რონდელის ბლოგი
რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
დღევანდელი „დიდი შვიდეული“ თავდაპირველად დაფუძნებული იყო ექვსი სახელმწიფოს ერთ ჯგუფში გაერთიანებით (აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია) და მხოლოდ 1977 წლიდან, კანადის მიერთების შემდეგ გვევლინება შვიდეულის ჯგუფად.
1997 წელს შვიდეულის ჯგუფმა კარი გაუხსნა რუსეთს და გაერთიანება რვიანის ჯგუფად გარდაიქმნა. ეს მოხდა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ კრემლის აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, რაც აშკარად ვერ ეთავსებოდა საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სისტემას.
დიდი შვიდეულის წევრებს მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდათ ილუზია, რომ შესაძლებელი იყო რუსეთის ინტეგრირება დასავლეთის ფასეულობათა სისტემაში, რაც თავისთავად წაადგებოდა რუსეთის სამეზობლო სივრცესაც. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია. ამის მიუხედავად, რუსეთი დარჩა რვიანის ჯგუფის (ან როგორც ასევე უწოდებენ, დიდ რვიანის/შვიდიანის) ფორმატში და მხოლოდ 2014 წლის მარტში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული ომის შემდეგ, გარიცხეს იგი ამ ფორმატიდან. ამრიგად, დღეს აღდგა შვიდეულის ჯგუფის სტატუს-კვო.
შვიდეულის ჯგუფი წარმოადგენს მსოფლიოში მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველაზე გავლენიან ფორმატს. მასში წარმოდგენილია გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან სამი (გარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციისა). 2018 წლის აპრილის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, შვიდეულის ჯგუფის ჯამური შიდა ეროვნული პროდუქტი თითქმის 40 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც მსოფლიოს შესაბამისი მაჩვენებლის თითქმის ნახევარია (წყარო: http://www.imf.org/external/pubs/ft/weo/2018/01/weodata/weorept.aspx). შვიდეულის ჯგუფის გადაწყვეტილებები დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაზე და ამდენად, ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მისი ინტერესები დაცულია შვიდეულის ჯგუფის დოკუმენტებში.
2018 წლის 14 მაისს გამოქვეყნებულ ჩემს ბლოგში „რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?“ გამოვთქვამდით იმედს, რომ შარლევუას დოკუმენტში საქართველოს ინტერესები ჯეროვნად იქნებოდა დაცული. ამისათვის ხელი ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრის ვიზიტსაც უნდა შეეწყო, რომელიც 2018 წლის 20-25 მაისს გაიმართა.
სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. შარლევუას რვიანის ჯგუფის სამიტის კომუნიკეში ლაპარაკია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, მათ შორის სამეზობლოში, გამოხატულია უკრაინის მხარდაჭერა და არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები საქართველო და მისი პრობლემები მოსკოვთან. თითქოს საქართველო არ ყოფილიყოს რუსეთის მეზობელი ან ამ უკანასკნელს არ დაეპყროს ჩვენი ტერიტორიის 20%.
დოკუმენტის მე-17 პუნქტში ვკითხულობთ:
17. „...ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ ყირიმის უკანონო ანექსიას და კვლავაც ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი ვალდებულებისა, რომ დავეხმაროთ უკრაინას დასახული ამბიციური და აუცილებელი რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში. ვადასტურებთ, რომ სანქციების გაგრძელება პირდაპირ უკავშირდება რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების თანახმად აღებული ვალდებულებების სრულ შესრულებასა და უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემას. ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს ნორმანდიის ფორმატისა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისთვის განხორციელებულ ძალისხმევას. თუ მისი ქმედებები ასე მოითხოვს, ასევე მზად ვართ მივიღოთ შეზღუდვის შემდგომი ზომები, რაც გაუზრდის რუსეთს დაკისრებულ საზღაურს. ჩვენ კვლავაც ვრჩებით რუსული სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხთა შორის კონტაქტების განვითარების მხარდამჭერად.
პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველომ დიდი მხარდაჭერა მიიღო, განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსეთის ჯარის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან გაყვანის მოთხოვნის მხარდაჭერა. 21 მაისს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს ყოველწლიური სხდომის გახსნისას სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა: „შეერთებული შტატები ცალსახად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას. რუსეთის ძალისმიერი შემოჭრა არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალნათელი დარღვევა" (წყარო: https://www.rferl.org/a/pompeo-calls-for-russian-troop-pullout-from-georgia/29240854.html).
ამ განცხადების ფონზე სავარაუდოა, რომ სახელმწიფო მდივანთან საუბრებისას შარლევუა ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლებოდა მიგვეღო სამიტის კომუნიკეს ჩვენთვის ხელსაყრელი რედაქცია, მაგალითად, ასეთი:
17. ... ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ აფხაზეთის, საქართველო, და სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ოკუპაციას, ყირიმის, უკრაინა, უკანონო ანექსიას და კვლავ ვადასტურებთ უკრაინასა და საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი ვალდებულების, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და დავეხმაროთ უკრაინას დასახული ამბიციური და აუცილებელი რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში. ვადასტურებთ, რომ სანქციების გაგრძელება პირდაპირ უკავშირდება რუსეთის მიერ 2008 წლის 16 აგვისტოს საქართველო რუსეთის ცეცხლის შეწყვეტის და მინსკის შეთანხმებების თანახმად აღებული ვალდებულებების სრულ შესრულებასა და უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემას. ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს ჟენევას ფორმატში საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესს, ასევე ნორმანდიის ფორმატსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისათვის განხორციელებულ ძალისხმევას. თუ მისი ქმედებები ასე მოითხოვს, ასევე მზად ვართ მივიღოთ შემდგომი შეზღუდვების ზომები, რაც გაუზრდის რუსეთს დაკისრებულ საზღაურს. ჩვენ კვლავაც ვრჩებით რუსული სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხთა შორის კონტაქტების განვითარების მხარდამჭერად (იტალიკით გამოვყოფთ ჩვენ მიერ შეტანილ ცვლილებებს არსებულ დოკუმენტში).
სამწუხაროდ, ყოველივე ამის გამო, სავარაუდოდ, რუსეთს გაუძლიერდებოდა განცდა, რომ საერთაშორისო სანქციების გაუქმება დაკავშირებულია მხოლოდ მის მოქმედებებთან აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს კი გაზრდის რუსეთის მოქმედების რესურსს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და, შესაბამისად, უფრო გაართულებს ჩვენს მდგომარეობას. ამგვარი ვითარება გამოსასწორებელია.
დღეს შვიდეულის ჯგუფის თავმჯდომარეობა ჩაიბარა საფრანგეთმა. შემდეგი სამიტისათვის ვითარება უნდა შეიცვალოს, რისთვისაც საჭიროა ჩვენი (ქართული) მხარის აქტიური ურთიერთქმედება უკრაინის დიპლომატიასთან და გააქტიურება შვიდეულის ჯგუფის დედაქალაქებში, განსაკუთრებით კი - პარიზში.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე