რონდელის ბლოგი
ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე
ავტორი: შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
2016 წლის 12 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა კავკასიაში ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის შესახებ რუსეთ-სომხეთის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. საკუთარი ქვეყნის პარლამენტს ანალოგიური თხოვნით მიმართა ვლადიმერ პუტინმაც.
შეთანხმება ითვალისწინებს ერთიანი სისტემის შექმნას, რომელიც მხარეებს შესაძლებლობას მისცემს გაცვალონ ინფორმაცია და გამოიყენონ ერთმანეთის საშუალებები. სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, სომხეთს შეეძლება საკუთარი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების მიზნით გამოიყენოს რუსული რადარები, S300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და Mig 29 ტიპის ავიაგამანადგურებლების ის სამი ესკადრილია, რომლებიც სომხეთშია განლაგებული. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება არ ეხება მთიანი ყარაბაღის საჰაერო სივრცეს, რომლის დაცვა და გაკონტროლება სომხეთს მხოლოდ საკუთარი ძალებით მოუწევს.
თავის მხრივ, რუსეთს ეს და სხვა ანალოგიური შეთანხმებები, რომლებიც გააფორმა ბელარუსთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან (ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი), საშუალებას აძლევს გააფართოვოს საჰაერო თავდაცვის პერიმეტრი და საკუთარ საზღვრებიდან რაც შეიძლება შორს გადასწიოს.
განსხვავებით ყაზახეთისა და ბელარუსისაგან, სომხეთს რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს, მათ შორის მდებარეობს საქართველო. დასავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცის უმეტესი ნაწილის კონტროლს რუსეთი აფხაზეთში განთავსებული S300 სისტემებით ახდენს, რომელიც იქ 2010 წელს განალაგა. გიუმრიში (საქართველოს საზღვრიდან 40 კილომეტრში) განთავსებულ სისტემებთან ერთად, რუსეთს საშუალება ექნება საქართველოს საჰაერო სივრცის დიდი ნაწილი გააკონტროლოს.
2016 წლის 30 ნოემბერს ხელი მოეწერა მეორე ხელშეკრულებას რუსეთსა და სომხეთს შორის ერთობლივი შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ.
ერთობლივი შეიარაღებული ძალების მიზანია ხელშეკრულების ხელმომწერ რომელიმე მხარეზე თავდასხმის ერთობლივად მოგერიება, ასევე მხარეების სახმელეთო საზღვრების დაცვა. მშვიდობის დროს ერთობლივ ჯგუფს სომხეთის გენერალური შტაბის ოფიცერი უხელმძღვანელებს, ომის დროს კი იგი, შესაძლოა, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაში გადავიდეს.
ხელშეკრულების ტექსტი საჯარო არ გამხდარა, თუმცა, რუსი და სომეხი კომენტატორების ცნობით, მისი პირობების თანახმად სომხეთზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი (სახმელეთო ჯარები, შავი ზღვის ფლოტი, კასპიის ფლოტილია, სამხედრო-საჰაერო ძალები) მონაწილეობას მიიღებს ამ ქვეყნის დაცვაში. ხელშეკრულება გაფორმდა ხუთი წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ ასეთივე ხელშეკრულება რუსეთს ბელარუსთანაც აქვს გაფორმებული.
რაც შეეხება მთიან ყარაბაღს, ამ შემთხვევაშიც ამ ტერიტორიის დაცვა მხოლოდ სომხეთის ვალდებულებაა. რუსეთი ვალდებულებას იღებს, რომ სომხეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა შიდა ბაზრის ფასებით განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში 250 სომეხი მომავალი ოფიცერი სწავლობს, იმდენივე, რამდენიც სომხეთის ორივე სამხედრო აკადემიაში.
ერთობლივი შეიარაღებული ძალები პირველად 2000 წელს შეიქმნა და მასში შედიოდნენ რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის (გიუმრი) და სომხეთის მე-5 კორპუსის ჯარისკაცები. ბაზის შეიარაღებაა: 100 T72 ტიპის ტანკი, 150 BMP2 და BTR70/80 ჯავშნიანი მანქანები, BM-21 გრადის BM-30 სმერჩის სარაკეტო სისტემები, MI24 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენები.
2016 წლის სექტემბერში სომხეთის დამოუკიდებლობის 25 წლის აღსანიშნავად გამართულ პარადზე სომხეთმა პირველად გამოიყვანა ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემის ელემენტები, რითაც დაადასტურა, რომ მან ნამდვილად შეიძინა ეს რაკეტა რუსეთისაგან. ისკანდერი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მოკლერადიუსიანი (საერთაშორისო ხელშეკრულებით, რუსეთს და ამერიკას აკრძალული აქვთ 500-5500 კმ. რადიუსის რაკეტების წარმოება) ბალისტიკური რაკეტაა. აღსანიშნავია, რომ ისკანდერის ტიპის რაკეტა, დიდი ალბათობით, მანამდეც იყო გიუმრიში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის არსენალში.
აღსანიშნავია, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ისკანდერის ტიპის რაკეტებისა და თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ეს კომბინაცია პირველად კალინინგრადის ოლქში გამოჩნდა და ნატოს დიდი შეშფოთება გამოიწვია. ნატომ მიიჩნია, რომ რუსეთის მიზანი იყო ნატოსათვის შეექმნა ე.წ. „შეუღწეველი ზონა“ (A2AD Anti Access Area Denial სამხედრო ტაქტიკაა, რომლის მიზანია, მტერს არ მისცეს საშუალება გადაადგილდეს მოცემულ არეალში (Anti Access) ან შეუზღუდოს ამა თუ იმ ტერიტორიაზე მოქმედების თავისუფლება (Area Denial)). კალინინგრადის ირგვლივ შექმნილმა რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო (ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა S300-ს და მისი მოდერნიზებულ ვერსიას S400-ს შეუძლია აღმოაჩინოს და გაანადგურეს მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ან რაკეტა 150-400კმ. (მოდიფიკაციის მიხედვით) რადიუსში) და გემსაწინააღმდეგო რაკეტებმა და ისკანდერის ტიპის რაკეტებმა შექმნეს ზონა, რომელშიც რისკის გარეშე ვერ შევიდოდა ნატოს ვერც ერთი საზღვაო თუ საჰაერო ხომალდი. შესაბამისად, გაძნელდებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისათვის დახმარება რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში. ეს კი, „რენდ კორპორეიშენის“ შეფასებით, ნიშნავს, რომ რუსეთს სულ 36-დან 60 საათამდე დასჭირდება ლიტვის ან ესტონეთის ოკუპაციისათვის. იმისათვის, რომ ეს საფრთხე გაანეიტრალოს, ნატო რეგულარულად ზრდის უშუალოდ ბალტიის ქვეყნებში განლაგებული სამხედრო ძალების რაოდენობას.
მოწინააღმდეგისთვის ტერიტორიის შეზღუდვის ტაქტიკამ კარგად იმუშავა სირიაშიც. რუსეთმა იქაც განათავსა S400 სისტემები. მართალია, დასავლელი მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები არ გამოუყენებია, მაგრამ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული ცნობილი ინციდენტის შემდეგ თურქეთი ვეღარ ბედავდა სირიაში საკუთარი ბომბდამშენების გამოყენებას. ცნობილია ისიც, რომ რუსეთმა სირიაში აქტიურად გამოიყენა როგორც ისკანდერის, ისე სხვა ტიპის რაკეტები.
შემდეგი ადგილი, სადაც რუსეთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისა და რაკეტების განლაგებას გეგმავს, ყირიმის ნახევარკუნძულია.
თუ დავაკვირდებით ისკანდერის რაკეტებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების გეოგრაფიას, ვნახავთ, რომ რუსეთი ამას ისეთ ადგილებში აკეთებს, სადაც ყველაზე უფრო მეტად მოელის ნატოსთან ან მის პარტნიორებთან კონფრონტაციის ესკალაციას. ლოგიკა მარტივია - იარაღისა და საშუალებების ეს კომბინაცია ძალიან გაურთულებს მოცემულ არეალში ნატოს საჰაერო და საზღვაო ძალების გადასროლას და გამოყენებას, არადა ნატოსა და ამერიკის სამხედრო უპირატესობა თითქმის მთლიანად ამ ორ კომპონენტს ემყარება.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, რუსეთს კარგად უნდა ახსოვდეს აგვისტოს ომის დროს რა როლი შეასრულა თბილისის აეროპორტში დამჯდარმა ამერიკული სამხედრო-საჰაერო ფლოტის თვითმფრინავებმა. კრემლის მიზანი, როგორც ჩანს, სწორედ ამ „შეცდომის“ გამოსწორება და ომის შემთხვევაში ნატოს გემებისა და თვითმფრინავებისათვის საქართველოს ჩაკეტვაა.
თეორიულად ნატოს რუსეთის „შეზღუდული შეღწევის ზონის“ ტაქტიკის წინააღმდეგ შეუძლია ორიდან ერთი კონტრზომა გამოიყენოს: შექმნას ახალი რაკეტები, რომლებიც დაძლევს რუსულ ანტისაჰაერო-ანტისარაკეტო საშუალებებს, ან დაასწროს რუსეთს და იმ ტერიტორიაზე, რომლის ჩაკეტვასაც რუსეთი აპირებს, განათავსოს სახმელეთო-სამხედრო ბაზა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეზღუდული შეღწევის ზონის განეიტრალება ნატოს მხირდან ფსონების მნიშვნელოვნად აწევას მოითხოვს.
რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში დამატებითი სარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადმოსროლა, როგორც ჩანს, სწორედ ნატოსათვის ჩაკეტილი თუ შეზღუდული ზონის შექმნას ისახავს მიზნად და არა - თურქეთზე ან აზერბაიჯანზე ზეწოლას.
რუსეთმა იცის, რომ ნატოს ქვეყნებში ისედაც არ არის ერთსულოვნება საქართველოს შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მთავარ არგუმენტად სკეპტიკოსებს სწორედ საქართველოს სამხედრო დაცვის განსაკუთრებული სირთულე მოჰყავთ. რუსეთი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ ადგილზე ახალი სამხედრო სტატუს-კვოს შექმნით საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას კიდევ უფრო ბუნდოვანს გახდის.
თემატური პოსტები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- აფხაზეთში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე