რონდელის ბლოგი
რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი
2023 წლის 31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. კონცეფციაში საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზეც. სტატიაში განვიხილავთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ახალ კონცეფციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით შეიმჩნევა.
რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციები
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა საგარეო პოლიტიკის სულ ექვსი კონცეფცია მიიღო. ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერი კი 2013 წლიდან ჩნდება.
ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში კონცეფცია ერთხელ, 1993 წლის 23 აპრილს, მიიღეს, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის ადრეულ წლებში რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში აშშ-თან ჯერ კიდევ პარტნიორული ურთიერთობის განვითარებაც შედიოდა.
ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პირველივე წელს, 2000 წლის 28 ივნისს, ახალი კონცეფცია მიიღეს, რომელიც 1990-იან წლებში დასავლეთთან ჩამოყალიბებული ურთიერთობების ფორმით, იმედგაცრუებას ასახავდა. რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად საერთაშორისო ურთიერთობების მულტიპოლარული სისტემის ჩამოყალიბება დასახელდა. პუტინის ეპოქაში მიღებული ყველა შემდგომი კონცეფცია იდეურად ამ კონცეფციის სულისკვეთებას იზიარებს, სადაც უფრო მკვეთრად არის საუბარი დასავლეთთან დაპირისპირებაზე და რუსეთის გამორჩეულ როლზე გლობალურ პოლიტიკაში.
შემდგომი კონცეფცია დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდში, რუსეთ-საქართველოს ომამდე, 2008 წლის 15 ივლისს, მიიღეს. ამ პერიოდში რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, კონფლიქტებთან მიმართებით, რუსეთი დსთ-ის სივრცეში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მხარდამჭერად გამოდის და მოლაპარაკების პროცესსა და მშვიდობის დაცვის საქმეში შუამავლად წარმოაჩენს თავს. ამ დროს საქართველო ჯერ კიდევ დსთ-ის წევრია.
ოკუპირებული რეგიონები საგარეო პოლიტიკის კონცეფციებში
რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების შესახებ ჩანაწერი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში მიღებულ კონცეფციებში (2013 წლის 12 თებერვალი, 2016 წლის 30 ნოემბერი, 2023 წლის 31 მარტი) მას შემდეგ ჩნდება, რაც კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა (2008 წლის 26 აგვისტო).
2013 წლის კონცეფცია
ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერი (თავი IV, რეგიონული პრიორიტეტები, 51-ე მუხლი) პირველად 2013 წელს მიღებულ კონცეფციაში ჩნდება. ამ მუხლის მიხედვით, „რუსეთის პრიორიტეტად რჩება თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებაში, საერთაშორისო პოზიციების გამყარებაში, საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების მხარდაჭერა“. 52-ე მუხლშიც საუბარი იყო საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისადმი ინტერესზე მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებშიც მზად იყო ქართული მხარე, სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. ეს კი, მოსკოვის ხედვით, საქართველოს მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობის ფაქტის აღიარებას გულისხმობდა.
2016 წლის კონცეფცია
ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით 2016 წლის კონცეფციაში 2013 წლის კონცეფციის ანალოგიური ჩანაწერია (თავი IV, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის რეგიონული პრიორიტეტები, 57-ე მუხლი).
2023 წლის კონცეფცია
2023 წლის ახალ კონცეფციაში ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით ჩანაწერში ცვლილებებია. ამჯერად რუსეთი პრიორიტეტულ მნიშვნელობას (თავი V, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის რეგიონული მიმართულებები, ახლო საზღვარგარეთი, 49-ე მუხლი, მე-8 პუნქტი) ანიჭებს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების ყოვლისმომცველ მხარდაჭერას, ამ ქვეყნების ხალხების მიერ რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების სასარგებლოდ გაკეთებული ნებაყოფლობითი არჩევანის, რომელიც საერთაშორისო სამართალზეა დაფუძნებული, რეალიზებაში“.
ოკუპირებული რეგიონები ნახსენებია კიდევ ერთ ადგილას (თავი IV, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა და საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობა, მე-40 მუხლი), სადაც მოკავშირე სახელმწიფოების, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება.
დოკუმენტში, ძველი კონცეფციებისგან განსხვავებით, პირდაპირ არ არის ნახსენები საქართველო, თუმცა დოკუმენტში ასევე წერია, რომ მოსკოვი აპირებს შეინარჩუნოს ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც „რუსეთის ფედერაციის მიმართ კონსტრუქციულ პოლიტიკას ატარებენ.“ კონცეფციაში ასევე მითითებულია, რომ მოსკოვი უზრუნველყოფს სტაბილურობას „ახლო საზღვარგარეთში“, მათ შორის ხელს შეუშლის „ფერადი რევოლუციების ინსპირირების“ მცდელობებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გარდა, კონცეფციაში პირდაპირ არ არის ნახსენები ზოგიერთი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაც, მათ შორის უკრაინა და რუსეთის მოკავშირეები, მაგ.: ყაზახეთი, სომხეთი და ყირგიზეთი.
ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია
აქვე უნდა ითქვას, რომ ოკუპირებული რეგიონები მოხსენიებულია რუსეთის კიდევ ერთ კონცეფციაში - საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც 2022 წლის 5 სექტემბერს დაამტკიცეს. დოკუმენტის 26-ე გვერდზე ნახსენებია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც. კონცეფციის მიხედვით, პრიორიტეტულ ამოცანად რჩება აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან, დსთ-ის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ტურიზმის სფეროში (94-ე მუხლი).
რა შეფასებები გაკეთდა ოკუპირებულ რეგიონებში
კონცეფციის გამოქვეყნებას ოკუპირებულ რეგიონებში განსაკუთრებული გამოხმაურება არ მოჰყოლია. ძირითადად დე ფაქტო საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ახსარ ჯიოევის შეფასებით, ცხინვალი კმაყოფილია, რომ კონცეფციაში ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან ურთიერთობების სტრატეგიული დაგეგმარების საკითხი ასახულია. მისი თქმით, „რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის საერთაშორისო და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მხარდაჭერა, უსაფრთხოებისა და ინტეგრაციული პროცესების გამყარება, უდავოდ მნიშვნელოვანია, რაც არსებული ორმაგი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზიდან გამომდინარეობს“.
დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ალან ალბოროვის შეფასებით, 49-ე მუხლში ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული თეზისი სრულად შეესაბამება ცხინვალის რეგიონის განვითარების კონცეფციას.
თავისი მოსაზრება გამოთქვა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა, ექსპერტმა იური ვაზაგოვმა, რომლის შეფასებითაც, კონცეფციაში ასახულია ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკაში აწუხებთ: უსაფრთხოებასთან, ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებასა და სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები.
ცხინვალის რეგიონთან შედარებით, ნაკლები ენთუზიაზმი შეინიშნება აფხაზეთში. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებიდან ზოგადი შეფასება მხოლოდ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ გააკეთა. არძინბას თქმით, აფხაზეთი მიესალმება იმ ფაქტს, რომ განახლებულ კონცეფციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობის გააქტიურებას და მზად არის უფრო მეტად გააღრმაოს ძმური ურთიერთობა რუსეთთან.
კონცეფცია შეაფასა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა კან ტანიამაც. მისი თქმით, „თუ ქრონოლოგიას შევხედავთ, დავინახავთ, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალ დონეზე ადის“. ტანიას შეფასებით, „ეს დოკუმენტი ჩვენი ურთიერთობის განვითარებისა და გაღრმავებისთვის დამატებითი იმპულსი გახდება, რადგან უფრო ფართო საკითხებს მოიცავს.“ სხვა მხრივ, აფხაზურ საზოგადოებაში, დე ფაქტო ხელისუფლებასა თუ მედიაში ამ საკითხს განსაკუთრებული გამოხმაურება არ გამოუწვევია, რაც შეიძლება კონცეფციაში სიტყვა „ინტეგრაციის“ ხსენებით არის განპირობებული. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად და უსაფრთხოების ერთადერთ საიმედო გარანტად მიიჩნევენ, მაგრამ, ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ სივრცეში უფრო მეტ ინტეგრაციას „დამოუკიდებლობის“ დაკარგვის ტოლფასად აღიქვამენ.
ძირითადი დასკვნები
- ამ ეტაპზე რთულია ვისაუბროთ, თუ რა გავლენას მოახდენს კონცეფციაში ასახული ხედვები რუსეთის რეალურ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებზე. თუმცა, 2013 და 2016 წლების კონცეფციებისგან განსხვავებით, 2023 წლის კონცეფციაში ოკუპირებული რეგიონების ინტეგრაციის პრიორიტეტად დასახვა მიუთითებს, რომ მოსკოვის ინტერესში ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განვითარების მხარდაჭერაზე მეტად, როგორც ეს წინა კონცეფციებში იყო, მათი რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ სივრცეში მეტი ინტეგრაცია შედის.
- ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე, მოსკოვის მხრიდან გაძლიერდა ზეწოლა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენიმე საკითხში („ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემა, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის უფლების მიცემა, ენერგოობიექტების რუსეთისთვის გადაცემა და ა.შ.) რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. რუსეთის მოთხოვნები აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში განსაკუთრებული მხარდაჭერით არ სარგებლობს, რადგან მსგავს საკითხებში დათმობა „აფხაზური სუვერენიტეტის“ შელახვის მცდელობად აღიქმება. ამიტომაც კონცეფციაში სიტყვა „ინტეგრაციის“ ხსენებამ გარკვეული შიში წარმოშვა და ჯერჯერობით კონცეფციის ეს ნაწილი ფართო განხილვის საგნად არ ქცეულა აფხაზეთში. მაშინ, როდესაც ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში, ინტეგრაციული პროცესები ადგილობრივი საზოგადოებისა და დე ფაქტო პოლიტიკური ელიტის დაკვეთაც არის და რაიმე სახის წინააღმდეგობასაც არ იწვევს.
- ახალ კონცეფციაში გამოყენებულია ტერმინი „ახლო საზღვარგარეთი“, რაც არ იყო ნახსენები 2013 ან 2016 წლების კონცეფციებში. ტერმინი აქტიურად გამოიყენებოდა 1990-იან წლებში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე რუსეთის განსაკუთრებულ ინტერესებზე მიუთითებდა. ტერმინის ოფიციალურ დოკუმენტში დაბრუნება რუსეთის მხრიდან, შესაძლოა, იმის შეხსენება იყოს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ მოსკოვი განსაკუთრებულ ინტერესებს ინარჩუნებს და ამ რეგიონში არ აპირებს გავლენის სხვა აქტორებისთვის გაზიარებას.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე