რონდელის ბლოგი
თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი - აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
თურქეთი საქართველოსთვის მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. იგი ჩვენს უშუალო სამეზობლოში ნატოს ერთადერთი წევრი სახელმწიფოა, რომელიც ამავე დროს წლების განმავლობაში საქართველოსთვის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორიცაა. გარდა იმისა, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე მუშაობს თურქეთში, ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან უამრავი სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული პროექტიც აკავშირებს. საქართველოსთვის თურქეთი ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდიცაა. ჩვენს სახმელეთო მეზობლებში მხოლოდ თურქეთს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამდენად, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თურქეთსა და მის გარშემო განვითარებული მოვლენები.
შიდაპოლიტიკური სიტუაცია
თურქეთს ათათურქის შემდეგ არ ჰყოლია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მსგავსი ქარიზმატული ლიდერი, რომელიც თითქმის 15 წელია მართავს ქვეყანას. მის მიერ ინიცირებული ინსტიტუციური ცვლილებებიც უმნიშვნელოვანესია თურქეთისთვის.
ძირეულ ცვლილებებთან მიმართებაში 2017 წლის 16 აპრილი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად თურქეთის ისტორიაში რესპუბლიკის გამოცხადების (1923 წ.) შემდეგ. ამ დღეს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, არსებითი ცვლილებები შედის ქვეყნის კონსტიტუციის 18 მუხლში, რომელთა ნაწილი უკვე შევიდა ძალაში, ნაწილი კი 2019 წელს ამოქმედდება. თურქი ამომრჩევლების 51,4%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს საპრეზიდენტო უფლებამოსილების მკვეთრ გაზრდას, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პოსტის გაუქმებას. ამასთან, რეფერენდუმის შედეგებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პოლიტიკური ოპოზიციის სისუსტე და არაორგანიზებულობა.
თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ცვლილებების განხორციელება აუცილებელი იყო ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების პრობლემებთან და გამოწვევებთან გამკლავების მიზნით.
ბოლო პერიოდში ანკარას მართლაც უწევს რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა:
2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას, მხოლოდ 1 ღამეში დაიღუპა 248 და დაშავდა 2200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. მართალია, ხელისუფლებამ ქუჩაში გამოსული ხალხის დახმარებით მალევე შეძლო გადატრიალების მცდელობის ალაგმვა, მაგრამ იარების მოშუშება და საფრთხეების ბოლომდე აღმოფხვრა ადვილი არ აღმოჩნდა.
თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაში მმართველი AKP-ს („სამართლიანობისა და აღორძინების პარტია“) ყოფილ მოკავშირეს, ამჟამად აშშ-ში მცხოვრებ ისლამისტ სასულიერო ლიდერ ფეთულა გულენსა და მის მიმდევრებს ადანაშაულებს. თუმცა ეს უკანასკნელნი გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში საკუთარ მონაწილეობას უარყოფენ და საჯაროდ დაგმეს კიდეც იგი, მაგრამ თურქეთის შესაბამისმა ორგანოებმა საქმე მაინც აღძრეს და მათ ოფიციალურადაც წაუყენეს ბრალი.
2016 წლის 15 ივლისის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დღემდე მოქმედებს. პარალელურად, გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისა და FETÖ-ს (ფეთულა გულენის ტერორისტული ორგანიზაცია) წევრობის ბრალდებით თურქეთში დააპატიმრეს ათიათასობით მოქალაქე. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ქვეყანა იმართება სპეციალური დეკრეტებით, რომელთაც კანონის ძალა აქვთ. აღნიშნული დეკრეტების შესაბამისად, დაიხურა FETÖ-ს კუთვნილი სხვადასხვა მედიასაშუალება (ტელევიზიები, ჟურნალ-გაზეთები და რადიოები), კომერციული ორგანიზაციები, მოხდა ქონების კონფისკაცია, სამსახურიდან გაათავისუფლეს ათიათასობით სახელმწიფო მოსამსახურე. მოსალოდნელია, რომ ე.წ. „წმენდები“ მომავალშიც გაგრძელდება.
შიდა პრობლემებს ამძაფრებს თურქეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში 2015 წლის ზაფხულში განახლებული შეტაკებები თურქეთის უსაფრთხოების ძალებსა და PKK-ს („ქურთისტანის მუშათა პარტია“, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული) შორის, რასაც ასევე მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა. PKK და მასთან აფილირებული TAK („ქურთისტანის თავისუფლების შევარდნები“) დროდადრო საპასუხო დარტყმებს აყენებენ თურქეთის დიდ ქალაქებს - აწყობენ აფეთქებებს, რომელთაც თურქი სამხედროების გარდა სამოქალაქო პირების სიცოცხლეც ეწირება.
თურქეთის სხვადასხვა ქალაქში ტერორისტულ აქტებს ახორციელებს „დაეშიც“ (იგივე ISIS), რომლის რიგებშიც სხვა ეროვნებებთან ერთად, წარმოდგენილი არიან თურქეთის მოქალაქეებიც. ძირითადად, მათი პირდაპირი სამიზნე რადიკალური მემარცხენე ორგანიზაციები, პროქურთული ძალები და ტურისტები არიან.
პარალელურად, თურქეთს უწევს გაუმკლავდეს 3,5 მილიონი ლტოლვილის (რომელთა უმეტესობა სირიელია) მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს - ანკარა უზრუნველყოფს მათ ჯანდაცვას, საცხოვრებელს, საკვებსა და განათლებას.
ამას ემატება თურქეთის ეკონომიკის წინაშე არსებული პრობლემები: დასავლელი ინვესტორების ნაწილი ტოვებს ქვეყანას, აპრილის თვეში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 11,9%-მდე გაიზარდა ინფლაცია, 15,8%-ით მოიმატა სავაჭრო დეფიციტმა, უმუშევრობის დონე 13%-მდე გაიზარდა და თურქული ლირა დევალვაციას განიცდის.
საგარეო პოლიტიკა
როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, თურქეთშიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხები.
ბოლო წლებში ანკარის უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური პრობლემა სირიაში განვითარებული მოვლენებია. თურქეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მიიჩნევს და ყველანაირად ცდილობს, წინ აღუდგეს ასეთ პერსპექტივას. იგი ამ მიზნით არ ერიდება არც დიპლომატიურ და არც პირდაპირ სამხედრო ჩარევას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თურქეთს წლების განმავლობაში უშუალოდ ესაზღვრებოდა „დაეშის“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ჩრდილოეთ სირიაში, რაც უამრავ პრობლემას ქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. პარალელურად, ანკარა ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ YPG-ს (პროქურთული „ხალხთა დაცვის ნაწილები“) მიიჩნევს PKK-ის გაგრძელებად. სწორედ თურქეთის საზღვრიდან „დაეშის“ მოსაშორებლად და YPG-ის მიერ კონტროლირებადი კანტონების გაერთიანების აღმოსაფხვრელად 2016 წლის 24 აგვისტოს ანკარამ მის მიერვე მხარდაჭერილ FSA-სთან („თავისუფალი სირიის არმია“) ერთად წამოიწყო სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარი“. ოპერაციის შედეგად 2 ათას კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორია დაიკავეს. იგი 7 თვეში დასრულდა და, საერთო ჯამში, საკუთარი მისია შეასრულა.
საყურადღებო ფაქტია, რომ ანკარის მიერ 25 აპრილს ჩრდილოეთ სირიაში YPG-ის პოზიციების დაბომბვის შემდეგ, აფრინის პროვინციაში ამ უკანასკნელთა დასაცავად გამოჩნდნენ რუსული, ხოლო ქამიშლი-ქობანის ხაზზე - ამერიკელი სამხედროები. როგორც ჩანს, მოსკოვი და ვაშინგტონი უკვე ღიად ცდილობენ ანკარისთვის მოქმედების არეალის შეზღუდვას.
თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობაში აქტუალურია ორი მთავარი საკითხი, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს ორმხრივი თანამშრომლობის მომავალს. ანკარა ვაშინგტონისგან კვლავ მოითხოვს პენსილვანიაში მცხოვრები ფეთულა გულენის თურქეთში ექსტრადიციას და YPG-ისთვის დახმარების შეწყვეტას. ანკარა-ვაშინგტონის ურთიერთობის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში გამორიცხული არ არის დღის წესრიგში დადგეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთადერთი ამერიკული სამხედრო ბაზის (ინჯირლიქის საჰაერო ბაზა) ფუნქციონირების საკითხი. თუმცა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თურქეთის როლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ანკარის ნატოში წევრობის საკითხს.
კვლავ არსებობს განსხვავებული პოზიციები ანკარასა და მოსკოვს შორის რეგიონული უსაფრთხოების საკითხების თაობაზე, რის გამოც დროდადრო წარმოიშობა მთელი რიგი პრობლემებისა. უახლოეს ხანში ძნელი წარმოსადგენია ასეთი უთანხმოებების აღმოფხვრა. სწორედ ამიტომ, მოსკოვი არ ჩქარობს საკუთარი ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ თურქეთისთვის დაწესებული ყველა სანქციის მოხსნას. ამ ეტაპისთვის თურქეთის მოქალაქეებს კვლავ ესაჭიროებათ ვიზა რუსეთში შესასვლელად. ასევე მოქმედებს შეზღუდვები თურქეთში წარმოებული სოფლის მეურნეობის გარკვეული პროდუქციის იმპორტზე.
თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთ მტკივნეულ თემად რჩება ევროპასთან ურთიერთობა. ევროპული ქვეყნები და ევროპული ინსტიტუციები მკაცრად აკრიტიკებენ ანკარას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა - ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მედიის თავისუფლება და უმცირესობების უფლებები. აღნიშნულის გამო, ამ ეტაპზე ფაქტიურად გაყინულია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე წლების წინ დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი. ჯერჯერობით გადაუჭრელი რჩება კვიპროსის პრობლემაც. საპასუხოდ ანკარა ევროპას ტენდენციურობასა და მიკერძოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხალხი საკუთარ აზრს არჩევნებსა და რეფერენდუმზე გამოხატავს, ეს კი დემოკრატიულობის ნიშანია. რაც შეეხება ე.წ. „წმენდებს“, ანკარა განმარტავს, რომ მათი განხორციელება აუცილებელი გახდა ქვეყნის უსაფრთხოების მოთხოვნილებიდან გამომდინარე.
თურქეთსა და ევროპას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 16 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმს ევროპულ ნორმებთან შეუსაბამო უწოდა. პარალელურად, PACE-მ (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე მონიტორინგი დააწესა.
საპასუხოდ, პრეზიდენტი ერდოღანი ლაპარაკობს კიდევ ერთი რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ, რომლის დროსაც თურქ ხალხს შეეკითხება, სურს თუ არა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა და უჭერს თუ არა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. სავარაუდოდ, ასეთი რეფერენდუმის ჩატარება კიდევ უფრო დააშორებს ანკარას ევროპისგან.
როგორც დავინახეთ, თურქეთი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უამრავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. იმაზე, თუ როგორ შეძლებს ანკარა მათთან გამკლავებას, ბევრადაა დამოკიდებული როგორც თურქეთის მომავალი, ისე დიდწილად მისი სამეზობლოს უსაფრთხოება.
ნებისმიერი სახის გართულება და არასტაბილურობა საქართველოს საზღვრების სიახლოვეს უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ისე საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ამდენად, საქართველოს ინტერესებშია სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული თურქეთის ყოლა ახლო სამეზობლოში.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ბლოგი მალე დაემატება
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- რას ნიშნავს აშშ-ის გასვლა სირიიდან?
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- თურქეთის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტი და მისი შედეგები
- ერაყის ქურთისტანის საკითხი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და „ქანქარას კანონი“
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე