X

განცხადებები

მცირე გრანტების კონკურსი ,,რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება მდგრადი ცვლილებისთვის''

2023 / 01 / 10

რონდელის ფონდი იწყებს საპროექტო განაცხადების მიღებას მცირე გრანტების კონკურსის „რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება მდგრადი ცვლილებისთვის“ ფარგლებში!

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამოქალაქო აქტივობას და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების დანერგვას; ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა რეგიონის კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.

მიმდინარე მცირე გრანტების კონკურსი იწვევს რონდელის ფონდისა და/ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პროგრამების კურსდამთავრებულებს,  რომლებიც არიან საკუთარ რეგიონებში მომუშავე აქტიური ახალგაზრდები. კონკურსში მონაწილეობის მიღება, ასევე, შეუძლიათ იმ საინიციატივო ჯგუფებს და არამომგებიან ორგანიზაციებს, რომლის წევრიც არის რონდელის ფონდისა და/ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პროგრამის კურსდამთავრებული.

საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 თებერვალი, 2023.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გადმოწერეთ ფაილები:

გადმოსაწერი დოკუმენტები

 

დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: [email protected] ან დარეკეთ:  (995 32) 247 35 55; კითხვების მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი;

*თუ ვერ გადმოტვირთავთ დოკუმენტებს ან სხვა ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: [email protected]

 

პროექტს რონდელის ფონდი ახორციელებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

 

© 2025 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.