რონდელის ბლოგი
საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
სავაჭრო ბალანსის მნიშვნელოვანი დეფიციტი რჩება ქვეყნის მთავარ მაკროეკონომიკურ გამოწვევად. მისი გაჯანსაღების პერსპექტიული მიმართულებაა ელექტროენერგიის ექსპორტი. 2010 წელს ელექტროენერგიის ნეტო ექსპორტმა $ 23.5 მლნ. შეადგენდა და შევიდა ექსპორტის უმსხვილესი პოზიციების სიაში. შემდეგ წლებში ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, არ გამყარდა. 2016 იყო ბოლო წელი, როდესაც საქართველოს უმნიშვნელო, სულ $ 0.5 მლნ., მაგრამ ელექტროენერგიით ვაჭრობაში დადებითი სალდო ჰქონდა. 2017-ში საქართველომ რეკორდული ოდენობის ელექტროენერგია შეიძინა, დაახლოებით იგივე მდგომარეობა იქნება წელსაც.
საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით ($ მლნ.)
|
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018,8 თვე |
ექსპორტი |
36.5 |
32.6 |
18.6 |
14.0 |
29.5 |
26.0 |
22.3 |
18.2 |
19,0 |
იმპორტი |
13.0 |
24.4 |
32.5 |
30.3 |
51.0 |
43.8 |
21.8 |
66.7 |
35,4 |
სალდო |
+23.5 |
+8.2 |
-13.9 |
-16.3 |
-21.5 |
-17.8 |
+0.5 |
-48.5 |
-16.4 |
საქართველოს ელექტროენერგია: წარმოება, მოხმარება და ვაჭრობა (მლნ. კვტ. სთ.)
|
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
წარმოება |
9.919,11 |
9.912,12 |
9.471,93 |
9.860,61 |
10.153,72 |
10.592,50 |
11.364,68 |
11.325,74 |
ა/ა |
მოხმარება |
8.441,12 |
9.256,57 |
9.379,39 |
9.690,21 |
10.170,13 |
10.381,78 |
11.026,65 |
11.875,30 |
ა/ა |
ექსპორტი |
1.534 |
931 |
528 |
450 |
545 |
660 |
559 |
686 |
ა/ა |
იმპორტი |
222 |
471 |
615 |
484 |
853 |
699 |
479 |
1.497 |
ა/ა |
სალდო |
+1312 |
+460 |
-87 |
-34 |
-308 |
-39 |
+80 |
-811 |
ა/ა |
2017 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, წინა წელთან შედარებით, 7.7% ით არის გაზრდილი, ხოლო 2015 წელთან შედარებით - 14.4% - ით.
ადრე ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ საქართველოში ბოლო ორ წელიწადში ელექტროენერგიის მოხმარების ნახტომისებური ზრდა დაკავშირებულია ბიტკოინების მოპოვებასთან. ცხრილებში ჩანს, რომ 2017 წელს ჩვენ რეკორდული 811 მლ. კვ. სთ. იმპორტისათვის დავხარჯეთ რეკორდულივე $48.5 მილიონი.
მსოფლიოში ყოველდღე მოიპოვება 1800 ბიტკოინი, აქედან დიდი წილი მოდის საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ ერთ კომპანიაზე - BitFury. ჯამურად კი, საქართველოზე მოდის ბიტკოინის მსოფლიო წარმოების 15%, ანუ დღეში დაახლოებით 270, ხოლო წელიწადში 100 000-მდე ბიტკოინი. გასათვალისწინებელია, რომ BitFury-ს გარდა, საქართველოში ბიტკოინს სხვა კომპანიებიც მოიპოვებენ, რისი აღრიცხვაც არ ხდება. ამასთან, საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის შექმნილია ძალზე ხელსაყრელი პირობები, ხოლო ერთი ბიტცოინის მოპოვების ფასი შეადგენს $3316. 2017 წელს ბიტკოინის ფასი ძალიან მერყეობდა, $ 967 - დან $ 13 860 - მდე, საშუალო ფასი - $ 4 128, ხოლო 2018 წელს - $ 10 166 - დან $ 7013 - მდე, საშუალო ფასი - $ 8 157.
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2017 წელს საქართველოში წარმოებულ იქნა ბიტკოინების მნიშვნელოვანი, დაახლოებით $500 მლნ. ღირებულების, რაოდენობა. დაახლოებით ამ ციფრებთან მივდივართ სხვა მარტივი გათვლებითაც: წელიწადში მსოფლიოში მოიპოვება $4 910 779 489 ღირებულობის ბიტკოინი; ხოლო ამ რაოდენობის 15%, რაც არის საქართველოს წილი ბიტკოინის მსოფლიო წარმოებაში, შეადგენს $730 მილიონს. განსხვავება აიხსნება 2017 წელს ბიტკოინის ფასის დრამატული ცვლილებებით. შედარებით ზუსტია 2017 წელს წარმოებული ბიტკოინების თვითღირებულება - დაახლოებით $ 330 მილიონი.
რა თქმა უნდა, მიღებული ციფრები შეიძლება შეიცავდეს დიდ ცდომილებას. ამის თავიდან აცილება შესაძლოა, თუ საჯარო სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი ბიტკოინის ქართველი მწარმოებლების, პირველ რიგში, კომპანია BitFury -ის, წლიური ანგარიშები.
ბიტკოინების რეალიზება ძირითადად საერთაშორისო ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით ხდება, ანუ პრაქტიკულად ეს საექსპორტო საქონელია და მისი მოცულობა დაახლოებით უნდა უტოლდებოდეს საქართველოს ექსპორტის უმსხვილეს პოზიციებს. სამწუხაროდ, ეს არ არის ასახული სტატისტიკაში.
სამაგიეროდ, სტატისტიკაში კარგად არის ასახული ელექტროენერგიით ვაჭრობის დეფიციტი. აღიარებულია, რომ ელექტროენერგიის მდგენელი ბიტკოინის წარმოების თვითღირებულებაში შეადგენს დაახლოებით 75%-ს. შესაბამისად, ქართული ბიტკოინების წარმოებას შარშან მოხმარდა $ 375 – 550 მილიონის ღირებულების ელექტროენერგია. ეს უზარმაზარი ციფრია. სხვა გათვლები გვაძლევს უფრო მოკრძალებულ შედეგს. თუ ერთი ბიტკოინის წარმოებაზე იხარჯება 300 კვ/საათი, ხოლო BitFury იხდის 1 კვ/ საათში 19.525 თეთრს, გამოდის, რომ ერთი ბიტკოინის წარმოებისთვის საჭირო ელექტროენერგია უჯდება კომპანიას 19.525 x 300 = 5857.5 ლარი, ანუ დღევანდელი კურსით - $ 2210. ეს შეადგენს ქართული ბიტკოინის თვითღირებულების ($ 3316) 67 % -ს. წელიწადში კი ეს თანხა აღწევს $ 221 მილიონს. გასაგებია, რომ ამ ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს არა მხოლოდ BitFury, არამედ ყველა ქართული კომპანია - მაინერი ერთად.
ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა მნიშვნელოვნად აღემატება შარშან ელექტროენერგიით ვაჭრობის დეფიციტს. გამოდის, რომ თუ არა ბიტკოინის წარმოებისათვის გამოყენებული ელექტროენერგია, მის იმპორტზე დახარჯული $ 48 მილიონის ნაცვლად, საქართველოს გაუჩნდებოდა დამატებითი საექსპორტო რესურსი $ 173 მილიონის ოდენობით. 2017 წელს ამ მონაცემს მხოლოდ რამდენიმე საექსპორტო პოზიცია ჯობნიდა (სპილენძის მადანი - $ 407 მილიონი, მსუბუქი ავტომობილები - $ 309 მილიონი, ფეროშენადნობები - $ 292. შედარებისათვის, ღვინის ექსპორტმა 2017 წელს მიაღწია $ 155 მილიონს.
გასაგებია, რომ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკის მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარებას, მაგრამ დღეს ბიტკოინის წარმოებას ეწირება სერიოზული საექსპორტო რესურსი, რაც ასე ესაჭიროება ქვეყანას, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მის მთავარ მაკროეკონომიკურ გამოწვევას წარმოადგენს ქრონიკული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი და ამით გამოწვეული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. თუ ამის შედეგად იქმნება უფრო ძლიერი საექსპორტო რესურსი, ამ შემთხვევაში ბიტკოინების ექსპორტის სახით, ეს უნდა იყოს ჯეროვნად აღრიცხული მაინც.
რა თქმა უნდა, ქვეყანაში სანდო ინფორმაციის წყაროების არარსებობის გამო, ამ გათვლებს გარკვეული ხარვეზები ახლავს. ამ ხარვეზების დაძლევა ადვილად შესაძლებელია ბიტკოინის მწარმოებელი კომპანიების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პირობებში. ამით უნდა იყოს დაინტერესებული ბიზნესიც. კულუარული შეთანხმებები არ უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების მოდელს და ეს არ აძლევს ხელს არც ბიზნესს და არც სახელმწიფოს. მხოლოდ გამჭვირვალობა, გასაგები თამაშის წესების ჩამოყალიბება და მათი ყველა მხარის მიერ დაცვა შეუწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას, რამაც სარგებელი უნდა მოუტანოს როგორც მეწარმეს, ისე სახელმწიფოს და მოქალაქეებს.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ომი და საქართველო
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე