რონდელის ბლოგი
რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
ნინო ჩანადირი, ანალიტიკოსი
2023 წლის 5 მარტს ესტონეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ უკრაინისა და სრულიად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის. არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ რეფორმის პარტია, რომელსაც წარმოადგენდა ახლანდელი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომლის სახელიც მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინის მიმართ უპირობო მხარდაჭერას, და ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია, ესტონურ ენაზე, შემოკლებით, ეკრე, რომელიც ცნობილია, როგორც ულტრამემარჯვენე, პოპულისტური პარტია. რეფორმის პარტიამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და კოალიციას ჩამოაყალიბებს პარლამენტში ლიბერალური შეხედულებების მქონე სხვა პარტიებთან ერთად. შეიძლება დაისვას კითხვები – რატომ გახდა ეს არჩევნები მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ უკრაინისთვისაც? რას ნიშნავს მისი შედეგები მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის?
არჩევნები
არჩევნების წინა პერიოდში გაურკვეველი იყო, თუ ვინ შეძლებდა მომავალი მთავრობის ფორმირებას, რადგან უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, განსხვავება რეფორმის პარტიის და ეკრეს მხარდამჭერების რიცხოვნობას შორის მცირე იყო. არსებობდა შანსი, რომ ეკრეს მზარდ მხარდაჭერას საბოლოოდ გამოეწვია ის, რომ მათ აეღოთ საკმარისი ხმები კოალიციის შესაქმნელად სხვა პარტიებთან, მაგალითად, ცენტრის პარტიასთან. ცენტრის პარტია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ესტონეთში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობაში, მესამე ადგილს იკავებდა. ეს პარტია მხარს უჭერს ესტონეთში ორენოვანი განათლების სისტემის გაგრძელებას და რუსულად სწავლის არჩევის შესაძლებლობის დატოვებას სკოლებში მაშინ, როდესაც რეფორმის პარტია მომხრეა სწავლება სრულად გადავიდეს ესტონურ ენაზე. წინა არჩევნების შემდეგ, 2019 წელს, ცენტრის პარტიამ, რომელიც სიდიდით მეორე იყო 2019 წლის პარლამენტში, კოალიცია ჩამოაყალიბა სწორედ ეკრესთან.
ამჯერად გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ეკრეს მხარდაჭერა უფრო დიდი იყო, ვიდრე ცენტრის პარტიის. ეს კი ნიშნავდა, რომ თუ ეკრე შეძლებდა არჩევნების შედეგად კოალიციის ჩამოყალიბებას, მომავალი პრემიერ-მინისტრი წარდგენილი იქნებოდა სწორედ მათი რიგებიდან. ეს შესაძლებლობა ბევრს აშფოთებდა ესტონეთის შიგნით და გარეთ. ეკრე ულტრამემარჯვენე პარტიაა, რომლის ლიდერებსაც არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადებები თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ევროკავშირის გავლენის წინააღმდეგ ესტონეთში, ასევე ზოგიერთი რასისტული და LGBTQI თემის საწინააღმდეგო განცხადებები. დამატებით, ზოგიერთი ლიდერი უკრაინაში ომის პირობებში აკეთებდა განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც პირდაპირ იმეორებდა პრეზიდენტ ზელენსკის საწინააღმდეგო რუსულ პროპაგანდას. ამან გააჩინა ეჭვები პარტიის რუსეთთან კავშირის შესახებ, რასაც ისიც დაემატა, რომ პარტიას ადანაშაულებენ წარსულში ევროკავშირის წინააღმდეგ რუსული დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაშიც.
პარტია პოზიციონირებს, თითქოს პარტიაში ყველა არ იზიარებს ანტიუკრაინულ შეხედულებებს, რომ ეკრე მხარს უჭერს უკრაინას და რჩება მშვიდობის მხარდამჭერი. თუმცა პარტია კამპანიას ატარებდა კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის წინააღმდეგ, ასევე უკრაინელი ლტოლვილების მიღების გაგრძელების წინააღმდეგ ესტონეთში. ამავდროულად პარტია აპელირებს საჭიროებაზე, რომ ესტონეთმა მეტად აღარ გააღრმავოს დაძაბულობა მოსკოვთან. ეკრე ადანაშაულებდა ესტონეთის ხელისუფლებას ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების შემცირებაში უკრაინისთვის იარაღის გაგზავნის გამო. ბრალდებებს ქვეყნის თავდაცვითმა უწყებამ „ტყუილები“ უწოდა.
იმის ფონზე, რომ მიმდინარე ომს დიდი გავლენა აქვს ევროპულ უსაფრთხოებაზე, საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ესტონეთის არჩევნებში. ესტონეთის მოსახლეობა უკრაინაში ომს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად აღიქვამს. უკრაინის მხარდაჭერა აღიქმება, როგორც ესტონეთის ეროვნული ინტერესი, რადგან მასაც იგივე მტერი ჰყავს – რუსეთი. ესტონელთა უმრავლესობა ასევე პოზიტიურადაა განწყობილი უკრაინელი ლტოლვილების მიღების საკითხის მიმართ. ყოველივეს გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ მოსახლეობამ არჩევანის გაკეთებისას მხედველობაში მიიღო პარტიების საგარეო-პოლიტიკური ხედვები.
არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკრე ახლა სიდიდით მეორე პარტიაა პარლამენტში, კოალიციის ფორმირება მოხდება არჩევნების გამარჯვებული – ლიბერალური, პროუკრაინული რეფორმის პარტიის მიერ, რომელმაც 31.2% მოიპოვა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია.
წყარო: Politico (https://www.politico.eu/europe-poll-of-polls/estonia/)
პარტიის ლიდერმა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კოალიციის შექმნის საკითხის განსახილველად უკვე მიიწვია სხვა ლიბერალური პარტიები, როგორიცაა სოციალ-დემოკრატები და ესტონეთი 200.
უკრაინა და აღმოსავლეთი ევროპა: განგრძობადი დახმარება და რუსეთის გავლენების შესუსტება
როგორც უკვე აღინიშნა, არჩევნების გამარჯვებული რეფორმის პარტია უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია. კაია კალასი წამყვანი ფიგურაა, რომელიც მოითხოვს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას. მისი პოზიცია ცნობილია:
„თუ უკრაინა დაეცემა, მშვიდობა საფრთხეში იქნება მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც. უკრაინის დახმარებით, რომ დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა, ჩვენ ვიცავთ თავისუფლების და დემოკრატიულობის უფლებას ყველა ქვეყნისთვის, ესტონეთის ჩათვლით“.
ომის დაწყებიდან მოყოლებული, ესტონეთი უკრაინას ეხმარებოდა ყველანაირი გზით, ჰუმანიტარული, სამხედრო და ასევე დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა რეფორმის პარტიის მიმართ ნაწილობრივ განპირობებულია მისი საგარეო პოლიტიკით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც ესტონეთის ისტორიული მტერია. ომის პერიოდში, ესტონეთის ხელისუფლება გამოირჩეოდა მისი მტკიცე, სწორხაზოვანი პოზიციით, რასაც სარგებელი მოაქვს ქვეყნის პოზიციისთვის დასავლელ პარტნიორთა რიგებში. რადგანაც რეფორმის პარტიამ, რომელსაც კაია კალასი უძღვება, არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, ძლიერ სავარაუდოა, რომ უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გაგრძელდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოება ამას ეთანხმება.
სხვა მნიშვნელოვანი საკითხი ესტონეთის არჩევნების ირგვლივ არის მისი ეფექტი რუსული გავლენების შესუსტებაზე მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. წლების მანძილზე რუსეთი აფინანსებდა ულტრამემარჯვენე და ღიად ან დაფარულად პრორუსულ პარტიებს აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. ახლა, ომის პარალელურად, რუსეთისთვის გადამწყვეტია რომ ამ ძალებმა შეინარჩუნონ ძალა და გააგრძელონ ქვეყნების დასუსტება შიგნიდან, საზოგადოებების დაყოფის ხელშეწყობით. იმის არ დაშვება, რომ ამ ძალებმა შეძლონ ევროპული ღირებულებების დასუსტება რუსეთის სამიზნე ქვეყნებში, კოლექტიური დასავლეთის ერთიანობის დასუსტება და უკრაინის მხარდაჭერის ლიმიტირება გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოებისთვის.
დასკვნა
2023 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ესტონეთში შეიძინა არა მხოლოდ ლოკალური, არამედ რეგიონული მნიშვნელობა. რადგან ესტონეთის საზოგადოებამ არჩევანი უკვე გააკეთა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ესტონეთი გააგრძელებს იყოს როლური მოდელი, როდესაც ეს ეხება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას. რეფორმის პარტიის გამარჯვებამ პოპულისტ, ულტრამემარჯვენე ეკრეზე უცვლელი დატოვა ესტონეთის ადგილი უკრაინის მხარდამჭერთა რიგებს შორის. ამავდროულად, არჩევნების შედეგად, უცვლელი დარჩა ლიბერალური ძალის ადგილი ქვეყნის ხელისუფლებაში. ლიბერალური, დემოკრატიული ხელისუფლებების შენარჩუნება აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც კვლავაც სამიზნეა რუსეთის იმპერიული ზრახვების და ჰიბრიდული ომისა, სასარგებლოა რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- პოლიტიკური კულტურის გაკვეთილები გერმანულად: რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებიდან
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- მეჯლისის არჩევნები ირანში - პოლიტიკური წინაპირობები და შედეგები
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები