რონდელის ბლოგი
რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
თორნიკე თურმანიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფრიკაში სამი დიპლომატიური ტურნე გამართა. 2022 წლის 23-27 ივლისს ის ეგვიპტეს, კონგოს, უგანდასა და ეთიოპიას ეწვია, 2023 წლის 23-26 იანვარს - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, ესვატინის, ანგოლასა და ერიტრეას, ხოლო 6-9 თებერვალს - მალის, მავრიტანიასა და სუდანს. ამას გარდა, 2023 წლის ივლისში სანქტ-პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის სამიტი და ეკონომიკური ფორუმია დაგეგმილი, რომელიც გარკვეულწილად პასუხია 2022 წლის დეკემბერში გამართულ აშშ-აფრიკის ლიდერთა სამიტზე.
მართალია, რუსეთის ფედერაციის (ისევე, როგორც მანამდე საბჭოთა კავშირის) საგარეო პოლიტიკაში აფრიკული ვექტორი ყოველთვის მეტ-ნაკლებად აქტიური იყო, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემდეგ მოსკოვის დიპლომატიამ ამ მიმართულებით მეტი ინტენსივობა და ნაწილობრივ ახალი შინაარსი შეიძინა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, თუ რა მიზნებს ემსახურება რუსეთის ბოლოდროინდელი აქტიური დიპლომატიური ნაბიჯები აფრიკის კონტინენტზე და როგორ უკავშირდება ისინი რუსეთ-უკრაინის ომს?
აფრიკული სახელმწიფოების ნაწილთან ურთიერთობების გააქტიურებით რუსეთს, პირველ რიგში, იმის დემონსტრირება სურს, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიისა და ჩადენილი ომის დანაშაულების მიუხედავად, ის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული არ არის. ლავროვის აფრიკაში გახშირებული ვიზიტები ცივილიზებული მსოფლიოსგან რუსეთის გარიყვის კომპენსირების მცდელობაა და, პროპაგანდის კუთხით, როგორც რუსულ, ისე საერთაშორისო აუდიტორიაზეა გათვლილი - განსაკუთრებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის სხვა ქვეყნებზე. ამავდროულად, კრემლი იმ გზავნილის გაძლიერებას ცდილობს, რომ საერთაშორისო სისტემა მრავალპოლუსიანია, სადაც ყველა სახელმწიფო დასავლეთის - აშშ-ისა და მისი მოკავშირეების - ნებას არ ემორჩილება და რომ რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ძალის პოლუსია, რომელთანაც ბევრი ქვეყანა არათუ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ურთიერთობას, არამედ თანამშრომლობას აღრმავებს კიდეც.
ვლადიმერ პუტინის რეჟიმს, როგორც ჩანს, ასევე სურს მადლიერების გამოხატვა იმ აფრიკული სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც გაერო-ში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს არ აძლევენ ხმას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სპეციალური სესია გაიხსნა, რომელმაც დღეისათვის ომთან დაკავშირებით ექვსი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია, რომელმაც რუსეთის ქმედებები დაგმო და უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მოითხოვა, 2022 წლის 2 მარტს, 141 ხმით 5-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. მართალია, აფრიკული ქვეყნებიდან რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ ერიტრეამ მისცა ხმა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ იმ 35 სახელმწიფოს შორის, რომლებმაც კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს, 17 აფრიკული სახელმწიფო იყო: ალჟირი, ანგოლა, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგო, ეკვატორული გვინეა, მადაგასკარი, მალი, მოზამბიკი, ნამიბია, სენეგალი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანი, სუდანი, ტანზანია, უგანდა და ზიმბაბვე. ამავე დროს, იმ 12 სახელმწიფოს შორის, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს, 8 აფრიკული სახელმწიფო იყო: ბურკინა-ფასო, კამერუნი, ეთიოპია, ესვატინი, გვინეა, გვინეა-ბისაუ, მაროკო და ტოგო. ამრიგად, აფრიკის კონტინენტზე არსებული 54 სახელმწიფოდან 26-მა თავიდანვე, პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთის სასარგებლო პოზიცია დაიკავა. ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგაც ეს სურათი მეტწილად უცვლელი დარჩა: გაერო-ს გენერალური ასამბლეის იმავე სპეციალური სესიის ფარგლებში 2023 წლის 23 თებერვალს მიღებული მეექვსე რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა ჯგუფს აფრიკული სახელმწიფოებიდან მალი დაემატა, მადაგასკარმა და სამხრეთ სუდანმა მომხრეთა ჯგუფში გადაინაცვლეს, ხოლო დანარჩენმა 22 ქვეყანამ კვლავ ან თავი შეიკავა, ან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. სერგეი ლავროვის აფრიკულმა ტურნეებმა, ძირითადად, სწორედ „პრორუსულ ბანაკში“ მყოფი აფრიკული ქვეყნები მოიცვა და მისი მომავალი აფრიკული ვიზიტებიც, სავარაუდოდ, ამავე ბანაკში მყოფ დანარჩენ ქვეყნებში შედგება. თუმცა, კრემლს აფრიკის კონტინენტზე (ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით) არც „პროუკრაინულ ბანაკში“ მყოფი ქვეყნების გადმობირების მცდელობაზე უთქვამს უარი. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეგვიპტესა და მავრიტანიასაც სტუმრობდა, რომლებმაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებს მხარი დაუჭირეს.
რუსეთი აფრიკასთან მიმართებით საბჭოთა კავშირის საგარეო-პოლიტიკურ ტრადიციას აგრძელებს და ამ კონტინენტზე ფართოდ გავრცელებული ანტიკოლონიური, ანტიიმპერიალისტური სენტიმენტების საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს, მათ შორის – რუსეთ-უკრაინის ომზე საკუთარი პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. აფრიკულ დედაქალაქებში გამართული მაღალი რანგის შეხვედრებისას სერგეი ლავროვი აქტიურად იმეორებდა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მიზეზების რუსულ ინტერპრეტაციას: დასავლეთს აგრესორად, რუსეთს კი მსხვერპლად წარმოაჩენდა, რომელსაც ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების საფრთხის გამო თითქოს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, გარდა უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ დაწყებისა. უფრო მეტიც, მიმდინარე ომის შედეგად, უკრაინის მიერ აფრიკაში ხორბლის ექსპორტის შემცირებასა და გლობალურ სასურსათო კრიზისის გამწვავებაშიც ის დასავლეთს სდებდა ბრალს. სამწუხაროდ, არაერთ აფრიკულ ქვეყანაში მსგავსი პროპაგანდის უაპელაციოდ გაზიარებისთვის არსებობს ნოყიერი ნიადაგი, რადგან მათთვის ისტორიულად დასავლური, განსაკუთრებით კი, ევროპული სახელმწიფოები, კოლონიზატორები იყვნენ, ხოლო საბჭოთა კავშირი „კოლონიური უღლის“ წინააღმდეგ აფრიკელი ხალხების ბრძოლის მხარდამჭერად აღიქმებოდა. მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რუსეთისადმი კეთილგანწყობას იმ გარემოებითაც ხსნიან ხოლმე, რომ წარსულში საბჭოთა კავშირი აფრიკის ეროვნული კონგრესის პარტიას აპართეიდის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა. მართალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, მაგრამ რეალურად მისი ქმედებები რუსეთის მოკავშირეობის ტოლფასია: ოფიციალურმა პრეტორიამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობასა და დასავლურ სანქციებთან მიერთებაზე უარი განაცხადა, რუსეთ-აფრიკის მორიგ სამიტში მონაწილეობას დათანხმდა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2022 წლის აპრილში მიღებული „აფრიკაში რუსეთის მავნე ქმედებების საწინააღმდეგო აქტი“ დაგმო; ამას გარდა, 17-27 თებერვალს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, თავის ნაპირებთან რუსეთ-ჩინეთთან ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები ჩაატარა, ხოლო წელს, აგვისტოში, როგორც ბრიკს-ის ჯგუფის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) თავმჯდომარემ, ამ ქვეყნების სამიტს უნდა უმასპინძლოს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც არის მიწვეული, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 17 მარტს მისი დაკავების ორდერის გაცემის მიუხედავად.
ანტიკოლონიური და ანტიიმპერიალისტური პროპაგანდისტული ლოზუნგების საპირისპიროდ, რუსეთი, ფაქტობრივად, თავადვე მოქმედებს აფრიკაში, როგორც კოლონიზატორი. მოსკოვს კონტინენტზე საკუთარი გავლენის სფეროს გაფართოება სურს – პირველ რიგში, აშშ-ისა და ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის შემცირების ხარჯზე, მეორე რიგში კი – ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიისთვის კონკურენციის გაწევით. თანაც, ამ ეტაპზე კრემლისთვის უკრაინაში გაჩაღებული ომის ფინანსური უზრუნველყოფაა პრიორიტეტული, რისთვისაც ის აფრიკის ქვეყნებს აქტიურად იყენებს.
დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების პირობებში, პუტინის ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აფრიკაში სხვადასხვა სახის ნედლეულის (ძირითადად, ოქროსა და ალმასების) მოპოვებისა და საკუთარი პროდუქციის (ძირითადად, ნავთობის, ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის) ექსპორტის არსებული სქემების შენარჩუნება და ახალი ბაზრების მოძიება. მაგალითად, ერიტრეასთან პარტნიორობის განვითარება რუსეთს, ამ პატარა ქვეყნის ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, აფრიკის რქის რეგიონზე წვდომისთვის სჭირდება.
ამავე დროს, რუსეთი აფრიკაში სამხედრო გავლენის გაზრდასაც არ ანებებს თავს – უმთავრესად, ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეშვეობით, რომელიც უკვე წლებია რამდენიმე აფრიკულ სახელმწიფოშია წარმოდგენილი და იქ არსებულ რეჟიმებს (ან სამოქალაქო ომში ამა თუ იმ მხარეს) ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, რის სანაცვლოდაც მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებს. ამგვარი თანამშრომლობის მაგალითებს ვხვდებით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში, ლიბიაში, სუდანში, მადაგასკარში, მოზამბიკსა და ბურკინა-ფასოში. მაგალითად, მას შემდეგ, რაც 2017 წელს „ვაგნერი“ სუდანის ყოფილ დიქტატორს ომარ ალ-ბაშირს აჯანყების ჩახშობაში დაეხმარა, დაჯგუფების ხელმძღვანელისა და პუტინის მეგობრის ევგენი პრიგოჟინის ერთ-ერთმა კომპანიამ სუდანში ოქროს საბადოს გამოყენების ნებართვა მოიპოვა, რომელიც 2019 წელს ალ-ბაშირის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდგომ ძალაში დარჩა, ხოლო „ვაგნერის“ მიერ 2018 წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფოსტენ-არშანჟ ტუადერას მხარდაჭერისთვის პრიგოჟინის კიდევ ერთმა კომპანიამ ალმასისა და ოქროს საბადოების დამუშავების ლიცენზიები მიიღო. გარდა ამისა, „ვაგნერთან“ დაკავშირებული „ინტერნეტის კვლევის სააგენტო“ (ე.წ. ტროლების ფაბრიკა) რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ არაერთ აფრიკულ ქვეყანაში ატარებს სადეზინფორმაციო კამპანიებს.
აფრიკაში მოპოვებულ ოქროსა და ალმასებს რუსეთი საერთაშორისო ბაზარზე ყიდის, რაც მას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაფინანსებაში ეხმარება. გარიგებები აფრიკულ ავტორიტარულ რეჟიმებთან და მათგან მიღებული ეკონომიკური სარგებელი იმდენად მნიშვნელოვანია რუსეთის ხელისუფლებისთვის, რომ უკრაინის ფრონტზე სამხედრო ამოცანების შეუსრულებლობის მიუხედავად, მას ზემოჩამოთვლილი აფრიკული ქვეყნებიდან თავისი სამხედრო კონტინგენტი არ გაჰყავს და არც სამხედრო ბაზების ქსელის გაფართოებას აჩერებს. მაგალითად, სუდანში ვიზიტისას სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა წითელი ზღვის სანაპიროზე, პორტ სუდანში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის განზრახვა, რაზეც შეთანხმება ჯერ კიდევ 2019 წელს იქნა მიღწეული და ამჟამად სუდანის ხელისუფლების მხრიდან რატიფიცირებას ელის. ჯერჯერობით უცნობია, ასრულებს თუ არა კრემლი რაიმე როლს სუდანში სამხედრო მეთაურებს შორის 2023 წლის 15 აპრილს დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაში, მაგრამ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ის ამ ქვეყანაში საკუთარი ეკონომიკური და სამხედრო ინტერესების გატარებას ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ეცდება.
რუსეთს აფრიკის კონტინენტზე გავლენის მოპოვებაში, ტრადიციულად, იარაღით ვაჭრობაც ეხმარებოდა. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყებამდე და შემდგომაც, 2018-2022 წლებში, რუსეთი აფრიკის იარაღით მთავარი მომმარაგებელი იყო: მასზე კონტინენტის ქვეყნების მიერ იმპორტირებული შეიარაღების 40% მოდიოდა. თუმცა, სავარაუდოა, რომ 2023 წელსა და მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიკლებს, რადგან რუსეთს დღეისათვის საკუთარი წარმოების შეიარაღების ბევრი სახეობა უკრაინაში ესაჭიროება. ეს გარემოება კი რუსეთს ზოგიერთი აფრიკული სახელმწიფოს მხრიდან კეთილგანწყობის შენარჩუნებაში შეუშლის ხელს.
ამრიგად, რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში, ერთი მხრივ, მის ტრადიციულ, გრძელვადიან გეოპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, რაც აფრიკაში რუსეთის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო გავლენის ზრდას გულისხმობს, მეორე მხრივ კი, მოსკოვის მიერ 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიასაც პირდაპირ უკავშირდება, რადგან აფრიკული ქვეყნებისგან ამ ომის გასაგრძელებლად საჭირო რესურსებისა და მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს მიზნად.
აფრიკის მიმართულებით საგარეო პოლიტიკის გააქტიურების მიუხედავად, რუსეთის გავლენა კონტინენტზე აშშ-ისა და ჩინეთისას მაინც საგრძნობლად ჩამორჩება. დღეისათვის აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი აფრიკაში ჩინეთის მზარდი ეკონომიკური გავლენის განეიტრალება უფროა, ვიდრე რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედებების აღკვეთა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვაშინგტონს აფრიკაში ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ორივე მეტოქესთან ერთდროულად დაპირისპირება უწევს. რუსეთის მცდელობა, აფრიკული ქვეყნების ნაწილთან პარტნიორობა ომის დასაფინანსებლად და დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასარიდებლად გამოიყენოს, აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების უფრო აქტიურ წინააღმდეგობას საჭიროებს - მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ომში მყოფ უკრაინას აფრიკაში დიპლომატიური თუ სხვა სახის ზეგავლენის ბერკეტები არ გააჩნია და ამ მხრივაც აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარება სჭირდება.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე