რონდელის ბლოგი
რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
მაია ურუშაძე, ანალიტიკოსი
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების მიზეზად კრემლი ორ ფაქტორს ასახელებს: უკრაინაში რუსი მოსახლეობის შევიწროებას და დასავლეთის მხრიდან რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ქმედებებს. საინტერესოა, რამდენად არის რუსეთის ეს ქმედებები რეაქციული, ხომ არ არის უკრაინაში მიმდინარე პროცესები რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც რუსეთის ფედერაციის რესურსების მიხედვით კი ადაპტირდება, მაგრამ მეტწილად უცვლელი რჩება?
2022 წლის 24 თებერვალს ერისადმი მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“, რეალურად კი, ფართომასშტაბიანი ომის დაწყების ოფიციალურ მიზეზად „უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდისგან დაცვა, უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია, ასევე, რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის მზარდი საფრთხის – ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების და რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ინფრასტრუქტურის მოახლოების აღკვეთა დაასახელა.
ამავდროულად, 2022 წლის უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიამდე, მოსკოვმა ულტიმატუმებით მიმართა აშშ-ს და ნატოს და ალიანსის შეიარაღების 1997 წლის მოცემულობასთან დაბრუნება და ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოების გარანტიების მიღება მოითხოვა.[1] მოსკოვი ამ პროცესში მომლაპარაკებელ მხარედ უშუალოდ ვაშინგტონს განიხილავდა, რომელთანაც ის ევროპულ უსაფრთხოებაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობდა. რუსეთის ამ მცდელობას აშშ რომ დათანხმებოდა (რაც თავიდანვე არარეალისტური იყო), ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მორიგი პრეცედენტი შეიქმნებოდა (ცივი ომის შემდეგ პირველად), რაც პრინციპულად მიუღებელია ვაშინგტონისთვის.
კრემლის მცდელობების მიუხედავად, წარმოეჩინა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გადაწყვეტილება გარე საფრთხეებზე რეაქციად, რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნების ბოლო წლების სტატიების თუ განცხადებების, ასევე, პოლიტიკური გადაწყვეტილებების გაანალიზების შედეგად, ნათლად იკვეთება, რომ სინამდვილეში უკრაინის (და არა მხოლოდ უკრაინის) წინააღმდეგ მიმართული აგრესია პუტინის რუსეთის გრძელვადიანი გეგმების ნაწილია. კრემლის სტრატეგიული ხედვები ყველაზე მკაფიოდ განმარტებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლისა და ბოლო წლებამდე კრემლის ერთ-ერთი იდეოლოგის – ვლადისლავ სურკოვის 2011 წლის ნოემბრის სტატიაში „სად გაქრა ქაოსი? სტაბილურობის განფუთვა“.
სურკოვის შეფასებით, მე-20 საუკუნის ბოლოს რუსეთის ხელისუფლებამ სოციალური ქაოსი დაძლია და მყარი სახელმწიფოებრივი სისტემა შექმნა. თუმცა, ავტორის აზრით, ჩაკეტილ სისტემებში „ორთქლის გამოშვებაა“ საჭირო. ამავდროულად, ის ქვეყნის შიგნით სახალხო ენერგიის ლიბერალურ-პოლიტიკურ პროცესებში გამოხატვას „საშიშ გზად“ მიიჩნევს და, შესაბამისად, ალტერნატივად „ტოქსიკური სოციალური ენერგიის ქვეყნის გარეთ გატყორცნას – ქაოსის ექსპორტს“ ასახელებს. ამ პროცესის წარმატებულ მაგალითად მას ყირიმის ოკუპაცია მოჰყავს, რა დროსაც, სურკოვის შეფასებით, მეზობელ ქვეყანაში შექმნილი ქაოსის ხარჯზე რუსული საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდა.
საბოლოოდ, სტატიის ავტორი ასკვნის, რომ გლობალური ქაოსი იქამდე გაგრძელდება, სანამ გლობალური მოთამაშეები (იგულისხმება აშშ, ჩინეთი, რუსეთი) არ შეეჯახებიან ერთმანეთს, რის შედეგადაც მიღწეული იქნება ახალი საერთაშორისო წესრიგი (ახალი ვენის კონგრესი ან იალტის კონფერენცია). ავტორის აზრით, ამ შეჯახებამდე რუსეთმა „მიწების შემოკრება უნდა განაგრძოს, არა იმიტომ, რომ ეს კარგია ან ცუდი, არამედ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ ფიზიკის კანონია“.
ამ სტატიიდანაც კი ნათელი ხდება, რომ პუტინის რეჟიმის ბოლო ათწლეულის მთავარ საგარეო-პოლიტიკურ დღის წესრიგს მსოფლიოს მულტიპოლარული საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაციის საბაბით მსოფლიოს გავლენების სფეროებად დაყოფა წარმოადგენდა. ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი, კრემლი, ერთი მხრივ, სულ მცირე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე საკუთარი გავლენის უზრუნველყოფას შეძლებდა და მეორე მხრივ, პუტინის მთავრობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ მიჩნეული სახალხო პროტესტის საფუძველზე პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის რისკებს დიდი ხნით აღკვეთდა.
ტრადიციულად, პუტინის რეჟიმის განსაკუთრებულად ნეგატიურ რეაქციას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციები“ და არაბულ ქვეყნებში „არაბული გაზაფხულის“ სახელით ცნობილი პროცესები იწვევდა. ავტოკრატიული რეჟიმების სახალხო პროტესტით ცვლილების შიში კრემლში განსაკუთრებით ე.წ. „ბალოტნაიას გამოსვლების“ (2011-2013 წწ.) დროს (ასევე ბელარუსში 2020 წლის გამოსვლებისას) გამძაფრდა, რასაც კრემლმა ქვეყანაში საჯარო სივრცეში განსხვავებული პოლიტიკური აზრის დევნითა და შევიწროებით უპასუხა. ამ პროცესმა თავის პიკს 2022 წელს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მიაღწია.
პარალელურად, კრემლის საგარეო-პოლიტიკური მიზანი პანსლავური (რფ, ბელარუსი, უკრაინა) გაერთიანებით, ასევე, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე კონტროლის გამყარებით, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის (რუსეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის) სსრკ 2.0 ფორმირება იყო. ამ სტრატეგიულ ხედვას პასუხობს სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში რუსეთ-ბელარუსის ინტეგრაციის გაძლიერების მიზნით 2019 წელს კრემლის მიერ ბელარუსის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე განხორციელებული წნეხი და 2020 წლის ბელარუსის შიდა პოლიტიკურ პროცესებში მოსკოვის ირიბი ჩარევა, ასევე, 2021 წლის იანვარში ყაზახეთში განვითარებულ პროცესებში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) ჩართვა. საგულისხმოა, რომ 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის 44-დღიანი ომის შედეგად, მოსკოვმა რუსი მშვიდობისმყოფელების მთიან ყარაბაღში განთავსებით სომხეთსა და აზერბაიჯანზე საკუთარი ზეწოლის მექანიზმები გააფართოვა.
ზემოაღნიშნული სცენარის გათვალისწინებით, რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო უკრაინაში სამხედრო და პოლიტიკური წარმატების მიღწევა. უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ცხადი გახდა, რომ მოსკოვი საკუთარ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწევდა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სწრაფი და მასშტაბური მოქმედებების შედეგად უკრაინაში პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლას (სავარაუდოდ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტის პოსტზე არალეგიტიმურად დაბრუნებით) და ქვეყნის რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევას გულისხმობდა. მიუხედავად ამისა, კრემლმა უკრაინის დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია მაინც შეძლო და კიევის რესურსების გამოფიტვას კვლავ განაგრძობს. თუმცა, ომის დაწყებისთანავე საერთაშორისო წნეხმა (საერთაშორისო სანქციებმა) და ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი წინსვლის ვერ მიღწევამ მოსკოვს ტაქტიკური ნაბიჯების კორექტირებისკენ უბიძგა. რუსეთის მთავრობის რიტორიკაში გარკვეული ბუნდოვანება გაჩნდა უკრაინაში კრემლის გეგმებთან დაკავშირებით. კერძოდ, ა.წ. 21 თებერვალს ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა უკრაინაში წარმოებული ომი რუსეთის და რუსი ხალხის დაცვით ახსნა. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის ოთხი ოკუპირებული (დონეცკი, ლუჰანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი) ოლქის მოსახლეობის „რუსეთთან გაერთიანების გადაწყვეტილებაზე“.[2] აქვე პუტინმა აღნიშნა, რომ თუ დასავლეთი უკრაინას შორი მანძილის შეიარაღებას მიაწვდის, რუსეთს მით უფრო დიდ მანძილზე მოუწევს საკუთარი საზღვრებიდან „საფრთხეების გაწევა“.
რუსეთის პრეზიდენტის ზემოთ მოყვანილი გზავნილები შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში კრემლის მიზანი ოკუპირებული ყირიმის ა/რ-ზე, ასევე, დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებზე საკუთარი კონტროლის უზრუნველყოფაა, თუმცა სამხედრო-პოლიტიკური წარმატებების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსკოვის ინტერესთა სფერო გაფართოვდეს კიდეც. საერთო ჯამში, პუტინმა უკრაინაში გრძელვადიანი სამხედრო მოქმედებების წარმოებისა და ვითარების ესკალაციისთვის მზადყოფნა დააფიქსირა.
დღეს საბრძოლო თეატრზე შექმნილი რეალობისა და უკრაინისადმი გამოხატული საერთაშორისო მხარდაჭერის გათვალისწინებით, ბუნდოვანი რჩება რამდენად შესწევს რუსეთს უნარი თუნდაც უკრაინის ოკუპირებული ოთხი ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაკავება. ბრძოლის ველზე ხელშესახები წარმატებების ვერ მიღწევის შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთის ხელმძღვანელობის მოკლევადიანი მიზანი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლის შენარჩუნება და კონფლიქტის „გაყინვაც“ იყოს. თუმცა, მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი, მოსკოვი კვლავ გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიული პრობლემებითა და სხვადასხვა შიდა სახელმწიფოებრივი სისუსტეებით მანიპულირებას. ხოლო ძალების მოკრების შემდეგ კი, შესაძლოა, სამხედრო მოქმედებების განახლებაც კი სცადოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს გადამწყვეტია ლიბერალური დემოკრატიების კონსოლიდირებული პოზიცია როგორც უკრაინის მხარდაჭერის, ისე რუსეთის აგრესიის შეკავების/მისი იზოლაციის თვალსაზრისით. ომის ერთი წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის კონტრშეტევითი ოპერაცი(ებ)ისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდება მოხდება, აგრესორმა, სავარაუდოდ, სტრატეგიული ინიციატივა უნდა დაკარგოს და უკან დახევა დაიწყოს.
შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის შეიარაღებით უზრუნველყოფილი უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ პოლიტიკური ინიციატივა დასავლეთის/უკრაინის მხარეს დარჩეს. დასავლეთმა უნდა გააკეთოს კონსოლიდირებული არჩევანი არა მხოლოდ ამ ომში უკრაინის მოგების ან არდამარცხების პოლიტიკურ პარადიგმებს შორის, არამედ უნდა უზრუნველყოს ევროპის უსაფრთხოების ახალი მედეგი არქიტექტურის ფორმირება, რა დროსაც ასევე უნდა განისაზღვროს გრძელვადიანი პოლიტიკური სტრატეგია როგორც რუსეთთან, ისე მთლიანად შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან.
სხვა შემთხვევაში, რუსეთი, თავისი სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, მეზობელ ქვეყნებზე საკუთარი გავლენების შენარჩუნების და მათი სახელმწიფოებრიობის მოშლის მცდელობებს, სულ მცირე, სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდის გამოყენებით კვლავაც გააგრძელებს. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ხედვის ერთგული დარჩეს, რომელიც, ერთი მხრივ, უკრაინის გამარჯვებას და მეორე მხრივ, რუსეთის ისეთ დასუსტებას გულისხმობს, რომ მან მეზობლებს საფრთხე ვეღარ შეუქმნას. ამ ფორმულის გრძელვადიანი განხორციელებისთვის კი დასავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურა და ეკონომიკური ურთიერთობები ფართო შავი ზღვის რეგიონში დომინანტურ ფაქტორად უნდა ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის[3] ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრირების პროცესის მხარდაჭერა, ხოლო აზერბაიჯანთან და სომხეთთან – ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმატების განვითარება.
[1] მათ შორის იგულისხმება პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი და ბალკანეთის ქვეყნები.
[2] 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოლქის (დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები) რუსეთის ფედერაციაში „მიერთების“ შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რაც რეალურად მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
[3] კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის თანახმად, მოლდოვას გამოცხადებული აქვს ნეიტრალიტეტი. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში გააქტიურებულია დისკუსია მოლდოვას ნეიტრალიტეტის გაუქმების და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე