რონდელის ბლოგი
შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ საჭიროა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია.
თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს ადვილად მისაღწევი მიზანი არაა. ამისთვის საჭიროა ერევანმა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. ამ პროცესს სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება დადებითად უყურებს, მაგრამ ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც ამას ყარაბაღზე უარის თქმად განიხილავენ.
ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში?
მოლაპარაკებების პროცესი
სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების პროცესი ომის დასრულებისთანავე დაიწყო და იგი ძირითადად რუსეთის შუამავლობით მიმდინარეობდა.
ეს პროცესი მძიმედ მიდიოდა (სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის არაერთხელ მომხდარა სერიოზული შეტაკებებიც). ამ შეხვედრებზე სხვადასხვა (მაგალითად, კომუნიკაციების გახსნის თაობაზე) შეთანხმებებსაც აღწევდნენ ხოლმე. თუმცა, შემდგომში ყოველთვის ჭირდა ამ შეთანხმებების ცხოვრებაში გატარება.
ბოლო შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის 2022 წლის 6 აპრილს გაიმართა ბრიუსელში. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა რუსეთის მონაწილეობის გარეშე შედგა. ცხადია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულ კრემლს სამხრეთ კავკასიისთვის ნაკლებად სცალია. ამიტომ ამ შემთხვევაში შუამავლობა ევროპის კავშირმა გაწია და როგორც ჩანს, ბრიუსელში შეხვედრისას მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწიეს.
ევროკავშირის მიერ 6 აპრილს ორგანიზებული სამმხრივი შეხვედრა ქ.ბრიუსელში
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამმხრივ შეხვედრას პროდუქტიული უწოდა და დასძინა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა „სწრაფი სვლით“ იარონ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
ბაქოში დაბრუნებულმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საკუთარი მთავრობის წევრებთან გამართული შეხვედრისას კმაყოფილება გამოთქვა ბრიუსელში გამართული შეხვედრით და დასძინა, რომ მისთვის ნათელი გახდა, რომ „სომხეთი უარს ამბობს ტერიტორიულ პრეტენზიებზე“.
ალიევის შეხვედრა აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრის მიუხედავად, რუსეთი ბოლომდე არაა პროცესისგან გამოთიშული. 19 აპრილს იგეგმება ფაშინიანის ვიზიტი რუსეთში, სადაც იგი პუტინს შეხვდება და, დიდი ალბათობით, ზემოხსენებულ საკითხზეც ისაუბრებენ.
ფაშინიანის გამოსვლა პარლამენტში
ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ფაშინიანმა სწრაფად დაიწყო მოქმედება და მნიშვნელოვანი განცხადებებიც გააკეთა. კერძოდ, 13 აპრილს სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა თქვა, რომ მისი მთავრობა თანახმაა ცნოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.
ამასთან, ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ეს ჩემი დანაშაულია, რომ 2018-2019 წლებში საზოგადოებას არ ვამცნე, რომ ჩვენი ახლო თუ შორეული მეგობრები ჩვენგან ითხოვდნენ აზერბაიჯანისთვის 7 რაიონის გადაცემას ამა თუ იმ კონფიგურაციით და არცახის[1] სტატუსის საკითხში თამასის დაწევას. მე დამნაშავე ვარ იმაში, რომ არ ვუთხარი ხალხს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ ჩვენც ვაღიარებთ მას, მოელის, რომ აზერბაიჯანელები, რომელთაც ყარაბაღი დატოვეს, სრულფასოვნად იქნებიან ჩართული მთიანი ყარაბაღის მომავლის განსაზღვრასა და მართვაში“.
ფაშინიანის გამოსვლა სომხეთის პარლამენტში
ფაშინიანმა აგრეთვე აღნიშნა: „დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა ნათლად გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც არ აღიარებს თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არის ძალზე სახიფათო არა მხოლოდ ყარაბაღისთვის, არამედ სომხეთისთვისაც.
დღეს საერთაშორისო საზოგადოება მკაფიოდ გვეუბნება, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხში ჩვენი თამასა ცოტათი უნდა დავწიოთ და უზრუნველვყოთ სომხეთისა და არცახის გარშემო დიდი საერთაშორისო კონსოლიდაცია“.
მან იქვე დასძინა, რომ სურს, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომელიც მოიცავს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და აღნიშნა, რომ ეს მისაღებია ერევნისთვის.
მართალია, ფაშინიანს ცალკე ღიად არ უთქვამს, მზადაა თუ არა მისი ადმინისტრაცია აღიაროს აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე, მაგრამ ცხადია, რომ ეს თავისთავად იგულისხმება. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების გარანტიები, მათი უფლებები და თავისუფლებები“.
რეაქციები ფაშინიანის გამოსვლაზე
ფაშინიანის გამოსვლას პარლამენტში არ ესწრებოდა ოპოზიცია (სადაც ბევრია რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილი პოლიტიკოსები), თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იშხან საღათელიანმა, რომელიც ოპოზიციური „სომხეთის ალიანსის“ (ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის მიერ 2021 წელს შექმნილ ამ 2-სუბიექტიან ალიანსში შედის სომხეთის აღორძინების პარტია და დაშნაკთა პარტია) წარმომადგენელია, განაცხადა:
„ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ დავკარგავთ არცახს [მთიანი ყარაბაღი], რადგან, თუ ამ გზით წავალთ, არცახი სომხებისგან დაიცლება. ეს კი ჩვენთვის სრულიად მიუღებელია“.
საღათელიანმა იქვე დასძინა, რომ ერთადერთი გზა, თავიდან აიცილონ ასეთი სცენარი, ეს არის სომხეთის ხელისუფლების შეცვლა. თუმცა, მას დეტალები არ დაუზუსტებია, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია ამის გაკეთებას იმ ფონზე, როცა ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ ფაშინიანმა 2021 წლის 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა (მიიღო ხმების 53,9%, ანუ მას სომხურ საზოგადოებაში ძლიერი მხარდაჭერა აქვს).
ერთადერთი, რაც ამ მომენტისთვის არის ცნობილი, ისაა, რომ ოპოზიცია უახლოეს ხანში გეგმავს საპროტესტო აქციების ჩატარებას, დაახლოებით ისეთს, როგორიც 5 აპრილს გამართა „სომხეთის ალიანსმა“ მეორე ოპოზიციურ ბლოკ „პატივ უნემთან“ ერთად.
ფაშინიანის წინააღმდეგ გამოვიდნენ ყარაბაღის თვითგამოცხადებული ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ე.წ. „ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრ“ დავით ბაბალიანის განცხადებით, „ნებისმიერი მცდელობა, მოხდეს არცახის ჩართვა აზერბაიჯანში, გამოიწვევს სისხლისღვრას და ნგრევას. ჩვენი წითელი ხაზი არის ის, რომ ჩვენ არ ვიქნებით აზერბაიჯანის ნაწილი“.
თვითგამოცხადებული „ყარაბაღის პრეზიდენტმა“ არაიკ ჰარუტუნიანმაც განაცხადა, რომ ყარაბაღელი სომხები უარს არ იტყვიან თვითგამორკვევის უფლებაზე.
მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გათვალისწინებაც მოუწევთ როგორც ფაშინიანის მომხრეებს, ისე მის მოწინააღმდეგეებს აზერბაიჯანის ფაქტორი. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე ორჯერ დააფიქსირა აზერბაიჯანული მხრიდან პოზიციების გადაწევის ფაქტი ყარაბაღის სიღრმეში. ბოლო ასეთი შემთხვევა 16 აპრილს მოხდა. რუსეთი ორივეჯერ უძლური აღმოჩნდა შეეცვალა სიტუაცია. ცხადია, ეს ვითარება აშფოთებს სომხურ მხარეს და მას ზეწოლად მიიჩნევს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთს არ აქვს წარმატება უკრაინასთან მიმდინარე ომში.
დასკვნა
- სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ცდილობს გარდატეხის შეტანას აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებში. იგი თვლის, რომ ახლა, როდესაც დასრულდა ყარაბაღის მეორე ომი, გაჩნდა შანსი, პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას ორმხრივ ურთიერთობებში (აღსანიშნავია, რომ სომხეთმა ამგვარი დაახლოების პროცესი პარალელურად თურქეთთანაც დაიწყო);
- ამ პროცესს აჩქარებს რუსეთის წარუმატებელი ომი უკრაინაში, რომელსაც უკვე მოჰყვა რუსეთის პოზიციების შესუსტება გლობალური მასშტაბით. კიდევ უფრო გაურკვეველია, როგორი იქნება რუსეთის მომავალი. სომხეთის ხელისუფლება სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე ცდილობს მოილაპარაკოს აზერბაიჯანთან შედარებით უკეთეს პირობებზე (სანამ ჯერ კიდევ არის ამის დრო);
- სომხეთის ოპოზიცია და ყარაბაღის თვითგამოცხადებული ხელისუფლება ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ პროცესს. თუმცა, ნათელია, რომ ამ ეტაპზე მათი რესურსები შეზღუდულია და ფაშინიანიც უფრო მყარად გრძნობს თავს;
- ამჟამად შეზღუდულია რუსეთის შესაძლებლობები ნეგატიური გავლენა მოახდინოს აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებზე. უკრაინასთან ომში ჩართულ კრემლს ამისთვის არც დრო და არც საკმარისი სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი გააჩნია;
საქართველოს ინტერესებშია გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება რეგიონში (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთის გააქტიურების ფაქტი ჩვენს რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების მიმართულებით), რაც შესაძლებლობას იძლევა უფრო მეტი უსაფრთხოება და განვითარება (მათ შორის, ერთობლივი პროექტები და ინვესტიციები) ჰქონდეს მთელ სამხრეთ კავკასიას.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება და მისი პოტენციური შედეგები რეგიონისთვის
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- სომხეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია: ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი?
- საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კავკასიაში: ვის ირჩევს სომხეთი და აზერბაიჯანი
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები