X

კონფერენციები და სემინარები

საერთაშორისო სემინარი „ევროკავშრის დახმარების ეფექტური მმართველობა აღმოსავლეთის პარტნირობის ქყვეყნების მთავრობების მიერ“

2012 / 06 / 13

2012 წლის 11-13 ივნისს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ”აღმოსავლეთის პარტნორობის” ფარგლებში რიგით მე-5 სემინარს საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ  - „ევროკავშრის ეფეტური მმართველობა აღმოსვლეთის პარტნიორობის ქვეყნების მთავრობების მიერ“, რომლის ორგანიზატორი იყო ესტონეთის აღმოსავლეთის პარტნირობის ცენტრი, ევროკომისიასთან, შვედეთის განვითარების სააგენტოსა (SIDA) და სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდთან თანამშრომლობით.
სემინარი ეძღვნებოდა 2012 წლის მარტსა და მაისში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებულ კვლევას, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეფექტური მმართველობის ზოგად და სპეციფიკურ ასპექტებში გარკვევას   ემსახურებოდა.

სემინარის ოფიციალური მასპინძლები იყვნენ ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორი ეკე ნომი და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. მისასალმებელი სიტყვა თქვეს ფონდის პრეზიტენტმა  ალექსანდრე რონდელმა, საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის უფროსმა მრჩეველმა თამარ ბერუჩაშვილმა. კვლევის შედეგები წარმოადგინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული ცენტრის მრჩეველმა ალექსეი სეკარევმა. საქართვლოში ევროკავშირის პროგრამების არსისა და ევროკავშირის წარმომადგენლობასა და ბენეფიციარ ინსტიტუტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ილაპარაკა საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა რამონ რეიგადა გრანდამ.  ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტების და ევროკავშირის დახმარების ცვლილებების შესახებ  კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა. საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ირაკლი კოტეტიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ევროკავშირის დახმარების ფონზე ქვეყანაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრირების რეფორმას. რომან კაკულიამ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახლემწიფო 

მინისტრის აპარატის პროგრამების ადმინისტრირების უფროსმა, ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის სისტემის შესახებ. აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც თავს იჩენს მათ ქვეყნებში ევროკავშირის დახმარების მართვასთან დაკავშირებით. ორიდღიან სემინარზე განხილულ იქნა ევროკავშირის დახმარების ტექნიკური ასპექტები, მათ შორის მიმღები მთავრობის წვლილი პროგრამირების, პროგრამების განხორციელებისა და შეფასების პროცესში, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებისა და პროექტების მომზადების პროცესი სახელმწიფო დონეზე და ბენეფიციარი ორგანიზაციების მხრიდან ევროკავშირის დახმარების პროგრამების განხორციელების მართვა. ყველა სხდომაზე დისკუსიაში აქტიურად იყო ჩართული დამსწრე საზოგადოება. სემინარში მონაწილეობდნენ  საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ესტონეთის, საფრანგეთის, მოლდოვისა და უკრაინის მთავრობისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.