რონდელის ბლოგი
რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფოდნის უფროსი მენციერ-თანამშრომელი
საქართველო იბრძვის საკუთარი სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. მის სახელმწიფოებრიობას ჰყავს მხოლოდ ერთი მტერი და ეს არის რუსეთი. ეს იმდენად ნათელი ჭეშმარიტებაა, რომ მისი უგულებელყოფა სახიფათოა პროფისიული ავტორიტეტისთვის. უკვე გასაგებია, რომ ევროპული, დემოკრატიული, ეკონომიკურად განვითარებული და წარმატებული საქართველო არ შედის რუსეთის ინტერესებში. უფრო მეტიც, იგი ხიფათს უქმნის რუსეთის იმპერიული ხასიათის ინტერესებს რეგიონში. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიეთობებში შექმნილი ვითარება არის კრემლის საგარეო პოლიტიკის შედეგის უფრო ფართო სურათის ნაწილი, რის გამოც რუსეთს უპირისპირდება მთელი ცივილიზებული სამყარო.
ამიტომ არ უნდა მოვიტყუოთ თავი ილუზიებით. ნიანგს, რომელიც ცდილობს მოგაჭამოს ფეხი, არ უნდა მიანდო საკუთარი თავის გადარჩენა. ის თუ წყლიდან ამოსვლაში ან ხანძრის ჩაქრობაში დაგეხმარება, მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე ფეხიც მოგაჭამოს. ეს - წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით, მორალურ და ეთიკურ სტანდარტებზე არ ვლაპარაკობ, ამაზე უკვე ბევრი ითქვა.
ამ ერთადერთ შეუნიღბავ მტერთან ბრძოლაში ჩვენ ყველა ძალა უნდა მოვიხმოთ, ყველა რესურსი გამოვიყენოთ. უნდა ავამოქმედოთ ყველა შესაძლებლობა და მოვიძიოთ ახალი - ნებისმიერი ფორმატითა და მიმართულებით.
საქართველოს არ გააჩნია ბევრი ბერკეტი, რუსეთს ხელი რომ შეუშალოს საოკუპაციო პოლიტიკის წარმოებაში. ამ მიმართულებით ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, აქ წვრილმანები არ არსებობს.
ასეთი დამატებითი რესურსია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დაფუძნებული ე.წ. დიპლომატიური მისიების მუშაობაზე დაკვირვება და კონტრსაქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი დიპლომატიური არხებით..
რუსეთის საგარეო საქმეთა ვებგვერდს თუ დავუჯერებთ, დღეს საქართველოში ორმოცი რუსი დიპლომატი მოღვაწეობს, აქედან სამართლებრივი სტატუსი აქვს რვას, ისინი იმყოფებიან თბილისში და არიან საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომლები (https://georgia.mid.ru): საქციის ხელმძღვანელი, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, ორი პირველი მდივანი, ერთი მეორე მდივანი და სამი ატაშე. ქართული საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული სექციის დიპლომატების საქმიანობის შესახებ გარდა იმისა, რომ რუსეთის ვიზების მიღება დაკავშირებულია რთულ, დამქანცველ პროცედურებთან და საეჭვო გარიგებებთან. ასევე დიდი ეჭვია, რომ სინამდვილეში სექციის თანამშრომლების პატაკების მისამართია არა საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.
თბილისში მოღვაწე ხსენებული პატივცემული დიპლომატების გარდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გვყავს კიდევ 32 შემოპარული რუსი დიპლომატი: ორი ელჩი, ორი მრჩეველი დესპანი, თორმეტი მრჩეველი, ექვსი პირველი მდივანი, ხუთი მესამე მდივანი და ხუთი ატაშე. შთამბეჭდავი შემადგენლობაა, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. მოკლედ, დიდ პატივში ვართ (http://www.abkhazia.mid.ru/index.html და https://rfsosetia.mid.ru).
საქართველოს ტერიტორიაზე ყველა არალეგალურად მომუშავე რუსი დიპლომატი უნდა ავიყვანოთ მკაცრ კონტროლზე. უნდა ვიცოდეთ მათი სახელები, გვარები, ბიოგრაფიები და პროფესიული ინტერესების სფეროები. უნდა ვაკვირდებოდეთ, ვინ მუშაობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფუძნებულ ე.წ. საელჩოებში - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ამ საქმიანობის მთავარი მიზანია გავუჩინოთ რუს დიპლომატებს მყარი განცდა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მუშაობა სახიფათოა მათი კარიერული ზრდისთვის, რადგან მათ შეეზღუდებათ საზღვარგარეთ მუშაობის პერსპექტივა. შესაბამისად, რუს დიპლომატებს უნდა დაეკარგოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობის ხალისი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე შევქმნათ სპეციალური ფანჯარა, სადაც იქნება განთავსებული ინფორმაცია რუს დიპლომატებზე, პირობითი სათაურით - „დიპლომატები, რომლებსაც რუსეთი - საკუთარი ქვეყანა - აიძულებს დაარღვიონ საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები“.
მათი სხვა ქვეყანაში გადაყვანის მცდელობის შემთხვევაში, საჭიროა ჩვენმა საელჩოებმა იმუშაონ ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელმწიფოსთან. მთავარი აზრი - ამ დიპლომატების აკრედიტაცია ნიშნავს ირიბად ოკუპირებული რეგიონების აღიარებას. ასეთი ქმედებები უნდა გახდეს არაღიარების პოლიტიკის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი.
რუსეთის ელჩი აფხაზეთში, ბატონი სემიონ გრიგორიევი ა.წ. აგვისტოში იმყოფებოდა თურქეთში და იქ შეხვედრებს ატარებდა. საინტერესოა, იცოდა თუ არა ამის თაობაზე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ? ვთხოვეთ თუ არა თურქეთის ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევით დაფუძნებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს და, მით უმეტეს, „დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს“ არ მისცენ თურქეთის საზღვრის გადაკვეთის უფლება, თუნდაც დიპლომატიური პასპორტის გამოყენებით, როგორც ოფიციალურ პირს? გაიფორმოს სამოქალაქო პასპორტი და იმოგზაუროს, როგორც კერძო პირმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოს გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ბრძანა, რომ ამ შენობაში რუს დიპლომატებს ექნებათ მუშაობის კომფორტული პირობები. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს კომფორტული პირობები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომუშავე რუს დიპლომატებს მომავალში შეექმნათ მხოლოდ ნიკარაგუაში, ვენესუელასა და ნაურუში.
ელბრუს კარგიევი იყო რუსეთის ფედერაციის პირველი ე.წ. ელჩი ცხინვალის რეგიონში. თოთხმეტწლიანი დიპლომატიური კარიერა ბატონმა კარგიევმა დაასრულა ჯამბაზური ელჩობით ოკუპირებულ სამაჩაბლოში. რუსეთის დახმარებით ოკუპირებულ რეგიონში კარგად მოკალათებული, იგი თითქმის ცხრა წელიწადი არაფერში იღებდა ხელფასს მყარ ვალუტაში. შემდეგაც გაუმართლა - „დამსახურებულ პენსიაში“ გაუშვეს, რითაც ჩამოაცილეს ქართულ დიპლომატიას მის პროფესიონალურ მომავალზე ზრუნვის აუცილებლობა.
მარატ კულახმეტოვს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. მისმა „სამშვიდობო“ საქმიანობამ, რაც გამოიხატებოდა კონფლიქტის აქტიურ ფაზაში გადაყვანის მიზნით მთელი რიგი კარგად ორგანიზებული პროვოკაციების დაგეგმვა-განხორციელებაში, მიაღწია მიზანს - 21-ე საუკუნეში ევროპის ტერიტორიაზე პირველი ომი გაჩაღდა. ე.წ. სამშვიდობო ძალების მეთაურის ფუნქციების შესრულების უუნარობისა და წოდების დისკრედიტაციისთვის ნორმალურ ქვეყანაში მას, როგორც მინიმუმ, დასჯიდენ, რუსეთში კი საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლად დანიშნეს. იმიტომ ხომ არა, რომ კარგად შეასრულა კრემლში შემუშავებული ომის პროვოცირების გეგმა ან, უფრო სწორად, გეგმის ნაწილი?
სემიონ გრიგორიევი 1983 წლიდან მუშაობდა საბჭოთა კავშირის დიპლომატიურ სამსახურში, ძირითადად, ავღანეთისა და ირანის მიმართულებით. როდესაც მოსკოვში ელჩად ვმუშაობდი, ბატონი გრიგორიევი იყო დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და, საელჩოს თანამშრომლების შეფასებით, იყო ერთ-ერთი კვალიფიცირებული და გაწონასწორებული დიპლომატი, რომელთანაც შეიძლებოდა საუბარი. მაგრამ ახლა ეს არაფერს ნიშნავს. ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობის დაკავებაზე თანხმობით მან შეიზღუდა პროფესიონალური ზრდის პერსპექტივები. მხოლოდ კარაკასი, მანაგუა ან ნაურუს დედაქალაქი, თუ ასეთი არსებობს. ამაზე ახლა ქართულმა დიპლომატიამ უნდა იზრუნოს. როგორც ამბობენ - nothing personal, just business.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტი და მისი შედეგები
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და „ქანქარას კანონი“
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე