რონდელის ბლოგი
ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
ივნისის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა Financial Times-ს, სადაც იგი, მისთვის დამახასიათებელი დამაჯერებელი ტონით, საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე საუბრობს. მართალია, ამ ინტერვიუს განსაკუთრებული რეზონანსი არ გამოუწვევია, მაგრამ გარკვეული თემები მაინც გახდა საერთაშორისო მასმედიის განსჯის საგანი. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ლიბერალიზმის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულმა მკვეთრმა კრიტიკულმა შეფასებებმა.
მართლაც, პუტინი ამ ინტერვიუს ბოლო ნაწილში გამორჩეულად ბევრს ლაპარაკობს ლიბერალიზმზე. იგი ამტკიცებს, რომ „ლიბერალურმა იდეამ თავისი თავი სრულად ამოწურა“. „დასავლელი პარტნიორებიც კი აღიარებენ იმას, რომ ლიბერალიზმის ზოგიერთი ელემენტი უბრალოდ არარელევანტურია. მაგალითად, მულტიკულტურალიზმი და ასე შემდეგ“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მხოლოდ ამ შეფასებით არ შემოიფარგლება და შემდგომში, უკვე სხვა კითხვების პასუხისას, კვლავ უბრუნდება ლიბერალიზმის თემას და მასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს იმეორებს. აცხადებს, რომ ლიბერალური იდეის მომხრეები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში ხელისუფლების სათავეში არიან, არაფერს აკეთებენ მსოფლიოში არსებული ურთულესი პრობლემების მოსაგვარებლად. პუტინი კონკრეტულ ყურადღებას ამახვილებს მიგრანტებზე, რასაც ბოლო ხანებში მართლაც დასავლეთის ქვეყნების საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პრობლემად აღიქვამენ (ეს პრობლემა ასევე აქტუალურია ჩვენნაირი ქვეყნებისთვისაც). პუტინის შეფასებით, პოლიტიკური ელიტების მხრიდან ასეთი პრობლემების უგულებელყოფაც ამტკიცებს, რომ „ლიბერალურმა იდეამ საკუთარი თავი ამოწურა და კონფლიქტში შევიდა მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობასთან“.
ამ თემაზე მსჯელობის ბოლოს პუტინი აცხადებს, რომ ადამიანური წეს-ჩვეულებებისა და მორალის თვალსაზრისით „ტრადიციული ფასეულობები უფრო სტაბილური და მნიშვნელოვანია მილიონობით ადამიანისთვის, ვიდრე ლიბერალური იდეა, რომელიც ასრულებს არსებობას“.
ეს ბოლო ამონარიდი პუტინის ინტერვიუდან მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, თუ რისი თქმა უნდოდა რუსეთის პრეზიდენტს. ცხადია, ლიბერალიზმზე იერიშის მიტანა და მისი დასასრულის მტკიცება იგივეა, რაც დასავლეთზე იერიშის მიტანა და მისი დასასრულის მტკიცება. ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტი ირიბად იმაზეც აკეთებს აქცენტს, რომ თითქოს ლიბერალიზმი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტრადიციულ ფასეულობებს, რადგან მათ გაქრობას იწვევს.
ცხადია, ეს მთელი მტკიცება, ზოგადად, ერთ-ერთი მთავარი რუსული ნარატივია. კრემლის მიზანია, მძლავრი პროპაგანდის მეშვეობით ხელოვნურად შექმნილ საინფორმაციო ველში რუსეთი წარმოჩნდეს ტრადიციული ფასეულობების უპირველეს დამცველად, რათა გაიზარდოს მისი გავლენა საერთაშორისო არენაზე.
ლიბერალიზმის საპირწონედ ტრადიციულ ფასეულობებზე ყურადღების გამახვილება რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით გამოიკვეთა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რუსული პროპაგანდის კონკრეტულად ეს მიმართულება უფრო მეტად პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეა გათვლილი. ამ ფონზე შემთხვევითი არ არის, რომ ტრადიციული ღირებულებების დაცვის საკითხი ჩვენთან თანდათანობით სულ უფრო აქტუალური ხდება, რასაც ბოლო ხანებში ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფების გააქტიურებაც ადასტურებს.
ზოგადად, რუსულმა პროპაგანდამ ამ და სხვა მიმართულებით გარკვეული პოპულარობა მოიპოვა, თუმცა ამ პოპულარობის მასშტაბები ბევრად მცირეა, ვიდრე მოსკოვი ისურვებდა.
ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. საკუთარი პროპაგანდის წარმატებისთვის საკმაოდ დიდი რესურსების მობილიზების მიუხედავად, მოსკოვს ძალიან უჭირს ფართო საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ ინსტიტუციურად, ტექნოლოგიურად, ეკონომიკურად და სხვა მრავალი ასპექტით ბევრად წინ მდგომი დასავლეთი ნეგატივთან ასოცირდება, რუსეთი კი, რომელსაც უამრავი შიდა და საგარეო პრობლემა აქვს, - პოზიტივთან.
ლიბერალიზმისა და ტრადიციული ღირებულებების მიღმა თუ რა თემებს უთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას რუსული პროპაგანდა წარმატების მისაღწევად, ნათლად გამოჩნდა პუტინის ინტერვიუშიც. სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ რუსეთის პრეზიდენტის კონკრეტული მოსაზრებები, კერძოდ:
- საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო, რადგან 25 მლნ. ეთნიკური რუსი რუსეთის ფედერაციის საზღვრებს მიღმა დარჩა. სამართლებრივადაც ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან საბჭოთა კავშირში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, 70%-ზე მეტმა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი. თუმცა შემდგომში, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, მოსახლეობისთვის არავის არაფერი უკითხავს;
- დღეს არსებულ საერთაშორისო სისტემაში არანირი წესები აღარ არსებობს. იგი უარესია ცივი ომის დროინდელ საერთაშორისო სისტემაზე, სადაც რაღაც წესები მაინც არსებობდა. ამიტომაც დღეს სამყარო უფრო ნაკლებად პროგნოზირებადია;
- საერთაშორისო წესრიგის არარსებობის პირობებში გახშირდა შეიარაღებული კონფლიქტები და ძლიერი ქვეყნების მიერ სუსტი ქვეყნების დაჩაგვრა. ლიბია და ერაყი წარმოადგენს იმის თვალსაჩინო მაგალითის, რომ დასავლეთის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენებით პრობლემა არ მოგვარდა, პირიქით, უარესი შედეგი მივიღეთ. ლიბიისა და ერაყის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მრავალ ქვეყანას გაუჩნდა ბუნებრივი სურვილი, რომ ყველანაირი საშუალებით უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. მათ შორის ბუნებრივია ჩრდილოეთ კორეის სურვილიც, შეექმნა ბირთული იარაღი. საერთო ჯამში კი, ასეთ ტენდენცია ვნებს მსოფლიოს სტაბილურობას;
- ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთის ქვეყნების წამყვანი როლი თანდათანობით სუსტდება სხვა ქვეყნების სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფონზე. ასე, მაგალითად, G7 წევრი ქვეყნების ხვედრითი წილი მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში 58%-დან 40%-მდე შემცირდა. ეკონომიკაში არსებული ეს ტენდენცია სათანადოდ უნდა აისახოს საერთაშორისო ინსტიტუტებზეც, სადაც დასავლეთის ქვეყნების ხარჯზე უნდა გაიზარდოს სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების როლი;
- დემოკრატიის ერთიანი, უნივერსალური სტანდარტები არ არსებობს. ამას თავად დასავლეთშიც კი აცნობიერებენ და აღიარებენ. მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობენ, რომ ყველანაირად ხელი შეუწყონ დემოკრატიის გავრცელებას ისეთ რეგიონებშიც კი, რომლებსაც დასავლეთისგან კარდინალურად განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ;
- თავად დასავლეთში პოლიტიკური სისტემა საკმაოდ მოირყა, რადგან მმართველი ელიტა მოწყდა ჩვეულებრივ მოსახლეობას. განსხვავება ელიტების ინტერესებსა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებს შორის ძალზე თვალშისაცემი გახდა, რამაც გააჩინა მოთხოვნა ისეთი ტიპის პოლიტიკოსებზე, როგორიც, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.
პუტინის ამ გზავნილებიდან კარგად ჩანს, რომ რუსული პროპაგანდა ძირითადად აგებულია ნეგატივზე, სადაც დასავლეთის დისკრედიტაცია საკუთარი წარმატების პრაქტიკულად ერთადერთ გზად არის მიჩნეული. რეალურად, რუსეთს სხვა არჩევანი ნაკლებად აქვს, რადგან საკუთარი თავის პოპულარიზაცია მას ტრადიციულად უჭირს. მათ შორის, ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც რუსეთთან კულტურულად და ისტორიულად ბევრი საერთო აქვთ.
ამავე დროს, აშკარაა რეალურ ფაქტებთან რუსეთისთვის სასურველი მოვლენების ხელოვნურად დაკავშირების მცდელობები, რაც მთელ რიგ შემთხვევებში საკმაოდ ხელოვნურია, საერთო ჯამში, არც რუსეთის პროპაგანდისთვის მოაქვს დადებითი შედეგი და, შესაბამისად, არც რუსეთის პრესტიჟის გაზრდას ემსახურება.
საქართვლოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებით გამოწვევად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ლიბერალიზმთან და ტრადიციულ ღირებულებებთან ერთად, პუტინის ზემოხსენებულ გზავნილებში ასახული თითქმის ყველა თემა მეტ-ნაკლებად აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში.
რუსული პროპაგანდის მთავარი მიზანი საქართველოში დასავლეთის და დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციაა. ამ მიზნის მისაღწევად კი კრემლი საქართველოში ცდილობს ლიბერალიზმის და ტრადიციული ღირებულებების თემების გამოყენებას, რაც დასავლეთის დისკრედიტაციასთან ერთად ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩვასა და ურთიერთდაპირისპირების პროვოცირებას - ეს კი, სამწუხაროდ, რუსეთმა წარსულში საქართველოში ბევრჯერ მოახერხა წარმატებით.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: ვაჭრობის „ლეგალიზაცია“ და რუსეთის სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივები
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- სანქციების მეათე პაკეტი - რუსული აგრესიის ერთი წელი
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ფრენების აღდგენა რუსეთთან – პოტენციური შედეგები საქართველოსთვის
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- სანქციების მეცხრე პაკეტი - რუსული ესკალაციისა და სარაკეტო იერიშების საპასუხოდ
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- რა საკითხები განიხილეს პუტინი-ერდოღანის შეხვედრისას?
- სანქციების მეშვიდე პაკეტი და ემბარგო რუსულ ოქროზე
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ცხინვალის არშემდგარი რეფერენდუმი
- ომი და საქართველო
- „ავტოკრატიული მშვიდობა“
- „რურალური ორბანიზმი“ - პოლარიზაცია, როგორც უნგრეთის პოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი
- არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში: რატომ წააგო ბიბილოვმა და რა იქნება ბიბილოვის შემდეგ?
- ომი უკრაინაში და გაერთიანებული სამეფოს ახალი როლი აღმოსავლეთ ევროპაში
- რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება?
- რატომ გააქტიურდა აფხაზური მხარე სოციალურ ქსელებში?
- რატომ არ მოსწონს პუტინს ნეიტრალური უკრაინა? (უკრაინის ნეიტრალური სტატუსი აქტუალური ხდება - რას ნიშნავს ეს პუტინისთვის?)
- ევროპის ენერგომომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები
- მასობრივი უკონტროლო მიგრაცია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
- რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- როგორია თურქეთის პოზიციები და ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომში
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- რა დგას პუტინის უკრაინაში გამბიტის უკან?
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- L'Europe pourra-t-elle éviter le “déjà vu” ? (საფრანგეთი, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და დაძაბულობა აღმოსავლეთ ევროპაში)
- აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი
- რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- „დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები
- კრიზისი ბელარუსში: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა რუსეთის სტრატეგიის წინააღმდეგ მის ახლო სამეზობლოში
- მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი
- ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- აფხაზეთში ახალი „პოლიტიკური ელიტის“ ჩამოყალიბება - ვინ ჩაანაცვლებს ძველ „ელიტას“?
- ჟენევის სამიტის კიბერგანზომილება
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაფასება
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე
- ვის გამოუტანა განაჩენი მოსამართლემ: ნავალნის, პუტინს თუ რუსეთს?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში
- ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით
- რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში
- რა წააგო და რა არ წააგო სომხეთმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- ბელარუსის საპროტესტო აქციები, ლუკაშენკო და რუსეთის ფედერაცია
- რამდენიმე მოსაზრება ტერმინის „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენების თაობაზე
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ხაბაროვსკის საპროტესტო გამოსვლები, როგორც რუსეთის ფედერაციის სტაბილურობის ერთგვარი ინდიკატორი
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- From Russia with love, თუ რუსეთიდან… ეშმაკური გეგმით
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილები
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ახალი აქცენტები
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- საქართველო და რუსეთის პოსტმოდერნისტული ფაშიზმი
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- ნატოს, რუსეთის და პატ ბუჩანანის შესახებ
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დღევანდელი რუსეთის რელიგიური ომები
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში - რას უნდა ველოდოთ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?!
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ჰელსინკის სამიტი და მისი ძირითადი შედეგები
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- როგორ მოვიგოთ ცივი ომი 2.0
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რუსეთის „ელჩის“ როტაცია აფხაზეთში
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში - ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში
- კრემლის საკადრო გადაწყვეტილებები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- არის თუ არა საქართველოს ექსპორტის ზრდა მდგრადი?
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე