რონდელის ბლოგი
საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
ამერიკულმა სტრატეგიული კვლევების ცენტრმა StrategEast-მა წელს პირველად გამოაქვეყნა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების (რუსეთის გარდა) „დასავლეთთან დაახლოების (ვესტერნიზაციის) ინდექსი 2018“. კვლევა უნიკალურია, რადგან თუ სხვა ორგანიზაციების მიერ დღემდე მომზადებული შეფასებები ეხებოდა ამ რესპუბლიკების დასავლეთთან ინტეგრაციის ხარისხს კონკრეტულ სფეროებში, StrategEast-ის მომზადებული 176-გვერდიანი კვლევა, თავისი შინაარსით, არის ამ სფეროების შეფასების პირველი ინტეგრირებული, შეჯერებული ვარიანტი.
რამდენადაც კვლევა წარმოადგენს ამ სახის პირველ სერიოზულ ნაშრომს, მისი ავტორები მიიჩნევენ, რომ იდეალური ვერ იქნება, რომ სამომავლოდ დასახვეწი იქნება ინდექსის გამოთვლის მეთოდოლოგიაც. ამრიგად წლევანდელი ინდექსის მთავარი მიზანია აჩვენოს ძირითადი ტენდენციები და საფუძველი მოამზადოს შემდეგში დაგეგმილი დიდი, დეტალური კვლევებისთვის. წლევანდელი კვლევა მოიცავს 5 ძირითად სფეროს: პოლიტიკას, სამართლებრივ სისტემას, ეკონომიკას, ენასა და კულტურას და ცხოვრების წესს. თავის მხრივ, ყველა მათგანი ქვესფეროებად იყოფა და წარმოდგენილია მათი შეფასებაც. ითვლება თითქმის ყველაფერი: სახელისუფლებო და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ორიენტაცია, საზოგადოებრივი აზრი, კანონმდებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, ეკონომიკური და კულტურული მახასიათებლები. მაგალითად, სხვა საკითხებთან ერთად იკვლევენ და ითვლიან შესასწავლი ქვეყნის სატელევიზიო სივრცეში გაშვებული დასავლური ფილმებისა და სერიალების რაოდენობას, დასავლური ენების (ინგლისური, ფრანგული, გერმანული და ესპანური) ცოდნის დონეს, დასავლეთში (ევროპასა და აშშ-ში) ვიზიტიორთა რაოდენობას და ა.შ.
ქვეყნების შედარება
კვლევის შედეგად, საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ესტონეთს, რომელმაც 100-დან 93 ქულა მიიღო. ბოლო ადგილი კი ერგო თურქმენეთს, 17,5 ქულით. საბჭოთა კავშირის 14-მა ყოფილმა რესპუბლიკამ დასავლეთთან დაახლოების ინდექსში სხვადასხვა სფეროში მიღებული შეფასებების დაჯამების შედეგად შემდეგი ქულები მიიღო:
ქვეყნების ერთგვარი დაჯგუფება ბუნებრივად მოხდა. როგორც მოსალოდნელიც იყო, ინდექსის ლიდერები არიან ბალტიის ქვეყნები (ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია). ამ ჯგუფის ქვეყნები შეფასებულია როგორც „გულწრფელი პროდასავლელები“, რომლებმაც სრულად გაითავისეს დასავლური პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და კულტურული მოდელი.
კვლევის მიხედვით, ამას მოსდევს მეორე ე.წ. „დეკლარირებულად პროდასავლურ“ ჯგუფში შემავალი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ 3 ქვეყანა (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), რომელთა პროდასავლურად მიჩნეული პარტიები ზოგჯერ იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მათ მიერვე დასავლეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, ხშირად მათი პროდასავლურობა დეკლარირებული ხასიათისაა და იმისათვის, რომ ეს ქვეყნები მართლაც იქცნენ ჭეშმარიტ დასავლურ დემოკრატიებად კონკრეტული რეფორმების გატარება ჭირს.
დანარჩენი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები კი სერიოზულად ჩამორჩებიან ამ ორ ჯგუფს.
კვლევისას განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხზე. ამ სფეროში მაღალი და საშუალო შეფასება მიიღო ბალტიის ქვეყნების სამეულმა: ესტონეთი - 7, ლიეტუვა - 7, ლატვია - 5 და საქართველომ - 4, მაშინ როცა დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ამ კუთხით სერიოზული ჩამორჩენა აქვთ - 0,5-1,5.
კვლევის მიხედვით, რუსეთი თოთხმეტივე ქვეყანაზე ინარჩუნებს კულტურულ გავლენას, თუმცა მას სერიოზული კონკურენციას უწევს არა მხოლოდ დასავლეთი, არამედ თურქეთიც. ამ მიმართულებით მოსკოვის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტებად რუსული სატელევიზიო არხები და სოციალური ქსელებია მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ცალკეული ქვეყნების მცდელობები, შეამცირონ რუსულენოვანი კონტენტი სატელევიზიო სივრცეში, არ იწვევს დასავლური კონტენტის ავტომატურ ზრდას. ამასთან, საინტერესოა, რომ დასავლეთთან კულტურული ინტეგრაცია არ არის დამოკიდებული მხოლოდ გეოგრაფიაზე, რისი ყველაზე ნათელი მაგალითიც არის საქართველო, რომელსაც ამ სფეროშიც მეოთხე ადგილი უკავია. ეს მაშინ, როცა გეოგრაფიულად უფრო დასავლეთით მდებარე მოლდოვა (რომელმაც ჩვენზე ადრე მიიღო ვიზალიბერალიზაცია და მის ასი ათასობით მაცხოვრებელს რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს) მხოლოდ მერვე ადგილზეა და სომხეთიც კი უსწრებს.
რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებში ვიზიტიორთა რაოდენობას, აქაც ობიექტური მიზეზების გამო ბალტიელები ლიდერობენ, ხოლო მეოთხე ადგილზეა მოლდოვა - დაახლოებით 300 000 მოლდაველი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10 % ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში. მეხუთე ადგილზეა უკრაინა, რადგან ვარშავის პრეფერენცირებული პოლიტიკის გამო 1,5 მლნ. უკრაინელი მუშაობს პოლონეთში.
კვლევის საქართველოს ნაწილი
კვლევის 6 გვერდი დაეთმო საქართველოს, სადაც განხილულია ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების პროცესი, სფეროების მიხედვით, და მინიჭებული აქვს ქულები.
საქართველომ პოლიტიკის სფეროში შესაძლო 25 ქულიდან მიიღო 19,5. ამ მიმართულებით ქულები ძირითადად დაგვაკლდა იმის გამო, რომ 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში ვიყავით „ნაწილობრივ თავისუფლების“ ჯგუფში; ასევე თავისი უარყოფითი როლი ითამაშეს საქართველოს პარლამენტში ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილმა „პატრიოტთა ალიანსმა“ და „თოფაძე-მრეწველებმა“.
ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით ბევრი ქულა დააკლდა სამართლებრივი სისტემის დასავლეთთან დაახლოების სფეროში - შესაძლო 25 ქულიდან მივიღეთ მხოლოდ 14. საქართველოს ნაკლები ქულები დაეწერა როგორც ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან კონსტიტუციის შესაბამისობის მაჩვენებელის, ისე სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხის გამო.
საქართველომ ეკონომიკის დასავლეთთან დაახლოების სფეროში შესაძლო 25 ქულიდან 16 მიიღო. აქ ჩვენს ქვეყანას ქულები შესძინა იმ ფაქტმა, რომ მსოფლიო ბანკის 2018 წლის Doing Business ინდექსში საქართველომ მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო კორუფციის აღქმის ინდექსში - 44-ე. სამაგიეროდ, ნაკლები ქულები მივიღეთ დასავლური ინვესტიციების მოზიდვისა და დასავლეთთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მაჩვენებლებში.
საქართველომ დაბალი ქულა (8 შესაძლო 15-დან) მიიღო ენისა და კულტურის დასავლეთთან დაახლოების სფეროში. ქულას ქვევით სწევს 2017 წელს CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 19 % კარგად ან საშუალოდ ფლობს ინგლისურ ენას, 18 %-ს აქვს საბაზისო ცოდნა, ხოლო 63 %-ს ამ ენის საბაზისო ცოდნაც კი არ გააჩნია. კულტურის სფეროში ქულები შეგვძინა იმ ფაქტმა, რომ საქართველოს კინოთეატრებსა და სატელევიზიო სივრცეში ძირითადად დასავლური მხატვრული ფილმები გადაიცემა, ხოლო მოსახლეობის 86 % იყენებს Facebook-ს.
საქართველოს დაბალი ქულა (4,5 შესაძლო 10-დან) აქვს ცხოვრების სტილის დასავლეთთან დაახლოების სფეროშიც. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 9% გაემგზავრა ევროპაში, ხოლო 2% - აშშ-ში. თუმცა ვიზალიბერალიზაციის შემოღების შემდგომ პირველ 6 თვეში ჩვენმა 86 500-მა მოქალაქე გაემგზავრა ევროპაში. ასევე ქულები დაგვაკლდა საქართველოში შემოსული დასავლური ბრენდების რაოდენობაშიც.
დასკვნა
საერთო ჯამში, საქართველომ თოთხმეტ პოსტსაბჭოთა ქვეყანას შორის მეოთხე ადგილი დაიკავა და ერთი შეხედვით კარგია, რომ ჩვენი ჯგუფის ლიდერები ვართ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი მიზანი ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციაა (უპირველეს ყოვლისა, გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში), ცხადია, რომ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და ყველა საშუალებით უნდა გავაძლიეროთ დასავლეთთან დაახლოების პროცესი.
შემდგომი წლებისთვის დაგეგმილ კვლევებში არის სფეროები, რომლებშიც, არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს დიდი ალბათობით ქულები მოემატება (ვიზალიბერალიზაციით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდა, ევროკავშირთან ვაჭრობის მოცულობისა და დასავლური ინვესტიციების მატება და ა.შ.). მაგრამ ხუთივე ძირითად სფეროში არის მთელი რიგი საკითხებისა, სადაც გადამწყვეტი იქნება როგორც ხელისუფლების, ისე მთელი მოსახლეობის ძალისხმევა საერთო სურათის გამოსწორების მიზნით, რადგან ეს ცვლილებები, საბოლოო ჯამში, დასავლეთზე მეტად საქართველოს ინტერესებშია.
მოსალოდნელა, რომ ასეთი კვლევა/კვლევები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო პოპულარული გახდება გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ და სამეცნიერო წრეებში. ამიტომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კარგი შედეგის ჩვენება. ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენს ქვეყანას დამატებით კიდევ 20 ქულა სჭირდება ე.წ. „გულწრფელი პროდასავლელების“ ჯგუფში გადასასვლელად. შესაბამისად, დასავლეთსა და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომელი ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ამ გზაზე სწორება კი ბუნებრივად უნდა ავიღოთ ბალტიის ქვეყნებზე და გამოვიყენოთ მათი გამოცდილება. მიგვაჩნია, რომ ამ მიზნის მიღწევა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე