საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი 1918-1921
გაზეთი საქართველო 26
1918 წლის 26 მაისს, გაზეთ „საქართველოს“ პირველ გვერდზე, მარცხენა ზედა კუთხეში, იქ, სადაც „საგულისხმო ცნობები“ იბეჭდებოდა, მხოლოდ სამი სიტყვა ეწერა – „საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა“. ეს სამი სიტყვა ყველაფერს იტევდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების ცნობის პარალელურად, 26 მაისის „საქართველოს“ ფურცლებზე არაერთი სხვა სტატია დაიბეჭდა, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდებოდა. მათ შორის – სარედაქციო სტატია, რომლის ზემოთაც დიდი ასოებით ეწერა – „დამოუკიდებელი საქართველო აღდგა, გაუმარჯოს საქართველოს!“. იმავე ნომერში იყო სტატიები: „საქართველოს დამოუკიდებლობის წინაშე“ და რაფიელ ივანიცკის (რ. ინგილო) სტატია „ახალი გზით“, რომელიც ასე სრულდებოდა: „საქართველოს უზენაესმა პოლიტიკურმა დაწესებულებამ პარასკევ საღამოს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის უდიდეს მნიშვნელობას, შესაძლოა, ბევრი ვერც კი ჰგრძნობდეს: ეროვნულმა საბჭომ საჭიროდ დაინახა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადება!“ გაზეთის ფურცლების მიღმა კი მოვლენები ასე განვითარდა: 26 მაისის დილით ამიერკავკასიის სეიმის ბოლო სხდომა გაიმართა, სადაც სიტყვით გამომსვლელების შემდეგ სოციალ-დემოკრატებმა რეზოლუცია წარმოადგინეს, რომლის მხარდაჭერის შემდეგაც ამიერკავკასიის დაშლა ოფიციალურად დადასტურდა. იმავე დღეს, სეიმის დაშლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომა ჩატარდა. სხდომას ნოე…
გაზეთი "საქართველო" 26.05.1918
1918 წლის 26 მაისს, გაზეთ „საქართველოს“ პირველ გვერდზე, მარცხენა ზედა კუთხეში, იქ, სადაც „საგულისხმო ცნობები“ იბეჭდებოდა, მხოლოდ სამი სიტყვა ეწერა – „საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა“. ეს სამი სიტყვა ყველაფერს იტევდა.
გაზეთი "საქართველო" 26.05.1918
1918 წლის 26 მაისს, გაზეთ „საქართველოს“ პირველ გვერდზე, მარცხენა ზედა კუთხეში, იქ, სადაც „საგულისხმო ცნობები“ იბეჭდებოდა, მხოლოდ სამი სიტყვა ეწერა – „საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა“. ეს სამი სიტყვა ყველაფერს იტევდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების ცნობის პარალელურად, 26 მაისის „საქართველოს“ ფურცლებზე არაერთი სხვა სტატია დაიბეჭდა, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდებოდა. მათ შორის – სარედაქციო სტატია, რომლის ზემოთაც დიდი ასოებით ეწერა – „დამოუკიდებელი საქართველო აღდგა, გაუმარჯოს საქართველოს!“. იმავე ნომერში იყო სტატიები: „საქართველოს დამოუკიდებლობის წინაშე“ და რაფიელ ივანიცკის (რ. ინგილო) სტატია „ახალი გზით“, რომელიც ასე სრულდებოდა: „საქართველოს უზენაესმა პოლიტიკურმა დაწესებულებამ პარასკევ საღამოს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის უდიდეს მნიშვნელობას, შესაძლოა, ბევრი ვერც კი ჰგრძნობდეს: ეროვნულმა საბჭომ საჭიროდ დაინახა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადება!“ გაზეთის ფურცლების მიღმა კი მოვლენები ასე განვითარდა: 26 მაისის დილით ამიერკავკასიის სეიმის ბოლო სხდომა გაიმართა, სადაც სიტყვით გამომსვლელების შემდეგ სოციალ-დემოკრატებმა რეზოლუცია წარმოადგინეს, რომლის მხარდაჭერის შემდეგაც ამიერკავკასიის დაშლა ოფიციალურად დადასტურდა. იმავე დღეს, სეიმის დაშლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომა ჩატარდა. სხდომას ნოე…
გაზეთი "საქართველო" 25.05.1918
1918 წლის 25 მაისს გამოცემული ქართული გაზეთებისთვის ჯერ კიდევ ბევრი არაფერი იყო ცნობილი, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო შემდეგ დღეს. პრესა ძირითადად იმავე ხაზს მიჰყვებოდა, რასაც წინა დღეებში. მათ შორის იყო „სახალხო საქმე“, სადაც ქვეყნის გაურკვეველი და რთული მდგომარეობის შესახებ მორიგი სტატია დაიბეჭდა. მას ნოე ჟორდანია ხელმძღვანელობდა. მართალია, 25 მაისს გამართულ სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ვერ მოესწრო, თუმცა, როგორც მოგვიანებით ზურაბ ავალიშვილი წერდა, 25 მაისის გვიან ღამეს მასთან ერთად ბათუმში მყოფმა აკაკი ჩხენკელმა და ნიკო ნიკოლაძემ უკვე იცოდნენ, რომ მეორე დღეს, 26 მაისს, ეროვნული საბჭო საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. საქართველო საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაკარგულ დამოუკიდებლობას იბრუნებდა
გაზეთი "საქართველო" 24.05.1918
ქართული ჟურნალ-გაზეთებიდან ძნელია სხვა მეორე გამოცემის გახსენება, რომელიც 1918 წლის მაისის თვეში ისე ღიად და დაჟინებით წერდა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობაზე, როგორც ამას გაზეთი „საქართველო“ აკეთებდა. დამოუკიდებლობის გამოცხადება ერთადერთ საშუალებად მიიჩნეოდა ქვეყნის გადარჩენის გზაზე. საჭირო იყო, რომ საქართველო გამომშვიდობებოდა ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად ცხოვრებას და როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს, თავისი გზით ევლო. დამოუკიდებლობის გამოცხადების, როგორც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების შესახებ „საქართველო“ 1918 წლის 24 მაისს გაზეთის პირველივე გვერდზე, არცთუ ვრცელ სტატიაში, სახელწოდებით „უკანასკნელი საშუალება“, წერდა.
გაზეთი "საქართველო" 23.05.1918
918 წლის 26 მაისის წინა დღეები განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა საქართველოსთვის. ქვეყანას ბეწვის ხიდზე უწევდა გავლა. დამოუკიდებლობის გამოცხადება გარდაუვალი იყო. საგარეო ფაქტორებთან ერთად ამას ამიერკავკასიის რესპუბლიკის მმართველობაში შექმნილი მდგომარეობაც ადასტურებდა. სწორედ 1918 წლის 23 მაისს, როცაა გაზეთი „ერთობა“ პირველ სტატიად „მოსალოდნელ საფრთხეს“ აქვეყნებდა, ბათუმში მყოფი აკაკი ჩხენკელი საიდუმლოდ წერილს სწერდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და ატყობინებდა, რომ პირველი ნაბიჯი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება უნდა ყოფილიყო, რასაც თან გერმანიისთვის მფარველობის მოთხოვნა უნდა მოჰყოლოდა. არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა რუსეთის ჯარის ნდობა. საჭირო იყო ყველას განეიტრალება, ვინც რუსეთისკენ აიღებდა გეზს. ბოლშევიზმი სამშობლოს ღალატს ნიშნავდა.
გაზეთი "ერთობა" 22.05.1918
1918 წლის 22 მაისს გაზეთ „ერთობის“ გამხსნელი სტატია ბოლშევიკური რუსეთს და იქ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა, რაც საქართველოშიც ფიქრის საგანი გამხდარიყო. სტატიის სათაურიც შესაბამისი იყო – „ბალშევიკური რუსეთიდან მომავალი საფრთხე“. სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში მწვავედ იყო გაკრიტიკებული ის გზა, რომელიც ლენინს და მის მხარდამჭერებს ჰქონდათ არჩეული. ყველაზე დიდი შეშფოთების მიზეზი ბოლშევიკური რუსეთის მხრიდან საქართველოს და მთლიანად კავკასიის ქვეყნების მოსალოდნელი დამოუკიდებლობის მიუღებლობა იყო. ადრე თუ გვიან ბალშევიკები (როგორც იმ დროს მათ მოიხსენიებდნენ) კავკასიისკენ გაიწევდნენ. ამ ფონზე ნათელი იყო, რომ რუსეთს დიდად არც ერთა თვითგამორკვევის საკითხი და არც სოციალისტური იდეების ერთგულება არ ადარდებდა. მიუხედავად ბოლშევიკური ზრახვებისა, საქართველო სულ მალე დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა და მის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანი და სომხეთიც მიბაძავდა. კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობას წინ ბევრი საფრთხე და განსაცდელი ელოდა, რომელთა შორის ბოლშევიკური რუსეთი ყველასა და ყველაფერზე წინ იდგა.
გაზეთი "საქართველო" 21.05.1918
ესაა ამონარიდი წერილიდან, რომელიც 1918 წლის 21 მაისს, გაზეთ „საქართველოს“ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი, პროფესიით იურისტი, რაფიელ ივანიცკია. რაფიელი ზაქათალის ოლქის სოფელ კახში იყო დაბადებული და ხშირად სტატიებზე ნამდვილი სახელისა და გვარის ნაცვლად, ფსევდონიმს – „რ. ინგილო“ უთითებდა. ასე იყო ამ სტატიის „რუსეთი იღვიძებს“ შემთხვევაშიც, სადაც ავტორი ვრცლად საუბრობდა რუსეთში სოციალისტური რევოლუციის უტოპიაზე. ექსპერიმენტებზე, რომელსაც მაშინდელ რუსეთში მიმართავდნენ და რამაც ქვეყანა განადგურებამდე მიიყვანა.
გაზეთი საქართველო 20.05.1918
სოხუმის მიმართულებით ქართველების წინსვლა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. ვალიკო ჯუღელის და იმ დროისათვის ჯერ კიდევ პოლკოვნიკ ალექსანდრე კონიაშვილის რაზმი ბოლშევიკებს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. სოხუმი უკვე აღებული, ბოლშევიკების ნაწილი კი დატყვევებული იყო. როგორც სოხუმიდან იტყობინებოდნენ, ბოლშევიკები ერთდროულად გარბოდნენ, როგორც ზღვით, ისე ხმელეთით. ქართველებს მოეხერხებინათ და ხელში ჩაეგდოთ ბოლშევიკების გემი #107, სადაც, დატყვევებული მებრძოლების და იარაღის გვერდით, 10,000 ფუთი ქერი აღმოჩნდა.
გაზეთი საქართველო 19.05.1918
ბათუმი არ ყოფილა ერთადერთი ქალაქი, რომლის საქართველოს შემადგენლობაში დასარჩენადაც 1918 წლის მაისში ბრძოლები მიმდინარეობდა. რთული მდგომარეობა იყო სოხუმის მიმართულებით, სადაც ვალიკო ჯუღელი ბოლშევიკებს ებრძოდა. მიუხედავად წარმატებისა, გადაწყვეტილი ბევრი ჯერ არაფერი იყო. ჯუღელის და მისი რაზმის მიერ ბრძოლაში მოპოვებული წარმატების ამბავს 1918 წლის 19 მაისს „სახალხო საქმე“, გაზეთის პირველივე გვერდზე, უკანასკნელი ცხელი ამბების ადგილას აქვეყნებდა.
გაზეთი საქართველო 18.05.1918
1918 წლის მაისში, მაშინ, როცა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების სამზადისში იყო და 26 მაისის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება სულ უფრო გარდაუვალი ხდებოდა, რთული ვითარება იყო ბათუმში. ოსმალეთის წარმომადგენლები უკვე ბათუმში იდგნენ. ყველას, ვისაც ქვეყნის მომავალი აფიქრებდა, საქართველოს დამოუკიდებლობამდე მიყვანასთან ერთად, ბათუმზეც უნდა ეფიქრა. ბათუმი, როგორც უმნიშვნელოვანესი ქალაქი და პორტი შავი ზღვის სანაპიროზე, ქვეყნის მთავარი გასაღები იყო ევროპისკენ.
გაზეთი საქართველო 17.05.1918
1918 წლის 17 მაისს გაზეთმა „საქართველომ“ იმავე წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში გამართულ სხდომაზე გამომსვლელთა სიტყვები გამოაქვეყნა, რომელთა შორის ეროვნული დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები სჭარბობდნენ. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ მაჩაბელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, არტილერიის გენერალ-მაიორი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი და ეკონომისტი და პოლიტიკოსი შალვა ქარუმიძე.
გაზეთი საქართველო 16.05.1918
1918 წლის 16 მაისს გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე ვრცელი სტატიის - „დასავლეთი, სამხრეთი, თუ ჩრდილოეთი“ - დასკვნითი, III ნაწილი გამოქვეყნდა. ავტორი ისტორიკოსი, მწერალი და პუბლიცისტი - სიმონ ქვარიანი იყო.