რონდელის ბლოგი
კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
დოქტორი ტიმო ჰელენბერგი, Hellenberg International-ის აღმასრულებელი დირექტორი
იმიგრანტებთან დაკავშირებულმა საგანგებო მდგომარეობამ, რომელიც ბელარუსის საზღვართან მიგრანტთა ნაკადის კონცენტრაციის შედეგად წარმოიშვა, მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია და გააჩინა შეკითხვები, რომლებიც დასავლეთის დედაქალაქებში დაისვა. ორშაბათს, 15 ნოემბერს, ევროკავშირმა გადადგა ნაბიჯები ბელარუსის საზღვარზე შექმნილ კრიზისზე ძალისმიერი რეაგირებისაკენ, გაითვალისწინა რა ის საშიშროება, რომ რუსეთმა შესაძლოა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს არსებული ქაოსი. ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ბელარუსისთვის უკვე დაწესებული სანქციების გაფართოებაზე. ახალი სანქციების ფარგლებში ევროკავშირს შეეძლება შეეჭიდოს ნებისმიერ ავიახაზებს ან ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართული არიან მიგრანტების გადაყვანაში თავიანთი ქვეყნებიდან ბელარუსში და შემდგომ ევროკავშირის საზღვრისკენ – ანუ შეთქმულებაში, რომელსაც ევროკავშირი თავის წინააღმდეგ განხორციელებულ „ჰიბრიდულ შეტევად“ მოიხსენიებს. ამ ეტაპზე ბელარუს-პოლონეთის საზღვრის ბელარუსულ მხარეს რამდენიმე ათასი მიგრანტია ჩარჩენილი. ლუკაშენკო ცდილობს ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას და იყენებს ყველა ხერხს, რაც ამ მიზნისთვის გამოადგება. ხელოვნურად შექმნილი მიგრანტთა კრიზისი კი, რომელიც ევროკავშირისთვის არაკომფორტული და შემაშფოთებელია, ლუკაშენკოს ძალიანაც აწყობს.
ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ პოლონეთი არ გაუხსნის მიგრანტებს ჰუმანიტარულ კორიდორს, იგი ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიას“ საშუალებით გაგზავნის მათ გერმანიაში: „თუ საჭირო გახდება, ჩვენ ჩვენივე თვითმფრინავებით გავგზავნით მათ მიუნხენში“.
როგორც ჩანს, ლუკაშენკოს რუსეთის მხარდაჭერის იმედი აქვს მიგრანტებთან დაკავშირებული ამ კრიზისის დროს, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთი ჩართულია მიგრანტთა ნაკადების მართვაში. მიუხედავად ამისა, შექმნილი რთული სიტუაცია ხელსაყრელია მოსკოვისთვის – მის ინტერესშია, შეინარჩუნოს ახლო სამეზობლო, რათა თავისი სურვილისამებრ გაამაგროს თავდაცვითი ზონა ლენინგრადის ოლქში, სანკტ-პეტერბურგსა და კალინინგრადში. მოსკოვი ცდილობს როგორც შიგნით, ასევე გარეთ გაუმკლავდეს ჯვარედინ ზეწოლას – სავსებით დამსახურებულ დასავლურ სანქციებსა და თავისვე პროპაგანდით შეზავებულ საპასუხო ქმედებებს COVID-19-ის წინააღმდეგ. თავად მინსკს შედარებით კარგი ურთიერთობები ჰქონდა დასავლეთთან მანამ, სანამ რუსეთი გადაწყვეტდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ომში ჩაფლულიყო და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია მოეხდინა.
ბელარუსსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე სასაზღვრო კრიზისი სათავეს იმ კრიზისიდან იღებს, რომელმაც კიევში 2013 წლის ბოლოს იფეთქა, როდესაც ხუთწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების მიუხედავად, უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ჩავარდა. მაშინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ იყო მზად შეთანხმების ხელმოსაწერად იმ ახალი გათვლებიდან გამომდინარე, რომელიც ასახავდა შეთანხმების ხელმოწერით გამოწვეულ დანაკარგებს, მიახლოებით 160 მილიარდ დოლარს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან კომპენსაციის სახით იქნებოდა საჭირო. ამავე დროს, გაიჟღერა წინადადებამ უკრაინის, ევროკავშირისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი ვერ დასთანხმდებოდა. ძალაუფლებისთვის ბრძოლა ძალისმიერად მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება. რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიცია – აღადგინოს „მეგობარი ქვეყნებისგან“ შექმნილი თავისი უსაფრთხოების ზონა, იმთავითვე ცხადი იყო და დღემდე არ შეცვლილა. რუსეთს სურს თავის გავლენის სფეროში უკრაინის შენარჩუნება, ხოლო ასოცირების ხელშეკრულების დადება კი ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა, რომ უკრაინა დასავლეთისკენ და პროგრესისკენ დაიწყებდა სვლას.
მიმდინარე კრიზისი იმეორებს კრიზისების მართვის იმ მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს უდანაშაულო სამოქალაქო პირებისა და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების გამოყენებას „საქმის კეთების რუსული მეთოდებით“, რათა მოწინააღმდეგეთა შორის მყისიერი შოკი გამოიწვიოს. ბრძოლის ასეთივე მეთოდები შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საუკუნეების წინანდელ ნოვგოროდისა და მოსკოვის სამთავროების არსენალში. მაგალითად, 1558 წელს, ლივონიის ომის დროს, როცა რუსულმა ქვეითმა ძალებმა დაქირავებულ ბარბაროს ჯგუფებთან ერთად დაიპყრეს და მძიმე უღელქვეშ მოაქციეს იდა-ვირუმაა (აღმოსავლეთი ესტონეთი). ამ მხარის შესახებ დღემდე შემორჩენილი წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ, რომ ჯერ კიდევ 1367 წლის რუსული რეიდების ხანაში, როცა ნოვგოროდისა და ლივონიური ორდენის ძალები ერთმანეთს იიჰვის ბრძოლაში დაუპირისპირდნენ, განადგურდა ქალაქ იიჰვის წმინდა მიქაელის ეკლესია. მოგვიანებით იგი აღადგინეს, როგორც მძლავრი, გამაგრებული ეკლესია, რომელიც კიდევ ერთხელ 1558 წელს, ზემოხსენებული ლივონიის ომის დროს, განადგურდა. მეფე ივანე მრისხანემ ორჯერ შემოარტყა ალყა ეკლესიას და საბოლოოდ 1558 წლის 3 თებერვალს იგდო ხელთ. ეკლესიას არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ გააჩნდა, თუმცა მისი დაპყრობით, წმინდა ადგილის ინფრასტრუქტურის იავარქმნითა და გლეხობის მოსპობით ივანე მრისხანემ მკაფიო შეტყობინება გაგზავნა რევალში (ტალინი).
საუკუნეების წინ შეწირულმა მსხვერპლმაც და დღევანდელ ახალ ამბებში მოხვედრილმა მიგრანტთა ტრაგიკულმა ისტორიებმაც მრავალმხრივი ზემოქმედება მოახდინა, ანუ ჰიბრიდული ოპერაციის როლი შეასრულა, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰონდა, მაგრამ მიზნად ისახავდა მოწინააღმდეგე მხარის გადაწყვეტილების მიმღები სისტემის შოკში ჩაგდებას და მისი მოხალისეების ან მოკავშირეების შეჩერებას. მაშინაც და ახლაც რუსეთის ქმედებების მოტივი ცხადია – გამოიყენოს საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ფენები და მოახდინოს ჩვენი ფსიქოლოგიური პარალიზება.
მოსკოვს სასაზღვრო კონფლიქტების წარმოებისა და მათი საკუთარი მიზნებისათვის გამოყენების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ამის კარგი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ფინეთის ისტორიიდან. კერძოდ, გავიხსენოთ მაინილის დაბომბვა (ფინურად ‘Mainilan laukaukset’). 1939 წლის 26 ნოემბერს საბჭოთა კავშირის წითელმა არმიამ დაბომბა მაინილის საბჭოთა სოფელი. ამ სამხედრო ინციდენტის შემდეგ საბჭოელებმა განაცხადეს, რომ ცეცხლი გაიხსნა საზღვრის გადაღმა მდებარე ფინეთიდან და, რომ საბჭოთა მხარეს დანაკარგები ჰქონდა. თავისი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მანქანის წყალობით მოსკოვმა ფინეთთან „ომის საბაბი“ (casus belli) მოიპოვა და ოთხი დღის შემდეგ „ზამთრის ომი“ წამოიწყო.
რუსეთი დღესაც მიჰყვება უხსოვარი დროიდან გამოყოლილ ამ პოლიტიკურ-სტრატეგიულ და ტაქტიკურ-ოპერაციულ მეთოდებს, რომელთა მიზანია ჩვენი ყურადღების გადატანა მათ მიერ შერჩეულ საკითხებზე, მათვე რომ აძლევს ხელს. კრიზისების დროს ევროკავშირისა და დასავლეთის სისტემური სისუსტე არის გადაწყვეტილების მიღების ტლანქი მექანიზმები და საკუთარი ინტერესების განსაზღვრისა და დაცვის საშუალებით ამ კრიზისების თავიდან აცილების უუნარობა. როგორც ჩანს, ამჟამინდელი კრიზისი ფოკუსირებულია იმ ქვეყნებზე, რომლებიც აკრიტიკებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომს. კრიზისი ასევე მიუთითებს მომავალში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე, ანუ მიმართულია პოლონეთისა და ლიეტუვის დესტაბილიზაციისკენ. აღსანიშნავია, რომ ლატვია დიდად არ არის ჩართული ამ ოპერაციაში.
ხომ არ დადგა დრო, რომ ჩვენ, დასავლეთში, ამჯერად მაინც ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მრავალმხრივი ეფექტის მქონე ოპერაციას, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს? რუსეთი საკმარისზე ძლიერია იმისთვის, რომ მინსკს მხარი დაუჭიროს ან არ მისცეს მას გზიდან გადახვევის ნება. ბელორუსთან ყველაზე ახლოს მყოფი რუსეთის სახმელეთო ძალები ოთხი დივიზიისა და ექვსი ბრიგადისგან შედგება, რაც ჯამში 45,000 ადამიანია. საჭიროების შემთხვევაში ორ მოტორიზებულ და ერთ საზღვაო ბრიგადას, ჯამში 14,000 სამხედროს, რომელთა სპეციალიზაციაა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული ომები, შეუძლია დაიძრას კალინინგრადიდან. მოსკოვს ასევე შეუძლია, 15 ბატალიონი, მათ შორის 4 მძიმედ შეჯავშნული, მოხსნას თავისი ჩრდილო-აღმოსავლეთის თავდაცვითი სივრციდან, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ „მშვიდობის მედიაციის პროცესში“ ბელარუსის საზღვართან. პირველადი მოქმედების ძალები იქნებიან საჰაერო მედესანტეები, რომლებიც უკვე ვიხილეთ საქმეში. ისინი შთამბეჭდავი ფორმით, ილ-76 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადმოსხეს ბელარუსთან ერთად გამართული სამხედრო წვრთნების დროს, 12 ნოემბერს, გოზაში, პოლონეთის საზღვრის მახლობლად. ეს წვრთნები ჩატარდა სუვალკის კორიდორის, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის სიახლოვეს, რომელიც ნატოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს აკავშირებს. თუ ეს ტერიტორია არ იქნება პოლონეთის და ლიეტუვის კონტროლის ქვეშ, რისკი შეექმნება ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის აუცილებლად საჭირო ნატოს დახმარებას.
ბოლოსდაბოლოს, საჭიროა თუ არა, განვსაზღვროთ ჩვენი საზოგადოებრივი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში? მოდი, იმისთვის, რომ მუდმივად არ გვიხდებოდეს, ერთი და იმავე ფორმით რეაგირება, ძალისხმევა მივმართოთ, ისეთი მექანიზმების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის ყოვლისმომცველ და კოორდინირებულ მზადყოფნას, ეფექტურად განახორციელოს საერთო ინტერესებზე დაფუძნებული საპასუხო ქმედებები. დაე, აღარასდროს აღმოჩნდეს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი პარალიზებული საგარეო შოკებით, რომელთა მიზანია საჭირო საპასუხო ქმედებების შეფერხება.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე