X

კონფერენციები და სემინარები

კონფერენცია - "შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება ნატოს სამიტის შემდეგ"

2014 / 09 / 30

2014 წლის 30 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან ერთად,  რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია: შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება ნატოს სამიტის შემდეგ. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, ელჩები, ნატოს სამეკავშირეო ოფისი, სტრატეგიულ საკითხთა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები. 

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ნატო უელსის სამიტის შემდეგ ნატოსთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლკობები, გამოწვევები და პერსპექტივები სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.