რონდელის ბლოგი
ომი და საქართველო
შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
რუსეთ-უკრაინის ომი, მიუხედავად ზედაპირული მსგავსებისა, არ ჰგავს აგვისტოს ომს. თუ აგვისტოს ომში რუსეთის ამოცანები უფრო ლოკალური მასშტაბისა იყო (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის განმტკიცება, საქართველოს დასჯა, დასავლეთისათვის დემონსტრირება, რომ ამ რეგიონში კრემლი ჰეგემონად რჩება), უკრაინის ომში რუსეთმა გლობალური ამოცანები დაისახა. ამოცანები, რომელთა მიზანი მსოფლიო წესრიგის შეცვლა იყო.
დეკემბერ-იანვარში მოსკოვის მიერ ომის თავიდან აცილების სანაცვლოდ დაყენებული პირობები: ნატოს გაფართოებაზე უარის თქმა, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბრუნება 1997 წლამდე არსებულ საზღვრებში, რეალურად, ცივი ომის შედეგების გადახედვის მცდელობა იყო და არა - მხოლოდ უკრაინისათვის დამატებითი ტერიტორიების წართმევის ან თუნდაც უკრაინაში ხელისუფლების შეცვლისა და მარიონეტული რეჟიმის ჩამოყალიბების მცდელობა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ პუტინს არასოდეს ჰქონია რეალისტური მოლოდინი, რომ ნატო მის მოთხოვნებს შეასრულებდა, უბრალოდ, ის მოითხოვდა მაქსიმუმს, რომ მიეღო მინიმუმი - მორჩილი უკრაინა. მაგრამ თავისთავად სამხედრო ძალით უკრაინის დამორჩილების ან გახლეჩის პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევდა არსებული, ლიბერალურ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შეცვლას, იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს პუტინის ავანტიურის მთავარი მიზანი. რუსეთ-უკრაინის ომი ავტომატურად იქცეოდა რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებად, იმ შემთხვევაშიც კი, დასავლეთს საერთოდ რომ ვერ გაებედა ამ კონფლიქტში ჩარევა.
რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეასრულებდა თავდაპირველ ამოცანას - დაიკავებდა კიევს და დაამხობდა ზელენსკის მთავრობას? რუსეთი დაამტკიცებდა თავის სამხედრო და პოლიტიკურ უპირატესობას დასავლეთზე და განიმტკიცებდა ჰეგემონიას ყოფილ საბჭოთა მიწებზე. ძნელია წარმოვიდგინოთ ვითარება, როდესაც რუსეთმა დაამარცხა უკრაინა, ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო სამართალი, აიძულა დასავლეთი უკან დაეხია, ქვეყნის შიგნით დაამყარა სრულფასოვნად ტოტალიტარული რეჟიმი და ამის შემდეგ მხოლოდ უკრაინის დამორჩილებით დაკმაყოფილდა. უკრაინის დესუვერენიზაციას, შეუძლებელია, არ მოჰყოლოდა მოლდოვის, საქართველოს, აზერბაიჯანის და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამონება.
რა სცენარს უმზადებდა რუსეთი უკრაინას? ცხადია, რუსეთი არ დაკმაყოფილდებოდა უკრაინის ნეიტრალური, დემილიტარიზებული სტატუსით, ვივარაუდებ - არც ბელარუსის მსგავსი სტატუსით. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინა ნიშნავს ქვეყანას, სადაც არ ტარდება არჩევნები, რომელსაც არა აქვს საკუთარი სამხედრო ძალები, რომლის მოსახლეობის აქტიური ნაწილი მკვდარია, ემიგრაციაშია ან საკონცენტრაციო ბანაკშია, რომელსაც აღარ აქვს საკუთარი განათლების სისტემა, მედია, რომლის საზღვრები ჩაკეტილია და რუსეთის მიმართ ლოიალობა დგას სასტიკ რეპრესიებზე, კადიროვის თარეშზე. როგორც ერთ-ერთმა რუსმა დეპუტატმა თქვა, უკრაინის გაკონტროლებას მოსახლეობის 5 პროცენტის - „სულ რაღაც“ 2 მილიონი კაცის ლიკვიდაცია სჭირდებაო.
კიდევ გავიმეორებ, რუსეთს რომელიც შუაგულ ევროპაში ამგვარ რეპრესიებს ატარებს, ვერ ექნება დასავლეთთან ოდნავ მაინც ნორმალური ურთიერთობის იმედი. ამიტომაც რუსეთს უბრალოდ არ ექნებოდა არგუმენტი, უკრაინის დაპყრობისათვის არ მიეყოლებინა სხვა ქვეყნები, მათ შორის - საქართველოც.
დასავლეთი, პირველ რიგში კი, შეერთებული შტატები ადვილად მიხვდა ამ არცთუ კარგად შენიღბულ ჩანაფიქრს, ამიტომაც მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და აღმოუჩინა უკრაინას. 40 მილიარდმა და ლენდ ლიზმა ყველას აჩვენა, რომ დასავლეთი არ დაუშვებს უკრაინის სამხედრო დამარცხებას. თუმცა, რეალურად, ეს თავიდანვე ნათელი იყო მას მერე, რაც უკრაინამ დაამტკიცა, რომ საკუთარი თავისუფლებისათვის იბრძოლებდა.
უკრაინის გამარჯვების ფორმულა ცხადზე ცხადია: ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, დასავლური სამხედრო დახმარება და მზარდი ეკონომიკური სანქციები რუსეთისათვის. ამავდროულად, რუსეთის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების პრევენციის მიზნით, დასავლეთის მიერ შემონახული/გაცხადებული კიდევ უფრო სასტიკი ეკონომიკური და სამხედრო ზომები.
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი, რა თქმა უნდა, არავინ იცის, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ რუსეთის მიზანი, მიეღწია უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაუქმების ანდა მისი მთელი აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილის ანექსიისათვის, უკვე შეუძლებლად გამოიყურება. ახლა, როგორც ჩანს, რუსეთი იბრძვის იმისათვის, რომ დაიკავოს დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონი და გაყინოს კონფლიქტი რამდენიმე წლით, რათა ამასობაში მოემზადოს ახალი სამხედრო აგრესიისათვის. თუმცა, ესეც მიუღწეველ ამოცანად ჩანს, მით უმეტეს, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები კატეგორიულად ამბობენ, რომ არ დათანხმდებიან მინსკ-3-ს.
რა უნდა გააკეთოს ამ ვითარებაში საქართველომ?
პირველ რიგში, სრულიად აშკარაა, რომ სანამ უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, რუსეთის მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. ახლა რომ არ არსებობს, ეს ყველასათვის ცხადია, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთმა გაიყვანა როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული, ისე მის სიახლოვეს ბაზირებული ბრძოლისუნარიანი სამხედრო შენაერთების უდიდესი ნაწილი. მაგრამ ეს საფრთხე არ არსებობდა არც თავიდან, ომის დაწყებისას, არც უფრო ადრე. ჩვენ არ გვინახავს (რაც მთავარია, არ უნახავს არც ამერიკულ, არც ბრიტანულ, არც რომელიმე სხვა სამხედრო დაზვერვას) საქართველოს მიმართულებით შეიარაღებული ძალების გადმოსროლის რაიმე მცდელობაც კი. რუსეთის პრინციპი მარტივია - „გათიშე და იბატონე“ - ჯერ უკრაინა, მერე საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი და ა.შ.
რაც შეეხება საქართველოს მხრიდან მეორე ფრონტის გახსნას, ამაზე მსჯელობაც კი აზრს მოკლებულია. არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, ამის რესურსი ჩვენ არ გაგვაჩნია.
ერთი რამ უნდა ითქვას სრულიად ცალსახად: სანამ უკრაინა იბრძვის, რუსეთს არა აქვს საქართველოში შემოჭრის რესურსი. რაც უფრო იცლება სისხლისაგან რუსული არმია უკრაინაში, მით უფრო იკლებს საქართველოს დაპყრობის ალბათობა.
ამავე დროს, თუ რუსეთმა უკრაინაში დამაჯერებლად გაიმარჯვა (რაც უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია), საქართველო განწირულია. ასეთ შემთხვევაში, არც ქართულ არმიას და არც დასავლეთს არ ექნება რუსეთის შეჩერების შანსი.
ანუ, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვით ბოლო უკრაინელ ჯარისკაცამდე.
რით შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას?
ქართველ ხალხს სასაყვედურო არაფერი აქვს. ამ სტატიის დაწერის დროისათვის ჩვენი 12 თანამემამულეა დაღუპული უკრაინის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ფრონტის ხაზზე გმირულად იბრძვის კიდევ უამრავი ქართველი. საქართველოს ქალაქების ქუჩებში ერთი გავლაც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ ჩვენი ხალხის სრულ სოლიდარობაში უკრაინელების მიმართ. საქართველომ შეიფარა და ღირსეულად უმასპინძლა ათასობით უკრაინელ დევნილს. საერთაშორისო ორგანიზაციებში კენჭისყრაზე საქართველო მუდმივად დგას უკრაინის გვერდით.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მიიჩნევა, რომ საქართველო ორჭოფობს და ორაზროვან პოზიციას იკავებს იქ, სადაც ყველა მოელოდა ჩვენი ქვეყნის მტკიცე პოზიციას. მიზეზი საქართველოს მთავრობის განცხადებებია, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის 25 თებერვლის განცხადება, სადაც მან ეჭვქვეშ დააყენა რუსეთისათვის სანქციების დაწესების, უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გადაცემისა და, ზოგადად, უკრაინის მიერ იარაღით ხელში თავისუფლებისათვის ბრძოლის მიზანშეწონილობა. გარდა ამისა, საქართველო დემონსტრაციულად არ მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს და არ გადასცა უკრაინას სიმბოლური სამხედრო დახმარებაც კი. ამან ბუნებრივად წარმოშვა ეჭვები იმის თაობაზე, რომ მმართველი რეჟიმი, შესაძლოა, რუსეთმა გამოიყენოს სანქციებისათვის გვერდის ასავლელად.
არანაკლებ ან შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეორე გარემოება. ომის დაწყებიდან მალევე აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ უკრაინას დაეხმარებოდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საწვავით და ამავე დროს დაიწყო სამხედრო მანევრები ყარაბაღში. უცნობია, რამე დამატებითი ტერიტორია დაიკავა თუ არა აზერბაიჯანმა, მაგრამ რუსეთმა სრულიად ცალსახა მესიჯი მიიღო: აზერბაიჯანი არ იქნება იოლი ლუკმა რუსეთისათვის და წინააღმდეგობას გაუწევს მისი დამორჩილების მცდელობას.
მოლდოვამ, რომელსაც ჯარი პრაქტიკულად არა ჰყავს, იმავე მესიჯის გასაგზავნად დიპლომატიური გზა აირჩია: მკვეთრად გაააქტიურა ურთიერთობები დასავლეთთან.
რა გზას ირჩევს საქართველო? ჩვენ არ მოგვიხდენია იმის დემონსტრირება, რომ შემოჭრის შემთხვევაში საკუთარ თავს დავიცავთ იარაღით ხელში. არადა, შეგვეძლო იარაღის შესყიდვით ამის ცხადად დემონსტრირება. და არავისთვისაა საიდუმლო, რომ გავაუარესეთ ურთიერთობები დასავლეთთან, ანუ უარი ვთქვით ჩვენი სიმტკიცის დემონსტრირების როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიურ საშუალებებზე.
და რა მივიღეთ შედეგად? - რეფერენდუმი ცხინვალში.
რა თქმა უნდა, ჯერ არ ვიცით, რა შეიძლება მოჰყვეს ან თუ მოჰყვება რამე ამ რეფერენდუმს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ 2017 წელს რუსეთმა დაბლოკა ამგვარი რეფერენდუმის ჩატარება, ახლა კი, ცხადია, მისი თანხმობით ტარდება.
ასევე მიუღებელია უკრაინის თემის გამოყენება საზოგადოების პოლარიზების მიზნით. შეიძლება ვინმეს ეს პოლიტიკური ქულების დაწერის გზა ეგონოს, მაგრამ როდესაც ეს ხდება ამ ურთულეს ვითარებაში, ამხელა საფრთხეების ფონზე, ამგვარი პოლარიზაცია სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
რა უნდა გავაკეთოთ ახლა?
პირველ რიგში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს აღვირახსნილი ანტიუკრაინული რიტორიკა მმართველი რეჟიმისა და მისი მედიასაშუალებების მხრიდან. ასევე უნდა შეწყდეს ანტიდასავლური რიტორიკა
საქართველოს მთავრობამ ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოუცხადოს მხარდაჭერა უკრაინას.
არ უნდა ვთქვათ უარი დასავლური იარაღის შეძენაზე. ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.
უნდა გაიფანტოს ყველა ეჭვი სანქციების გვერდის ასავლელად საქართველოს გამოყენების შესახებ.
მთავრობამ უნდა მოხსნას ყველა ის დაბრკოლება, რომელიც ართულებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, მით უმეტეს, რომ არსებობს ეჭვი, რომ ზოგიერთი დაბრკოლება რეჟიმმა მიზანმიმართულად შექმნა. უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და აღმოჩნდეს გამარჯვებულ დასავლურ ბანაკში, სამწუხაროდ, მინიმალურზე მინიმალური იქნება.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ბლოგი მალე დაემატება
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- რა საკითხები განიხილეს პუტინი-ერდოღანის შეხვედრისას?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე