშვნელოვან რეფორმებზეც, რაც მიუთითებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს განაგრძოს დაახლოება დემოკრატიულ სტანდარტებთან.
ბელარუსის გადაწყვეტილებამ შესაძლოა უბიძგოს ევროკავშირს დამატებითი ნაბიჯებისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიმართულებით. საიდუმლო არასოდეს ყოფილა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სამ ქვეყანას – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას - უფრო მეტი ამბიცია აქვთ ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და უფრო მეტი პროგრესიც ევროკავშირთან ორმხრივ ურთიერთობაში, ვიდრე ბელარუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს შორის მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით დიფერენცირების საჭიროება გააჩინოს და ამან გამოიწვიოს ქვეყნების განსხვავებულ კატეგორიებში დაჯგუფება - ისინი, ვისაც მეტი წინსვლა აქვთ და ისინი - ვისაც ნაკლები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიფერენცირების იდეაზეა ლაპარაკი. ფაქტი, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უკეთეს პოზიციაზე იმყოფებიან პროგრესის თვალსაზრისით, ევროკავშირშიც აღიარებულია და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაზე საუბრისას ზოგი აღნიშნავს კიდეც, რომ საჭიროა მოქნილი მიდგომა, რომელიც ქვეყნების ამ ჯგუფს წინსვლის სწრაფ საშუალებას მისცემს. ახალმა ვითარებამ შესაძლოა ამ იდეას იმპულსი მისცეს, რაც სამი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებაში.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე