რონდელის ბლოგი
შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
ალექსანდრე კვახაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი
2020 წლის ოქტომბერში ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ლესკენის რაიონში მდებარე სოფელ ანზორეის თერთმეტი მცხოვრები ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. ისინი დასახელდნენ ეჭვმიტანილებად ეგრეთ წოდებული „შარიათის პატრულის“ შექმნის საქმეში -საუბარია თვითორგანიზებულ დანაყოფებზე, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისგან მოითხოვენ მოიქცნენ ისლამური ცხოვრების წესების დაცვით. გამოძიების მასალების თანახმად, 24-დან 43 წლამდე ასაკის ადგილობრივი მამაკაცები ემუქრებოდნენ და თავს დაესხნენ რამდენიმე ნაკლებად მორწმუნე მუსლიმ თანასოფლელს „ისლამის კანონების შეუსრულებლობისთვის“. ბრალდებულები და ეჭვმიტანილების ნათესავები უარყოფენ მათ მონაწილეობას ძალადობაში და არ აღიარებენ ისლამური პატრულების არსებობასაც კი, ხოლო ჩერქეზებით დასახლებული ანზორეის სოფლის მაცხოვრებლები კვლავაც ერიდებიან მედიასთან ურთიერთბას. არის ანზორეის მოვლენები უნიკალური ადგილობრივი მოვლენა თუ ეს არის ახალი, რეგიონული სოციალურ-რელიგიური ტენდენცია ჩრდილოეთ კავკასიაში?
შარიათის პატრულების არსებობა დაფიქსირდა მუსლიმანური ქვეყნებიდან მიგრანტებით დასახლებულ ევროპის რამდენიმე ქალაქში. კერძოდ, იყო ასეთი ჯგუფური საქმიანობის შემთხვევები ლონდონსა და გერმანიის ქალაქ ვუპერტალში. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კავკასიას აქვს მასობრივი ისლამური მოძრაობების უფრო დიდი ტრადიცია. თვითორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც შარიათის კანონს უწესებენ სოფლის მოსახლეობას, არ არის ახალი მოვლენა ჩრდილოეთ კავკასიისთვის. 1990-იანი წლების ბოლოს დაღესტნის ორი მთიანი სოფლის - ჩაბანმაჰისა და ყარამაჰის ისლამურმა ჯამაათმა, ასევე ცნობილმა, როგორც კადარის ზონა, შექმნა ანკლავი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ფაქტობრივად ვერ აკონტროლებდა და რომელიც შარიათის კანონის შესაბამისად იმართებოდა. ეს ანკლავი მეორე რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დაწყებამდე არსებობდა. მოგვიანებით, 2000-იან წლებში, იმარატ კავკაზთან დაკავშირებული ჯიჰადი მებრძოლები ალკოჰოლის გასაყიდი მაღაზიების განადგურებით და ქალების ჩაცმის კონტროლით ცდილობდნენ შარიათის კანონის დანერგვას სამოქალაქო პირების ფართო ჯგუფისთვის, დაღესტნელი ესტრადის ვარსკვლავებისა თუ ადგილობრივი სოფლის მაცხოვრებლების ჩათვლით. რუსეთის ფედერალურ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩეჩნეთში შარიათის კანონის ელემენტებს ასევე აქტიურად ნერგავდნენ არა მხოლოდ არაფორმალური ჯგუფები, არამედ ისეთი ადგილობრივი ჩინოვნიკები, როგორიცაა ჩეჩნეთის ავტორიტარი მმართველი რამზან კადიროვი.
აღსანიშნავია, რომ ანზორეიში მუსლიმური პატრულის შემთხვევა არის პირველი მცდელობა შარიათის კანონის დაწესებისა შედარებით მშვიდობიან ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის მოსახლეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ იმარატ კავკაზის რეგიონული სამხედრო ჯიჰადის ერთეულს, ვილაიათ KBK-ს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქარიზმატული ჩერქეზი სალაფიტი მქადაგებელი ანზორ ასტემიროვი (ამირ სეიფულა), 2000-იანი წლების პირველ ათწლეულში ყაბარდო-ბალყარეთში ძლიერი პოზიცია ჰქონდა, ასტემიროვმა და მისმა რამდენიმე მემკვიდრემ სიფრთხილე გამოიჩინეს ადგილობრივ ნაციონალისტებსა და სეკულარულ ჯგუფებთან ურთიერთობისას და არ უცდიათ შარიათის კანონის გამალებულად დამკვიდრება. ყაბარდოულ დიალექტზე მოლაპარაკე ჩერქეზებით, თურქულენოვანი ბალყარებითა და რუსებით დასახლებულ მულტიეთნიკურ რესპუბლიკაზე, მეზობელი ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებისგან განსხვავებით, ისლამიზაციამ ნაკლებად იმოქმედა. გარდა ამისა, სეკულარული და/ან არამუსლიმი მოსახლეობის დიდი ნაწილი, ჩერქეზული და ყარაჩაულ-ბალყარული ნაციონალიზმის ძლიერ გავლენასთან ერთად, ქმნის ბუნებრივ დაბრკოლებას რესპუბლიკის მოსახლეობის სწრაფი ისლამიზაციისათვის. აღსანიშნავია, რომ ანზორეიში დაკავებულები წარმოადგენენ მუსლიმთა ახალ თაობას, რომლებსაც არ აქვთ კავშირი წინა თაობასთან, რომელიც ჩართული იყო ჯიჰადში. გავრცელებული ინფორმაციით, არც ერთი მათგანი არ მონაწილეობდა სირიისა და ერაყის კონფლიქტებში. ამის ნაცვლად, გავრცელებული ინფორმაციით, ბევრ მათგანს ჰქონდა სტაბილური სამუშაო და არ ჰქონდა ნასამართლობის ისტორია.
ანზორეიში მომხდარი მოვლენების ერთ-ერთი სავარაუდო ფაქტორია ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმ მოსახლეობაში შარიათის კანონის მოთხოვნილების ზრდა. მაგალითად, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ინგუშეთში კავკაზკი უზელის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივების 45%-ზე მეტს საერო კანონმდებლობის ნაცვლად ურჩევნია შარიათის კანონით ცხოვრება. ჩრდილოეთ კავკასიის ბევრი რეგიონში თანაარსებობს შარიათის პრაქტიკა, რუსული კანონმდებლობა და ადგილობრივი ჩვეულებები (ადათი). ყველა ეს ფაქტორი, ცუდ მმართველობასთან, ფართომასშტაბიან კორუფციასთან, კანონის უზენაესობის არარსებობასა და ჩრდილოეთ კავკასიაში პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფების ნაკლებობასთან ერთად, ხელს უწყობს საერო კანონმდებლობის ეროზიასა და შარიათის კანონის პოპულარიზაციას.
გარდა ამისა, შარიათის პატრულის დაარსება შეიძლება იყოს პასუხი სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ე.წ. კაზაკთა პატრულებზე, რომლებიც არსებობს სამხრეთ რუსეთის ზოგიერთ ქალაქში. კაზაკთა პატრული, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩაში „კანონისა და წესრიგის“ დამყარებას, გავრცელებული ინფორმაციით, მონაწილეობდა ანტისამთავრობო დემონსტრაციების ჩახშობასა და ადამიანის უფლებების სხვა მრავალ დარღვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ კაზაკთა და შარიათის პატრულს ბევრი მსგავსება აქვთ, ამ ორ ჯგუფს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ პირველი არის ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების გაგრძელება და სარგებლობს სახელმწიფოს სრული მხარდაჭერით, ხოლო მეორე აღმოცენდა საზოგადოების რიგებიდან.
ანზორეის მოვლენებში მონაწილე ახალგაზრდები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმური პატრული არ გავრცელებულა სოფლის საზღვრებს მიღმა, ჩრდილოეთ კავკასიაში მაინც არსებობს გაზრდილი მოთხოვნა ისლამურ სამართალზე. რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საშინაო პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით, შარიათის კანონი და ისლამური დღის წესრიგი შეიძლება პოტენციურად იქცეს ადგილობრივი მოსახლეობის ერთადერთ რეალურ ალტერნატივად.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის