რონდელის ბლოგი
უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
ავტორი: ვოლოდიმიერ პოსვიატენკო, იაგელონის უნივერსიტეტი კრაკოვში; პადოვას უნივერსიტეტი
უნგრეთი, რომელსაც 2010 წლიდან პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი პარტია – „ფიდესი“ მართავს, მუდმივად ავლენს არალიბერალურ და ავტორიტარულ ტენდენციებს. ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლამ შეარყია ფუნდამენტური ევროპული ღირებულებები და დააზიანა მისი საერთაშორისო რეპუტაცია. უნგრეთის გადახვევა ლიბერალური ღირებულებებიდან სცდება შიდა პოლიტიკის ფარგლებს, აფერხებს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესს და უარყოფით გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკის მთავარ კომპონენტზე – ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე.
უნგრეთი ყოველთვის იყო ევროკავშირის გაფართოების ერთგული მხარდამჭერი. თუმცა, არალიბერალიზმისკენ შემოტრიალებით შეიცვალა მისი ტრადიციულად დადებითი გავლენა ამ პროცესებზე და ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოებისათვის არასასურველ ადვოკატად იქცა.
როგორც წესი, ევროკავშირის გაფართოების კუთხით უნგრეთის გრძელვადიანი პრიორიტეტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები იყო, თუმცა, ბოლო დროს იგი საქართველოშიც გააქტიურდა. ევროკავშირის გაფართოების პროცესში უნგრეთის ჩართულობის არასასურველი დინამიკის გათვალისწინებით ჩნდება კითხვა: რა საფრთხეები შეიძლება შეუქმნას უნგრეთთან მზარდმა თანამშრომლობამ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს?
უნგრეთის ახალი მიდგომა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით
ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნების მიმართ უნგრეთის ახალი მიდგომა გულისხმობს ღია თანამშრომლობას ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც უნგრეთის არალიბერალურ იდეოლოგიას იზიარებენ, თუნდაც ეს ქვეყნების უსაფრთხოების, სტაბილურობის და ევროინტეგრაციის პროგრესის ხარჯზე ხდებოდეს. სავარაუდოდ, ორბანის მიზანი ევროკავშირში ბერკეტების გაძლიერებაა, ამისათვის კი სურს შექმნას არალიბერალური და არადემოკრატიული ძალების კოალიცია, რომელიც წამყვანი დასავლური ქვეყნების გავლენას თუ მთლიან ლიბერალურ ღირებულებათა სისტემას დაუპირისპირდება. ორბანის მიდგომის მთავარი ქვაკუთხედი „ტრადიციული ღირებულებების“ კონცეფციაა, რომელსაც იგი, ასპირანტ სახელმწიფოებში ევროსკეპტიციზმის და ანტიდემოკრატიულ სენტიმენტებს გაღვივების გზით, თავისი არალიბერალური ხედვების გავრცელების ინსტრუმენტად იყენებს.
ორბანის მიდგომა ძირს უთხრის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ევროპული ქვეყნების დემოკრატიზაციის ინსტრუმენტად გამოყენების იდეას. მისი ქმედებები და დაუსჯელობა ერთგვარი მესიჯია არალიბერალური პოლიტიკოსებისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნებს შეეძლებათ ისარგებლონ ეკონომიკური სიკეთეებით და, ამავდროულად, უგულებელყონ ევროკავშირთან პოლიტიკური თავსებადობა და ევროპული ღირებულებები. ასპირანტი ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ჩარევა ეწინააღმდეგება უნგრეთის დეკლარირებულ მიზანს მათი დაჩქარებული ევროინტეგრაციის შესახებ, რადგან აღრმავებს გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს.
მაგალითები დასავლეთ ბალკანეთიდან
უნგრეთის ამჟამინდელ მიდგომა კარგად ჩანს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მისი ჩართულობის მაგალითზე. სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ორბანის გავლენების ანალიზი დაგვეხმარება გავიგოთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის გააქტიურებას საქართველოში.
დასავლეთ ბალკანეთში ვიქტორ ორბანის მთავარი არალიბერალური მოკავშირე სერბეთია. უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს სერბეთის ამჟამინდელ მთავრობას პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ხელმძღვანელობით, რომელიც ორბანის მსგავს ავტორიტარულ, პოპულისტურ და არალიბერალურ მიდგომებს ამჟღავნებს. 2021 წლის ივნისში ორბანმა ევროკავშირის რეფორმის 7-საფეხურიანი ხედვა წარმოადგინა, სადაც ერთ-ერთი პუნქტად სერბეთის ევროკავშირში დაუყოვნებელი გაწევრიანებას შეიტანა. სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის სტრატეგიული გეგმის ნაწილია, თუმცა ორბანს სერბეთის დაუყოვნებლივი ევროინტეგრაცია სწორედ მისი არალიბერალური მთავრობის გამო სურს. ევროკავშირისთვის ასეთი წევრის მიღება არასასურველია. შესაბამისად, უნგრეთის ამჟამინდელი რეპუტაციის გათვალისწინებით, ორბანის ძლიერი პროსერბიული ლობიზმი სერბეთის ევროინტეგრაციას აზიანებს.
ჩრდილოეთ მაკედონიაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას – VMRO-DPMNE-ს უჭერს მხარს, რომელიც 2006-2017 წლებში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ხშირად არადემოკრატიულად მოქმედებდა. კორუფციის ბრალდებით გასამართლებულ პარტიის ყოფილ ლიდერს, ნიკოლა გრუევსკის, უნგრეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. 2017 წლიდან სწრაფად გაიზარდა უნგრეთის გავლენა ჩრდილოეთ მაკედონიის მედიაზეც. უნგრელი ბიზნესმენების მიერ შესყიდული მედიასაშუალებები აქტიურად ჩაერთნენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. მათი საქმიანობა მოიცავს VMRO-DPMNE-ს დაუფარავ მხარდაჭერას და ევროსკეპტიციზმისა და ანტილიბერალური ნარატივების გავრცელებას. უნგრეთის კიდევე ერთი განხეთქილების გამომწვევი ნაბიჯი ჩრდილოეთ მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით საბერძნეთთან მიღწეული კომპრომისის დაბლოკვის მცდელობას უკავშირდება. დასახელების ცვლილება იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საბერძნეთის ვეტოს მოხსნის მთავარი პირობა.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში ორბანის უახლოესი მოკავშირე ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი მილორად დოდიკია. დოდიკმა წლები მიუძღვნა სერბთა რესპუბლიკის ბოსნია-ჰერცეგოვინიდან გამოყოფის მხარდამჭერ საქმიანობას. უნგრეთის მიერ დოდიკის სეპარატისტული რეჟიმის ღია მხარდაჭერა პირდაპირი თავდასხმაა ბოსნია-ჰერცეგოვინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. თუმცა, დოდიკზე გავლენა ორბანს ევროკავშირში ერთგვარ ბერკეტს აძლევს, რადგან თავს რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ფიგურად წარმოაჩენს. ამგვარად, ორბანის პოლიტიკა აზიანებს ევროკავშირისა და ნატოს მიერ ბოსნია-ჰერცეგოვინის უსაფრთხოებისათვის გაწეულ ძალისხმევას, საფრთხეს უქმნის მთლიანი დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოების არქიტექტურას და შეიძლება გავლენა იქონიოს უფრო ფართოდ – ევროპის უსაფრთხოებაზეც.
საქართველო - ახალი სამიზნე?
ბოლო წლებში უნგრეთის არალიბერალური გავლენები საქართველოშიც ვრცელდება. ამის მანიშნებელია მზარდი თანამშრომლობა ორბანის მთავრობასა და საქართველოს მმართველ პარტიას – „ქართული ოცნებას“ შორის, რომელიც იდეოლოგიურად ორბანის ფიდესთან ახლოს მდგომი პარტიაა. უნგრეთის გავლენების თვალსაჩინო მაგალითებია ქრისტიანულ-კონსერვატიული „ტრადიციული“ ღირებულებების პოპულარიზაცია, ანტი LGBTQ+ პროპაგანდა, ევროსკეპტიციზმი და ორაზროვანი, ან სულაც დადებითი, პოზიცია რუსეთთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. უნგრეთის მსგავსად, საქართველოს მთავრობაც ცდილობს შეამციროს მოქალაქეების სამოქალაქო თავისუფლებები, გააძლიეროს სასამართლო სისტემის კონტროლი, შეაფერხოს დემოკრატიული საარჩევნო პროცესები და შეზღუდოს მედიისა და აკადემიის თავისუფლება. ამდენად, შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის გაძლიერება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაუარესებას ემთხვევა.
„ქართული ოცნების“ მთავრობა ნებაყოფლობით ეხვევა უნგრეთის მზარდ არალიბერალურ ბადეში. ეს დინამიკა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინაში. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2022 წლის 27 ოქტომბერს უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტიც, სადაც მან და ორბანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ვიზიტის დროს ღარიბაშვილმა შეაქო ორბანის მმართველობა და ღიად განაცხადა, რომ უნგრეთი არის წარმატებული დემოკრატიული რეფორმების მაგალითი, რომელსაც საქართველომ უნდა მიბაძოს.
კიდევ ერთი მსგავსება ორბანსა და „ქართული ოცნების“ მთავრობას შორის რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ დამოკიდებულებაში ჩანს. 2022 წლის ოქტომბრის ვიზიტის დროს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და უნგრეთი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად, თუმცა ამავდროულად, პირველ რიგში, იცავენ თავიანთ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს. სახელმწიფოების პოზიციების მსგავსება აისახება მოწოდებაში – „დასრულდეს ომი რაც შეიძლება მალე“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებითა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტით. გარდა ამისა, როგორც უნგრეთმა, ისე საქართველომ გააკეთეს განცხადებები და უკრაინის მთავრობა საკუთარი ქვეყნებისადმი მტრულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს. ამავდროულად, იზრდება საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან. 2022 წელს რუსეთიდან იმპორტი 79%-ით გაიზარდა და აღდგა ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები. რაც შეეხება უნგრეთს, იგი აგრძელებს რუსული გაზისა და ნედლი ნავთობის იმპორტს, თანამშრომლობს ბირთვული ენერგიის სფეროში და ახორციელებს ორმხრივ დიპლომატიურ ვიზიტებს.
პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი უნგრეთში 2023 წლის 4 მაისს გაიმართა, როდესაც მან ბუდაპეშტში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ შეაქო „ორბანის მმართველობა“ და რამდენიმე შენიშვნა გააკეთა, რომელიც ანტილიბერალიზმის, ევროსკეპტიციზმისა და ანტიდასავლური რიტორიკის გაზრდაზე მეტყველებს. ეს ვიზიტი არის „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ „ტრადიციული ღირებულებების“ პროპაგანდის და მტკიცე ანტილიბერალური კურსის გამოვლინება. ღარიბაშვილის CPAC-ში მონაწილეობის გამო ევროპის სოციალისტურმა პარტიამ „ქართული ოცნება“ თავისი რიგებიდან გარიცხა.
2023 წელს უნგრეთი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა ძალიან საეჭვოა, ეს მხარდაჭერა გულწრფელი იყოს. რიკარდ იოზვაკის აზრით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარეშე ბუდაპეშტმა შესაძლოა ევროკავშირთან უკრაინის მოლაპარაკებები დაბლოკოს. რაც იმას ნიშნავს, რომ უნგრეთი საქართველოს ევროკავშირის შანტაჟისთვის იყენებს და ამ გზით ცდილობს ბერკეტების მოპოვებას. უფრო მეტიც, არალიბერალური საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანება ეხმიანება ორბანის მიზნებს, ევროკავშირში შექმნას არალიბერალური სახელმწიფოების ჯგუფი. ასეთი ქმედებები დამაზიანებელია საქართველოს ისედაც გაუარესებული რეპუტაციისთვის და საფრთხეს უქმნის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივებს.
უნგრეთის ჩართულობის პოტენციური რისკები
უნგრეთის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭების ლობირებამ, ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროგრესის მიუხედავად, შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიღოს. უნგრეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ევროკავშირში გავლენების ბერკეტების მოსაპოვებლად იყენებს, რაც კიდევ ერთხელ ხდის საეჭვოს ორბანის გულწრფელობას ევროკავშირის გაფართოების კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად წარმართვასთან დაკავშირებით.
„ქართულის ოცნების“ მიერ უნგრეთის მისაბაძ მაგალითად არჩევა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მორიგი საბოტაჟის მცდელობას ჰგავს, არღვევს მის დემოკრატიულ საფუძვლებს და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ევროკავშირში უნგრეთის ამჟამინდელი რეპუტაციის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მისი განხეთქილების გამომწვევი საქმიანობების გათვალისწინებით, საქართველო-უნგრეთის მზარდმა თანამშრომლობამ შესაძლოა ბრიუსელი და ცალკეული წევრი ქვეყნები საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ანტაგონისტურად განაწყოს. უნგრეთის „წარმატების“ მიბაძვა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რადგან შესაძლოა, ევროპელი ლიდერები სიფრთხილით მოეკიდონ ბლოკში „კიდევ ერთი უნგრეთის“ მიღებას.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორბანის ტაქტიკა წარმატებული იქნება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ეს მაინც არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების გარანტია. საქართველოს თანამშრომლობამ ორბანის უნგრეთთან შესაძლოა სახიფათო გრძელვადიანი ეფექტები მოიტანოს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესებსა და, შესაბამისად, მის ევროპულ მომავალზე.
თემატური პოსტები
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე