რონდელის ბლოგი
Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის გადაწყვეტილებამ ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპის პოლიტიკური კონფიგურაცია. 2017 წლის 17 ივლისს დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის დელეგაციებს შორის განახლდა მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გამოსვლის პირობების განსაზღვრის თაობაზე.
როგორც მხარეების მიერ გამოთქმული პოზიციებიდან ჩანს, მოლაპარაკებები იქნება რთული და ხანგრძლივი. მხარეებს მოუწევთ ძალზე მტკივნეული საკითხების შეთანხმება; როგორც აცხადებენ, მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს 2019 წლის მარტისთვის. შესაბამისად, 2019 წლის გაზაფხულზე ევროპაში ჩამოყალიბდება ახალი რეალობა. როგორი იქნება იგი, ჩვენ არ ვიცით. ზოგადად თავს შეიძლება,მივცეთ შემდეგი შეფასების უფლება: ან ამ პროცესიდან ორივე მხარე უფრო ძლიერი გამოვა, ან ორივე მხარე შესუსტდება. პრაქტიკულად წარმოუდგენელია ვითარება, როდესაც მოლაპარაკების წარმატება მხოლოდ ერთ მხარეს ხვდება წილად მეორის ხარჯზე. უფრო დასაშვებია, რომ მოლაპარაკებები საერთოდ ვერანაირი შედეგით ვერ დასრულდეს. ეს განვითარების ყველაზე ნაკლებსავარაუდო ვარიანტია და ყველაზე უარესი, როგორც მოლაპარაკების მხარეთათვის, ისე საქართველოსთვის. ამასთან ფრიად შემაშფოთებელია, რომ მოლაპარაკების მოლოდინში განწყობა „არა ხელშეკრულებას უკეთესია, ვიდრე ცუდი ხელშეკრულება“ (No deal is better than bad deal) მომლაპარაკებელთა ორივე გუნდმა გამოხატა.
შედეგი დამოკიდებული იქნება მომლაპარაკებელთა გუნდების უნარსა და მზადყოფნაზე მიაღწიონ კომპრომისს. უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტური მიზეზების გამო ევროკავშირის დელეგაციის წინაშე უფრო რთული ამოცანა დგას, ვინაიდან მოლაპარაკების შედეგს ისმენს და შესაბამის მანდატს იძლევა 27 ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ეს სრული კონსენსუსის საგანია.
საქართველოს ამ პროცესზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. მაგრამ ჩვენ დაინტერესებული ვართ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებით, შესაბამისად, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის გაძლიერებით წარმატებული კომპრომისების ხარჯზე. ევროკავშირის უნარი დაძლიოს ეს უმწვავესი (პირველი, და იმედია უკანასკნელი სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის დატოვება) გამოწვევა ჩვენთვის ეგზისტენციალურ მნიშვნელობას წარმოადგენს, გამომდინარე საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტიდან, რაც ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებაა.
საქართველოსთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის მყარი პოზიციები, რადგან იგი არის ჩვენი ერთგული პოლიტიკური მხარდამჭერი საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის გაეროში, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი; დიდი ბრიტანეთი ასევე არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი საინვესტიციო და სავაჭრო პარტნიორი.
საქართველო-დიდი ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობა (2012-2017 წწ., მლნ. აშშ დოლარი)
|
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 / 6 თვე |
ექსპორტი |
20.9 |
29.7 |
24.7 |
21.5 |
15.2 |
3.9 |
იმპორტი |
115.3 |
90.8 |
94.8 |
91.4 |
143.6 |
36.3 |
ბრუნვა |
136.2 |
120.5 |
119.5 |
111.9 |
158.8 |
40.2 |
დიდი ბრიტანეთი აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინვესტორს. 2017 წლის 1 კვარტალის მონაცემებით, 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით იგი მესამე ადგილზე იყო აზერბაიჯანის (97 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთის (82 მლნ. აშშ დოლარი) შემდეგ.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთთან ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა გაერთიანებული სამეფოს სრული ინტეგრაციის შენარჩუნება ევროკავშირის ბაზარზე ისეთი ფორმით, რომლებიც უზრუნველყოფდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შეუფერხებელ ფუნქციონირებას დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მის მიერ ევროკავშირიდან ფორმალური გამოსვლის შემდეგაც.
ეს შესაძლებელია, მაგრამ გარანტირებული არ არის. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა გასცემს მანდატს დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებაზე მოგვიანებით, მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბრისათვის. ეს იქნება, დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება და რა შედეგით დამთავრდება მანამდე მოლაპარაკება რიგ სხვა საკითხებზე. მაგ., ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებები გაერთიანებულ სამეფოში, რეჟიმი ირლანდიისა (ევროკავშირის წევრი) და ჩრდილოეთ ირლანდიის (დიდი ბრიტანეთი) საზღვარზე, შეთანხმება დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვის თაობაზე და ა.შ.
გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის შეფასებით დიდმა ბრიტანეთმა უნდა გადაიხადოს 60 მილიარდ ევრომდე (70 მილიარდი აშშ დოლარი). საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2016 წელს დიდი ბრიტანეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა შეადგინა 2,629,188 მლნ. აშშ დოლარი. შესაბამისად, გადასახდელად დასახელებული თანხა წარმოადგენს ქვეყნის 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.67 %-ს. გასაკვირი არ არის, რომ დღევანდელი მდგომარეობით დიდი ბრიტანეთი ამ ვალს, ყოველ შემთხვევაში, ამ მოცულობით, არ აღიარებს. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ამ საკითხის შეთანხმება მხარეებისგან დიდ რესურსს მოითხოვს. არადა დიდწილად ამ საკითხზეა დამოკიდებული ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ შეთანხმებული მანდატის დაშვება. როგორც აღვნიშნეთ, ეს ფინანსური ხასიათის საკითხია და, მით უმეტეს, საჭიროებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა სრულ კონსენსუსს.
იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებული აღნიშნული მოლაპარაკების შედეგზე და თავიდან ავიცილოთ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობების სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებული ყოველგვარი გაურკვევლობა, საჭიროა მოქმედება. საქართველოს ინტერესებზე უშუალოდ ახდენს გავლენას ვითარება, რომელიც ჩამოყალიბდა Brexit-ის გაფორმების მოლოდინში.
სამართლებრივი ვაკუუმის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, თუ აქამდე არ დაწყებულა, კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ასევე საერთოდ ორმხრივ სახელშეკრულებო - სამართლებრივ ბაზის თაობაზე.
ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გამოსავალი შეიძლება იყოს ორივე მხარის მიერ ევროკავშირი-საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების (Association Agreementbetween the European Union and the European Atomic Energy Community and their Member States, of the one part, and Georgia, of the other part) მიმართ სამართალმემკვიდრეობის აღიარება. 1978 წლის ხელშეკრულებების მიმართ სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობის შესახებ ვენის კონვენცია (Vienna Convention on succession of states in respect of Treaties, Vienna, 23 August 1978) მოიცავს ამისათვის საჭირო ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმს. ის გარემოება, რომ დიდი ბრიტანეთი და საქართველო არ არიან ამ კონვენციის მონაწილეები, არ იქნება დაბრკოლება პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ხოლო შეთანხმების გაფორმება შეიძლება ძალიან მარტივად მოხერხდეს - დიპლომატიური ნოტების გაცვლით.
თემატური პოსტები
- ბლოგი მალე დაემატება
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების თაობაზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროპის პოლიტიკური მომავალი
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შარიათის პატრული ყაბარდო-ბალყარეთში: მზარდი ტენდენცია თუ ადგილობრივი კონფლიქტი?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- ბაიდენის თავსატეხი
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- თურქეთის კავკასიური პოლიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლო დაძაბულობის ფონზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- 10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- აშშ-ის შუალედური არჩევნები: შედეგები და მნიშვნელობა
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- ვის ეხმარება რუსეთი?
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტი და მისი შედეგები
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და „ქანქარას კანონი“
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე