რონდელის ბლოგი
ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
ავტორი: ნინო მაჭარაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციიდან ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტი მიიღო, თუმცა ამას კრემლის საომარი განწყობა მნიშვნელოვნად არ დაუქვეითებია. მეტიც, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით შემცირდა, 2023 წელს კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, შეიძლება გაიზარდოს კიდეც. ამასთან, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღში ევროკავშირში წარმოებული 770-მდე ნაწილი აღმოაჩინეს. აღნიშნული ფაქტები „აშიშვლებს“ ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების ხარვეზებს, აჩენს ვაჭრობაში ახალი „შუალედური რგოლების“ არსებობის ეჭვებს, რაც, საბოლოო ჯამში, ძირს უთხრის სანქციებით დაწესებული ამკრძალავი ზომების მიზანსა და ეფექტიანობას.
სანქციების საერთაშორისო რეჟიმში არსებული „ხვრელების ამოსავსებად“ 2023 წლის 23 ივნისს ბრიუსელში სანქციების მე-11 პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცეს. დასავლეთში ფიქრობენ, რომ გასულ წელს მიღებული გაკვეთილების საფუძველზე შემუშავებული სანქციები გააუმჯობესებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს.
მე-11 პაკეტზე მუშაობისას გაჟღერებული მოსაზრებით, სანქციები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, შესაძლოა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, მათ შორის, საქართველოზე გავრცელებულიყო. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.
ჩვენს ბლოგში მოკლედ გაგაცნობთ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის შინაარსს, საქართველოზე მისი გავრცელების მოლოდინსა და სამომავლო პროგნოზს.
რას გულისხმობს სანქციების მე-11 პაკეტი?
მე-11 პაკეტის ფარგლებში ევროკავშირის სანქციების დაწესების მიზანს იმ „ხვრელების“ ამოვსება წარმოადგენს, რომელმაც შეამცირა რუსეთის მიმართ აქამდე დაწესებული სანქციების ეფექტიანობა. მე-11 პაკეტით, ერთი მხრივ, გაგრძელდა და გამკაცრდა არსებული შეზღუდვები, მეორე მხრივ კი, სანქციების ადრესატებს შორის მესამე ქვეყნები, ანუ ისინი მოხვდნენ, ვინც რუსეთს ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგოსგან თავის არიდებაში ეხმარება.
კერძოდ, შემუშავდა ახალი „გვერდის ავლის საწინააღმდეგო“ (anti-circumvention) მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც აიკრძალა განსაზღვრული სანქცირებული საქონლისა და ტექნოლოგიის გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი ისეთ მესამე ქვეყნებში, რომელთა იურისდიქციაც განიხილება სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობის მხრივ მაღალი რისკის მატარებლად. ამასთან, აიკრძალა რუსეთის გავლით მესამე ქვეყნებში ექსპორტირებული გარკვეული მგრძნობიარე საქონლის (მაგ., მოწინავე ტექნოლოგიები, ავიაციასთან დაკავშირებული მასალები და სხვა) ტრანზიტი.
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსის უშუალო მხარდამჭერთა სიას 87 ახალი სუბიექტი დაემატა. ახლა ისინი დაექვემდებარებიან უფრო მკაცრ საექსპორტო შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულებისა და მოწინავე ტექნოლოგიების პროდუქციის მხრივ. რუსეთისა და ირანის სუბიექტების გარდა, ამ ჩამონათვალში ჩინეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სირიასა და სომხეთში რეგისტრირებული სუბიექტებიც მოხვდნენ.
ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ მე-11 პაკეტი „ამოავსებს ხვრელებს“, აღარ მოხდება ევროკავშირთან მოვაჭრე ქვეყნებიდან რუსეთისათვის იმ საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდება, რომლებსაც კრემლის სამხედრო მცდელობებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს კრემლის საომარი შესაძლებლობების დასუსტებას.
რატომ მოიაზრებოდა საქართველო სანქციების პოტენციურ ადრესატთა შორის?
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკა მოულოდნელად გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდამ ორნიშნა ნიშნულს მიაღწია და 10,1% შეადგინა. 2023 წელს ამ ნიშნულის 4%-მდე შემცირება ივარაუდება. ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ფაქტორი ისევ არსებობს, რაც ყურადღების ცენტრში ტოვებს საქართველოს. მამოძრავებელი ფაქტორის იდენტიფიცირება კი მარტივად შეიძლება – ქართული ეკონომიკა რუსეთის იზოლაციით სარგებლობს.
საქართველო დღემდე არ არის მიერთებული აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს, თუმცა, ფორმალურად, რუსეთთან ურთიერთობით დასავლელი პარტნიორების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს არ არღვევს. მოსაზრებას, რომ საქართველო შესაძლოა საეჭვო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში მოხვედრილიყო, რამდენი ფაქტობრივი გარემოების ანალიზი აჩენდა:
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის უჩვეულო და მოულოდნელი ვიზიტი შეერთებულ შტატებში. მინისტრი 2023 წლის 11 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. შეხვედრის ოფიციალურ დღის წესრიგში ბანალური ინფორმაციის მითითება ზრდის იმის ალბათობას, რომ ხუციშვილი სწორედ სანქციებისათვის თავის არიდებაში რუსეთის დახმარების გამო „დაიბარეს“. კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში, ამ შეხვედრას გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა დასავლეთთან საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ეფექტიანობის გაზრდაში.
- ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებით, შეერთებული შტატებისთვის საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევს. ამ ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად მოხვდნენ: თურქეთი, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი. ო’ბრაიენის მოსაზრებით, ევროპული კომპანიები სხვა ქვეყნებში ყიდიან პროდუქციას, ისინი კი რუსეთს ამარაგებენ. ამ გზით ხელი ეწყობა რუსული „ომის მანქანებისათვის“ საჭირო საკვანძო მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტს. შეერთებულ შტატებში მხარს უჭერენ სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიმართ ახალი მექანიზმების შემუშავებას.
- დევიდ ო’სალივანის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, გამაფრთხილებელი და ფაქტების დამდგენი მისიით მოსალოდნელი ვიზიტი საქართველოში, რომელიც რამდენიმე კვირაში გაიმართება. Politico-ს ცნობით ო’სალივანი უკვე ესტუმრა ისეთ საეჭვო მესამე ქვეყნებს, როგორებიცაა თურქეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი, ის 11 მაისს სერბეთის პრეზიდენტსაც შეხდა. როგორც ვარაუდობენ, ო’სალივანი სერიოზულ საუბარს გამართავს საქართველოს ხელისუფლებასთან სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლის კუთხით.
საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების შესახებ გავრცელებულ ხმებს ხელისუფლებიდან ლაშა ხუციშვილი გამოეხმაურა, მათ „ყალბი ინფორმაცია“ და „უსაფუძვლო ბრალდებები“ უწოდა. მინისტრის თქმით, ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი სანქციების დარღვევის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება თუ ფაქტი. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან. საპირისპიროზე მიუთითებს ის გარემოება, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით თბილისის პოზიციას მოსკოვში „დაბალანსებულს“ უწოდებენ და მას მიესალმებიან.
კვლავ არსებობს თუ არა საქართველოს სანქცირების საფრთხე?
სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობისას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირს საეჭვო მესამე ქვეყნების მიმართ მოქმედების ორსაფეხურიანი მექანიზმი ჰქონდა შემუშავებული:
პირველ რიგში, ბლოკი მათთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე აპირებდა ფოკუსირებას, რაც დიპლომატიური ჩართულობითა და ტექნიკური დახმარების გაწევის გზით მიიღწევა. ასეთი ქმედების არაეფექტიანობის შემთხვევაში კი, უნდა განსაზღვრულიყო მაღალი რისკის მქონე მესამე ქვეყანათა ჩამონათვალი, რომელთა იურისდიქციაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება. სწორედ ასეთი ქვეყნები, მათი მოქალაქეები და იქ რეგისტრირებული იურიდიული პირები უნდა გამხდარიყვნენ სანქციების მე-11 პაკეტის სამიზნეები. მართლაც, ო’სალივანი სტუმრობდა რამდენიმე ისეთ საეჭვო მესამე ქვეყანას (ყაზახეთი, სომხეთი, ...), სადაც რეგისტრირებული კომპანიები სანქციების ადრესატთა შორის მოხვდნენ. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ სახელმწიფოთა ხელისუფლებებთან მექანიზმის პირველი საფეხურით მოქმედება არაეფექტიანი აღმოჩნდა.
ახლა კი ო’სალივანის ვიზიტი საქართველოში აჩენს ვარაუდს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოსთან გააღრმაოს ორმხრივი თანამშრომლობა, დიპლომატიური გზით შეუწყოს ხელი საქართველოს პოლიტიკის ცვლილებას, ურთიერთობის შემცირებას რუსეთთან (განსაკუთრებით პირდაპირი ფრენების განხორციელების კუთხით) და, საბოლოო ჯამში, მისი საეჭვო მესამე ქვეყნების სიიდან ამორიცხვას. თუ ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება არ იქნება მზად, განახორციელოს ცვლილებები და უარს ეტყვის ევროკავშირს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სავარაუდოა, რომ ბრიუსელი მოქმედების მეორე საფეხურზე გადავიდეს.
დასკვნა
არსებული ეჭვების მიუხედავად, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ადრესატთა შორის საქართველო და ქართული კომპანიები არ მოხვდნენ. თუმცა ის არგუმენტები, რაც ამ ეჭვებს აჩენდა, დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. ო’სალივანის ვიზიტი საქართველოსთვის იქნება შესაძლებლობა დიპლომატიური გზით გააუვნებელყოს გაჩენილი ეჭვები და დროულად შეცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთთან პირდაპირი ფრენების განმახორციელებელი და ფრენების მომსახურებით დაკავებული ქართული კომპანიები მომავალში შეიძლება სანქცირებულ სუბიექტთა შორის ვიხილოთ. ფაქტია, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებით დასავლეთის თვალში რეპუტაციულ დონეზე უკვე მნიშვნელოვნად დავზარალდით.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე