რონდელის ბლოგი
ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ავტორი: კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 დეკემბერს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა საქართველოსთან „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის“ შესახებ შეთანხმების (ხელი მოეწერა 2013 წელს) რატიფიკაცია. ევროკავშირ-საქართველოს შორის „პარტნიორობა მობილურობისთვის“ დეკლარაციის (2009) ხელმომწერი ევროკავშირის წევრი 16 ქვეყნიდან საფრანგეთი არის ერთადერთი, რომელსაც გააჩნია ცირკულარული მიგრაციის ინსტიტუციონალიზებული სქემა საქართველოსთან.
აღნიშნული შეთანხმება საფრანგეთში სწავლისა და პროფესიული გამოცდილების მიღების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უზრუნველყოფს ბინადრობის დროებითი ნებართვით, გამოყოფს 500 კვოტას დასაქმებისთვის და 150 კვოტას ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. ორივე მხარე უკვე მუშაობს შეთანხმების პრაქტიკულ მხარეზე, რაც გულისხმობს საფრანგეთის შრომის ბაზრისთვის საჭირო სპეციალობების იდენტიფიცირებას, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევასა და სხვა ტექნიკურ საკითხებს.
გერმანიის მთავრობა ცალმხრივად მუშაობს კანონზე (2018 წლის ივნისში მერკელის საქართველოში ვიზიტის შემდეგ), რათა შექმნას დასაქმების ლეგალური კვოტა საქართველოდან სამუშაოდ ჩასული მიგრანტებისთვის.
ყოველწლიურად საქართველოს სამი-ოთხი ათასი მოქალაქე ცდილობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამუშაოდ დარჩენას (ძირითადად არალეგალურად). იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან „პარტნიორობა მობილურობისთვის“ დეკლაციის ხელმომწერი ეროკავშირის წევრი 16 სახელმწიფოდან თითოეული გამოყოფს წლიურ კვოტას რამდენიმე ასეული მიგრანტის ლეგალური ცირკულარული დასაქმებისთვის, მნიშვნელოვნად შემცირდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც აღნიშნულ ქვეყნებში არალეგალურად ცდილობს დარჩენას.
რა არის ცირკულარული მიგრაცია?
მიმღებ სახელმწიფოებში მიგრანტები ავსებენ შრომით ბაზარზე მიწოდების თვალსაზრისით არსებულ ხარვეზებს, ასწორებენ სტრუქტურულ დისბალანსს, ხელს უწყობენ ეკონომიკურ ზრდასა და ქმნიან დოვლათს. განვითარებადი ქვეყნებიდან ემიგრაციას ძირითადად დადებითი გავლენა აქვს სიღარიბის აღმოფხვრაზე, თუმცა მას თან ახლავს პრობლემებიც (ტვინების გადინება, „ჰოლანდიური დაავადება“).
განვითარებულ ქვეყნებში იმიგრაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული პრობლემები, მაგალითად, როგორებიცაა არალეგალური მიგრაცია, ადამიანებით ვაჭრობა და კორუფცია. ცირკულარული მიგრაცია ხელს უწყობს ამ პრობლემების მოგვარებას. მას ევროკავშირის დოკუმენტები განსაზღვრავს, როგორც „მიგრაციის ფორმას, რომელიც დადგენილია იმგვარად, რომ იძლევა ორ ქვეყანას შორის გარკვეული ხარისხის ლეგალური მობილობის შესაძლებლობას“. აღიარებულია, რომ ის ხელს უწყობს მუშა ხელის მომწოდებელი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და თავიდან არიდებს ტვინების გადინებასა და სხვა ნეგატიურ შედეგებს.
შრომითი მიგრაციის კუთხით თავად ევროკავშირის კომპეტენცია საკმაოდ შეზღუდულია. ამდენად, „პარტნიორობა მობილურობისთვის“ პროცესის მიზანია ხელი შეუწყოს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და ცირკულარული მიგრაციის სქემების განვითარებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას, ბელარუსის ჩათვლით, ხელმოწერილი აქვს მობილობის პარტნიორობა ევროკავშირთან, თუმცა მათგან ძალიან ცოტას გააჩნია ცირკულარული მიგრაციის სქემა. საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია საქართველო-ევროკავშირის „პარტნიორობა მობილურობისთვის“ დეკლარაციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, (რომლებიც გამომდინარეობს „მობილობისა და ცირკულარული მიგრაციის“ (2007) შესახებ ევროკომისიის კომუნიკაციიდან) და დიდი ხანია მზად არის აწარმოოს შემდგომი მოლაპარაკებები წევრ სახელმწიფოებთან ცირკულარული მიგრაციის სქემების შესახებ.
პარტნიორობის განვითარება მიგრაციის სფეროში
„პარტნიორობა მობილურობისთვის“ მიზნად ისახავს ლეგალური მობილობის ჩარჩოს განვითარების ხელშეწყობას ლეგალური დასაქმების „ცირკულარული და დროებით“ შრომითი მიგრაციის სქემების ჩამოყალიბებისთვის და არალეგალური მიგრაციის რისკებისა და ადამიანებით ვაჭრობის საფრთხეების შემცირებას. ევროკავშირს გააჩნია საერთო პოლიტიკა ცირკულარული მიგრაციის შესახებ, რომლის მიზნებია:
- წარმოშობის სახელმწიფოში მოქალაქეების ეფექტური დაბრუნების უზრუნველყოფა;
- ცირკულარული მიგრაციის მონიტორინგი;
- ტვინების გადინების რისკის შემცირება;
- მესამე ქვეყნებთან პარტნიორობის დამყარება;
- ცირკულარულ მიგრაციაზე ორმხრივი შეთანხმებების ხელშეწყობა;
- პოტენციურ მიგრანტებში ევროკავშირში ლეგალური სწავლისა და დასაქმების, ასევე შრომის ბაზრის მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
- ცირკულარული სერვისების, მიგრანტების თავშესაფრით უზრუნველყოფის და ა.შ. გაუმჯობესება;
- წარმოშობის ქვეყნებში მიგრანტების დაბრუნებისა და მათი რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
- ევროკავშირთან სასაზღვრო თანამშრომლობის გაუმჯობესება;
- რეადმისიის შეთანხმებების შესრულება;
- „ვიზის შესახებ დიალოგში, „თანამშრომლობის პლატფორმებში“ მონაწილეობა და საზოგადოებრივი სააგენტოების „FRONTEX”-ისა და „ETF”-ის, მხარდაჭერა.
ხსენებული „პირობებისა“ და მიზნების უმრავლესობა საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ვიზის შესახებ დიალოგისა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
რა ეტაპზეა საქართველო?
საქართველო მუშაობს შეთანხმებების, თანამშრომლობისა და პროექტების განვითარებაზე, რომელთა მიზანია ბინადრობის/სამუშაო ნებართვის კვოტების მოპოვება აღნიშნულ ქვეყნებთან და მოთხოვნა/მიწოდების შესაძლებლობების შესწავლა გამგზავნ/მიმღებ სახელმწიფოებში. საფრანგეთის გარდა რამდენიმე წევრი სახელმწიფო დათანხმდა მსგავს შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს - კერძოდ, გერმანია, პორტუგალია, საბერძნეთი, ისრაელი და ბულგარეთი. კონსულტაციები მიმდინარეობს პოლონეთთან. ახლახან საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აფასებს ევროკავშირში შრომით რესურსებზე მოთხოვნასა და საქართველოს მიერ სპეციალისტების მიწოდების პოტენციალს. თავად საქართველოში ექთნებისა და სურსათის სპეციალისტების დეფიციტია. ინჟინრებისთვის, IT სპეციალისტებისა და ტექნოლოგებისთვის კი არსებობს პოტენციალი, მაგრამ მათ ესაჭიროებათ კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ძვირადღირებულია. ხელოსნები და სატვირთო მანქანის მძღოლები კარგად პაუხობენ ცირკურალურ მიგრაციას შესაძლებლობებს ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოში. ამავე დროს, ბევრ მათგანს ესაჭიროება კვალიფიკაციის ამაღლება, თუმცა აღნიშნულ სფეროში ეს შედარებით მარტივი და ნაკლებხარჯიანია. ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო აქვეყნებს ყოველწლიურ სიას მოთხოვნადი პროფესიების შესახებ. ჩვენი პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ამ მოთხოვნებს. ზემოთ ხსენებული კვლევის მიხედვით, საქართველოდან შრომის მიწოდების პოტენციალი საუკეთესოდ შეესაბამება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, გერმანია, ბელგია, იტალია, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია. აქედან ზოგიერთ ქვეყანას ცირკურალური მიგრაციის სქემები გააჩნია, თუმცა მნიშვნელოვანია ხელისუფლებების დარწმუნება ხელი მოაწერონ საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებას.
რას გვთავაზობს „პარტნიორობა მობილურობისთვის“?
„პარტნიორობა მობილურობისთვის“ ითვალისწინებს თანამშრომლობას პოტენციურ მიგრანტებში განათლებისა და ტრენინგის გზით უნარების განვითარებისათვის; დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას დასაქმების პროექტების განვითარების გზით; უცხოეთში განვითარებული უნარების გამოყენებას; მიგრანტების დახმარებას დანაზოგების უკეთ მართვისთვის და ა.შ. საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციასა და საზღვარგარეთ მყოფი მიგრანტების მხარდაჭერაზე ზრუნავს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სამინისტრო, ინვესტიციების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. რამდენიმე წარმატებული პროექტი ხორციელდება გერმანიის, პოლონეთის, ესტონეთისა და სხვა წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით. პროექტების უმრავლესობა აჩვენებს, რომ ჯერ-ჯერ-ჯერობით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ქართველი მიგრანტების თავიანთ ბაზრებზე ლეგალურ დასაქმებაზე მეტად აინტერესებთ მათი უკან დაბრუნებისა და რეინტეგრაცის საკითხები.
მიგრანტების მობილობის ლიბერალიზაციის მიმართ ევროკავშირის მოქალაქეების ფრთხილი დამოკიდებულების გამო, ევროპული მთავრობები ცდილობენ პროცესის შენელებას. ინფორმაცია იმიგრაციის არსებობის დადებითი მხარეების შესახებ, რომელიც კარგად ცნობილია ეკონომისტებისთვის, გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის თუ ანალიტოკოსებისათვის, ნაკლებად მიეწოდებათ მოქალაქეებს. ამის საპირისპიროდ, ინფორმაცია მიგრაციის ნეგატიური გავლენის შესახებ ფართოდ არის გავრცელებული უკიდურესად მემარჯვენე/მემარცხენე პარტიების პოლიტიკოსთა დისკურში მთელი ევროპის მასშტაბით. აღნიშნული აძლიერებს პოლიტიკურ ბარიერებს ლეგალური მიგრაციის სქემების განვითარებისთვის.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან პრეფერენციების/შესაძლებლობების მისაღებად ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს საკმარისი შედეგი ჯერ არ მოუტანია. საქართველოს სჭირდება ძლიერი დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დასარწმუნებლად, რათა მოახდინონ ცირკულარული მიგრაციის ინსტიტუციონალიზაცია და დააწესონ ხელსაყრელი „კვოტები“ მათ ქვეყნებში შესვლისა და მუშაობისთვის.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ომი და საქართველო
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის
- 6 მთავარი გზავნილი ევროკავშირის 2021 მიმართვიდან - (უმნიშვნელო აქცენტი გაფართოებაზე?)
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- რა სიმბოლოა ევროკავშირის დროშაზე და რატომ არ უნდა ჩამოხიოს და დაწვას ის ჭეშმარიტმა ქრისტიანმა
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- უნგრეთის კრიზისი: ევროკავშირის წარუმატებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ?
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- საქართველო-ევროკავშირის სექტორული დიალოგი უმაღლეს დონეზე
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველოს პერსპექტივა
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- გვემუქრება თუ არა ახლო მომავალში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმება
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- ვის ეხმარება რუსეთი?
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე