X

კონფერენციები და სემინარები

სემინარი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის ევროკავშირთან კომუნიკაციის საკითხებზე

2014 / 04 / 08

2014 წლის 7-8 აპრილს ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრმა (ECEAP) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდთან (GFSIS) თანამშრომლობით გამართა საჯარო ადმინისტრირების რეფორმისადმი მიძღვნილი სემინარი ”ევროკავშირის თემასთან დაკავშირებული საჯარო კომუნიკაციის გაუმჯობესება პარტნიორ ქვეყნებში”. სემინარს ესწრებოდნენ საჯარო კომუნიკაციის სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო კომუნიკაციის ექსპერტები, საჯარო მოხელეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და ევროკავშირის  დიპლომატები ევროპის საგარეო ქმედების სამსახურიდან. 

დაგეგმილ ღონისძიებათა ციკლიდან ეს იყო პირველი სემინარი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საჯარო კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის ევროკავშირთან კომუნიკაციის თემაზე. ასევე დაგეგმილია სპეციალურად შემუშავებული კურსები კომუნიკაციის სპეციალისტებისა და ჟურნალისტებისთვის საქართველოსა და მოლდოვაში. ღონისძიებების ბოლოს განხორციელდება ორი სასწავლო ვიზიტი ესტონეთში.

საჯარო ადმინისტრირების რეფორმისადმი მიძღვნილი სემინარის ”ევროკავშირის თემასთან დაკავშირებული საჯარო კომუნიკაციის გაუმჯობესება პარტნიორ ქვეყნებში” ორგანიზატორები არიან ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრი და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, ესტონეთის საელჩო საქართველოში, ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისი. ღონისძიება გაიმართა ევროკომისიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.