რონდელის ბლოგი
რა ელით გალელებს?
ავტორი: შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ვინც აფხაზეთის ახალ ამბებს თვალ-ყურს ადევნებს, აუცილებლად შენიშნავდა ერთ გარემოებას - პოლიტიკური და ეკონომიკური ახალი ამბები თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა კრიმინალურმა. სათაურებს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ მთავარი თემები ოკუპირებულ რეგიონში ქურდული სამყაროს წევრებს შორის გავლენის გადანაწილება, თანამდებობის პირებისა და მათი ახლობლების მიერ ჩადენილი დანაშაული და ე.წ. სამართალდამცავების მხრიდან ამ მოვლენებზე უსუსური რეაგირებაა. ამის გამო რამდენიმე დღის წინ ხაჯიმბამ შინაგან საქმეთა მინისტრიც კი შეცვალა.
დანაშაულის ზრდა, ზოგადად, ყველგან ცუდი ამბავია, მაგრამ ორმაგად უფრო ცუდია, როდესაც ეს ხდება რეგიონში, რომლის მთავარი შემოსავალიც ტურიზმია. ის, რომ წლევანდელი ტურისტული სეზონი წარუმატებელი იყო, არავისთვისაა საიდუმლო. როცა აფხაზეთზე ვლაპარაკობთ, ზუსტი ციფრების მოყვანა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვან კლებას თავად აფხაზეთის „ხელისუფლებაც“ აღიარებს, რომელიც წლების მანძილზე მუდმივად ამაყობდა „მილიონზე მეტი რუსი ტურისტით“. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ, დანაშაულის გარდა, ტურისტების რაოდენობის კლებაზე რუსი დამსვენებლებისთვის თურქეთის კურორტების გახსნამ და ზაფხულის დასაწყისის ცუდმა ამინდმაც იმოქმედა.
დიდი პრობლემაა აფხაზეთის ეკონომიკის მეორე მთავარ დარგში - სოფლის მეურნეობაში. აზიურმა ფაროსანამ, როგორც მინიმუმ, ისეთივე ზარალი მიაყენა აფხაზეთის სავარგულებს, როგორც სამეგრელოსას. მავნებელთან ბრძოლაში სოხუმის „ხელისუფლების“ ერთადერთი წარმატება ჯერჯერობით სპეციალური კომისიის შექმნა იყო.
კრიმინალის ზრდაც, ფაროსანაც და ტურისტების შემცირებაც, ცხადია, დროებითი პრობლემებია, რომელთა გადაჭრაც ეფექტურმა ხელისუფლებამ ავად თუ კარგად უნდა მოახერხოს, თუმცა სოხუმის მთავარი პრობლემა ისაა, რომ სწორედ ხელისუფლებაა მძიმე კრიზისში.
ტურისტების რაოდენობისა არ იყოს, აფხაზური „ხელისუფლების“ რეიტინგის ზუსტად გაზომვაც შეუძლებელია, მაგრამ ყველა არსებული წყარო ლაპარაკობს იმაზე, რომ ხაჯიმბას რეიტინგი და გავლენა კატასტროფულად დაიცა. ფაქტობრივად, აფხაზეთში სამი პარალელური ხელისუფლება ჩამოყალიბდა: ხაჯიმბა და მისი „მთავრობა“, რუსები, რომლებმაც უკვე ფაქტობრივად დაასრულეს აფხაზეთში პარალელური სპეცსამსახურის შექმნა და კანონიერი ქურდები, რომლებიც ტრადიციულად პირველები სარგებლობენ ფორმალური ხელისუფლების დეფიციტით.
ამ ყველაფერს ემატება მუდმივად არსებული, მაგრამ ბოლო ხანს განსაკუთრებით გამწვავებული სოციალური პრობლემები: ჯანდაცვის სისტემის ფაქტობრივი არარსებობა, რაც ყოველწლიურად ასობით აფხაზს აიძულებს სამედიცინო დახმარება სხვაგან, დანარჩენ საქართველოში, ეძებოს; ნარკომანია, რომელმაც კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია; ძალიან სუსტი განათლების სისტემა.
მოკლედ, ის, რითაც ქართველი პოლიტიკოსები აშინებენ ხოლმე საზოგადოებას: „90-იან წლებში დაბრუნება“ - მართლაც ხდება ჩვენს თვალწინ, ოღონდ ენგურს გაღმა, აფხაზეთში (ნეტა შეიძლებოდეს რუსეთთან დაახლოებაზე მეოცნებე ქართველებს აფხაზეთში ექსკურსია მოუწყო, რომ თავისი თვალით ნახონ, რა შედეგით მთავრდება რუსეთის „მფარველობა“!).
კრიზისს კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის ის გარემოება, რომ აფხაზების წარმოდგენაში ყველაფერი სულ სხვაგვარად უნდა ყოფილიყო: 2008 წელს, რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ, აფხაზები მოელოდნენ საერთაშორისო აღიარებას, ტურსიტების ულევ ნაკადს, ინვესტიციებს, კეთილდღეობას. ყველაფერი კი პირიქით მოხდა. ახლა უკვე იმის თქმაც ძნელია, რა უნდა შეიცვალოს, რომ ვითარება გამოსწორდეს. მით უმეტეს, რომ „ხელისუფლების“ ცვლილება სულ უფრო ნაკლებადაა დამოკიდებული აფხაზურ საზოგადოებაზე. ცვლილება უნდა მოიწონოს მოსკოვმაც, რომლის დღის წესრიგი სულ არა აუციელებელი აფხაზური საზოგადოებისას ემთხვეოდეს.
აფხაზურმა კრიზისმა დებატები გამოიწვია ენგურს აქეთაც: რა უნდა გააკეთოს საქართველომ. ერთი მხარე ამტკიცებს, რომ ახლა, როდესაც აფხაზები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან ერთად მათი მომავალი ბუნდოვანია, თბილისმა მაქსიმალური კეთილგანწყობა უნდა გამოიჩინოს „აფხაზი ძმების“ მიმართ, რაც, ერთი მხრივ, ენგურს იქით მზარდი ფინანსური ნაკადების მიმართვაში, მეორე მხრივ კი, ჩვენი მხრიდან აფხაზებისათვის დაწესებული საერთაშორისო ბლოკადის მოხსნაში უნდა გამოიხატოს, რათა აფხაზებმა დროთა განმავლობაში დაინახონ, თუ ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი. მეორე მხარე კი ამტკიცებს, რომ ახლა განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს საქართველოს პოლიტიკა, სამედიცინო დახმარების პროგრამის გაუქმების ჩათვლითაც კი, რათა აფხაზებმა ბოლომდე გაიგონ საკუთარი არჩევანის გემო.
ეს დებატები ძალიან საჭიროა და ორივე მხარეს აქვს თავისი არგუმენტები, თუმცა ჩემი აზრით, ჩვენ ბევრად უფრო მძიმე და სასწრაფო პრობლემა გვიდგას - გალის საკითხი.
რაც უფრო მწვავდება კრიზისი სოხუმში, მით უფრო ნაკლებად ითმენს აფხაზური საზოგადოება და „ხელისუფლება“ გალელებს. ჯერ პასპორტები და მასთან ერთად ხმის უფლება ჩამოართვეს, შემდეგ - მშობლიურ ენაზე განათლების ბოლო ნარჩენები, შემდეგ ქართული პასპორტების ჩაბარება მოსთხოვეს, ახლა უბიძგებენ, რომ ქართველის ნაცვლად, პასპორტში ეროვნება „აფხაზი“ ჩაწერონ. ბოლო ცვლილებებით კი, გალის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ზუგდიდსა და გალს შორის სეზონურად მიგრირებს, აფხაზეთში ყოფნის უფლებას ართმევენ.
გალელი ქართველები (სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მათი რაოდენობა 40-50 ათასამდეა) ორმხრივი წნეხის ქვეშ მოექცნენ - როგორც აფხაზების, ისე რუსების მხრიდან.
ისტორია გვასწავლის, რომ კრიზისში მყოფი საზოგადოებისათვის ეთნიკური უმცირესობები მთავარი სამიზნე ხდება. რაც უფრო ცუდად მისდით აფხაზებს საქმე, მით უფრო ძლიერდება ზეწოლა ქართულ უმცირესობაზე, რომელიც იქამდეც, ფაქტობრივად, აპარტეიდის რეჟიმში ცხოვრობდა.
რუსებიც სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას გალელების ეტაპობრივ გამოდევნაში: ჯერ ერთი იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივი გარე საზღვრის გადმოტანა ფსოუდან ენგურზე მათი დეკლარირებული პოლიტიკის ნაწილია. გალელი ქართველების მეტ-ნაკლებად თავისუფალი მიმოსვლა ენგურზე პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ პოლიტიკას. მეორეც, ძლიერი და კონსოლიდირებული აფხაზური საზოგადოების პირობებში რუსეთი კიდევ აიტანდა აფხაზეთში მნიშვნელოვანი ქართული უმცირესობის არსებობას, კონსოლიდაციის შემთხვევაში კი, რუსებისათვის ქართული უმცირესობა პოტენციური საფრთხეა. თანაც, აფხაზური კრიზისი გამო მათი უნარი და სურვილი, მოახდინონ ქართველების ასიმილირება, მნიშვნელოვნად იკლებს. რატომ შემოღობა რუსეთმა „სამხრეთ ოსეთი“? ალბათ იმიტომ, რომ ჩათვალა, რომ პატარა და სუსტი ოსური საზოგადოება ვერ გაუძლებდა ქართველების მხრიდან სოციალურ თუ დემოგრაფიულ ზეწოლას. იგივე ლოგიკა მოქმედებს დღეს გალთან დაკავშირებით.
პროგნოზის გაკეთება, როდის, რამდენად ჩქარა და რამდენ ადამიანს გამოდევნიან, შეუძლებელია, თუმცა ის, რომ როგორც საოკუპაციო ხელისუფლება, ისე აფხაზები შეეცდებიან შეამცირონ გალში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა, სავარაუდოა.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ოკუპირებული აფხაზეთი: კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ – მომხრეები და მოწინააღმდეგეები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- აფხაზეთში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე