რონდელის ბლოგი
ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
მხოლოდ ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა და ქვეყანა კვლავ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ. ამ ხნის განმავლობაში ლუკაშენკას რეჟიმი გამუდმებით ავიწროებდა და იჭერდა ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებს (დღეისათვის ციხეში სასჯელს იხდის 715 აქტივისტი). რეპრესიული მანქანა ამოქმედდა სპორტსმენ კრისცინა ციმანოუსკაიას წინააღმდეგაც. კერძოდ, ბელარუსის მთავრობა შეეცადა ტოკიოდან ძალდატანებით დაებრუნებინა სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების დროს გააკრიტიკა ბელარუსის ეროვნული გუნდის მართვის სტილი მისი ისეთ სპორტულ ღონისძიებაზე დარეგისტრირების გამო, რომელშიც მონაწილეობას არ გეგმავდა. როგორც ჩანს, ლუკაშენკა დიდ საფრთხედ აღიქვამს მთავრობის ან სულაც ქვეყნის სპორტის სექტორის მენეჯმენტის კრიტიკას და მზადაა დასაჯოს ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამს.
საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლისა და დისიდენტი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცების გამო ევროკავშირმა და აშშ-მა სანქციები დაუწესეს მინსკს. თუმცა აღსანიშნავია, რომ დასავლეთის სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია ლუკაშენკას რეჟიმზე. მეტიც, ბელარუსი კიდევ უფრო დაუახლოვდა რუსეთს და ივნისში აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივიდანაც კი გადაწყვიტა გასვლა.
დაუცველი დიქტატურა
2020 წლის აგვისტოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ხმების 80 პროცენტი მიისაკუთრა, გაყალბებულად მიიჩნიეს როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე. არჩევნებში ლუკაშენკა დაამარცხა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, 37 წლის ყოფილმა მასწავლებელმა, რომელმაც თავისი კანდიდატურა ქმრის, სიარჰეი ციხანოუსკის, დაკავებისა და მისი კანდიდატურის დაბლოკვის შემდეგ წარადგინა. ლუკაშენკას მე-6 ვადით არჩევას ბელარუსში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. მათ აღსაკვეთად მთავრობამ ძალისმიერი მეთოდები გამოიყენა. საერთო ჯამში, დემონსტრაციების დროს 35 000 ადამიანზე მეტი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ მალევე წამოიწყო მასობრივი რეპრესიები ოპოზიციისა და მედიის წინააღმდეგაც.
ლუკაშენკამ პირობა დადო, რომ სწრაფად „გაწმენდდა“ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც მან ბოროტმოქმედებად და უცხოეთის აგენტებად შერაცხა. მართლაც, ხელისუფლებამ დააპატიმრა და დასაჯა ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტივისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები. ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია კი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და ლიეტუვაში გაქცეულიყო, სადაც ბელარუსში დამყარებული რეჟიმის დემოკრატიული ცვლილების ხელშეწყობის საერთაშორისო კამპანია წამოიწყო. ამ კამპანიის მთავარი მიზანი ბელარუსის დაქსაქსული ოპოზიციისთვის დახმარების მოძიება და ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება იყო. თავდაპირველად, ევროკავშირმა და აშშ-მა თავი შეიკავეს მასშტაბური სანქციების დაწესებისაგან და ბელარუსის მთავრობის წევრების ინდივიდუალური სანქცირებით შემოიფარგლნენ.
რუკა 1. დასავლური ავიახაზების მიერ ბელარუსის საჰაერო სვრცის იზოლაცია (წყარო: BBC)
თუმცა მაისში, როდესაც დისიდენტი ჟურნალისტის რამან პრატასევიჩის დასაკავებლად ბელარუსის მთავრობამ მინსკში იძულებით დასვა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, დასავლეთი იძულებული გახდა მინსკის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიეღო. ამ შემთხვევას დასავლეთში სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ყაჩაღობა უწოდეს, ხოლო ევროკავშირის საგარეო მინისტრები შეთანხმდნენ მიზანმიმართული სანქციების დაწესებაზე, რომლებიც ბელარუსის შემოსავლების მთავარ წყაროებს, ფინანსურ ტრანზაქციებს, და კალიუმისა და ნავთობპროდუქტების ინდუსტრიას დაარტყამდა. ამასთანავე, ევროკავშირმა ბელარუსის ავიახაზებს აუკრძალა მის საჰაერო სივრცეში შესვლა, ევროკავშირის ბანკებს კი მოუწოდა მინსკისთვის ახალი საინვესტიციო სესხების გაცემა შეეწყვიტა. აშშ-მა ევროკავშირთან კოორდინირებით სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო და იმ პირებზე გაავრცელა, რომლებიც ლუკაშენკას რეჟიმთან, ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციასთან ასოცირდებიან.
დასავლეთის მწვავე რეაქციის შემდეგ, ლუკაშენკას ადმინისტრაცია ძალაუფლების შენარჩუნებას უფრო მეტად ცდილობს. ფაქტორები, რომლებსაც რეჟიმი ითვალისწინებდა დასავლეთთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, სანქციების დაწესების შემდეგ სრულიად გაქრა. საბოლოოდ, მინსკს ლუკაშენკას გადადგომის გარდა, არანაირი ბერკეტი აღარ შერჩა დასავლეთთან ხელახალი გარიგებისათვის. აქედან გამომდინარე, რეჟიმი, რომელსაც ხშირად „ევროპის ბოლო დიქტატურად“ მოიხსენიებენ, „უიმედოდაა“ დარჩენილი და სჯის არა მხოლოდ მის პირდაპირ მოწინააღმდეგეებს, არამედ უპარტიო სპორტსმენებსაც. მათ შორისაა კრისცინა ციმანოუსკაია, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის მიმართ გამოთქვა უკმაყოფილება.
დაუცველობის შეგრძნება იმდენად ღრმადაა ფესვგადგმული ბელარუსის მთავრობაში, რომ მინსკმა საკუთარი ოპონენტების დასასჯელად საერთაშორისო სამართლის დარღვევაც კი გარისკა. ლუკაშენკას რეჟიმმა თითქმის სრულად დაკარგა სახალხო მხარდაჭერა, მას აღარ შეუძლია ქვეყნის ნორმალურად მართვა და ამიტომაც ირჩევს რეპრესიებს. ერთადერთი აქტორი, რომელსაც შეუძლია და სურს ბელარუსის დახმარება გაუწიოს, არის კრემლი, რომელიც ცდილობს ეს სიტუაცია საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს.
ყველა გზა მოსკოვში მიდის
დასავლეთის მიერ ბელარუსისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ქვეყანამ აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა დატოვა. ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ თავისი უახლოესი მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის დახმარებას ეყრდნობა. ცხადია, ლუკაშენკას რეჟიმის დასავლეთისგან იზოლირებამ ბელარუსი კიდევ უფრო დააახლოვა მოსკოვთან. რუსეთი კი 2020 წლის საპროტესტო აქციების დაწყების პერიოდიდან მოყოლებული, გამუდმებით ცდილობს მინსკზე გავლენის გაზრდას. კრემლმა ბელარუსს 1.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გამოუყო და სავაჭრო კავშირების გაფართოების სურვილიც გამოთქვა. რუსეთის დახმარებამ ლუკაშენკას რეჟიმის შენარჩუნებაში უდიდესი როლი ითამაშა, რის შედეგადაც ორ ქვეყანას შორის „ბატონყმობის“ მსგავსი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ეს კი მოსკოვს ხელს აძლევს, რათა ბელარუსთან ინტეგრაცია გააღრმაოს და რეგიონში საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა გააფართოოს. ამ გზით მოსკოვი უკეთ შეძლებს შეეწინააღმდეგოს თავისი „განსაკუთრებული ინტერესების“ რეგიონში „დასავლეთის შემოჭრას“. მეტიც, კრემლი უპირატესობას ანიჭებს ბელარუსის სტაბილურ, ფერადი რევოლუციების მიმართ მტრულად განწყობილ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც მისი გავლენის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
სურათი 1. ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო სანკ-პეტერბურგში, რუსეთი (წყარო: Ap news)
მინსკისთვის კი რუსეთი ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია, რომელიც მმართველ ავტორიტარულ რეჟიმს უკვე 27 წელია ეხმარება. მიუხედავად ასეთი „ახლო მეგობრობისა“, ვლადიმერ პუტინსა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას ყოველთვის ჰქონდათ განსხვავებული ინტერესები. მაგალითად, ბელარუსი არასდროს ყოფილა დაინტერესებული „რუსული სამყაროს“ წევრობით, ცდილობდა დასავლეთთან დაახლოებას და მოსკოვს ეწინააღმდეგებოდა კიდეც – ლუკაშენკამ საჯაროდ უთხრა უარი რუსეთს უკრაინასთან კონფლიქტში მხარდაჭერაზე და „პრორუსული ელემენტებიც“ კი გაათავისუფლა ქვეყნის უსაფრთხოების აპარატიდან. ბელარუსის რუსეთთან დამოკიდებულება სიმბოლურად ბელარუსის გერბის დიზაინში შეტანილ ცვლილებებშიც გამოიხატა. გერბის ახალ ვერსიაზე დასავლეთი უფროა წარმოჩენილი, ვიდრე რუსეთი და ევრაზია. 2014-2015 წლებში, პრეზიდენტმა ლუკაშენკამ სურვილი გამოთქვა რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტში მედიატორი გამხდარიყო, რასაც მინსკის მოლაპარაკებები მოჰყვა.
ლუკაშენკასთვის დახმარების გაწევა რუსეთის უანგარო ჟესტი არ ყოფილა. დასავლეთისგან იზოლირებული მინსკისთვის ერთადერთი არჩევანი რუსულ ორბიტაზე ყოფნა და კრემლის წესებით თამაშია. ივნისის სოჭის სამიტზე ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსის ეროვნული ავიახაზები (Belavia) ფრენებს დაიწყებდა ყირიმში. ეს განცხადება ბევრი ექსპერტისთვის იმის მანიშნებელია, რომ მინსკი მზადაა დაეთანხმოს რუსეთის მიერ განხორციელებულ ყირიმის არასამართლებრივ ანექსიას, რასაც ადრე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბელარუსში მოვლენების მსგავსი სცენარის განვითარებით შეშინებული ლუკაშენკა. თუმცა, დღეისათვის სიტუაცია შეცვლილია და 30 ივნისს ლუკაშენკამ განაცხადა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა რუსული სამხედრო ძალები თავად მოიწვიოს ქვეყანაში. 9 სექტემბერს, როდესაც რუსეთისა და ბელარუსის ლიდერები, წელს უკვე მეხუთედ, შეხვდნენ ერთმანეთს, ლუკაშენკამ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის სურვილი გამოთქვა.
მიუხედავად იმისა, რომ მინსკი რუსეთის ძლიერ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გავლენას განიცდის, ბელარუს ბელადს მოსკოვთან დაპირისპირება მრავალ საკითხზე აქვს, მათ შორის, რუსეთთან ღრმა პოლიტიკური კავშირის თაობაზე. რუსეთი ცდილობს თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს ეს საკითხი, რისთვისაც მან ბელარუსის საშინაო პოლიტიკაზეც უნდა გააძლიეროს გავლენა. ამ მიმართულებით კრემლმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და აქცენტი გააკეთა ბელარუსის პოლიტიკური სისტემის „მოდერნიზებაზე“. შედეგად, ბელარუსის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება – პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების ხარჯზე გაიზარდა ქვეყნის პარლამენტის უფლებები. აქვე აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკას რეჟიმისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გარანტორი მოსკოვია, ეს უკანასკნელი შესაძლოა, რეჟიმის დასარულის მიზეზიც გახდეს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში კრემლი აქტიურად ცდილობს ბელარუსის შიდა პოლიტიკურ ველზე პრორუსული პარტიების გაძლიერებას, რათა შემდეგ მათი საშუალებით მოიშოროს ლუკაშენკა, თუ ის კრემლის მოლოდინებს არ გაამართლებს.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- რა საკითხები განიხილეს პუტინი-ერდოღანის შეხვედრისას?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე