რონდელის ბლოგი
საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
ავტორი: გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
თვეზე მეტია, რაც საქართველოში პოლიტიკური მღელვარებაა: მცოცავი ოკუპაცია, გარეჯი, 17 მაისი და „კომბლიონი“, გავრილოვის ღამე და ლევან ვასაძის ლაშქრის კვლავ გამოჩენა. რეალურად ვხედავთ პროდასავლური და პრორუსული ძალების დაპირისპირებას. პრორუსულ ფრთას წარმოადგენენ კრემლის კარის ფილოსოფოსის - ალექსანდრ დუგინის მიმდევრები. იმაზე, თუ რა მიზნებს ისახავს და როგორ მოქმედებს დუგინი, საუბარია ჩემი კოლეგის, ვალერი ჩეჩელაშვილის სტატიაში (იხ. 20 ივნისის „რონდელის ბლოგი“). მე კი მსურს დუგინის მიერ შექმნილი იდეოლოგიის ფესვები განვიხილო, რის გარეშეც საქართველოში დღევანდელი რუსეთის მოქმედებების გაგება ბევრად უფრო რთული იქნება.
რუსული საზოგადოების მაკონსოლიდირებელი ახალი იდეოლოგიის შექმნა პუტინის ხელისუფლებამ ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან მალევე განიზრახა. ეს დაემთხვა „ძალაუფლების ვერტიკალის“ შექმნას, ანუ კრემლის მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების მონოპოლიზების პროცესს. ამით პუტინი რუსეთის ტრადიციულ პრაქტიკას დაუბრუნდა, როდესაც კრემლში (დროებით პეტერბურგში) მჯდომი მმართველები თვითმპყრობელობას თუ კომუნისტურ ტოტალიტარიზმს რუსეთისთვის დიადი სტატუსის უზრუნველყოფით ამართლებდნენ.
იმპერიული რუსეთის იდეოლოგია მესამე რომის კონცეფციას ეფუძნებოდა, რომელიც საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავდა მმართველების თვითლეგიტიმაციას და უპრეცედენტო ექსპანსიონიზმს.
პირველი მსოფლიო ომის დროს მესამე რომის იდეა კინაღამ რეალობად იქცა, როდესაც საიქს-პიკო-საზონოვის საიდუმლო შეთანხმებით ანტანტა რუსეთის მიერ კონსტანტინოპოლის და სრუტეების დაკავებას დათანხმდა. თუმცა რუსეთისთვის ყველაფერი სრულიად საპირისპირო სცენარით განვითარდა - ძველი ბიზანტიის გულში შეჭრის და ხმელთაშუა ზღვაზე სანუკვარი გასასვლელის მოპოვების ნაცვლად, იმპერია ჩამოიშალა და მრავალი ტერიტორია დაკარგა (ზოგი - საბოლოოდ, ზოგიც - დროებით).
ინტერნაციონალიზმის კომუნისტური ლოზუნგებით მოსულმა ბოლშევიკებმა სულ მალე წარმატებით ჩაანაცვლეს მესამე რომის დოქტრინა კიდევ უფრო ამბიციური და ექსპანსიონისტური იდეოლოგიით. მისი არსი მსოფლიო რევოლუციის გზით კომუნიზმის საყოველთაო გავრცელებაში იყო. მსოფლიო კომუნიზმის ცენტრი კი, რასაკვირველია, მოსკოვი უნდა ყოფილიყო. მართალია, მსოფლიო რევოლუციის იდეების გვერდზე გადადება ჯერ კიდევ სტალინს მოუწია, მაგრამ ათწლეულების მანძილზე კომუნიზმი საბჭოთა კავშირის ერთადერთ იდეოლოგიად რჩებოდა, რამაც ის სრულიად ტოტალიტარულ სახელმწიფოდ აქცია და ასევე დიდწილად განსაზღვრა მისი საგარეო პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს კომუნისტური მმართველობის მაქსიმალურად გავრცელება და მხარდაჭერა წარმოადგენდა.
საბჭოთა იმპერია საბოლოოდ იმას შეეწირა, რომ იდეოლოგიით ტოტალურად რეგლამენტირებული იყო არა მხოლოდ ძალაუფლების სტრუქტურა და საგარეო პოლიტიკა, არამედ ეკონომიკაც. შედეგად, საბჭოთა იმპერია - ძლევამოსილი სუპერსახელმწიფო - უბრალოდ გაკოტრდა და რუსეთის იმპერიის ბედი გაიზიარა.
საბჭოთა კავშირის ჩამოშლით, რაც, ეკონომიკასთან ერთად, სწორედ მისი იდეოლოგიის გაკოტრებას მოჰყვა, რუსეთს შანსი მიეცა, რომ მოდერნიზაციისა და პროგრესული პოლიტიკური სისტემის მშენებლობისკენ გადაედგა ნაბიჯი. მას ჰქონდა ამის გარკვეული მცდელობა, მაგრამ 1990-იანი წლების ექსპერიმენტი სავალალოდ დასრულდა, როდესაც თითქოს დემოკრატმა პრეზიდენტმა ელცინმა მემკვიდრეობად დატოვა არა მხოლოდ კორუფციით გაპარტახებული ეკონომიკა და მორყეული სახელმწიფოებრიობა, არამედ ახალ მმართველად - საბჭოთა კაგებეს ოფიცერი ვლადიმირ პუტინი.
ასე, თითქოს არსაიდან მოგვევლინა კრემლის მბრძანებლის კაბინეტში, ერთი შეხედვით, უსახური „აპარატჩიკი“. რეალურად კი პუტინი და მისი გუნდი ამისთვის მთელი 90-იანი წლების განმავლობაში ემზადებოდნენ. მათ მაქსიმალურად გამოიყენეს ძველი უნარ-ჩვევები და კავშირები და პოლიტიკოსების, ძალოვანი სტრუქტურების და ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლების უნიკალური სინდიკატი შექმნეს. რაც მათ ყველაზე მეტად აკლდათ, ეს სწორედ იდეოლოგია იყო, რომელიც ამჯერად მათ მიერ ძალაუფლების მონოპოლიზებას გაამართლებდა.
საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ მართლმადიდებლობის რეაბილიტაცია უკვე მომხდარი იყო, მაგრამ პუტინს და მის ჯგუფს ესმოდა, რომ ის ვერ ჩაანაცვლებდა კომპარტიას და ვერ დაიპყრობდა ათეისტურად გაზრდილი მასების გონებას: კაგებე ეკლესიას და მის მესვეურებს ბრწყინვალედ იცნობდა და მათ მიმართ ილუზიები ვერ ექნებოდა. ეკლესიის საკუთარ სამსახურში ჩაყენების პარალელურად აუცილებელი იყო მებრძოლი ტოტალიტარული იდეოლოგიის შექმნა, რომელიც უნდა გამხდარიყო ახალი ხელისუფლების და მისი პოლიტიკის ლეგიტიმაციის წყარო.
მანამდე არაფრით ცნობილმა ფილოსოფოსმა ალექსანრდ დუგინმა პუტინს ამგვარი იდეოლოგია შეუკოწიწა და მას პირობითად ევრაზიულობის ან რუსული სამყაროს დოქტრინა უწოდა (ხაზგასასმელია, რომ გავრცელებული მოსაზრება დუგინის, როგორც „კრემლის ტვინზე“, სრულიად გაზვიადებულია). მაგრამ ამ დოქტრინაში ერთი შეხედვითაც ამოიცნობენ ისტორიკოსები მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსი ავტორების იდეებს. მათგან პირადად მე ორს გამოვარჩევდი - ნიკოლაი ტრუბეცკოისა და ივან ილინს. ტრუბეცკოის შრომები განსაზღვრავს რუსეთს, როგორც ანტიევროპულ ფენომენს და კატეგორიულ ამტკიცებს, რომ რუსეთის ნამდვილი ფესვები და განსაკუთრებულობა ოქროს ურდოს მემკვიდრეობიდან მოდის და არა - კიევის რუსეთიდან, რომელსაც ის ზედმეტად ევროპულად განიხილავს. თუ წაიკითხავთ 1925 წელს გამოქვეყნებულ მის „კავკასიის ხალხების შესახებ“, არ გამოგეპარებათ იმ მეთოდების გასაოცარი მსგავსება, რომლებსაც რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს მიმართ იყენებს. ტრუბეცკოი ერთგვარ ანდერძად უტოვებს მემკვიდრეებს, რომ ქართველებზე (და ამით კავკასიაზე) კონტროლის შესანარჩუნებლად აუცილებელია ქართველებში ყოველგვარი საშუალებით ჩაახშონ „იქაურ ნაციონალიზმში ბოლო დროს აღმოცენებული ევროპულობა“ და ხელი შეუწყონ ეთნიკურ „ერთგვარ ევრაზიულ ნაციონალიზმს“.[1] სწორედ ტრუბეცკოის მიერ შემუშავებული იდეების ხორცშესხმას წარმოადგენს ჩოხაში გამოწყობილი დუგინის ქართველი შეგირდების გააქტიურება საქართველოში.
მაგრამ ევრაზიულობის იდეოლოგიის ლომის წილი დუგინმა და მისმა კოლეგებმა ივან ილინისგან ისესხეს. რა არის განსაკუთრებული ევრაზიულობის მთავარი წინასწარმეტყველის პიროვნებაში ან იდეებში და საიდან ვიცით, რომ სწორედ მას ეთაყვანებიან კრემლის მმართველები? ამის სრულიად უტყუარი ფაქტები არსებობს: 2005 წელს პუტინის მთავრობამ ივან ილინის ნეშტი შვეიცარიიდან მოსკოვში გადმოასვენა და დონის მონასტრის სასაფლაოზე დიდი პატივით დაკრძალა (ეს რუსი საზოგადო მოღვაწეების ერთგვარი პანთეონია), გამოაქვეყნა მისი შრომების 25 ტომი, აშშ-დან გამოისყიდა და რუსეთში ჩამოიტანა ილინის არქივი, თავად პუტინს, მისი მთავრობის უკლებლივ ყველა წევრს, მოსკოვის პატრიარქს და სხვა მაღალჩინოსნებს რეგულარულად მოჰყავთ ილინის ციტატები.
ამ დროისთვის მკითხველმა შეიძლება იკითხოს, თუ რა შუაშია „ფაშიზმი“, რომელიც ასე ყურის მომჭრელად ფიგურირებს ამ სტატიის სათაურში? პასუხი - პირდაპირში! ფილოსოფოსი ივან ილინი 1922 წელს გააძევეს რუსეთიდან, როგორც ბოლშევიკებისთვის არასასურველი ელემენტი. ის გერმანიაში დასახლდა და მალე თავისთვის სათაყვანებელი გმირი - ბენიტო მუსოლინი აღმოაჩინა, რომლის შექმნილი ფაშისტური მმართველობა ევროპისთვის საუკეთესო პოლიტიკურ სისტემად გამოაცხადა.
ჰიტლერის გამოჩენამ და ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლამ ის კიდევ უფრო გაამხნევა. ის საკუთარ თავს ფაშისტად ღიად მოიხსენიებდა. ფაშიზმისადმი ენთუზიაზმი ილინს მალევე დაუფასდა - „რუსეთის ინსტიტუტი“, რომელშიც ის მუშაობდა, პროპაგანდის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და მაშინ, როცა პრაქტიკულად ყველა სხვა იმიგრანტი გამოყარეს, ილინი, როგორც სანდო, დატოვეს. ასე აღმოჩნდა ილინი იოზეფ გებელსის თანამშრომელი.
თუმცა დიდი ომის მოახლოებასთან ერთად ნაცისტების კეთილგანწყობაც გაქრა, მაგრამ მილიონობით ადამიანისგან განსხვავებით, ის რეპრესიების მსხვერპლი არ გამხდარა - 1938 წელს შვეიცარიაში გადასახლდა. გასაოცარია, მაგრამ ილინის შეხედულებები ნაცისტური გერმანიის კატასტროფულმა მარცხმაც ვერ შეცვალა და გერმანიის წარუმატებლობას პირადად ჰიტლერის შეცდომებით ხსნიდა.
აი ასეთი მამა ჰყავს დღევანდელ რუსულ სახელმწიფო იდეოლოგიას. პარადოქსი ისაა, რომ როგორც თავისი წარმოშობით, ისე შინაარსით დიდწილად ფაშისტური რეჟიმისთვის „ფაშიზმი“ ყველაზე საყვარელი სალანძღავი სიტყვაა. როდესაც რუსეთის ხელისუფლებას ვინმე არ მოსწონს, ის აუცილებლად „ფაშისტია“. ამ სიტყვას ყველაზე ხშირად ბოლო წლებია უკრაინის მიმართ იყენებენ. მერე რა უშავს, რომ „ფაშისტურ“ და თანაც „ნაცისტურ“ უკრაინას დღეს პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც ებრაელი ჰყავს - პარალელური რეალობის შექმნა ხომ ტოტალიტარული რეჟიმებისთვის, განსაკუთრებით ფაშიზმისთვის, ჩვეულებრივი ამბავია! პუტინის პროპაგანდისტთა განკარგულებაში დღეს დასავლეთში შექმნილი უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებია - მთელ მსოფლიოში მაუწყებელი რუსული ტელეარხებიდან დაწყებული, სოციალური ქსელებით დამთავრებული.
ასე რომ, ჩვენმა კომბალოსანმა „პატრიოტებმა“ კარგად უნდა იცოდნენ, რომ იდეოლოგია, რომელიც მათ მოსკოვიდან გაუზიარეს, პირველ რიგში, საქართველოს დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრას და ერის განადგურებას ისახავს მიზნად. მიუხედავად იმისა, ჩოხაში შეფუთავს, „ევრაზიულობისა“ თუ „რუსული სამყაროს“ შალითაში, ამგვარ იდეოლოგიას მოკლედ „ფაშიზმი“ ჰქვია.
[1] Николай Трубецкой, О Народах Кавказа, 1925
თემატური პოსტები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე