რონდელის ბლოგი
ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
ნინო ჩანადირი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი
უკრაინის კრიზისის პარალელურად სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს განხილვა თემისა - შესაძლებელია თუ არა ნატოს გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში, რაც გულისხმობს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას. და სინამდვილეში, უკრაინასთან მიმართებით რუსეთის ქმედებებმა ხომ არ დააჩქარა ის, რასაც პუტინი ასე ეწინააღმდეგება - ნატოს კიდევ უფრო დაახლოება რუსეთის საზღვრებთან?
გასული წლის მიწურულს უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის შემცირების წინაპირობად რუსეთმა წარადგინა მოთხოვნები „ლეგალური გარანტიების“ შესახებ, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით შეჩერდება და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ჯარებისა და შეიარაღების განლაგება შეიზღუდება. ამან აღელვება გამოიწვია ფინეთსა და შვედეთში, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, თუმცა აქტიურად თანამშრომლობენ ალიანსთან. უკანასკნელ წლებში, რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების პარალელურად, ამ ქვეყნებში ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული დებატები სულ უფრო აქტუალური ხდება. რუსეთის მოთხოვნებმა ამ ქვეყნების ხელისუფლებები დააფიქრა იმაზე, რომ ნატოს სამომავლო გაფართოების მიმართ რუსეთის წინააღმდეგობა შეამცირებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მათ შესაძლებლობასაც დამოუკიდებლად მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება საგარეო ქმედებებთან დაკავშირებით.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნ ლინდემ ნატოს არგაფართოების შესახებ რუსეთის მოთხოვნებზე აღნიშნა, რომ ნატოს მხრიდან ეს კომპრომისი მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს შვედეთის უსაფრთხოებაზე. 16 თებერვალს მინისტრმა პარლამენტს წარუდგინა განცხადება 2022 წლისთვის საგარეო პოლიტიკის შესახებ, სადაც აღნიშნულია რომ შვედეთი ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს, თუმცა ალიანსთან გაღრმავებული თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად დასახელდა. განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს ევროპული უსაფრთხოებისთვის და იმას, რომ „უკრაინას, როგორც შვედეთს აქვს უფლება გააკეთოს არჩევანი საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ“. ვითარებას იანვარში გამოეხმაურა ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტეც, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისა და ფინეთის სუვერენიტეტისთვის. მან კონფლიქტში მხარედ დაასახელა ევროკავშირი, რომლის წევრების სუვერენიტეტიც საფრთხეშია და განაცხადა, რომ ევროკავშირის როლი პროცესში იმაზე აქტიური უნდა იყოს, ვიდრე მხოლოდ სანქციების ტექნიკური კოორდინირებაა.
პრინციპულია დამოკიდებულება ნატოს მხრიდანაც. იანვარში, ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნებისა და ფინეთისა და შვედეთის გადასაწყვეტია ამ ქვეყნების ალიანსში წევრობის საკითხი. ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ფინეთი და შვედეთი ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან და თუ მათი სურვილი იქნება, „მათი მიღება ერთ ღამეშიც შესაძლებელია“.
ამ თემის გააქტიურების პარალელურად რუსეთის მხრიდან გაისმა გაფრთხილება, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ექნება სამხედრო და პოლიტიკური შედეგები და „საჭირო გახდება რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხი“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე, შვედეთმა და ფინეთმა გააძლიერეს სამხედრო მზადყოფნა იმის მოლოდინში, რომ ომმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მეზობელ ქვეყნებზეც. შვედეთმა სამხედროები და შეიარაღება გაგზავნა ბალტიის ზღვაში მდებარე სტრატეგიულ კუნძულ გოტლანდზე.
კუნძული გოტლანდი (წყარო: Financial Times)
რუსეთ-უკრაინის ამჟამინდელი კრიზისი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შავი ზღვის აუზში გამწვავებული ვითარება მნიშვნელოვნად აისახება ბალტიის ზღვის რეგიონზეც. 2008 და 2014 წლების მოვლენების შემდეგ საქართველოსა და უკრაინაში, ბალტიის ზღვის რეგიონში გამძაფრდა აღქმა, რომ რუსეთი მზადაა ძალა გამოიყენოს ტერიტორიულად ახლოს მყოფი ქვეყნების ნატოსთან თანამშრომლობის და ალიანსში გაწევრიანების შესაფერხებლად. ამას მოჰყვა რეგიონში მდებარე ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯები. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ განაცხადა, რომ სხვადასხვა სახის თავდასხმები შვედეთზე „უკანასკნელ წლებში გაიზარდა და გაღრმავდა“. 2020 წელს ცნობილი გახდა, რომ შვედეთი მნიშვნელოვნად ზრდის თავდაცვის ხარჯებს 2021-2025 წლებისთვის, რაც უკავშირდება მომეტებულ საფრთხეებს ბალტიის ზღვის რეგიონში. 2022 წლისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის ხარჯები გაზარდა ფინეთმაც.
დამოკიდებულებები შვედურ და ფინურ საზოგადოებებში
შვედეთს და ფინეთს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ ნატოსთან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ორივე საზოგადოებაში ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიციები ერთგვაროვანი არ არის. თუ საქართველოსა და უკრაინაში ნატოს წევრობა რუსეთთან მეზობლობის პირობებში უსაფრთხოების გარანტიებთან ასოცირდება, შვედეთსა და ფინეთში, რომლებიც ასევე რუსეთის მეზობლები არიან, ტრადიციულად თავს არიდებენ სამხედრო ალიანსის წევრობას. უკანასკნელი მონაცემებით, შვედეთში ნატოს წევრობას მხარს უჭერს 37%, ხოლო წინააღმდეგია 35%. მკაფიო პოზიცია არ გააჩნია 28%-ს. თუმცა წლების მანძილზე პოზიტიური ტენდენცია შეიმჩნევა ნატოს მომხრეთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით. გასულ წლებში მომხრეთა რაოდენობა არ აღემატებოდა 32%-ს, ხოლო წინააღმდეგი იყო 40%-ზე მეტი.
შედარებით დაბალია ნატოს წევრობის მხარდაჭერა (26%) ფინეთში. 40% ალიანსის წევრობის წინააღმდეგია, კონკრეტული პოზიციის არმქონე მოქალაქეების რიცხვი კი აქაც საგრძნობლად მაღალია (33%). შვედეთის მსგავსად, წლების მანძილზე ალიანსის წევრობის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ფინეთშიც მცირდება.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების პოზიციებს, ფინეთში პარტიების უმრავლესობა ტრადიციულად მხარს არ უჭერს ქვეყნის წევრობას სამხედრო ალიანსში და მიიჩნევს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან საკმარისია. შვედეთში კი დამოკიდებულებები შედარებით დაყოფილია. მმართველი სოციალ-დემოკრატები სამხედრო მიუმხრობლობის მხარდამჭერი არიან, მაშინ, როდესაც ნატოს წევრობის იდეა ოპოზიციურ პარტიებში - პარლამენტში წარმოდგენილი ყველაზე დიდი „ზომიერი პარტიის“ (Moderate party) ჩათვლით, მეტი მხარდაჭერით სარგებლობს. გასულ წლებში შვედეთის პარლამენტმა სწორედ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის წყალობით მიიღო ე.წ NATO Option, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანას შეუძლია განიხილოს ნატოს წევრობა, თუ ამის საჭიროება დადგება.
შვედურ და ფინურ საზოგადოებებში უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობის პირობებში, ნატოს წევრობის პერსპექტივა ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელი ჩანს. თუმცა, რუსეთის აგრესიის ზრდის პარალელურად ნატოს წევრობის მომხრეთა რიცხვი იზრდება. თუ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას განახორციელებს, ეს ნათელი სიგნალი იქნება ორივე ქვეყნის მოსახლეობისთვის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან დაკავშირებით, რასაც შეუძლია დამოკიდებულებებში გარდატეხის შეტანა. ორივე ქვეყანაში ე.წ გადაუწყვეტელი მოსახლეობის წილი საკმაოდ დიდია და უსაფრთხოების გამოწვევების ზრდის პარალელურად მეტად მოსალოდნელია მათი გადახრა ალიანსის წევრობის მხარდაჭერისკენ.
შვედეთი და ფინეთი აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით. სავარაუდოა, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენას მოახდენს ერთმანეთის არჩევანი გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ მომავალში შვედეთში ზრდადი მხარდაჭერის პირობებში მიიღებენ გადაწყვეტილებას ნატოს წევრობაზე, მოსალოდნელია, რომ ამან წაახალისოს ფინეთის გადაწყვეტილებაც შეუერთდეს ალიანსს. სავარაუდოა, რომ ქვეყნისთვის ნაკლებად სახარბიელო პერსპექტივა იყოს ბუფერულ ზონად დარჩენა ჩრდილოეთ ევროპაში, რუსეთსა და ნატოს შორის. მოსალოდნელია, რომ სახელმწიფოები აქტიურად გამართავენ კონსულტაციებს ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით და მათი გადაწყვეტილებები შეთანხმებული იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყნის მმართველი პარტიები განეკუთვნებიან მათ რიგს, ვინც მხარს არ უჭერს სამხედრო ალიანსის წევრობას, უკანასკნელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ფინეთისა და შვედეთის ხელისუფლებებს სურთ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის შენარჩუნება.
რა მნიშვნელობის მატარებელია ნატოს გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში საქართველოსა და უკრაინისთვის?
ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოთა მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს და უკრაინის მიმართ ყოველთვის ძლიერი იყო. შვედეთი პოლონეთთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ინიციატორია, რომლის წარმატებულ წევრებადაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ითვლებიან. თუ მომავალში შვედეთი ნატოში გაწევრიანდება, მოსალოდნელია, რომ ეს ქვეყნები მისი სახით ალიანსში კიდევ ერთ მხარდამჭერს შეიძენენ.
ნატოს მხრიდან „ღია კარის პოლიტიკით“ რუსეთისთვის ვაჭრობის შესაძლებლობის არმიცემა გადამწყვეტია უკრაინისა და საქართველოსთვის. როგორც აღინიშნა, თუ შვედეთსა და ფინეთში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ალიანსში მათი გაწევრიანების პროცესი სწრაფად წარიმართება. ალიანსში ამ ქვეყნების შესვლა იქნება დასტური იმისა, რომ ნატო არ ვაჭრობს რუსეთთან ამ პრინციპულ თემაზე და შესაძლებლობა ასევე რჩება საქართველოსა და უკრაინისთვისაც, რომლებიც მოიაზრებიან სამომავლო წევრებად მას შემდეგ, რაც, როგორც ამას ხშირად ნატოში ახსენებენ, რეფორმების შედეგად მზად იქნებიან გაწევრიანებისთვის.
თუ ნატო ჩრდილოეთ ევროპაში გაფართოვდება, ეს მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება რუსეთისთვის. ეს ერთგვარი გრძელვადიანი ეფექტი იქნება პუტინის „უკრაინული ავანტიურისა“, რამაც მის შიდა პოლიტიკურ იმიჯსაც უნდა მიაყენოს ზიანი. თუ ის უკრაინაში ომს დაიწყებს, სავარაუდოა, რომ ამით მხოლოდ დააჩქარებს ჩრდილოელი მეზობლების ნატოსკენ სწრაფვას, რითაც თავადვე შეუწყობს ხელს იმას, რასაც ასე ეწინააღმდეგება.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ბლოგი მალე დაემატება
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე