რონდელის ბლოგი
გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
2022 წლის შემოდგომაზე ირანი ჩაერია რუსეთ-უკრაინის ომში, როდესაც მისცა რუსეთს შეიარაღება უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე შეტევებისთვის. ეს გახდა ირანის პირველი სერიოზული ჩარევა აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკაში. თუმცა, სინამდვილეში, სახელმწიფოთა შორის მიმდინარე პაექრობები აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, სადაც ირანი დიდი ხანია ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა, უკვე წლებია, რაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული - სულ მცირე, 2011 წელს სირიის ომის დაწყებიდან.
რუსეთის ხანგრძლივი კამპანია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გლობალური ლიდერობის მოსაშლელად, აღმოსავლეთ ევროპის გარდა, ასევე მოიცავს აფრიკას, კარიბის ზღვის რეგიონსა და დასავლეთ ბალკანეთს. ირანი ამავე დასავლელი ოპონენტების და ასევე ისრაელის, საუდის არაბეთისა და გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედებს. გეოგრაფიული თეატრი, სადაც რუსეთიც და ირანიც არიან ძირითადი მოთამაშეები, არის ლევანტისა და ერაყისგან შემდგარი რეგიონი, რომელსაც ტრადიციულად „ნოყიერი ნახევარმთვარე“ ეწოდება.
რუსეთისა და ირანის მიზნები არ არის ერთი და იგივე. მათ შორის შეიძლება გარკვეული კონკურენციაც იყოს. თუმცა იმ ფაქტმა, რომ აშშ-ისა და მისი დასავლეთევროპელი მოკავშირეების სახით რუსეთსა და ირანს საერთო მთავარი მოწინააღმდეგეები ჰყავთ, ამ ორი ქვეყნის მრავალწლიანი ახლო თანამშრომლობა განაპირობა.
არსებობს „ნოყიერ ნახევარმთვარეში“ მოქმედი კიდევ ერთი ძირითადი მოთამაშე, რომელსაც ყველა სხვა დიდი სახელმწიფოსგან განსხვავებული მიზნები აქვს - თურქეთი. ფართო გეოპოლიტიკური მიზნების მქონე ეს ძალა აქტიურად მოქმედებს, სხვებთან კონფლიქტსა თუ თანამშრომლობაში, მის გარშემო მდებარე რამდენიმე რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით.
აშშ მის მოკავშირეებთან ერთად, რუსეთი, ირანი და თურქეთი არიან პაექრობისა და თანამშრომლობის ურთიერთდაკავშირებული რგოლებისგან შემდგარ სისტემაში მონაწილე მხარეები. რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის 2022 წელს დაწყებული ახალი ეტაპი მხოლოდ მორიგი აქტია ამ დიდ თამაშში.
თურქეთის ნატოს წევრობამ არ უნდა დაგვაბნიოს ამ რეალობის აღქმისას. ეს სახელმწიფო არ არის ვინმეს გეოპოლიტიკური ბანაკის წევრი. მას საკუთარი ბანაკი აქვს, რომლის ლიდერიც თავად არის. სულ მცირე, 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, თურქეთი მისდევს აქტიურ გეოსტრატეგიას, რომლის მიზანია საკუთარი გავლენის მაქსიმალური გაზრდა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში, მსოფლიოს ზოგ სხვა რეგიონთან ერთად.
დღეისთვის თურქეთი საკუთარ თავს გეოპოლიტიკურად დამოუკიდებელ დიდ სახელმწიფოდ აღიქვამს. ამით იგი ჰგავს ზოგ სხვა ქვეყანას, რომლებიც ბოლო ათწლეულებში გაძლიერდნენ - ინდოეთსა და ირანს. თუმცა, გარკვეული საკვანძო ასპექტებით თურქეთი მათგან განსხვავდება.
ინდოეთი ესწრაფვის ინდოეთის ოკეანის აუზსა და სამხრეთ აზიაში გავლენას. მაგრამ მისი ეს ამბიციები შეუთავსებელია ჩინეთის ამბიციებთან, რომლის მიზანი, გახდეს გლობალური ლიდერი, მოიცავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში დომინირებას. ამიტომ, მართალია, ინდოეთი უდავოდ არის საკუთარ ქმედებებში დამოუკიდებელი ძალა, მას უწევს ახლო თანამშრომლობა ჩინეთის სხვა მოწინააღმდეგეებთან - აშშ-თან, იაპონიასთან და ავსტრალიასთან.
ირანი ჩართულია აშშ-თან უკომპრომისო პაექრობაში. მისი მმართველი რეჟიმის საგარეო-პოლიტიკური მიზანი არის ჰეგემონია ახლო აღმოსავლეთში. ეს ამერიკელებისთვის მიუღებელია და ასე იქნება ყოველთვის. თუმცა, ეს მიზანი თეირანის რეჟიმის იდეოლოგიის საკვანძო ნაწილია. ამიტომ სანამ ეს რეჟიმი არსებობს, ეს მიზანიც შენარჩუნდება, მასთან ერთად კი შენარჩუნდება ირანულ-ამერიკული პაექრობაც.
ინდოეთისგან განსხვავებით, თურქეთი არ არის იძულებული ამერიკასთან ერთ ბანაკში იყოს, ხოლო ირანისგან განსხვავებით, ის არ არის ჩართული ამერიკასთან აურიდებელ ბრძოლაში. თურქეთის ამბიციები ახლო აღმოსავლეთში არ არის ისეთი უკომპრომისოდ ჰეგემონური, როგორც ირანული. ეს ანკარას ბევრად მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს. თურქეთის მეთოდი არის დასავლურ-რუსულ და დასავლურ-ირანულ პაექრობაში დაპირისპირებულ ბანაკებს შორის მანევრირება და ამ პროცესში საკუთარი გავლენის გასაზრდელად ყველა შესაძლებლობის გამოყენება.
თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ არაპირდაპირ (პროქსი) ომებში ჩაერთო, გარკვეული წარმატებით, სირიის იდლიბის რეგიონსა და ლიბიაში. ამ უკანასკნელ ქვეყანაში თურქებმა არ დაუშვეს, რომ რუსეთის მოკავშირე ძალებსა და ვაგნერის ჯგუფს ქალაქი ტრიპოლი აეღოთ. რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება სამხრეთ კავკასიასა და ბალკანეთში. ამ ყველაფრის პარალელურად, თურქეთი რუსეთთან ახლო სამუშაო ურთიერთობას ინარჩუნებს. ანკარის პოზიცია და ერდოღანის კრიტიკა რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებთან დაკავშირებით ვერ იქნება მისაღები უკრაინისა და მისი მხარდამჭერებისთვის. თუმცა, ამაზე რეაგირებისას ყველა თავშეკავებულია, რადგან ამავე დროს თურქეთი უკრაინას გარკვეულ დახმარებას უწევს, რის გამოც მასთან დაპირისპირება დაუშვებელია. თურქეთის მანევრირება ერთმანეთთან დაპირისპირებულ ყველა სხვა მხარეს აიძულებს პატივი სცენ თურქულ ინტერესებს, იმის მიუხედავად მოსწონთ მათ ანკარის საქციელი თუ არა.
მნიშვნელოვანია, რომ თამანედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის საფუძვლები არ უკავშირდება რომელიმე ერთ პოლიტიკურ პარტიას. თუკი მმართველ პარტიას, AKP-ს, და ერდოღანს ქვეყნის სათავეში სხვა პოლიტიკოსები ჩაანაცვლებენ, ეს საერთაშორისო არენიდან ერდოღანის პერსონალურ სტილს მოაშორებდა, მაგრამ არა – თურქეთის გეოსტრატეგიისა და დამოუკიდებელი საერთაშორისო პოზიციონირების ფუნდამენტურ რეალობას. ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, გრძელვადიანად შენარჩუნდება.
თურქეთის გეოპოლიტიკურ პოზიციონირებას სიცხადით უნდა შევხედოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთი არის დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელიც არ იმყოფება მუდმივ კავშირში რომელიმე სხვა დიდ სახელმწიფოსთან. თურქეთის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს ისეთივე პრაგმატული, როგორც თვითონ თურქეთს აქვს სხვების მიმართ. როდესაც ინტერესები ემთხვევა, საჭიროა თურქეთთან თანამშრომლობა. როდესაც არ ემთხვევა, საჭიროა ან თურქეთთან მოლაპარაკება კომპრომისული შეთანხმების მისაღწევად ან მისი შეკავება, რათა მან დიდი ზიანი არ გამოიწვიოს. ბრიტანეთისგან ან იაპონიისგან განსხვავებით, თურქეთი არ არის აშშ-ის მუდმივი მეგობარი. პეკინის, მოსკოვისა და თეირანის რეჟიმებისგან განსხვავებით, ის არ არის აშშ-ის მუდმივი მოწინააღმდეგე.
ამრიგად, თურქეთთან ურთიერთობისას მე-18 და მე-19 საუკუნეების ტიპის პრაგმატული დიპლომატია უფრო გამოსადეგია, ვიდრე ცივი ომის შავ-თეთრი (ან, უფრო, წითელ-ლურჯი) ლოგიკა.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ომი და საქართველო
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- რას ნიშნავს აშშ-ის გასვლა სირიიდან?
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- თურქეთის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- ერაყის ქურთისტანის საკითხი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე