რონდელის ბლოგი
ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
ყარაბაღი რუსეთის ფედერაციისთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტური კერაა სამხრეთ კავკასიაში. დიდწილად სწორედ ამ კონფლიქტური კერის მეშვეობით მოახერხა მოსკოვმა სომხეთზე, განსაკუთრებით კი, ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უდიდესი გავლენის მოპოვება. ერევანში კარგად აცნობიერებენ, რომ მოსკოვის კეთილგანწყობის დაკარგვა შეიძლება მათ საკმაოდ ძვირად დაუჯდეთ და ამიტომ იძულებულიც კი არიან, რომ კრემლის ინტერესებს სერიოზულად გაუწიონ ანგარიში. შესაბამისად, არავის უკვირს, რომ სომხეთი დღემდე რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.
აზერბაიჯანში ფიქრობენ, რომ მოსკოვთან ურთიერთობების დაძაბვა სერიოზულად გაართულებს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ისედაც საკმაოდ რთულ ამოცანას. ალბათ სწორედ ამიტომ ცდილობს ბაქო თავი აარიდოს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც მოსკოვს გააღიზიანებდა. დიდწილად სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც მიუმხრობლობის პოლიტიკის სახელით არის ცნობილი.
ძნელია იმის დაჟინებით მტკიცება, რომ სომხეთს ან/და აზერბაიჯანს სხვანაირი საგარეო-პოლიტიკური კურსი ექნებოდათ ყარაბაღის კონფლიქტი რომ არ ყოფილიყო. ვერც იმას ვიტყვით, რომ ამ ქვეყნების საგარეო კურსი აუცილებლად პროდასავლური იქნებოდა. მაგრამ ერთი რამ ცხადია - ყარაბაღის კონფლიქტის არსებობა, პოლიტიკური თვალსაზრისით, გამორიცხავს სამხრეთ კავკასიის ერთიან რეგიონად ჩამოყალიბებას. შესაბამისად, სამხრეთ კავკასია, ბალტიის რეგიონისგან განსხვავებით, მხოლოდ გეოგრაფიული განზომილებაა.
დამატებით ისიც შეიძლება თქვას, რომ ყარაბაღის კონფლიქტის არსებობა ართულებს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გარდა სხვა ქვეყნების უფრო აქტიურ შემოსვლას, იქნება ეს მომიჯნავე (განსაკუთრებით ეს, რა თქმა უნდა, თურქეთს ეხება) თუ დასავლეთის ქვეყნები.
რაც შეეხება საქართველოს, მისთვის ყარაბაღი მხოლოდ ზემოხსენებული გარემოებების გამო არ არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფლიქტური კერა. მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის კონფლიქტს უშუალოდ ჩვენთან არც გეოგრაფიული და არც პოლიტიკური შეხება არ აქვს, საქართველოსთვის მისი განახლება ძალიან სერიოზულ რისკებს შეიცავს.
ჯერ ერთი, საქართველოში კომპაქტურად ცხოვრობს როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული მოსახლეობა. მეორე, ესკალაციის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოს, რომელიც რუსეთისთვის სომხეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფანია.
შესაბამისად, ჩვენთვის მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში განვითარებული პროცესები თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ მნიშვნელობას განსაკუთრებით ზრდის ყარაბაღის კონფლიქტის შესაძლო განახლების კონტექსტი.
გაზაფხულზე მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად ნიკოლ ფაშინიანის მოსვლა სომხეთის ხელისუფლების სათავეში არა მხოლოდ სომხეთისთვისაა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი მოვლენა. მაგრამ, ჩვენთვის ამ შემთხვევაშიც მთავარი ამოცანაა შეფასდეს, შესაძლებელია თუ არა ამ მოვლენამ რამენაირი გავლენა იქონიოს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციაზე.
რეალურად, მხოლოდ სამ აქტორს აქვს ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციისთვის საკმარისი პოლიტიკური თუ მატერიალური რესურსები. ესენი არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი. ცხადია, პოლიტიკურ თუ მატერიალურ რესურსებთან ერთად მნიშვნელოვანია დროის მოცემულ მონაკვეთში ამ აქტორების შესაძლო კონკრეტული ინტერესი ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციის მიმართ, რომელიც მათ შეიძლება გარკვეული გარემოებების გამო გაეზარდოთ ან პირიქით, შეუმცირდეთ. შესაბამისად, ჩვენც სწორედ ამ კონკრეტული ინტერესის შეფასებას შევეცდებით.
სომხეთის ხელისუფლება
ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის კონტექსტში სომხეთის ხელისუფლება ძირითადად ორი საკითხით უნდა იყო დაინტერესებული. პირველი, 2016 წლის აპრილში ყარაბაღში ესკალაციის შემდეგად დაკარგულ მცირე ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნება, რაც სავარაუდოდ გაამყარებს მის პოზიციებს შიდა პოლიტიკაში. მეორე, სიტუაციის ესკალაციით ყარაბაღის საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოქმედებების ესკალაცია გაუმართლებელ რისკებს შეიცავს, პირველ რიგში, თავად სომხეთის ხელისუფლებისთვის. უფრო მეტი სიცხადისთვის მცირე დეტალების მოყვანაც კი საკმარისია.
2016 წლის ესკალაციის დროს დაკარგულ ტერიტორიებზე, ცხადია, პასუხისმგებლობა ფაშინიანის წინამორბედს - სერჟ სარგსიანს ეკისრება. ფაშინიანი სარგსიანის პოლიტიკური მემკვიდრე არ არის, შესაბამისად, ზემოხსენებული პასუხისმგებლობისგან იგი თავისუფალია. ისედაც, ფაშინიანი ფართო მასების მხარდაჭერით მოვიდა სულ ცოტა ხნის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე და საერთოდ არ სჭირდება საკუთარი პოზიციების ხელოვნურად გამყარება.
რაც შეეხება ყარაბაღის საერთაშორისო აღიარებას, ეს კიდევ უფრო რთული საკითხია. ამ სირთულეს სომხეთის მმართველი ელიტა ყოველთვის კარგად აცნობიერებდა და შეიძლება სწორედ ამიტომ სომხეთს ყარაბაღის დამოუკიდებლობა დღემდე არ უღიარებია.
ზემოხსენებულის გარეშეც ცხადია, რომ სომხეთის ახალ ხელისუფლებას ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის არავითარი ინტერესი არ გააჩნია. მას ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი კორუფციასთან ბრძოლასა და ქვეყანაში წესრიგის დამყარებაზე აქვს გადატანილი, რაც სავსებით გამართლებულ პოლიტიკად უნდა ჩაითვალოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლება
ა.წ. 2 ივლისს აზერბაიჯანში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელშიც 20 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 120-მდე ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, ასევე 200-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი მონაწილეობდა.
წვრთნების დაწყებამდე, ა.წ. 30 ივნისს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალები მზად არიან ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადასაწყვეტად, თუკი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა დროში გახანგრძლივდება.
მანამდე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოფიციალურ გვერდზე ტვიტერში შემდეგი შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა: „მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ადასტურებს, რომ საერთაშორისო სამართალი არ მოქმედებს. ასე რომ არ იყოს, აზერბაიჯანის ტერიტორიები დიდი ხანია განთავისუფლებოდა დამპყრობლისგან“.
ცხადია, რომ ზემოხსენებულ წვრთნებს მოჰყვა სპეკულაციები აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყების თაობაზე, თუმცა მალევე ჩაცხრა. წვრთნებთან დაკავშირებით თავად სომხეთის სამხედრო ძალების გენშტაბმა გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ სამხედრო მოქმედებების პირდაპირი საფრთხე არ არსებობდა.
საერთოდაც, აზერბაიჯანში, რომლის სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიგა პროდუქტის 3%-ს შეადგენს და სამჯერ აჭარბებს სომხეთის სამხედრო ბიუჯეტს, მსგავსი მასშტაბის წვრთნები ხშირი მოვლენაა. ისევე, როგორც აზერბაიჯანის პირველი პირები ხშირად აკეთებენ ხოლმე ზემოხსენებულის მსგავს განცხადებებს.
რეალურად, აზერბაიჯანის ხელისუფლებაც კარგად აცნობიერებს სამხედრო მოქმედებების დაწყების რისკს, რადგან იცის, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება. ამავე დროს, კარგად იცის ისიც, რომ შესაძლო სამხედრო წარუმატებლობისთვის საკმაოდ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
შესაბამისად, ზოგადად გასაგებია, რომ აზერბაიჯანი ზრდის საკუთარ პოტენციალს და არ გამორიცხავს ძალის გამოყენებით საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თუმცა, ამ ეტაპზე, არ არსებობს არც ერთი მკაფიო ინდიკატორი იმის დასამტკიცებლად, რომ სომხეთში ხელისუფლების ცვლილების გამო აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენების ინტერესი გაზრდილია.
რუსეთის ხელისუფლება
დასაწყისში უკვე აღვნიშნეთ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ყარაბაღის კონფლიქტის ამ ფორმით არსებობა და, შესაბამისად, სტატუს-კვოს არსებითი შეცვლა მის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ამავე დროს, რუსეთისთვის დიდი მიღწევა იქნება, თუ აზერბაიჯანს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე დაითანხმებს. ამისათვის კი ერთ-ერთი გზაა ყარაბაღისა და სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის 7 რაიონის თაობაზე გარიგების მიღწევა. ამ გარიგების მისაღწევად არსებული სტატუს-კვოს მცირედით, აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეცვლა შესაძლოა მოსკოვის ინტერესებში შედიოდეს.
თუმცა, ობიექტურად, ასეთი გარიგება ძალიან რთულია. რაც არ უნდა მიღოს აზერბაიჯანმა, მას მაინც მიუწევს რაღაცის (სულ მცირე, ყარაბაღის) დათმობა, რისთვისაც აზერბაიჯანული საზოგადოება აშკარად არ არის მზად. ამასთან, არც სომხური საზოგადოებაა მზად აზერბაიჯანისთვის თუნდაც ოკუპირებული რაიონების დასაბრუნებლად.
რუსეთისთვის რჩება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ, ხავერდოვანი რევოლუციის გზით სომხეთის ხელისუფლების სათავეში მოსული ფაშინიანი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, რუსეთში დიდად გულზე არ ეხატებათ. ამის დასადასტურებლად ორიოდე მაგალითის მოყვანაც კი საკმარისია. კერძოდ, სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის ფონზე, ცნობილმა ტელეწამყვანმა, რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ პრეს-მდივანმა მიხეილ ლეონტიევმა იმდენად შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა სომეხი ხალხის მიმართ, რომ მას შემდგომში ბოდიშის მოხდაც კი მოუწია. რაც შეეხება კიდევ ერთ ცნობილ ტელეწამყვანს, მაქსიმ შევჩენკოს, მან საერთოდ ასადის რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. აღიარება სომხური ლობის მიზანმიმართული საქმიანობის შედეგად გამოაცხადა, რაც, მისი შეფასებით, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების ჩაშლას ისახავს მიზნად.
უნდა ითქვას, რომ ლეონტიევის და შევჩენკოს აბსურდული და ზღვარგადასული განცხადებები გამონაკლისს არ წარმოადგენენ. ისინი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ანტისომხური ისტერიისა, რომელიც რუსეთის ე.წ. საექსპერტო წრეებში ფაშინიანის ხელისუფლების სათავეში მოსვლას მოჰყვა.
უნდა ითქვას ისიც, რომ საქმე არც ფაშინიანშია. კონსპირაციის თეორიით შეპყრობილ რუსეთის ისტებლიშმენტს ტრადიციულად ძალზე აშფოთებს ხავერდოვანი რევოლუციის ფენომენი. საქმე, პრინციპში, არც მხოლოდ კონსპირაციის თეორიით შეპყრობაშია. როგორც ჩანს, რუსები სხვებზე უკეთ აცნობიერებენ, თუ რამდენად მოწყვლადია რუსეთში არსებული „მტკიცე“ შიდაპოლიტიკური სტაბილურობა.
შესაბამისად, მოსკოვი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად შექმნილი ახალი პოლიტიკური სიტუაცია სომხეთში კრახით დასრულდეს. სწორედ ამიტომ არ უნდა გამოირიცხოს შეზღუდული მასშტაბების ესკალაციის ხელშეწყობა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, რომლის მთავარი მიზანი ფაშინიანის ხელისუფლების ქმედითუუნარობის დაფიქსირება იქნება, შემდგომში მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილების მიზნით.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- მოახლოებული ზამთრის ენერგოკრიზისი ევროპაში: შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს კონტინენტის მძლავრი ენერგომომმარაგებელი გახდეს?
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება და მისი პოტენციური შედეგები რეგიონისთვის
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- რას ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- სომხეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია: ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი?
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კავკასიაში: ვის ირჩევს სომხეთი და აზერბაიჯანი
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- აფხაზეთში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე