რონდელის ბლოგი
მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
ეთერ გლურჯიძე, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ესტონეთის დილომატიის სკოლისა და ჩრდილოეთი ჩინეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
მოლდოვის ენერგოკრიზისი - რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
30 ოქტომბერს მოლდოვის მთავრობამ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო გაზპრომთან ახალი ხელშეკრულების დადება. უკრაინასა და რუმინეთს შორის მოქცეული პატარა ქვეყანა, 2.6 მილიონი მოსახლეობით, დიდი ხანია ექსკლუზიურად რუსეთიდან იღებს ბუნებრივ აირს. თუმცა, სექტემბერში, გაზპრომთან ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, რუსულმა კომპანიამ მოლდოვას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ფასი 250 აშშ დოლარიდან 800 აშშ დოლარამდე გაუზარდა. ასეთი მაღალი ფასის გადახდას კი მოლდოვა ვერ შეძლებდა. მოსკოვის ოფიციალური მიზეზი ბაზარზე „ბუნებრივი აირის მზარდი ფასები“ და მოლდოვასა და გაზპრომს შორის დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლა იყო.
ოქტომბერში მოლდოვა იმედოვნებდა წინა ხელშეკრულების გახანგრძლივებას, მაგრამ მხარეებმა ეს ვერ შეძლეს, რადგან მოსკოვი აცხადებდა, რომ მოლდოვას გაზპრომის 709 აშშ დოლარის ოდენობის ვალი ჰქონდა. კომპანიამ კიშინეუ გააფრთხილა კიდეც, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოლდოვას შეუჩერდებოდა ბუნებრივი აირის მიწოდება, რაც მოლდოველებს დიდ გაურკვევლობაში ჩააგდებდა ცივი ზამთრის მოლოდინში.
პოლიტიკური შანტაჟი
მოლდოვის ენერგოკრიზისი დაემთხვა რუსეთსა და მის მოკავშირე ბელარუსს შორის ენერგოგარიგებას დაბალ ტარიფზე. ნოემბრის დასაწყისში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვთან ევროპულ ბაზართან შედარებით 7-10-ჯერ უფრო ნაკლებ ფასზე მორიგება შეძლო. ამავდროულად, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმაც განაცხადა, რომ ის „მომგებიან ფასებს“ მოელის მოსკოვისგან, მიუხედავად ბუნებრივი აირის გაზრდილი ფასებისა. მაშინ, როდესაც კრემლი გულუხვ ფასდაკლებებს სთავაზობს მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, ცხადია, მოსკოვის ზეწოლას მოლდოვაზე, ძირითადად, პოლიტიკური მოტივი აქვს.
მოლდოვას ამჟამად მართავს პრეზიდენტ მაია სანდუს პროდასავლური მთავრობა. სანდუმ 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში პრორუს კანდიდატ იგორ დოდონის წინააღმდეგ გაიმარჯვა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა მთავარ მიზნად დაისახა მოლდოვის ევროკავშირთან ინტეგრაცია. თებერვალში მისმა რეფორმისტულმა პარტიამ „მოქმედება და სოლიდარობა“ იგორ დოდონის სოციალისტური პარტია დაამარცხა და უმრავლესობა მოიპოვა მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში, რამაც ისევ გააღიზიანა კრემლი. 2016-2020 წლებში, დოდონის მმართველობის დროს, რუსეთს კიშინეუსთვის არასდროს უთქვამს უარი გაზის შეღავათიან ფასებზე. მას შემდეგ კი, რაც ახალმა მთავრობამ ცხადად დაიწყო „უალტერნატივო“ ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა, რუსეთმა შეწყვიტა ბუნებრივი აირის იაფად შეთავაზება.
რუსეთის პოლიტიკური მოტივაცია აშკარაა და მოლდოვის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე მოსკოვს ხელს აძლევს მოლაპარაკებებში. მაშინ, როდესაც მოლდოვის ეროვნული გაზის კომპანიის - მოლდოვაგაზის - 50 პროცენტი გაზპრომს ეკუთვნის, მოლდოვას თითქმის არ გააჩნია ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყარო. ამავდროულად, ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით 80 პროცენტი გამომუშავდება რუსეთის კუთვნილი სადგურიდან, რომელიც სეპარატისტულ ტრანსნისტრიაში მდებარეობს. ჩამოთვლილი ფაქტორები მოლდოვის ენერგოუსაფრთხოებაზე რუსეთის ბერკეტებს მნიშვნელოვნად აძლიერებს.
რუსეთის დომინირება ევროპის გაზსადენების ქსელზე (წყარო: Southfront)
კრემლის წარმომადგენლებმა მრავალჯერ უარყვეს, რომ მოლდოვის წინააღმდეგ პოლიტიკურ წნეხს იყენებდნენ და აღნიშნეს, რომ ქვეყანასთან ახალი შეთანხმება „ექსკლუზიურად კომერციული“ მიზეზების გამო ვერ დაიდო. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ მოსკოვი საკუთარ ენერგოექსპორტს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. რუსეთმა ადრეც არაერთხელ სცადა ენერგიის „პოლიტიკური შანტაჟისთვის“ გამოყენება და ამის მრავალი მაგალითიც არსებობს. მაგალითად, 2014 წელს მოსკოვმა კიევს 2013 წლის უკრაინა-რუსეთის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ბუნებრივ აირზე ფასდაკლება შეუჩერა და მიზეზად ქვეყნის ვალი დაასახელა.
მოლდოვის ენერგოკრიზისით კრემლს შესაძლოა სურდა მოლდოვის ენერგიის მესამე პაკეტის რეფორმების შეფერხება და ქვეყნის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძირის გამოთხრა. მოლდოვის პარლამენტის წევრმა დუმიტრუ ალაიბამ აღნიშნა, რომ მოსკოვმა კიშინეუს იაფი ბუნებრივი აირის მისაღებად „თავისუფალ ვაჭრობაზე უარის თქმა“ მოსთხოვა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელსაც ევროკავშირმა და მოლდოვამ 2014 წელს მოაწერეს ხელი, მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოებაში დიდ როლს თამაშობს. ამის შედეგად, დღეისათვის მოლდოვის ექსპორტის 70 პროცენტი, რომელიც მოიცავს ელექტროდანადგარებსა და ღვინოს, ევროკავშირის ბაზარზე იგზავნება.
მოლდოვის მთავრობაზე ზეწოლით მოსკოვს შესაძლოა ასევე ეცადა პროევროპული მთავრობის მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილების გაზრდა. ეს ხელს მისცემდა არჩევნებში დამარცხებულ პრორუსულ პარტიებს მოლდოველების თვალში ცუდად წარმოეჩინათ ენერგოკრიზისის საქმეში მთავრობის წარუმატებლობა და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიეღოთ.
„დავითი ცდილობს გოლიათთან შებრძოლებას“
გაზპრომის მხრიდან გაზრდილი ზეწოლისა და კომპრომისის არჩევანის წინაშე მდგარი მოლდოვის მთავრობა ეცადა გადაჭრის შესაძლო გზების მოძიებას, რადგან დილემა, რომლის წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა, უკიდურესად რთული იყო როგორც პოლიტიკურად და სოციალურად, ისე ეკონომიკურად. მიუხედავად მოლდოვის პოზიციისა, რომ ეს არ არის არჩევანი იაფ გაზსა და ბრიუსელთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებს შორის, გაზპრომმა განაცხადა, რომ კიშინეუს შეუძლია უკეთესი ენერგოგარიგების მიღწევა, ევროკავშირის მხარდაჭერის პოლიტიკის დათმობის სანაცვლოდ. ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრების შემდეგ მაია სანდუმ კავშირს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
რუმინეთი, უკრაინა და პოლონეთი პირველები იყვნენ, ვინც მოლდოვის პროდასავლურ მთავრობას დახმარების ხელი გაუწოდა. 25 ოქტომბერს გამართულ აუქციონზე მოლდოვამ პოლონური ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია (PGNiG) აირჩია. კომპანია, სავარაუდოდ, ერთ მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწოდებს მოლდოვას. მოლდოვის მხრიდან ეს ნაბიჯი სიმბოლურია. მაშინ, როცა მოლდოვა დიდწილად რუსეთის ენერგიაზეა დამოკიდებული, დამოუკიდებელი მოლდოვის ისტორიაში ეს არის " გაზის ალტერნატიული წყაროს" შესყიდვის პირველი შემთხვევა.
უკრაინის მილსადენის ოპერატორმა (GTSOU), რომელიც კარგად იცნობს რუსეთის მანიპულაციის მექანიზმებსა და ენერგოპოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტია, სოლიდარობის ნიშნად მოლდოვას 15 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გაუგზავნა. როგორც GTSOU-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სერგი მაკოგონმა განაცხადა, უკრაინამ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოცადა რუსეთთან „ენერგეტიკული განქორწინება“ და მოლდოვისთვის სტაბილური მარშრუტის შესათავაზებლად მზადყოფნა გამოთქვა, რათა სრულად დაკმაყოფილდეს მოლდოვას ენერგომოთხოვნა.
ხუთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოლდოვა ცდილობს ენერგეტიკული იმპორტის დივერსიფიკაციას. მეზობელი რუმინეთის დახმარებით 2015 წელს აშენდა ახალი გაზსადენი. თუმცა, კრიზისის დროს ეს შესაძლებლობა შეზღუდული იყო, რადგან მილსადენი მხოლოდ მცირე ნაწილებს ამარაგებს, რაც მოიცავს მოლდოვის სამხრეთ საზღვარზე მდებარე ქალაქ უნგენს.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიტა (მარცხნივ) ხვდება ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიენს (მარჯვნივ) ბრიუსელში 27 ოქტომბერს (წყარო: რადიო თავისუფლება ევროპა)
27 ოქტომბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვას 60 მილიონ ევროს მისცემს ბუნებრივი აირის შესაძენად. კომისიის წარმომადგენელმა დასძინა, რომ დამატებითი ფინანსური დახმარება შესაძლოა კიდევ იყოს საჭირო. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა იყო დროული, ორგანიზაციამ მაინც ვერ შეძლო ბუნებრივ აირზე მოლდოვას მზარდი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. შესაბამისად, გაურკვევლობაში მყოფ პროდასავლურ მოლდოვას 30 ოქტომბერს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გაზპრომთან კიდევ ერთხელ მოეწერა ხელი გაზის ხუთწლიან ხელშეკრულებაზე. 1 ნოემბერს გაზპრომმა განაცხადა, რომ „მოლდოვასთან კომერციული მოლაპარაკებები ორმხრივად მომგებიანი პირობებით დასრულდა“.
როგორც ჩანს, ევროკავშირი, რომელიც თავად ებრძვის ენერგეტიკულ კრიზისს, უძლურია შეამციროს რუსეთის ზეწოლა. აშშ-საც კი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა Nord Stream 2 მილსადენის მშენებლობას, რუსეთს კი სანქციების დაწესებას დაჰპირდა, თუ ის ევროპის წინააღმდეგ გაზს პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებდა, ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება.
სინამდვილეში, ენერგეტიკული კრიზისი მოლდოვაში არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძლიერია ბერკეტი, რომელიც რუსეთმა წლების განმავლობაში მოიპოვა და რომელსაც იგი იყენებს პროდასავლური მთავრობების დისკრედიტაციისა და დემოკრატიულ ორბიტაზე გადასული ქვეყნების დასასჯელად. შედარებისთვის, ბელორუსმა, როგორც მოსკოვის ნამდვილმა „მეგობარმა“, ახლახან რუსეთისგან გაზი ბევრად უფრო იაფი ტარიფით მიიღო, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებმა.
მოლდოვის ენერგოკრიზისი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის უნდა გახდეს ბიძგი, რათა სამომავლოდ უფრო დიდი მედეგობა გამოიჩინონ. ამ მხრივ, შეიძლება მისაბაძი მაგალითი იყოს უკრაინის „ენერგეტიკული განქორწინება“ რუსეთთან. ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს მოლდოვას ბუნებრივი გაზის მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში და მხარი უნდა დაუჭიროს ალტერნატიული ენერგიის პროექტების განხორციელებას.
თემატური პოსტები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე